გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
140210117002158086
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210117002158086

საქმე № 2/1728-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - ს----------------ი“

წარმომადგენელი - გ------------–--–ი

მოპასუხეები - ვ--–--------------–---–ი, ვ-–-------------–---–ი, ნ---------------–---–ი, ლ----------–---–-----ი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს: ვ--–--------------–---–ს, ვ-–-------------–---–ს, ნ---------------–---–ს და ლ----------–---–-----ს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 6195.70 ლარის - გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ვ--–--------------–---–ს დაეკისროს 2015 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1147.95 ლარის - გადახდა.

 

1.3. მოპასუხე ვ--–--------------–---–ს დაეკისროს 2016 წლის 06 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 186.59 ლარის - გადახდა.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2015 წლის 22 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ--–--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 6400 ლარი 48 თვის ვადით, ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2.95%-ს. აღნიშნული ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნეოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებაზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 22 და 15 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ვ-–-------------–---–მა, ნ---------------–---–მა და ლ----------–---–-----მა კრედიტორის წინაშე იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ვ--–--------------–---–ის სასარგებლოდ. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12565.29 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელმა 2015 წლის 22 მაისის ხელშეკრულების პირობები დაარღვია, 2017 წლის ივლისის თვიდან მას არ გადაუხდია გრაფიკით განსაზღვრული თანხა.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებისა, 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელესა და ვ--–--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით 24 თვით, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 4.33%-ით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება და მსესხებელს ხელშეკრულებით ეკისრებოდა სადაზღვევო შენატანების განხორცელება, აღნიშნული შენატანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნეოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5% ხოლო ყოველ ვადაგადაცილებაზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. მსესხებელმა 2015 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დაარღვია, 2016 წლის დეკემბრის თვიდან მას არ გადაუხდია გრაფიკით განსაზღვრული თანხა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 06 ოქტომბერს ვ--–--------------–---–სა და მოსარჩელეს შორის კვლავ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 326 ლარი 6 თვით, სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 2.23 პროცენტს. აღნიშნული ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება და შესაბამისი შენატანების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნეოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებაზე გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. მსესხებელმა 2016 წლის 06 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დაარღვია, 2017 წლის თებერვლის თვიდან მას არ გადაუხდია გრაფიკით განსაზღვრული თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა, მათ მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მოსამზადებელ ეტაპზეც დაადასტურეს მათი მხრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან ძირითადი თანხის - 4222.84 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნა ვ--–--------------–---–ის მიმართ არსებულ ინდივიდუალურ მოთხოვნას, მოპასუხე ვ--–--------------–---–მა აღიარა მისი მხრიდან ძირითადი თანხის, კერძოდ, 2015 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 713.11 ლარის, ხოლო 2016 წლის 06 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 108.68 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 22 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ--–--------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 6400 ლარი, სესხის ვადა იყო 48 თვე, ყოვეთვიური სარგებელი - 2.95%, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და აგრეთვე სიცოცხლის დაზღვევა და შესაბამის სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება

 

3.1.2. 2015 წლის 15 და 22 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა ვ-–-------------–---–მა, ნ---------------–---–მა და ლ----------–---–-----მა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ვ--–--------------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 12565.29 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.3. მოპასუხე ვ--–--------------–---–მა 2015 წლის 21 დეკემბერს და 2016 წლის 06 ოქტომბერს ინდივიდულაურად გააფორმა სესხის ხელშეკრულებები მოსარჩელესთან. ხელშეკრულებები იყო სარგებლიანი ერთ შემთხვევაში ყოვეთვიური 4.33%-ის, ხოლო მეორე შემთხვევაში ყოველთვიური 2.33%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლ, აგრეთვე სიცოცოხლის დაზღვევა და შესაბამისი სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულებები

 

3.1.4. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადახდის გრაფიკი და მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეასრულა ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- გაფრთხილების წერილები;

- სესის ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ვ--–--------------–---–ის, ვ-–-------------–---–ის, ნ---------------–---–ის და ლ----------–---–-----ის სახელზე სოლიდარულად არსებული დავალიანება შეადგენს 6195.70 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება;

- თავდობობის ხელშეკრულებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2.2. ვ--–--------------–---–ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2015 წლის 21 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1147.95 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება;

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2.3. ვ--–--------------–---–ის სახელზე ინდივიდუალურად არსებული დავალიანება 2016 წლის 06 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 186.59 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება;'

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამრთლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შესფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ს----------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 416-418-ე, 420-ე, 464-466-ე, 891-ე, 895-ემუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალქო კოდექსის 317 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება რომ 2015 წლის 22 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 6400 ლარი და ამ სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელსეკრულებები, 2015 წლის 21 დეკემბერს და 2016 წლის 06 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ--–--------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა ერთ შემთხვევაში 1000 ლარი მეორე შემთხვევაში 326 ლარი. ყველა სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ასევე სიცოცხლის დაზღვევა და შესაბამისი შენატანების გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულებების კანონიერება და მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევის საფუძველზე ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, მხარეებმა სადავო გახადეს სარგებლის, პირგასამტეხლოს და დაზღვევის შენატანების გადახდის ვალდებულება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

როგორც უკვე აღინიშვა, მხარეებს შორის სადავო არაა, რომ მათ შორის არსებობდა სასეხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც არ შესრულებულა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით, ხოლო 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, 466-ე მუხლის თანახმად კი სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომლებიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები (რომლებიც მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდიათ), რომლითაც დაასაბუთა მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, გარდა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ზეპირი განმარტებისა, რომ მან მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო დავალიანების გადახდა, მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მას არ ეკისრება ბანკის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არ წამოუდგენია.

 

ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაკისრების ნაწილში კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მხედველობაში იღებს რა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს სარგებლიან სესხს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს, სასამართლო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობებს, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით, კანონშესაბამისია და სავსებით უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

 

7. პროცესისი ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შეთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი და წარმოდგენიილი აქვს 186 ლარის, 50 ლარის და 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად: მოსარჩელე ს----------------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან დაუბრუნდეს 159.65 ლარი, ხოლო 126.35 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, მათ მიმართ დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ვ-–-------------–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. კასპი, კ-----------------, ს/კ: № 67.01.37.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, უდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364- 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ს----------------ის“ სარჩელი მოპასუხეების: ვ--–--------------–---–ის, ვ-–-------------–---–ის, ნ---------------–---–ისა და ლ----------–---–-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს: ვ--–--------------–---–ს, ვ-–-------------–---–ს, ნ---------------–---–სა და ლ----------–---–-----ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6195.70 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4222.84 ლარი, სარგებელი - 1596.62 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 208.61 ლარი, საკომისიო - 18.59 ლარი, პირგასამტეხლო- 149.04 ლარი;

 

3. მოპასუხე ვ--–--------------–---–ს, მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1147.95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 713.11 ლარი, სარგებელი - 252.04 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 33.88 ლარი, საკომისიო- 10.12 ლარი, ჯარიმა - 138.80 ლარი; ხოლო, 2016 წლის 06 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვ--–--------------–---–ს დაეკისროს 186.59 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირი თანხაა 108.68 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 1.74 ლარი, პირგასამტეხლო - 76.17 ლარი;

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ვ-–-------------–---–ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. კასპი, კ-----------------, ს/კ: № 67.01.37.0-- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ, დარჩეს ძალაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

5. მოსარჩელე ს----------------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან - 186 ლარიდან და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარიდან - დაუბრუნდეს 128.85 ლარი, ხოლო დარჩენილი 107.15 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. მოპასუხეებს: ვ--–--------------–---–ს, ვ-–-------------–---–ს, ნ---------------–---–სა და ლ----------–---–-----ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 107.15 ლარის გადახდა.

 

7. მოსარჩელე ს----------------ს“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან - დაუბრუნდეს 30.80 ლარი, ხოლო დარჩენილი 19.20 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. მოპასუხე ვ--–--------------–---–ს მოსარჩელე ს----------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ, დაეკისროს 19.30 ლარის გადახდა.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, შემდეგი წესების დაცვით:

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი