გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.09.2018
საქმის ნომერი
330210018002524531
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19962 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - მ------------ე

წარმომადგენელი - მ-----------–---–ი

მოპასუხე - მ-----–--–------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მ-----–--–------ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, ლ------–------ის (დაბადებული 2-----–-–---------–--ს), სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 1500 (ათას ხუთასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 03 ივლისიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

 

მოსარჩელე მ------------ეს და მოპასუხე მ-----–--–------ეს, 2----–-–---------–--ს, შეეძინათ შვილი, ლ------–------ე. ამჟამად, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ლ------–------ე ცხოვრობს დედასთან, მ------------ესთან. მოპასუხე თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში. მოსარჩელე მხარის მცირე შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებებს. მოპასუხე მუშაობს საერთაშორისო კომპანია ,,ნ------------ში“ და აქვს სოლიდური ყოველთვიური ანაზღაურება. მოპასუხე ვალდებულია, სათანადო სტაბილური მატერიალური დახმარება გაუწიოს არასრულწლოვან შვილს და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდა-განვითარებაში.

(სარჩელი,2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას, არასრულწლოვანი შვილის, 2-----–-–---------–--ს დაბადებული, ლ------–------ის, სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

(შესაგებელი, 2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ------------ეს და მ-----–--–------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------–--ს, შეეძინათ შვილი, ლ------–------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ------–------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14).

 

3.1.2. მხარეები 2015 წლის დეკემბრის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ლ------–------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან, მ------------ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მოპასუხე მ-----–--–------ე, 2018 წლის ივლისის თვიდან იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან. მოპასუხის მეუღლე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მ------------ე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, მ------------ის 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 9 ივლისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 3750 ლარს, თებერვლის თვეში - 3750 ლარს, მარტის თვეში - 3750 ლარს, აპრილის თვეში - 3750 ლარს, მაისის თვეში - 3750 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 4375 ლარს, აგვისტოს თვეში - 875 ლარს, სექტემბრის თვეში - 875 ლარს, ოქტომბრის თვეში - 875 ლარს, ნოემბრის თვეში - 875 ლარს, დეკემბრის თვეში - 875 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 875 ლარს, მარტის თვეში - 750 ლარს, აპრილის თვეში - 750.69 ლარს, მაისის თვეში - 589.29 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 29, 32).

 

3.2.2. მოპასუხე მ-----–--–------ე 03.08.2016 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ,,ნ----------------------------“-ში, საქართველოს ფილიალში, ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. იგი დასაქმებულია მთლიან განაკვეთზე და მისი საშუალო ხელფასი შეადგენს 4200.93 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ნ----------------------------“-ს 2018 წლის 30 აგვისტოს გაცემული ცნობა (ს.ფ. 57).

 

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მ-----–--–------ის 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 9 ივლისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1341.19 ლარს, თებერვლის თვეში - 2563.3 ლარს, მარტის თვეში - 3418.25 ლარს, აპრილის თვეში - 4299,82 ლარს, მაისის თვეში - 1999.65 ლარს, ივნისის თვეში - 4663.99 ლარს, ივლისის თვეში - 2551,78 ლარს, აგვისტოს თვეში - 3443,79 ლარს, სექტემბრის თვეში - 9717.07 ლარს, ოქტომბრის თვეში - 8090,06 ლარს, ნოემბრის თვეში - 8554,58 ლარს, ნოემბრის თვეში - 9303,53 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 8190,35 ლარს, თებერვლის თვეში - 1335,24 ლარს, მარტის თვეში - 10042,33 ლარს, აპრილის თვეში - 1364,24 ლარს, მაისის თვეში - 7652,85 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 29-31).

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ლ------–------ე დადის კერძო სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებაში და ყოველთვიურად იხდის ბაღის გადასახადს, ვინაიდან, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ხოლო მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელის მითითებულ გარემოებას და განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით, არასრულწლოვანი ლ------–------ე დადის საჯარო საბავშვო ბაღში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას საბანკო დავალიანების არსებობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მ-----–--–------ის განმარტებით, მას ერიცხება საკრედიტო დავალიანებები, რის საფუძველზეც, იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული აქვს საცხოვრებელი ბინა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად; საკრედიტო დავალიანებისა და ბანკში ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2.6. მოპასუხე მ-----–--–------ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, მოპასუხე მხარის მიერ მისი მშობლის ან სხვა პირის რჩენის კანონით დადგენილი ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2.7. მ-----–--–------ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მამის მხრიდან არასრულწლოვან ლ------–------ისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 05 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, არასრულწლოვანი შვილისათვის, შეიძლება განისაზღვროს 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ------------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2-----–-–---------–--ს დაბადებული, ლ------–------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე სასამართლო ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს, რის შესაბამისად ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, დადგენილია, რომ მ------------ეს და მ-----–--–------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------–--ს, შეეძინათ შვილი, ლ------–------ე. მხარეები 2015 წლის დეკემბრის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ლ------–------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან, მ------------ესთან ერთად. მოსარჩელე მხარის მითითებით, არასრულწლოვანი ლ------–------ე ირიცხება კერძო საბავშვო ბაღში, თუმცა აღნიშნული გარემოების დამდასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარე კი უარყოფს მითითებულ გარემოებას და განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით, არასრულწლოვანი ლ------–------ე დადის საჯარო საბავშვო ბაღში.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე მ------------ე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, მ------------ის 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 9 ივლისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 3750 ლარს, თებერვლის თვეში - 3750 ლარს, მარტის თვეში - 3750 ლარს, აპრილის თვეში - 3750 ლარს, მაისის თვეში - 3750 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 4375 ლარს, აგვისტოს თვეში - 875 ლარს, სექტემბრის თვეში - 875 ლარს, ოქტომბრის თვეში - 875 ლარს, ნოემბრის თვეში - 875 ლარს, დეკემბრის თვეში - 875 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 875 ლარს, მარტის თვეში - 750 ლარს, აპრილის თვეში - 750.69 ლარს, მაისის თვეში - 589.29 ლარს.

 

დადგენილია მოპასუხე მ-----–--–------ე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მ-----–--–------ე 2018 წლის ივლისის თვიდან იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან. მოპასუხის მეუღლე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მ-----–--–------ე 03.08.2016 წლიდან დღემდე მუშაობს შპს ,,ნ----------------------------“-ში, საქართველოს ფილიალში, ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. იგი დასაქმებულია მთლიან განაკვეთზე და მისი საშუალო ხელფასი შეადგენს 4200.93 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მ-----–--–------ის 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 9 ივლისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1341.19 ლარს, თებერვლის თვეში - 2563.3 ლარს, მარტის თვეში - 3418.25 ლარს, აპრილის თვეში - 4299,82 ლარს, მაისის თვეში - 1999.65 ლარს, ივნისის თვეში - 4663.99 ლარს, ივლისის თვეში - 2551,78 ლარს, აგვისტოს თვეში - 3443,79 ლარს, სექტემბრის თვეში - 9717.07 ლარს, ოქტომბრის თვეში - 8090,06 ლარს, ნოემბრის თვეში - 8554,58 ლარს, ნოემბრის თვეში - 9303,53 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 8190,35 ლარს, თებერვლის თვეში - 1335,24 ლარს, მარტის თვეში - 10042,33 ლარს, აპრილის თვეში - 1364,24 ლარს, მაისის თვეში - 7652,85 ლარს. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მას გააჩნია საბანკო დავალიანებები, მათ შორის კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით აქვს დატვირთული საცხოვრებელი ბინა, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად. მოპასუხის განმარტებით, ამ კონკრეტული სესხის დაფარვის მიზნით, ყოველთვიურად იხდის 375 აშშ დოლარს. თუმცა აღნიშნულ გარემოებათა დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მხარის საკრედიტო ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს.

 

გარდა აღნიშნულისა, მ-----–--–------ის განმარტებით, მის კმაყოფაზე იმყოფებიან დედა და ბებია, რომელთაც მატერიალურად უზრუნველყოფს მოპასუხე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ჰყავს მშობლები არ ნიშნავს, რომ კმაყოფაზე ჰყავს ისინი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც მ-----–--–------ის ბებიის ან მშობლის მოპასუხის კმაყოფაზე ყოფნას დაადასტურებდა. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სხვა პირის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. მოცემულ საქმეზე, მხარეთა განმარტებით, მ-----–--–------ეს არ აქვს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან და არც მატერიალურად ეხმარება მას.

 

მშობლის უპირველესი ვალდებულებაა, უზრუნველყოს თავისი შვილის მატერიალური კეთილდღეობა ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით, არასრულწლოვანი ლ------–------ის სასარგებლოდ 600 (ექვსასი) ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლის შედარებით მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს, დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალისა და არასრულწლოვანი ბავშვის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ლ------–------ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 800 (რვაასი) ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოსარჩელე მ------------ე, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო მოპასუხე მ-----–--–------ემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მ-----–--–------ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე მ-----–--–------ეს (პირადი N0----------), მ------------ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის, ლ------–------ის (დაბადებული 2----–-–---------–--ს, პირადი N0----------) რჩენა-აღზრდისათვის, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, 800 (რვაასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2018 წლის 03 ივლისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე მ-----–--–------ეს (პირადი N0----------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა