გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6908-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნინო სიდამონიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „თ----------ი“
წარმომადგენელი: ე-----------------ე
მოპასუხე: მ---------–--ე
წარმომადგენელი: დ---------–--ე
დავის საგანი: ს------------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 13 284,18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9 711,91 ლარი, პროცენტი - 934,35 ლარი, ჯარიმა - 2 620,50 ლარი და დაზღვევა - 17,42 ლარი.
1.2. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 112,90 ლარს.
1.3. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 იანვრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 48,55 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „თ----------სა“ და მ---------–--ეს შორის 2015 წლის 15 იანვარს დაიდო ს------------------ს ხელშეკრულება №---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კ--------- - 20 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 13,95%-ით, კ---------ს დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 23 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა G----ში.
ს------------------ს ხელშეკრულება მოპასუხის მიერ პერიოდულად ირღვეოდა და 2017 წლის 29 ივნისის შემდგომ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აღარ მომხდარა გადახდა. მოპასუხემ სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კ---------ს დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან წყვეტს ხელშეკრულებას.
მოპასუხის მიერ სესხის დასაფარად ჯამში გადახდილია - 15 357,3 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 10 288,09 ლარი, პროცენტი - 5 046,12 ლარი და ჯარიმა - 23,09 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 13 284,18 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 9 711,91 ლარი, პროცენტი - 934,35 ლარი, ჯარიმა - 2 620,50 ლარი და დაზღვევა - 17,42 ლარი.
მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ ს------------------ს ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კ---------თ სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან ს------------------ს ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში, კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ---------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი ცნო ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ხოლო პირგასამტეხლოს თაობაზე მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 15 იანვარს სს „თ----------სა“ და მ---------–--ეს შორის დაიდო ს------------------ს ხელშეკრულება №---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კ--------- - 20 000 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კ---------ს ვადა - 1469 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13,95%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კ---------ს მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ G----ში.
3.1.2. მ---------–--ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ----------ს“ შორის 2015 წლის 15 იანვარს გაფორმებული ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 403-ე, მე-400, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 9 711,91 ლარისა და პროცენტის - 934,35 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ----------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ს------------------ს ხელშეკრულებით კ---------ს გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კ--------- სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადენილია, რომ 2015 წლის 15 იანვარს სს „თ----------სა“ და მ---------–--ეს შორის დაიდო ს------------------ს ხელშეკრულება №---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კ--------- - 20 000 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კ---------ს ვადა - 1469 დღე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13,95%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კ---------ს მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ G----ში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კ---------ს გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კ---------ს დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კ---------ს ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ----------ს“ შორის გაფორმებული ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მის მიერ აღარ ხდება თანხის გადახდა.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 15 იანვარს დადებული ს------------------ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულებების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თ----------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2 620,50 ლარის ოდენობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 500 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი - 2 620,50 ლარისა.
სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ 2018 წლის 30 იანვრიდან აღსრულებამდე სესხის ძირ თანხაზე ყოველდღიური 0,5%-ის ოდენობით, ასევე არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს - 1000 ლარისა.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - 2018 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 13,95% სარგებლის დარიცხვის თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ მოთხოვნების ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი საკმარისი ფორმით, რომ განისაზღვროს მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსით უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის როგორც 403-ე მუხლი, ისე ამავე კოდექსის 411-ე მუხლი. მოთხოვნის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სს „თ----------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სს „თ----------ი“ ცდილობს უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შინაარსით, მას სავალდებულო წესით უნდა მიეთითებინა ის აუცილებელი წინაპირობები რომლებიც ქმნიან აღნიშნული მუხლის ნორმატიულ შინაარს (მათ შორის შეთანხმება და ა.შ.). ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან მიმართებით. ამის სანაცვლოდ, სარჩელი ამ ნაწილში მხოლოდ მშრალი მოთხოვნის სახით არის დეკლარირებული.
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამრიგად, დაუსაბუთებელია სს „თ----------ის“ მოსაზრება აღსრულებამდე წლიური 13,95%-ის მოთხოვნისას, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვალდებულების შესრულების დროისათვის მოსარჩელის საკრედიტო საქმიანობა, იგივე მოცულობით საპროცენტო სარგებელით არის დადგენილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია რატომ შეადგენს სს „თ----------ის“ დამატებითი მატერიალური სიკეთე წლიურ 13,95%-ს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა ვალდებულებას მოსარჩელე მაინც ვერ მიაქცევდა ამ ფულად სახსრებს ბრუნვაში სარგებლის იმავე მოცულობით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ის“ მოთხოვნა მ---------–--ის მიმართ - 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, 2018 წლის 30 იანვრიდან აღსრულებამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა 550,46 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სს „თ----------ს“ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხისა და პროცენტი ნაწილში - ჯამში 10 646,26 ლარი) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 319,39 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ---------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 45,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4% -მდე 150 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი მ---------–--ის მიმართ ს------------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 163,68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9 711,91 ლარი, პროცენტი - 934,35 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი და დაზღვევა - 17,42 ლარი.
1.2. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 იანვრიდან, 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე მ---------–--ისათვის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 13,95% სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 45,52 ლარის გადახდა.
4. სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 550,46 ლარიდან - 319,39 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №---
5. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 150 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/6908-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნინო სიდამონიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „თ----------ი“
წარმომადგენელი: ე-----------------ე
მოპასუხე: მ---------–--ე
წარმომადგენელი: დ---------–--ე
დავის საგანი: ს------------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი მ---------–--ის მიმართ ს------------------ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 163,68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9 711,91 ლარი, პროცენტი - 934,35 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი და დაზღვევა - 17,42 ლარი.
1.2. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 30 იანვრიდან, 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე მ---------–--ისათვის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 15 იანვრის ს------------------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9 711,91 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 13,95% სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 45,52 ლარის გადახდა.
4. სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 550,46 ლარიდან - 319,39 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №---
5. მ---------–--ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 150 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი