გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2018
საქმის ნომერი
190210116001612414
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2118-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი მაგდა შენგელია

მოსარჩელე - თე-------–---------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - მა-–-------–------–---–ი

მოპასუხე - ქა-–--------------------–----–-------------------–ო

მოპასუხის წარმომადგენელი- ნა----–------------ე

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

aRwerilobiTi nawili

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი თე-------–---------ეს და თვ-------------–-----–--------------------------–--ს შორის გაფორმებული 19.11.2010 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, საკადასტრო კოდით: 02.02.03.238 და აღნიშნულ ქონებაზე აღდგენილი იქნას თე-------–---------ის საკუთრების უფლება.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ 2009 წლის 05 ოქტომბერს დააკავეს შპს ,,ერ-------'' დირექტორი დ.ფა--–---–--ე, თე-------–---------ე არის მისი ახლო ნათესავი, რაც ცნობილი იყო თვ-------------–-----–--------------------------–--სათვის. დ. ფა--–---–--ე თანხების მითვისების გამო 2010 წლის 4 ივნისს ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 6 თვით. გამოძიების პროცესში იკვეთებოდა ინტერესი თე-------–---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმართ, ვინაიდან იგი მდებარეობს შპს ,,ერ-------'' კუთვნილ ტერიტორიაზე და 2004 წელს გასხვისებული იქნა შპს ,,ერ-------'' მიერ. საბოლოოდ, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მას თავისი კუთვნილი უძრავი ქონება უნდა გადაეცა თვითმართველობისათვის უსასყიდლოდ. 2010 წლის 19 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 02.02.03.238 საკუთრებაში გადაეცა თვითმმართველობას და 22 ნოემბერს დარეგისტრირდა მის საკუთრებაში, ხოლო 2010 წლის 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დ. ფა--–---–--ესთან და იგი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

 

თე-------–---------ე ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი თე-------–---------ეს და თვ-------------–-----–--------------------------–--ს შორის გაფორმებული 19.11.2010 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, საკადასტრო კოდით: 02.02.03.238 და აღნიშნულ ქონებაზე აღდგენილი იქნას თე-------–---------ის საკუთრების უფლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ქა-–--------------------–----–-------------------–ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული თუ რა სახის იძულება იქნა გამოყენებული მის მიმართ ხელშეკრულების დადებისას, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2004 წლის 6 აპრილს შპს ,,ერ-------'' დირექტორს დუ----–--ნ ფა--–---–--ეს და თე-------–---------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-16 მკ/რ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 02.02.03.238 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ერ-------'' დირექტორმა აღნიშნული ქონება 1152 ლარად მიყიდა თე-------–---------ეს, აღნიშნული ქონება თე-------–---------ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა 2008 წლის 17 დეკემბერს.

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-19)

 

3.1.2. რუსთავის საქალაქო სასაამრთლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით, დუ----–--ნ ფა--–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ'' ქეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულება: განაჩენი (ს.ფ. 20-28) 3.1.3. 2010 წლის 3 აგვისტოს დუ----–--ნ ფა--–---–--ემ თვ-------------–-----–-------------ის მერიაზე გაასხვისა შპს ,,ერ-------'' წილი 15 %-ის ოდენობით, დუ----–--ნ ფა--–---–--ის მიერ მითვისებული რუ-------------ის კუთვნილი დივიდენდის 192569 ლარის სანაცვლოდ. მტკიცებულება: გარიგება (ს.ფ. 42) 3.1.4. 2010 წლის 19 ნოემბერს თე-------–---------ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-16 მკრ, ნაწილი- 72 კვ.მ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თვ-------------–-----–-------------ის წარმომადგენელს გი----------------ეს. მტკიცებულება: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 29) 3.1.5. 2010 წლის 22 ნოემბერს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, მე-16 მკ/რ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 02.02.03.238, 72.0 კვ.მ. აღირიცხა თვ-------------–-----–-------------ის სახელზე, ხოლო 43.0 კვ.მ. თე-------–---------ეზე. მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30) 3.1.6. 2010 წლის 24 ნოემბერს პროკურორს და დუ----–--ნ ფა--–---–--ეს შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და დუ----–--ნ ფა--–---–-- განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მტკიცებულება: განაჩენი (ს.ფ. 37-41)

3. 2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თე-------–---------ეს და თვ-------------–-----–--------------------------–--ს შორის გაფორმებული 19.11.2010 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ბათილია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს გარიგების იმგვარ ნაკლთან მიმართებაში, რომელიც უალტერნატივოდ იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას. სწორედ, სახელმწიფოს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგებოდა მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს. ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მოპასუხე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფოს არ ეკისრებოდა რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და იმისი გამორკვევის ვალდებულება თუ რა მოტივი გააჩნდა გამჩუქებელს.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 86-ე, 319-ე, 524-ე, 525-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერ------- წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 524-ე და 525-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგებას წარმოადგენს თე-------–---------ეს და თვ-------------–-----–--------------------------–--ს წარმომადგენელს გი----------------ეს შორის 19.11.2010 წელს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. სარჩელში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, სადავო გარიგების- ჩუქების ხელშეკრულების ბათილ გარიგებად შეფასებას მოსარჩელე მოითხოვს იმაზე მითითებით, რომ ადგილი ჰქონდა ნების გამოვლენის ნაკლს, კერძოდ, თე-------–---------ეს იძულების გზით სახელმწიფომ დაათმობინა მისი საკუთრებიდან წილი. სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იმ გარემოების შეფასება, თუ რამდენად საგანგაშო ან საფრთხის შემცველი იყო სიტუაცია, არის ძალიან სუბიექტური და აქ მთავარია პირის მიერ იმის პიროვნული განცდა, რომ ის საგანგაშო სიტუაციაშია მოხვედრილი. საკმარისია სახეზე იყოს იძულებითი მდგომარეობის ნებისმიერი ფორმა, სიტუაცია პირს უშუალოდ უნდა ემუქრებოდეს და აიძულებდეს, დადოს მისთვის საზიანო გარიგება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა შპს ,,ერ-------'' დირექტორის დაპატიმრება და დუ----–--ნ ფა--–---–--ის მიერ თვ-------------–-----–-------------ის მერიაზე შპს ,,ერ-------'' წილის 15 %-ის გასხვისება, რა დროსაც განხორციელდა მოსარჩელის იძულება ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, რომ იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა წარმოუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის განმარტებით, იძულება განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. იძულების განმახოციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად მისთვის საინტერესო მიზნის მისაღწევად, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მტკიცებულებები შეფასდეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე, ისე, რომ გარიგების დადების წინ განვითარებული მოვლენები აშკარად ქმნის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან მუქარის რწმენას. ასეთ ვითარებაში არ არის სავალდებულო, რომ საფრთხე შეექმნას პიროვნების ეკონომიკურ, მით უფრო, ფიზიკურ არსებობას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თე-------–---------ის მიერ სათანადო მტკიცებულებებით არ იქნა დადასტურებული იძულების ფაქტი და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ 2010 წლის 19 ნოემბერს თე-------–---------ეს და ქ. რუ------------------–ოს წარმომადგენელს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თვითმმართველი ქ. რუსთავის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მე-16 მკრ-ში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 72.00 კვ.მ. მოსარჩელის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა ნების გამომვლენის ნამდვილ, შინაგან, მოტივირებულ ნებას, რის გამოც, იგი ერთმნიშვნელოვნად, ნაკლის მქონედ უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნული მოსაზრება გამყარებულია იმით, რომ 2009 წლის 05 ოქტომბერს დააკავეს შპს ”ერ------- ” დირექტორი დუ----–--ნ ფა--–---–--ე, გამოძიება მას ედავებოდა ქ. რუ-------------ის კუთვნილი თანხის მითვისებაში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.06.2010 წლის განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 09 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა. გამოძიების პროცესში იკვეთებოდა ინტერესი თე-------–---------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ, რადგან იგი მდებარეობს შპს ”ერ-------” კუთვნილი ტერიტორიის მიმდებარედ, საბოლოოდ, თე-------–---------ისთვის ”გასაგები” გახდა, რომ მას თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი უნდა გადაეცა თვითმმართველობისთვის უსასყიდლოდ, რის შედეგადაც მოიხსნებოდა მისი პრობლემა და გადაწყდებოდა დუ----–--ნ ფა--–---–--ის საკითხი. 2010 წლის 19 ნოემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №02.02.03.489 თვითმმართველობას გადაეცა საკუთრებაში, ხოლო 2010 წლის 24 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დუ----–--ნ ფა--–---–--ესთან და იგი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან პირობითი სასჯელით და ჯარიმით. ზემოთ მითითებულ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასება სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს გარიგების იმგვარ ნაკლთან მიმართებაში, რომელიც უალტერნატივოდ იწვევს მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას. კონკრეტული გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს კი სასამართლოს მოსაზრებით, შეიცავს სწორედ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის დანაწესით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალურთიერ------- საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერ------- არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერ------- მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს, როგორც ხელშეკრულების ,,ძლიერ'' მხარეს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგებოდა სუსტი მხარის ინტერესებს. ამ გარემოების სამტკიცებლად კი, მოპასუხე მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სახელმწიფოს არ ეკისრებოდა რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და იმისი გამორკვევის ვალდებულება თუ რა მოტივი გააჩნდა გამჩუქებელს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თე-------–---------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ქა-–--------------------–----–-------------------–ოს თე-------–---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1200 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით; 8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 18 ნოემბერს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თე-------–---------ის სარჩელი ქა-–--------------------–----–-------------------–ოს მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს:

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი თე-------–---------ეს და თვ-------------–-----–--------------------------–--ს შორის გაფორმებული 19.11.2010 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, საკადასტრო კოდით: 02.02.03.238 და აღნიშნულ ქონებაზე აღდგენილი იქნას თე-------–---------ის საკუთრების უფლება.

 

3. მოპასუხე ქა-–--------------------–----–-------------------–ოს თე-------–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1200 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი