გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
010224018002444571
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010224018002444571

№2-2026/2018წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

 

განმცხადებელი - ზა---- ჭი-------

 

მხარდაჭერის მიმღები პირი - ზე----- ქე-----

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ნა---- ირ-----

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - მა------- ზო---

 

მოთხოვნის არსი - დაწესებული მხარდაჭერის ფარგლების გაზრდა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის ფარგლების გაზრდა;

1.2. მხარდამჭერისათვის მხარდაჭერის მიმღები პირის ზე----- ქე-----ს კუთვნილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლების მინიჭება;

 

2. მხარდამჭერის, მხარდაჭერის მიმღები პირის, მისი ადვოკატისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია:

 

2.1. მხარდაჭერის მიმღები პირის - ზე----- ქე-----ს მხარდამჭერი ზა---- ჭი------- განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა განაპირობა იმ გარემოებებმა, რომ ზე----- ქე-----, მისი ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე, მის საკუთრებაში რიცხულ ქონებას ვერ სარგებლობს, ვერ იღებს შემოსავალს, მისით სარგებლობს სხვა თანამესაკუთრე, რომელიც ცხოვრობს თურქეთში და არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. ამიტომ ითხოვს, რომ მიეცეს უფლება, რათა შეძლოს სხვა თანამესაკუთრეებთან აწარმოოს მოლაპარაკება ზე----- ქე-----ს ქონების მართვა-გასხვისებისათვის, მიუთითებს, რომ გასხვისების შემთხვევაში შეიძენს ქონებას საქართველოში და აღრიცხავს ზე----- ქე-----ს საკუთრებაში, მოახმარს მის ინტერესებს. კერძოდ, ზე----- ქე----ს თურქეთის რესპუბლიკაში გააჩნია შემდეგი უძრავი ქონება:

1. უძრავი ქონება, 53951852, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; სოფელი აშაღითეფეს, თემი: აფსაქლი, ტომი და რიგითი ნომერი 13/1---; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 0/1---, კვადრატული მეტრი 5000; ფუნქცია: თხილის ბაღი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი, 1250 კვ.მ;

2. უძრავი ქონება, 53959310, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; სოფელი ბაჰჩელერ, თემი: ქიზილჯასული, ტომი და რიგითი ნომერი 1/1-; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 0/1-, კვადრატული მეტრი 4,640; ფუნქცია: თხილის ბაღი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი 11-0 კვ.მ;

3. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/201; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის N2/2- მაღაზია - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

4. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/204; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის N3/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

5. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/202; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N2/2- მაღაზია - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

6. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/205; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N3/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

7. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/206; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N6/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი.

(იხ. განცხადებები, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმებში).

 

2.2. მხარდაჭერის მიმღები პირი ზე----- ქე----- სასამართლო სხდომაზე ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, მასთან კომუნიკაცია-გასაუბრების განხორციელება შეუძლებელია.

(იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, ექსპერტიზის 10/01/2018წ. დასკვნა #000166718).

 

2.3. მხარდამჭერის მიმღები პირის - ზე----- ქე-----ს ადვოკატი ნა---- ირ----- მოთხოვნას ნაწილობრივ უჭერს მხარს, კერძოდ, ეთანხმება, რომ მხარდამჭერმა მართოს მხარდასაჭერი პირის ქონება, ოღონდ არ მიეცეს უფლება მის გასხვისებაზე.

(იხ. ახსნა-განმარტება სხდომის ოქმებში).

 

2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მა------- ზო--- განმცხადებლის მოთხოვნას ნაწილობრივ უჭერს მხარს, განმარტავს, რომ მხარდასაჭერი პირის აქტივები არ უნდა შემცირდეს, ამიტომ მხარდაჭერს უნდა მიეცეს უფლება, რომ მან მართოს ქონება, გააქირაოს, გასცეს იჯარით, ასევე გაცვალოს თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქონება საქართველოში არსებულ ქონებაში, ისე, რომ არ შემცირდეს მხარდასაჭერი პირის აქტივები.

(იხ. ახსნა-განმარტება სხდომის ოქმებში).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ზა---- ჭი------- არის ზე----- ქე-----ს და. ზე----- ქე-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12/03/2018წ. გადაწყვეტილებით (საქმე #2-3359/17) ზე----- ქე----- ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და მას მხარდამჭერად დაენიშნა ზა---- ჭი-------. გადაწყვეტილების თანახმად:

,,1. ზე----- ქე----- (პ/ნ 61004023953) ცნობილი იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად.

2. ზა---- ჭი------- (პ/ნ 62005003234) დაინიშნოს ზე----- ქე-----ს (პ/ნ 61004023953) მხარდამჭერად ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში მითითებულ სფეროებში სრული მოცულობით.

3. ზა---- ჭი-------ს, ზე----- ქე-----ს მხარდაჭერისათვის განესაზღვროს შემდეგი უფლება-მოვალეობათა ფარგლები:

ü მიენიჭოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან:

ü იყოს ზე----- ქე-----ს წარმომადგენელი სოციალურ მომსახურების სააგენტოში:

ü იყოს ზე----- ქე-----ს წარმომადგენელი სს ”ლიბერთი ბანკში”, ასევე ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან/და სხვა სოციალური დახმარება) დანიშვნა-ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე ბანკთან გარიგებების დადებისას ზეინაფ ქე-----ს ნება გამოავლინოს მისგან დამოუკიდებლად (გარდა უძრავ ქონებაზე გარიგების ნების გამოვლენისა).

ü ზე----- ქე-----ს სახელით ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და იურიდიულ პირებს მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები).

ü გაუსხსნას ანგარიში ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს ზე----- ქე-----ს კუთვნილი პენსია, დახმარება, ან/და სხვა ფულადი თანხები.

ü მიენიჭოს უფლებამოსილება წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში, წარადგინოს სარჩელი ან/და განცხადება, წარადგინოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, სცნოს სარჩელი, უარი თქვას სარჩელზე, საქმისწარმოება დაამთავროს მორიგებით:

ü იყოს წარმომადგენელი სასამართლოში, სააღსრულებო ბიუროში და მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ü გამოხატოს თანხმობა მკურნალობაზე.

ü იყოს ზე----- ქე-----ს წარმომადგენელი სამკვიდროს მიღების საკითხში, მართოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

ü მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხარდამჭერ პირს ზა---- ჭი-------ს მიენიჭოს უფლებამოსილება დაიცვას ზე----- ქე-----ს სხვა კანონიერი უფლებები, რაც გამომდინარეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შინაარსიდან.

4. ზა---- ჭი-------ს განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:

4.1. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

4.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

4.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

5. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წელით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები,- მხარეთა განმარტებები.

- ექსპერტიზის დასკვნა.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12/03/2018წ. გადაწყვეტილება (საქმე #2-3359/17);

 

3.2. წარმოდგენილია თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული უძრავი ქონების ამონაწერები, თარგმნილი ქართულ ენაზე, რომლითაც დგინდება, რომ ზე----- ქე----ს თურქეთის რესპუბლიკაში გააჩნია შემდეგი უძრავი ქონება:

1. უძრავი ქონება, 53951852, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; სოფელი აშაღითეფეს, თემი: აფსაქლი, ტომი და რიგითი ნომერი 13/1---; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 0/1---, კვადრატული მეტრი 5000; ფუნქცია: თხილის ბაღი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი, 1250 კვ.მ;

2. უძრავი ქონება, 53959310, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; სოფელი ბაჰჩელერ, თემი: ქიზილჯასული, ტომი და რიგითი ნომერი 1/1-; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 0/1-, კვადრატული მეტრი 4,640; ფუნქცია: თხილის ბაღი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი 11-0 კვ.მ;

3. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/201; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის N2/2- მაღაზია - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

4. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/204; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის N3/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

5. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/202; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N2/2- მაღაზია - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

6. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/205; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N3/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

7. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/206; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N6/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული უძრავი ქონების ამონაწერები, თარგმნილი ქართულ ენაზე;

 

3.3. საქმეზე სადავოა შემდეგი:

 

3.3.1. განმცხადებელი მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის ფარგლების გაზრდას, კერძოდ, მიენიჭოს მას თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული უძრავი ქონების ამონაწერით დადასტურებული, ზეინეზ ქე-----ს კუთვნილი უძრავი ქონების წილის განკარგვის უფლება. მათ შორის მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდასაჭერი პირის ზე----- ქე-----სგან დამოუკიდებლად (მისი თანხმობის გარეშე) მართოს, გააქირაოს, გასცეს იჯარით, გაასხვისოს მისი უძრავი ქონება ან/და მოახდინოს ქონების სანაცვლო გადაცემა. აღნიშნულის მიზნით მისი სახელით აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და დადოს შესაბამისი გარიგებები.

ზა---- ჭი-------ს განმარტებით აღნიშნულ ქონებას ფაქტობრივად ფლობს და მთლიანად განკარგავს აწგარდაცვლილი ბა---- ქე-----ს ერთ ერთი შვილი. ზე----- ქე----ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მოუაროს და მართოს მისი ქონება, მიიღოს მისგან სარგებელი, მათ შორის განკარგოს მისი კუთვნილი წილი. ასევე ზე----- ქე-----ს გარდაცვლილი მეუღლის შვილი არ აძლევს მას აღნიშნულის უფლებას. აღნიშნული უფლების მონიჭების შემთხვევაში, აპირებს რომ არსებული ქონება მთლიანად მოხმარდეს მხარდამჭერის მიმღებისათვის ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნას, რომელიც მიმართული იქნება მისი გამოჯანმრთელებისა და კეთილდღეობისაკენ.

 

3.3.2. მხარდამჭერის მიმღები პირის - ზე----- ქე-----ს ადვოკატი ნა---- ირ----- მოთხოვნას ნაწილობრივ უჭერს მხარს, კერძოდ, ეთანხმება, რომ მხარდამჭერმა მართოს მხარდასაჭერი პირის ქონება, ოღონდ არ მიეცეს უფლება მის გასხვისებაზე.

 

3.3.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მა------- ზო--- განმცხადებლის მოთხოვნას ნაწილობრივ უჭერს მხარს, განმარტავს, რომ მხარდასაჭერი პირის აქტივები არ უნდა შემცირდეს, ამიტომ მხარდაჭერს უნდა მიეცეს უფლება, რომ მან მართოს ქონება, გააქირაოს, გასცეს იჯარით, ასევე გაცვალოს თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქონება საქართველოში არსებულ ქონებაში, ისე, რომ არ შემცირდეს მხარდასაჭერი პირის აქტივები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები:

- ახსნა-განმმარტებები სხდომის ოქმებში;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოუსმინა განმცხადებელს, მხარდაჭერის მიმღების უფლებების დამცველ ადვოკატს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს და მიიჩნევს, რომ ზა---- ჭი-------ს განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ზე----- ქე-----ს მიმართ დაწესებული და განსაღვრული მხარდაჭერის ფარგლების გაფართოების/გაზრდის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

განსახილველ საქმეზე ზე----- ქე----- საჭიროებს მხარდაჭერას და მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა, ხოლო მის მხარდამჭერად დაინიშნა ზა---- ჭი-------, განმცხადებელი მოცემულ საქმეზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

6.4. განმცხადებელს სასამართლოსათვის მომართული აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323.-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად:

1. თუ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის (მხარდამჭერების), ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ.

2. თუ აღარ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის გაგრძელების საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.

3. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვისას სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1293-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

განსახილველ შემთხვევაში, მხარდაჭერის მიმღები პირის ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას დამოუკიდებლად არ შეუძლია მართოს და განკარგოს ქონება, დადოს წვრილმანი გარიგებებიც, გააცნობიეროს ამ გარიგებათა შინაარსი და ანგარიში მისცეს თავის თავს.

ზე----- ქე----ს თურქეთის რესპუბლიკაში უძრავი ქონება მიღებული აქვს მემკვიდრეობით, მას ეს ქონება საკუთრებაში გადაეცა მეუღლის გარდაცვალების გამო. მის მეუღლეს ჰყავდა სხვა მემკვიდრეებიც და სამკვიდრო ქონება თანასაკუთრებაშია. ზე----- ქე----მა სამკვიდროს მიღება განახორციელა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც მის მხარდამჭერს - განმცხადებელს მოცემულ საქმეზე, მიენიჭა უფლება მხარდასაჭერი პირისგან დამოუკიდებლად მიეღო სამკვიდრო ქონება და აღირიცხა ზე----- ქე-----ს საკუთრებაში, რაც განახორციელა კიდეც მხარდამჭერმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, ზე----- ქე----ეს არ შეუძლია კუთვნილი ქონების ფლობა და სარგებლობა, ქონება მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში. იგი დამოკიდებულია სხვა თანამესაკუთრეების კეთილ ნებაზე, რათა არგუნონ მისი წილი სარგებელი თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან, ხოლო ასეთი ნება კი მათგან არ ჩანს. რეალობიდან გამომდინარე, ზე----- ქე-----ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება მინიმალურია, პირიქით, დაავადება დროის მიხედვით უფრო რთულდება, ეს დასტურდება ექსპერტიზის 10/01/2018წ. #000166718 დასკვნითაც. ზე----- ქე-----ს კუთვნილი ქონების გაქირავება, იჯარით გაცემა, მიწის ნაკვეთის დამუშავება, მოსავალის მოყვანა და აქედან სარგებლის მიღება დამოკიდებულია სხვა თანამესაკუთრეების თანხმობაზეც, რის განხორციელებაც თურქეთის რესპუბლიკაში მხარდამჭერისათვის რთულია. ფაქტიურად, თუ მხარდამჭერს არ მიეცემა უფლება, რომ გაასხვისოს ეს ქონება და სანაცვლოდ შეიძინოს ქონება საქართველოში, ასევე მიღებული თანხებით გააუმჯობესოს მხარდასაჭერი პირის მდგომარეობა, უმკურნალოს, შეუქმნას მას საუკეთესო პირობები და სხვა, გასხვისებაზე ასევე შეიძლება სეიქმნას წინააღმდეგობა სხვა თანამესაკუთრეებისგან, თუ ისინი არ აღმოჩნდებიან კეთილსინდისიერები. ანუ, არსებობს ე.წ. ჩიხური მდგომარეობა, მხარდასაჭერ პირს გააჩნია ქონება, რომელსაც ვერ სარგებლობს და შეიძლება ვერც ისარგებლოს სიცოცხლეში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი ამ ქონებას მიიღებენ მისი მემკვიდრეები.

 

მხარდასაჭერი პირის ადვოკატის და მეურვეობისა და მზრინველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია გასაგებია, ისინი გამოთქვამენ შიშს, რომ გასხვისების უფლების მინიჭებით, მხარდამჭერმა შეიძლება ისარგებლოს ბოროტად, მხარდასაჭერი პირის საზიანოდ მოიქცეს, თუმცა კონკრეტული ალტერნატივა არ გააჩნიათ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეურვეობისა და მზრ8უნველობის ორგანოს ეკისრება ვალდებულება, რათა განახორციელოს კონტროლი მხარდამჭერის მიერ უფლება-მოვალეობების სათანადო შესრულებაზე. მხარდამჭერი თავის მხრივ კი ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში პერიოდულად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა განსაზღვრულია არაუგვიანეს ყოველი 6 თვით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან: კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მხარდასაჭერი პირის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მოცემულ შემთხვევაში გამართლებულია, რათა მხარდამჭერს მიეცეს უფლება უძრავი ქონების გასხვისების ჩათვლით, ოღონდ მის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება უნდა შეიცვალოს და განისაზღვროს არაუგვიანეს ყოველი 6 თვით. ამასთან ქონების გასხვისების შემთხვევაში მხარდამჭერს უნდა დაევალოს სანაცვლოდ, ქონების შეძენა საქართველოში და მხარდასაჭერის პირის სახელზე საკუთრებაში აღრიცხვა, მისთვის სათანადო პირობების შექმნა. შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, ისედაც ვალდებულია განახორციელოს სათანადო კონტროლი მხარდამჭერის მიერ ამ უფლება-მოვალეობების შესრულებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 36314-ე, 36315-ე, 36319-ე, 36321-ე, 36324-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზა---- ჭი-------ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ზე----- ქე-----ს მიმართ განსაზღვრული მხარდაჭერის ფარგლები გაიზარდოს და:

2.1. ზე----- ქე-----ს მხარდამჭერ პირს - ზა---- ჭი-------ს მიენიჭოს უფლება მართოს და განკარგოს/გაასხვისოს (საბაზრო ღირებულების მიხედვით) ზე----- ქე-----ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება ზე----- ქე-----სგან დამოუკიდებლად, ქონება მდებარე:

1. უძრავი ქონება, 53951852, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; სოფელი აშაღითეფეს, თემი: აფსაქლი, ტომი და რიგითი ნომერი 13/1---; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 0/1---, კვადრატული მეტრი 5000; ფუნქცია: თხილის ბაღი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი, 1250 კვ.მ;

2. უძრავი ქონება, 53959310, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; სოფელი ბაჰჩელერ, თემი: ქიზილჯასული, ტომი და რიგითი ნომერი 1/1-; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 0/1-, კვადრატული მეტრი 4,640; ფუნქცია: თხილის ბაღი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი 11-0 კვ.მ;

3. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/201; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის N2/2- მაღაზია - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

4. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/204; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის N3/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

5. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/202; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N2/2- მაღაზია - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

6. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/205; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N3/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი;

7. უძრავი ქონება, 54054477, სექტორი ორდუ/ფაცა, დაწესებულების დასახელება: ფაცის რეესტრი; საქარიას დასახლება, ტომი და რიგითი ნომერი 3/206; რეგისტრაცია: აქტიური; ნაკვეთი/კვარტალი 1-0/2-, კვადრატული მეტრი 272,00; ფუნქცია: არასასოფლო მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთი N6/2- საცხოვრებელი ფართი - ზე----- ქე-----ს სახელზე რეგისტრირებულია 1/4 წილი.

2.2. ზე----- ქე-----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა-განკარგვის უფლებამოსილების განსახირციელებლად, მხარდამჭერ ზა---- ჭი-------ს მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდასაჭერი პირის ზე----- ქე-----სგან დამოუკიდებლად (მისი თანხმობის გარეშე) მართოს, გააქირაოს, გასცეს იჯარით, გაასხვისოს მისი უძრავი ქონება ან/და მოახდინოს ქონების სანაცვლო გადაცემა. აღნიშნულის მიზნით მისი სახელით აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და დადოს შესაბამისი გარიგებები.

2.3. ქონების გასხვისების შემთხვევაში მხარდამჭერს - ზა---- ჭი-------ს დაევალოს სანაცვლოდ ქონების შეძენა საქართველოში და მხარდასაჭერის პირის - ზე----- ქე-----ს სახელზე საკუთრებაში აღრიცხვა, მისთვის სათანადო პირობების შექმნით.

 

3. დაევალოს ზე----- ქე-----ს მხარდამჭერ პირს, ზა---- ჭი-------ს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს, ყოველ 1 (ერთი) თვეში წარუდგინოს ანგარიში სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ.

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

 

6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით - ყოველ 1 თვეში, ასევე თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

 

7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ, რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

 

8. განმცხადებელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე