განაჩენი

სისხლის სამართლის 06.08.2018
საქმის ნომერი
330100118002266198
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - ს--–-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - და-----------------------–---------–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–---------------–-, რეგისტრირებული: თბილისი, ლ-----------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–------------–---------------------------------ში.

 

ადვოკატი - ნ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი);

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის ივლისის თვეში დ---------------–-–---–მა განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ნივთს. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 19 ივლისს ქ.თბილისი, წ-------–-----------ი #--------- მდებარე ნოტარიუს ე---------------–--ესთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ---------------–-–---–მა დროებითი სარგებლობით, 2019 წლის 20 იანვრამდე დროის პერიოდით იქირავა ქ.თბილისი, ს-------–--------------------------ში მდებარე ა-–------------------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, ყოველთვიურად 850 ლარის გადახდის ვალდებულებით. დ---------------–-–---–მა განიზრახა რა მოტყუების გზით ა-–------------------–---–ის აღნიშნული ქონების გამოყენებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება, აღნიშნულ ბინაში მოელაპარაკა ი----------ას ბინის დაგირავებაზე, მოატყუა, რომ ბინა ეკუთვნოდა ბიძას ა-–------------------–---–ს და შეუთანხმდა სესხის ხელშეკრულებისა და შინაურული ხელწერილით ბინის დაგირავების გაფორმებაზე. იმავე დღეს 2017 წლის 19 ივლისს, ქ.თბილისი, მ-----------------, ს--------–---------------“- ში განთავსებულ ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში ი----------ასა და დ---------------–-–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად ვალის აღიარების ხელშეკრულება 1 წლის და 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 670 ლარის გადახდით. სესხის პერიოდის განმავლობაში ბინაში დ---------------–-–---–ი ცხოვრების უფლებას აძლევდა ი----------ას და ე-----------–----–---იას. ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში დ---------------–-–---–მა ი----------ას დაუწერა ხელწერილი, რაც დაერთო ვალის აღიარების ხელშეკრულებას, ხოლო ი----------ამ თავის მხრივ დ---------------–-–---–ს იქვე გადასცა ბინის გირავნობის თანხის ნაწილი 3000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით 2000 აშშ დოლარი. თანხის მიღების შემდეგ დ---------------–-–---–ი მიიმალა. დ---------------–-–---–ის მიერ ზემოაღნიშნული ბინის დაგირავება და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ისე, რომ მისმა მესაკუთრემ - ა-–------------------–---–მა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რის გამოც მან მოსთხოვა ი----------ას და მის შვილებს მ---------- ე-----------–----–---იებს ბინის დაცლა. დ---------------–-–--–ის დანაშულებრივი ქმედებით ი----------ას მიადგა 5000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი, 12039 ლარის ოდენობით.

1.2. 2017 წლის 4 ოქტომბერს მოქალაქე თ-------–----------ესა და მოქალაქე დ---------------–-–---–ს შორის ქ.თბილისში, წ-------–----------------------ში გაფორმებულ იქნა ზეპირი ხელშეკრულება, რის საფუძველზეც თ-------–----------ე მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ.თბილისი, წ-------–----------------------, აქირავებდა 2 წლის ვადით, ყოველთვიურად 250 აშშ დოლარის გადახდით. დ---------------–-–---–მა განიზრახა რა მოტყუების გზით თ-------–----------ის კუთვნილ ქონების - მდებარე ქ.თბილისი, წ-------–-----------------------ის გამოყენებით სხვისი ფულადი თანხის დაუფლება, 2017 წლის 5 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც დ---------------–-–---–მა თ-------–----------ისაგან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე იქირავა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა, დაგირავების მიზნით, აღნიშნულ ბინაში მოელაპარაკა ნ-------------ეს ბინის დაგირავებაზე, მოატყუა, რომ ბინის მესაუთრე იყო მისი დედა - თ-------–----------ე. იმავე დღეს, ქ.თბილისი, მ-----------------, ს--------–---------------“-ში განთავსებულ ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში ნ-------------ეს და დ---------------–-–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულების ნაცვლად სესხის ხელშეკრულება ორი წლის ვადით, ყოველთვიურად 600 ლარის ანაზღაურებით. ანაზღაურებამდე, სესხის პერიოდის განმავლობაში, დ---------------–-–---–ი ბინაში ცხოვრების უფლებას აძლევდა ნ-------------ეს. დ---------------–-–---–ს ნ-------------ემ მოსთხოვა დედამისის - თ-------–----------ის მინდობილობა აღნიშნული ბინის განკარგვის უფლების შესახებ, რაზეც მან განუცხადა, რომ აღნიშნულ მინდობილობას აუცილებლად მიაწვდიდა პირადად და დრო რომ არ დაეკარგათ, იქვე ნოტარიუს გ---------–----–---–ის სანოტარო ბიუროში ნ-------------ეს დაუწერა ხელწერილი, რაც დაერთო სესხის ხელშეკრულებას, ხოლო ნ-------------ემ თავის მხრივ დ---------------–-–---–ს იმავე დღეს გადასცა ბინაში ცხოვრების სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის ნაწილი - 6500 ლარი, ხოლო მოგვიანებით 5 000 ლარი და შემდგომ 2 900 ლარი. თანხის მიღების შემდეგ დ---------------–-–---–ი მიიმალა. დ---------------–-–---–ის მიერ ზემოაღნიშნული ბინის დაგირავება და ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ისე, რომ მისმა მესაკუთრემ - თ-------–----------ემ არაფერი იცოდა. ნ-------------ე ბინის მესაკუთრის მოთხოვნით იძულებული გახდა დაეტოვებინა ბინა. დ---------------–-–---–ის დანაშულებრივი ქმედებით ნ-------------ეს მიადგა 14400 ლარის მატერიალური ზიანი

 

1.3 სასამართლოს დასკვნა დ---------------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:

 

1.4 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ი-–-----------თან ერთად ეძებდა ბინას დასაგირავებლად. ინტერნეტში ნახა განცხადება, დაუკავშირდა განმცხადებელს და მეუღლესთან ერთად ავიდა მისამართზე: თბილისი, წერეთლის გ-------------------ში, სადაც დახვდა დ---------------–-–---–ი. აღნიშნული ბინა იყო ოთახნახევრიანი, მოეწონათ და შეთანხმდენენ, რომ გადაუხდიდნენ 6000 აშშ დოლარს ორი წლის ვადით. ყოველთვიურად კი დ---------------–-–---–ი მათ დაუბრუნებდათ 600 ლარს, რაც ჯამში ორი წლის მანძილზე შეადგენდა 14 400 ლარს, ხოლო სანამ თანხა დაიფარებოდა, ბინაში ცხოვრების უფლება ექნებოდათ. თანხის გადახდა მოხდა სამ ეტაპად, 6300 ლარი მისცა ხელზე და ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ 5000 ლარი და ბოლოს გადასცეს 2900 ლარი. ხელშეკრულება გააფორმეს იუსტიციის სახლში. ამონაწერი როცა ამოვიდა, მესაკუთრედ მითითებული იყო თ-------–----------ე, რაზეც დარიკომ უთხრა, რომ იყო მისი დედა და ბინა ეკუთვნოდა მას. ხელშეკრულების დადების შემდეგ სთხოვდა, რომ დედამისს დაეწერა, რომ მისცემდა აღნიშნულ ბინაში ცხოვრების უფლებას, რაზეც დ---------------–-–---–ი სხვადასხვა რამეს იმიზეზებდა. არჩევნებისათვის მოსაწვევები როდესაც რიგდებოდა, აღნიშნულ მისამართზე მივიდა მოსაწვევი თ-------–----------ის და ვინმე ნო---------–-----ის სახელზე, რაც მოეჩვენა საეჭვოდ. ფესიბუქის მეშვეობით მოძებნა და დაუკავშირდა ნო---------–-----ეს, რომელმაც განუმარტა, რომ დედამისს აღნიშნული ბინა ჰქონდა გაქირავებული და სხვა მეტი არაფერი არ იცოდა. აღნიშნულის შემდეგ მათ დაიბარეს დ---------------–-–---–ი, რომელსაც უთხრეს, რომ თუ თანხას დააბრუნებდა, წავიდოდნენ ბინიდან. უშუალოდ მეპატრონეს არ შეხვედრიან, მასთან ტელეფონით ჰქონდა საუბარი, რომელმაც ერთი კვირის ვადა მისცა ბინის დასაცლელად. ბინიდან გავიდნენ 11 ნოემბერს. ერთი თვის განმავლობაში არც დაპირებული 600 ლარი მიუცია დ---------------–-–---–ს მათთვის. ბინას სანამ დაცლიდნენ, დ---------------–-–---–ი მათ ეუბნებოდა, რომ ბინაში სხვას შემოიყვანდა და მათ კუთვნილ თანხას დააბრუნებდა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ტელეფონზე როდესაც ურეკავდნენ, ეუბნებოდა, რომ გადაუხდიდა თანხას, თუმცა რაც დრო გადიოდა რწმუნნდებოდნენ, რომ აღნიშნულ თანხას დ---------------–-–---–ი არ გადაიხდიდა და გადაწყვიტეს მიემართათ პოლიციისთვის. მოწმის განმარტებით, მისთვის მიყენებული ზიანი დღემდე ანაზღაურებული არ არის და ითხოვს მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.

 

1.5 გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებულ დ---------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად არის დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ა-–------------------–---–ის, ი-–-----------, ე-----------–----–---იას, მარიამ წურწუმიას, გ---------–----–---–ის, ე---------------–--ის, გალაქტიონ ჯიქიას, თ-------–----------ის, დ---------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნოტარიუსიდან ამოღებული ხელშეკრულებებით, ამოღების ოქმებით და დათვალიერების ოქმებით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

 

2.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ დ---------------–-–---–ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაულები, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ დ---------------–-–---–ი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულების: ი----------ას და ნ-------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. დ---------------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას იძლევა.

 

2.2. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

2.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, ნათელია, რომ ბრალდებული დ---------------–-–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი----------ას და ნ-------------ის კუთვნილ დიდი ოდდენობით ფულად თანხებს.

 

2.4. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ი----------ასთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 12 039 (თორმეტი ათასოცდაცხრამეტ) ლარს, ხოლო ნ-------------ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 14 400 (თოთმეტი ათას ოთხასი) ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და დ---------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. დ---------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

4.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ასევე, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ დ---------------–-–---–ს უნდა დაენიშნოს მინიმალური სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სასამართლოს შეფასებით სრულიად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

4.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ დ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ---------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

5. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- შპს „ჯეოსელი“-დან და შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ---------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი----------ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ-------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი----------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ-------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

5. დ---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

6. დ---------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

7. დ---------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 25 დეკემბრიდან - 2017 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

 

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

- შპს „ჯეოსელი“-დან და შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ ცალ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი