განაჩენი

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
030100118002544734
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030100118002544734

№ 1/171-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---- კ--------–--

ბრალდებული: დ----- შ-----–--

მამის სახელი: პ-------

დაბადებული: 0--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,--------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

პირადი ნომერი: 4----------

ნასამართლეობა: არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ.ფ------ 9-------–---------- ქ.N----

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობითი ნაწილი:

1. დ----- შ-----–--ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 21 ივნისს დაახლოებით 08 საათსა და 30 წუთზე დ----- შ-----–--მ ქ.ფოთში, 9-------–---------- 3----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დედას - ნ-----–-- შ-----–--ს მოსთხოვა ეშოვა მისთვის უკრაინის რესპუბლიკაში გასამგზავრებელი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა და კუბოში ჩააწვენდა, რა დროსაც ნ-----–-- შ-----–--ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული დ----- შ-----–-- ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

დ----- შ-----–--ს დანაშაული არ ჩაუდენია, იგი უდანაშაულოა და უნდა გამართლდეს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებებსა და შესაძლო შედეგს შორის.

 

2018 წლის 23 ივლისს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, აღნიშნული მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ სადავოდ.

 

3.1. დაზარალებულმა ნ-----–-- შ-----–--მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილის მიმართ ჩვენების მიცემა და დ----- შ-----–--ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

იხ.06.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.2. ნ----–- პ-----მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, იმ მოტივით, რომ არ სურს მისი შვილიშვილის მიმართ ჩვენების მიცემა.

 

იხ.06.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.3. მოწმე ფ-------- ნ---–--ემ (ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 21 ივნისს ნ-----–-- შ-----–--მ ფოთის საქალაქო სამმართველოს მომართა შეტყობინებით, იმის თაობაზე, რომ მისი შვილის მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარის ფაქტი, რის გამოც ის შეშინებული იყო. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება. მან გამოიკითხა ნ-----–-- შ-----–--, რომელმაც განუმარტა, რომ დილით მისი შვილი დ----- შ-----–-- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და კუბოში ჩააწვენდა თუ მას ფულად თანხას არ მისცემდა. დ----- შ-----–-- აპირებდა უკრაინის რესპუბლიკაში წასვლას და ამისთვის ჭირდებოდა ფული. ნ-----–-- შ-----–-- იყო შეშინებული და ამბობდა, რომ სახლში ვერ მიდიოდა, რადგან ეშინოდა. ასევე, მან (ფ-------- ნ---–--ემ) გამოკითხა ბებია, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილიშვილი დ----- შ-----–-- დაემუქრა ნ-----–-- შ-----–--ს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით, თუ მას ფულს არ მისცემდა. აღნიშნულის გამო ნ----–- პ-----მ დანები გადამალა. ფ-------- ნ---–--ემ გამოკითხა უ--- ძ------ და კ------- ა-–----, რომლებიც მონაწილეობდნენ დ----- შ-----–--ს დაკავებაში, ასევე, უ--- ძ------ს მიერ (იმავე დღეს, იმავე ფაქტზე) შედგა შემაკავებელი ორდერი დ----- შ-----–--ს მიმართ. დ----- შ-----–--ს ბებიის ნ----–- პ-----ს მიერ დამალული დანები ამოღებული არ იქნა. დ----- შ-----–--მ დანაშაულის ჩადენა არ აღიარა. ბრალდებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. დაკავებისას დ----- შ-----–--ს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

იხ.23.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.4. მოწმე ო---- ს------მ (ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ დ----- შ-----–--ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ორი საგამოძიებო მოქმედება: წაუყენა ბრალი დ----- შ-----–--ს იზოლატორში, რასაც ესწრებოდა ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატი და თარჯიმანი, რომელმაც უთარგმნა დ----- შ-----–--ს ბრალის შინაარსი, ბრალდების შინაარსს ბრალდებული არ დაეთანხმა და აღნიშნულის შემდგომ მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, ამის თაობაზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა. მან (ო---- ს------მ), ასევე, გაუცვალა ინფორმაცია დ----- შ-----–--ს ინტერესების დამცველ ადვოკატს ზ---- კ--------–--ს.

 

იხ.23.08.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.5. მოწმე უ--- ძ------მ (ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 21 ივნისს ფოთის საქალაქო სამმართველოს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ-----–-- შ-----–--მ, რომელმაც განაცხადა, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მისი შვილი დ----- შ-----–--. ნ-----–-- შ-----–-- გამომძიებლის მიერ ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოში გამოიკითხა, რის შემდეგაც გამომძიებელთან ფ-------- ნ---–--ესთან, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ კ------- ა-–----სთან და თარჯიმან ი----- ჟ----–---–---თან ერთად ის (უ--- ძ------) წავიდა ქ.ფოთში, 9-------–---------- 3--ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, დ----- შ-----–--ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ დ----- შ-----–--, ასევე, იმყოფებოდა მოხუცი ქალბატონი, რომელიც გაირკვა, რომ იყო დ----- შ-----–--ს ბებია. გამომძიებლის მიერ დ-–-----–--ს სრულად განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, როგორც ბრალდებულის, რის შემდეგაც ის დააკავეს. ადგილზე გამომძიებლის მიერ შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნო დ----- შ-----–-- თარჯიმნის მეშვეობით, მაგრამ მის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, რის შემდეგ დაკავებული წარადგინეს ფოთის საქალაქო სამმართველოში, სადაც დ----- შ-----–--ს გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. მის მიერ დ----- შ-----–--ს მიმართ შედგა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც დ-–-----–-- გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით და მოაწერა ხელი. მას აეკრძალა მსხვერპლთან ანუ დედასთან მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. ბრალდებულის დაკავებისას მისი მხრიდან ხელშეშლას ან რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონია. ის (უ--- ძ------) დაიკითხა მოწმის სახით, რადგან მისი და კ------- ა-–----ს მეშვეობით მოხდა დ----- შ-----–--ს დაკავება. დ----- შ-----–-- უარყოფს დანაშაულის ჩადენას.

 

იხ.10.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.6. მოწმე კ------- ა-–----მ (ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ 2018 წლის 21 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა სამსახურში რა დროსაც მოქალაქე ნ-----–-- შ-----–-- მივიდა ფოთის საქალაქო სამმართველოში და განმარტა, რომ მისი შვილი დ----- შ-----–-- ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. ნ-----–-- შ-----–-- აღელვებული და შეშინებული იყო. ნ-----–-- შ-----–--ს ჩვენების საფუძველზე გავიდნენ დ----- შ-----–--ს საცხოვრებელ მისამართზე ქ.ფ------ 9-------–---------- N3--ში ის, ფ-------- ნ---–--ე, უ--- ძ------, თარჯიმანი ი----- ჟ----–---–---- და დააკავეს პიროვნება თავის საცხოვრებელ ბინაში. უ--- ძ------მ შეადგინა შემაკავებელი ორდერი რაზეც დ----- შ-----–--მ ხელი მოაწერა, რაც შეეხება დაკავების ოქმს ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

იხ.10.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

3.7. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა დ----- შ-----–--მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 ივნისს ჩამოფრინდა საქართველოში, 19 ივნისს ჩავიდა ფოთში. საქართველოში ჩამოვიდა უკრაინიდან და უკან დაბრუნების უფლება სამი თვე არ ჰქონდა. 21 ივნისს ეძინა, როდესაც სამმა პოლიციელმა გააღვიძეს და უთხრეს, რომ უნდა წაყოლოდა მათ, როგორც შემდეგ გაიგო მისმა დედამ შეიტანა საჩივარი მასზე. დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა. შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერა პოლიციაში, რადგან უთხრეს, რომ აღნიშნული დოკუმენტით ეკრძალებოდა მხოლოდ ნ-----–-- შ-----–--სთან მიახლოვება. მისი განმარტებით დედამისს არ უნდოდა, რომ ევროპაში წასულიყო და ამის თაობაზე ჰქონდათ საუბარი მაგრამ მუქარას ადგილი არ ჰქონია. თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არ ცნობს.

 

იხ.10.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

4.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

5. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

5.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- შ-----–--ს მიერ ნ-----–-- შ-----–--ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ დ----- შ-----–--ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

5.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.

 

მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული დ----- შ-----–-- უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ დ----- შ-----–--ს მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება დ----- შ-----–--ს მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, რომ დ----- შ-----–--ს მიერ ნ-----–-- შ-----–--სათვის სიცოცხლის მოსპობის მუქარა. დ----- შ-----–--ს დედამ ნ-----–-- შ-----–--მ და ბებიამ ნ----–- პ-----მ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. სხვა პირდაპირი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა დ----- შ-----–--ს მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას საქმეში არ ფიგურირებს.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.

 

საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-24 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

ბრალდებულის დედამ და ბებიამ შვილის და შვილიშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მათი ჩვენებების შეფასება სხვა ირიბ ჩვენებებთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული დ----- შ-----–-- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული დ----- შ-----–-- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. დ----- შ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა, გაუქმდეს.

 

3. გამართლებულ დ----- შ-----–--ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4. საქმეს ნივთმტკიცება და საგნები არ ერთვის.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე