განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/68-18
№ 038260318001
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აგვისტო 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-–-------- ყ--------ს ძე ჩ--------–ი, დაბადებული 1984 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ბორჯომის რაიონის დაბ------–-------------------–-- ქ.N30-ში.
ადვოკატი: თამაზ ლომიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტები (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1) ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2007 წლის 03 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირობით მსჯავრდებულმა ვ-–-------- ჩ--------–მა განიზრახა გაექურდა ხაშურის რაიონის სოფელ ფლევის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს “სილქნეტის“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2018 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში მივიდა იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე და თანნაქონი ძალაყინის გამოყენებით დააზიანა კედელი, უკანონოდ შეაღწია საგენერატორო ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დიზელის საწვავს და გენერატორის აკუმულატორს ღირებულს 131,80 ლარად. ე.ი ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
2) ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ვ-–-------- ჩ--------–მა განიზრახა გაექურდა ხაშურის რაიონის სოფელ ვაყის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „მაგთიკომის“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2018 წლის 25 თებერვალს, ღამის საათებში მივიდა იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე და თანნაქონი ძალაყინის გამოყენებით დააზიანა კედელი, უკანონოდ შეაღწია საგეგნერატორო ოთახში საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დიზელის საწვავს და გენერატორის აკუმულატორს, ღირებულს 550,86 ლარად. ე.ი ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ”ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
3) ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ვ-–-------- ჩ--------–მა სხვა პირთან ერთად განიზრახა გაექურდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „მაგთიკომის“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით 2018 წლის 26 მარტს, ღამის საათებში ისინი მივიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, კარის საკეტის დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწიეს საგერენატორო ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ დიზელის საწვავს და გენერატორის აკუმულატორს, ღირებულს 587,13 ლარად. ე.ი ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ”ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით.
4) ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის ქვეშ, ვ-–-------- ჩ--------–მა 2018 წლის 09 მარტს დაახლოებით 22 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მუხლის არეში ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩინეთის მოქალაქე ჯინ ბოს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე.ი. ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ჩ--------–ის მიერ 2018 წლის 11 თებერვალს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსი კაკაშვილის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: გიორგი ლაცაბიძის, ნოდარ ფოცხვერაშვილის, გიორგი ქურდაძის, დავით ჯეირანაშვილის გამოკითხვის ოქმებს, ცნობას ზარალის შესახებ, ამოღების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.2. სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ჩ--------–ის მიერ 2018 წლის 25 თებერვალს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირაკლი კაკულიას გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ზაზა გელაშვილის, მამუკა ბიწაძის, დავით ლიპარტელიანის, დავით ჯეირანაშვილის გამოკითხვის ოქმებს, ცნობას ზარალის შესახებ, ამოღების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ჩ--------–ის მიერ 2018 წლის 26 მარტს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ირაკლი კაკულიას გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: საბა ლაცაბიძის, მამუკა ბიწაძის, დავით ჯეირანაშვილის გამოკითხვის ოქმებს, ცნობას ზარალის შესახებ, ამოღების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.4. სასამართლოს დასკვნა ვ-–-------- ჩ--------–ის მიერ 2018 წლის 09 მარტს ჩადენილი დანაშაულის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ჯინ ბოს გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: სოსო შველიძის, კობა მაღრაძის, სოსო ტაბატაძის, ქძუნ ტენის, დავით ნანიტაშვილის, გიორგი ხაჩიძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია ვ-–-------- ჩ--------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა ზემოთხსენებული დანაშაულები. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ვ-–-------- ჩ--------–ს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ-–-------- ჩ--------–მა ჩაიდინა დანაშაულები: გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტები (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნას იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ-–-------- ჩ--------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია დანაშაული, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. მის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ-–-------- ჩ--------–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-–-------- ჩ--------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (2018 წლის 25 თებერვლის ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯოს:
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით--თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ვ-–-------- ჩ--------–ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ვ-–-------- ჩ--------–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული პირობითი მსჯავრი (2 წლით თ/აღკვეთა).
სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ვ-–-------- ჩ--------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული პირობითი მსჯავრი (1 წლით თ/აღკვეთა).
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ვ-–-------- ჩ--------–ს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ-–-------- ჩ--------–ს დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 26 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა საქმეზე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 30 ივლისიდან, ამავე წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
2. გაუქმდეს ვ-–-------- ჩ--------–ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
3. ნივთიერი მტკიცებულება,- გენარატორის აკუმულატორები, დიზელის საწვავი, რომლებიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
დანაშაულის ჩადენის იარაღები და საშუალებები: (8 ცალი ბიდონი, 20 ლიტრის ტევადობის 10 ცალი ბალონი, კარის საკეტის მექანიზმი, ლითონის საკეტის ხუფი, ლითონის ძალაყინი, რეზინის მილი, ზურგჩანთა) რომელთაც ღირებულება გააჩნიათ, გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო რომელთაც ღირებულება არ გააჩნიათ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თინათინ ჩ--------–ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი და ვ-–-------- ჩ--------–ის ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს მსჯავრდებულის ოჯახს.
„სიდი“ დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „ჰუავეის ფირმის მობილური ტელეფონის, საბა ლაცაბიძის ტანსაცმლის, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს „მაგთიკომის“ საბაზო სადგურის საგერენატორო ოთახიდან ფარულად დაუფლებული დიზელის საწვავის და 587,13 ლარად ღირებული გენერატორის აკუმულატორის ბედი, გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ საბა ლაცაბიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი