განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
010100118002499089
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002499089

საქმეN1-542/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24.09.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: მი----–-----–-----ვი

მამის სახელი: არ----

დაბადებული: 2--02.1991 წელი

პირადი ნომერი: 6---------8

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გე------–----–------–-----------------

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, თა--------------–--------–----------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − და იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ);

 

ბრალდებულის დამცველი - მზ----–-------ძე

 

თარჯიმანი - თე----------–--–-----ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171250518001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 25 მაისს, ღამის საათზე, ქ.ბათუმში, თა--------------–------------------ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მი----–-----–-----ვმა სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - არ---------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.1. 2018 წლის 25 მაისს, ღამის საათზე, ქ.ბათუმში, თა--------------–------------------ში ყოფნისას, მი----–-----–-----ვმა სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს (ოჯახის წევრს) - მი–--–-----–-----ვას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

2.1. ბრალდებულმა მი----–-----–-----ვმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ 2018 წლის 25 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს არ---------------ს. რაც შეეხება არასრულწლოვანი შვილის მი–--–-----–-----ვას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე ბრალდების ნაწილში, მი----–-----–-----ვი არ აღიარებს ჩადენილ ქმედებას და აღნიშნავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია.

 

2.2. სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- 03.07.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების /25.05.18წ/ მიხედვით, მი–--–-----–-----ვას ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება.

 

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 03.07.2018წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების /25.05.18წ/ მონაცემებით არ---------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები.(ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულა მოწმე ლე-------–--ემ განმარტა, რომ მი----–-----–-----ვი დაკავებაში მიიღო მონაწილოება, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია; მის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტებზე პოლიციას შეატყობინა მეუღლემ არფინე აკოფიანმა;

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ მი----–-----–-----ვი დაკავებულია 2018 წლის 25 მაისს 16:45 საათზე; (იხ სხდომის ოქმი; დაკავების ოქმი ს.ფ12-17);

 

2.5. საქმის განხილვისას ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულის არ---------------ის მიერ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ არ---------------ის განმარტებით ღამით ბავშვმა გაიღვიძა და დაიწყო ტირილი, აიყვანა ხელში და დაიწყო მასთან თამაში, ბავშვი აგრძელებდა ტირილს; ამ დროს მოტრიალდა მი----–-----–-----ვი და ბავშვს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში ; ბავშვი სწრაფად აიყვანა და გაიქცა სამზარეულოში; როცა ბავშვი დაწყნარდა და დაიძინა, მივიდა მასთან და კითხა თუ რატომ ცემა ბავშვი და ამ დროს მასაც დაარტყა ხელი; დილით მან ამის თაობაზე განაცხადა პოლიციაში; ბავშვზე ძალადობის მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი ტიროდა, ამის შემდეგ ბავშვმა კიდე უფრო ძლიერად დაიწყო ტირილი; მას მი----–მა ერთჯერ დაარტყა ხელი ზურგის არეში და შემდეგ სახეში ; ეს შემთხვევა მოხდა 2018 წლის 25 მაისს ღამით; მანამ ოთხი თვის ფეხმძიმე იყო კიდე, როცა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ წავიდა ერევანში თავის მშობლებთან, თუმცა იქ ერთი თვის შემდეგ ჩამოვიდა მი----–ი, მას შერიგება არ სურდა; სამზარეულოში როცა გავიდა ბავშვით და აწყნარებდა იქ მისი დედამთილიც (არ-----------–-----ვაც) იყო; დედამთილს უთხრა, რომ მისმა შვილმა დაარტყა; მი----–ს შვილი უყვარს ასეირნებდა, აუზზეც დაყავდა; თუმცა ამით ბავშვი გაცივდა და ახველებდა; (იხ სხდომის ოქმი ს.ფ.103-108)

 

2.6. საქმის განხილვისას დაცვის მხარის მოწმეებმა: ცო-------------------მა და ან-------------მა განაცხადეს, რომ არიან ოჯახის ახლობლები, კარგად იცნობენ მი----–-----–-----ვს, მას მეუღლესთან ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, ძალიან უყვარს თავისი შვილი, ახასიათებენ დადებითად ბრალდებულს, ისინი ფაქტის შემსწრე პირებია არ არიან, მათთვის პირადად უცნობია რა მოხდა, შემთხვევის დღეს; (იხ სხდომის ოქმი 24.09.2018წ);

 

2.7 მოწმე არ-----------–-----ვამ განაცხადა, რომ ბრალდებული არის მისი შვილი, მას პირადად არ დაუნახავს ძალადობის ფაქტები, იმ ღამით იცის, რომ ბავშვი ტიროდა, გამოვიდა თავისი საძინებლიდან და რძალს - არ---------------ს დაეხმარა ბავშვის დამშვიდებაში, დააძინა, ამის შემდეგ არც ბავშვთან და არც მის რძალთან ურთიერთობა არ ჰქონია; ზოგადად არფინეს სურვილი ჰქონდა თავის ქვეყანაში წასვლის, ის დადიოდა კიდეც , ბოლო პერიოდში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც შვილი შეეძინა; თავად მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში; ბავშვი როცა თავად დააძინა, იქნებოდა შუაღამე გამთენიის ხანს არ იცის რა მოხდა; მი----–ს ბავშვი ძალიან უყვარს, თავად უვლიდა და დარწმუნებულია, რომ არ ცემდა ბავშვს;

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, იგივე მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იგივე ქმედებისთვის ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

2.6. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.7. საქმეში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ მი----–-----–-----ვი და არ--------------- იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას; ასევე დადგენილია, რომ მი–--–-----–-----ვა - დაბადებული 2017 წლის 27 ნოემბერს - არის მათი საერთო შვილი;

 

2.8 სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა შვილისთვის, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი და საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება; ის, რომ ექსპერტიზის დასკვნით ბავშვს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნება, არ გამორიცხავს მის მიმართ ძალადობას; თვითმხილველი მოწმის არ---------------ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მისი განმარტებით მას დაზიანება მეუღლემ მიაყენა სწორედ მას შემდეგ, რაც განაწყენდა შვილის ცემის გამო და მის მოქმედებასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა;

 

2.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის განხილვისას გამოკვლეული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ბრალდებულის ჩვენებით, მოწმე ლე-------–--ის, დაზარალებულის ჰა---------------ნის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მი----–-----–-----ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მანვე ჩაიდინა იგივე ქმედება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მი----–-----–-----ვმა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. 2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მეორე ნაწილის „ა“ქ/პუნქტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ას ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით,5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.6. მოცემულ შემთხვევაში, მი----–-----–-----ვის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილს, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ მი----–-----–-----ვს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით, ასევე მის მიმართ საბოლოო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც უნდა დაემატოს სრულად, ასევე პირობით გამოსაცდელი ვადის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი;

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა და პირობით გამოსაცდელი ვადა, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მი----–-----–-----ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებული მი----–-----–-----ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნაწილით (2018 წლის 15 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მი----–-----–-----ვს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ მი----–-----–-----ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანიშნული სასჯელის ნაწილი - 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ მი----–-----–-----ვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ მი----–-----–-----ვს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 მაისიდან.

 

მსჯავრდებულ მი----–-----–-----ვს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი კომპაქტ დისკი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე