განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
030100118002599560
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100118002599560

№ 1/215-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26.09.2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ თოდუა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–----------ია,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ--------------–ია,ბრალდებული: მ----------------,მამის სახელი: ა-------,დაბადებული: 0--------- წელი,დაბადების ადგილი: ფ------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს------–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 4----------,მცხოვრები: საქართველო, ქ.ფ------ ი------------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არართგზის.

აღწერილობითი ნაწილი:

1. მ---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ადრე ყოფილი მეუღლის ნ-----------–---ას სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებისათვის ნასამართლევმა მ----------------მ, ქ. ფოთში, მ--–-----–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მასთან კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---ას არასრულწლოვანი შვილის ნ---------------ის თანდასწრებით, არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

 

1.2. 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, ადრე მუქარისათვის ნასამართლევი მ---------------- ქ. ფოთში, მ--–-----–----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მასთან კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ნ-----------–---ას არასრულწლოვანი შვილის ნ---------------ის თანდასწრებით, არაერთგზის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, რა დროსაც ნ-----------–---ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ---------------ის მიმართ წარდგენილმა ბრალდებებმა დადასტურება ვერ ჰპოვა, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებაში.

 

მ----------------ს დანაშაული არ ჩაუდენია, იგი უდანაშაულოა და უნდა გამართლდეს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.

 

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დაზარალებული ნ-----------–---ა არის ბრალდებულ მ---------------ის ყოფილი მეუღლე.

 

შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით მესამეს და ა.შ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებებსა და შესაძლო შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

3.1. დაზარალებულმა ნ-----------–---ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილის მამის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.19.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.2. არასრულწლოვანმა ნ---------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მამის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.26.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.3. მოწმე გ---------–-----იამ განმარტა, რომ ის 2018 წლის 28 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--–------------თან ერთად, რა დროსაც მას ტელეფონზე დაუკავშირდა უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ო----------ია, რომელმაც უთხრა, რომ ქ. ფ------------–-----------------–--- წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასაკავებელი იყო მ---------------- და უნდა მისულიყვნენ მის საცხოვრებელ სახლში, კერძოდ, ქფ------ ი-------------------ში, მისი დაკავების მიზნით. ისინი მივიდნენ მ---------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ მ----------------, რომელსაც ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მას თვალზე და ხელზე დაზიანებები ჰქონდა. მათ მ----------------ს თავი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ქ. ფ------------–-----------------–--–- მიმდინარეობდა გამოძიება მისი ყოფილი მეუღლის ნ-----------–---ას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, მათ დააკავეს მ---------------- და განუმარტეს ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი, შემდეგ მოვიდა უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი ო----------ია, რომელც ასევე განუმარტა მ----------------ს მისი უფლება-მოვალეობანი, მისივე თანხმობით მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები ადგილზე იქნა შედგენილი. მ----------------ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მისი დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში.

 

იხ.26.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.4. მოწმე ო----------იამ განმარტა, რომ ის 2018 წლის 28 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შსს ფ------------–-----------------–--- ნ-----------–---ამ განცხადებით მომართა, აღნიშნულ განცხადებაში კი უთითებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მას სახლში მიუვარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ის მას ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, აღნიშნულის შესახებ მან ზედამხედველ პროკურორს აცნობა და დაიწყო გამოძიება, გამოკითხა ნ-----------–---ა, რის საფუძველზე მ---------------ის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, მან დაურეკა გ---------–-----იას და უთხრა, რომ მისულიყო მ---------------ის საცხოვრებელ სახლში და მოეხდინა მისი დაკავება, გ---------–-----ია მივიდა მ---------------ის საცხოვრებელ სახლში და მოახდინა მისი ბრალდებულის სახით დაკავება, რის შემდეგ მან განუმარტა მ----------------ს მისი უფლება-მოვალეობანი, აღნიშნულის შემდეგ ის წარდგენილ იქნა შსს ფ------------–-----------------–--–-. შსს ფ------------–-----------------–--–- ის შემოწმებულ იქნა სიმთვრალე-სიფხიზლეზე და ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, აღნიშნულის შემდეგ გამოიკითხა გ---------–-----ია და გ--–------------ი, ნ-----------–---ა ცნობილ იქნა დაზარალებულად, მ---------------ის მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერიც, ის ამბობდა, რომ დამნაშავე არ იყო.

 

იხ.26.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.5. მოწმე გ--–------------მა განმარტა, რომ ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გ---------–-----იასთან ერთად, რა დროსაც გ---------–-----იას ტელეფონზე დაუკავშირდა უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ო----------ია, რომელმაც უთხრა, რომ ქ. ფ------------–-----------------–--- წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასაკავებელი იყო მ---------------- და უნდა მისულიყვნენ მის საცხოვრებელ სახლში მისი დაკავების მიზნით. ისინი მივიდნენ მ---------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ მ----------------, რომელსაც ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მას თვალები ჩაწითლებული, ხოლო ხელზე ნაკაწრები ჰქონდა. მათ მ----------------ს თავი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ქ. ფ------------–-----------------–--–- მიმდინარეობდა გამოძიება მისი ყოფილი მეუღლის ნ-----------–---ას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, მათ დააკავეს მ---------------- და განუმარტეს ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი, შემდეგ მოვიდა უბნის უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი ო----------ია, რომელც ასევე განუმარტა მ----------------ს მისი უფლება-მოვალეობანი, შემდეგ მისივე თანხმობის მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ჩრხეკის შედეგად ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები ადგილზე იქნა შედგენილი. მ----------------ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ის ამბობდა, რომ დამნაშავე არ იყო.

 

იხ.26.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.6. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–------------–---–მა განმარტა, რომ ის, მ-----ი და ბავშვები მთელი დღე სახლში იყვნენ, მოგვიანებით მათთან მ-----ის ძმაკაცი მოვიდა და მათ ნახევარი ლიტრი ალკოჰოლური სასმელი მიიღეს, შემდეგ მან სთხოვა მ-----ს ბავშვებისთვის პამპერსი, საკვები და წამალი მოეტნა, ისიც წავიდა, მ-----ის მოსვლის შემდეგ მათთან სახლში პოლიცია მოვიდა, რომლებმაც უთხრეს, რომ ნ-----------–---ას საჩივრის საფუძველზე იყვნენ მოსულები. ის ნ-----------–---ას და მ---------------ის შეხვედრის თვითმხილველი არ არის, მას შსს ფ------------–-----------------–--–- ნ-----------–---ას მიმართ საჩივარი აქვს შეტანილი. მ-----ის დაკავების შემდეგ ღამის 3 საათზე, მასთან ნ-----------–---ა ვიღაც მამაკაცთან ერთად მივიდა, მან ჰკითხრა, თუ რატომ მოვიდა ის მასთან, რაზეც მან უპასუხა, თუ გინდა მ-----ი გარეთ გამოვაშვებინო სახლი უნდა გადმოაფორმოო. ნ-----------–---ას სახლი და მისი სახლი ერთ ქუჩაზეა, მასსა და ნ-----------–---ას შორის კონფლიქტი იყო, მან არ იცის 28 ივლისს შეხვდა თუ არა მ-----ი ნ-----, მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

 

იხ.26.09.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.7. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა მ----------------მ განმარტა, რომ ის 2018 წლის 28 ივლისს სახლში იმყოფებოდა, მან სახლში ტყემლის ხე მოჭრა და ხელები დაკაწრული ჰქონდა. მასთან სახლში მისი მეგობარი გ------- ს-----ძე მივიდა, მათ ნახევარი ლიტრი არაყი დალიეს. ლ--–-- უთხრა, რომ ბავშვებისთვის საჭმელი მოეტანა, ის ველოსიპედით წავიდა, რა დროსაც მან ნ-----------–---ა და ნ---------------ე დაინახა, ისინი კიბეზე ჩამორბოდნენ, ბავშვს დაუძახა მოდი ჩემთანო, მაგრამ გზა გააგრძელეს და მანქანაში ჩაჯდნენ. როდესაც სახლში მივიდა, მას სახლთან გ---------–-----ია დახვდა და უთხრა, რომ ნ-----------–---ას მის მიმართ საჩივარი ჰქონდა შეტანილი ფ------------–-----------------–--–- და აღნიშნულის გამო უნდა დაეკავებინა. დაკავების შემდეგ ის პოლიციაში გადაიყვანეს. განაჩენის დადგომიდან დაკავებამდე მას ნ-----------–---სთან კონფლიქტი არ ჰქონია.

 

იხ.26.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ---------------ის მიერ ნ-----------–---აზე სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, მ---------------ის მიერ ნ-----------–---ას მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ მ---------------ის დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

5.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული მ---------------- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ მ---------------ის მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება მ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, რომ მ---------------ის მიერ ნ-----------–---აზე განხორციელდა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, მ---------------ის მიერ ნ-----------–---ას მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი. მ---------------ის ყოფილმა მეუღლემ ნ-----------–---ამ და არასრულწლოვანმა შვილმა ნ---------------ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. სხვა პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა მ---------------ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას საქმეში არ ფიგურირებს.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ ნ-----------–---ამ და არასრულწლოვანმა შვილმა ნ---------------ემ მ---------------ის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მათი ჩვენებების შეფასება სხვა ირიბ ჩვენებებთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული მ---------------- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დაადგინა :

 

1. ბრალდებული მ---------------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან (26.09.2018 წ, 13:57 საათზე).

 

3. გამართლებულ მ----------------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე