განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------8
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი-----–- მ---–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
პ----- ქ-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული გ------ რაიონი, სოფელი ქ--–ი; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, შ--------ს ქუჩა N-----.
ადვოკატი - ი-----–- გ--------ე
კვალიფიკაცია:
პ----- ქ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ი.ბ.ა. ,,ა---------–------------------ის“ თავმჯდომარე ბ------ ჭ--–--ესა და შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორ პ----- ქ-----–---–ს შორის 2007 წლის სექტემბრის თვეში გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობის შესახებ.
2007 წლის 20 სექტემბერს შპს ,,პ-–-----ას’ დირექტორმა პ----- ქ-----–---–მა თბილისში შ--------ს ქ-----ში მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბინის მშენებლობის კოეფიციენტის K2KKმომატების მიზნით ი.ბ.ა. ,,ა---------–----------ა“KKK2----ისაგან მიიღო თანხა 90 000 აშშ დოლარი (149310 ლარი). ასევე 2007-2008 წლებში შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორმა პ----- ქ-----–---–მა ფიზიკურ პირებთან (დ-------- მ----------სთან, ნ-----–- ჩ-------ესთან, ლ--–- რ----–---–თან, მ------ მ----–---–თან, დ------ ქ-----–თან, გ------–---ძესთან, დ----- ბ-------ესთან, მ--- კ----–-–---–თან, ი----- ბ-------–---–თან, გ----–- ი----–---–თან, მ------ კ-–--სთან, ნ-----–---- მ------ესთან, ნ---–- ქ-----–---–თან, მ------ კ------სთან, თ---------- ფ---–---–---თან, მ-----–- შ---–----ესთან, თ------ მ------–---–თან, ლ---- ს-------თან, მ------ ზ---------–თან) გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც აიღო ვალდებულებები ქ. თბილისში შ--------ს ქ---------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის აშენებისა და სხვადასხვა საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ. პ----- ქ-----–---–მა ფიზიკური პირებისაგან აღნიშნული მიზნით მიიღო ფულადი თანხა 343 200აშშ დოლარი.
ქ. თბილისში, შ--------ს ქ---------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა არ დაწყებულა და პ----- ქ-----–---–ის მიერ მითვისებულ იქნა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული აშენებისა და კოეფიციენტის მომატების სანაცვლოდ ფიზიკური პირებისა და ი.ბ.ა. ,,ა---------–----------ა 2--- -ისაგან მიღებული ფულადი თანხა.
აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დიდი ოდენობით 433 200 აშშ დოლარის (604747,2 ლარის 2007-2008 წლების ოფიციალური გაცვლითი კურსის მინიმალური მაჩვენებელზე გამრავლებით) ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
2.1.ბრალდებულმა პ----- ქ-----–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ ი.ბ.ა. ,,ა---------–------------------ის“ თავმჯდომარე ბ------ ჭ--–--ესა და შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორ პ----- ქ-----–---–ს შორის 2007 წლის სექტემბრის თვეში გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობის შესახებ. 2007 წლის 20 სექტემბერს შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორმა პ----- ქ-----–---–მა თბილისში შ--------ს ქ-----ში მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბინის მშენებლობის კოეფიციენტის K2KKმომატების მიზნით ი.ბ.ა. ,,ა---------–----------ა“KKK2----ისაგან მიიღო თანხა 90 000 აშშ დოლარი (149310). ასევე 2007-2008 წლებში შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორმა პ----- ქ-----–---–მა ფიზიკურ პირებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც აიღო ვალდებულებები ქ. თბილისში შ--------ს ქ--------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის აშენებისა და სხვადასხვა საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ, პ----- ქ-----–---–მა ფიზიკური პირებისაგან აღნიშნული მიზნით მიიღო ფულადი თანხა 343 200 აშშ დოლარი. შემდეგში სხვადასხვა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ქ. თბილისში, შ--------ს ქ---------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა არ დაწყებულა და პ----- ქ-----–---–ის მიერ მითვისებულ იქნა ფიზიკური პირებისა და ი.ბ.ა. ,,ა---------–----------ა 2--- -ისაგან მიღებული ფულადი თანხა.
2.2. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ მ------ ზ---------–ის ჩვენებებისა მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------ ზ---------–მა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ბრალდებულ პ----- ქ-----–---–ის მიმართ წაყენებულ ბრალს და მიაჩნია, რომ არ აქვს სწორი კვალიფიკაცია პ----- ქ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებას. 2008 წლის 16 თებერვალს მ------ ზ---------–სა და შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორს პ----- ქ-----–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------ ზ---------–ს უნდა მიეღო 58,7 კვ.მ. ფართის ბინა შ--------ს ქ---------ში, მე-5 ან მე-7 სართულზე. ასევე, ხელშეკრულების საფუძველზე, მ------ ზ---------–ის სახელზე, უნდა მოეხდინათ საჯარო რეესტრში ან სანოტარო ბიუროში ფართის დარეგისტრირება. შპს ,,პ-–-----ას“ გაყიდვების მენეჯერმა ნ----- ნ-----------–მა მ------ ზ---------–ი დაარწმუნა, რომ წინასწარ მთელი თანხა უნდა შეეტანა. მოპოვებული ნდობიდან გამომდინარე, მ------ ზ---------–მა აიღო კრედიტი, გაყიდა თ--–--ში მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი და თანხა 32 000 აშშ დოლარი მთლიანად გადასცა ნ----- ნ-----------–ს. ვინაიდან, შ--------ს ქუჩაზე მშენებლობა არ დაწყებულა, მ------ ზ---------–ი ითხოვდა თანხის უკან დაბრუნებას, მაგრამ თანხა უკან არ დაუბრუნეს და შესთავაზეს ხელშეკრულების გაფორმება ს-------- ე---–ის ქუჩაზე მშენებარე ფართზე, რომელზეც თუ არ დათანხმდებოდა ბინასაც დაკარგავდა და თანხასაც, ამიტომ იძულებით წესით გაფორმდა მისთვის წამგებიანი ხელშეკრულება, სადაც მეტი ფართის სანაცვლოდ თანხაც უნდა დაემატებინა. მ------ ზ---------–ს ოფისში გადასცეს ხელშეკრულება ს-------- ე---–ის ქუჩაზე მშენებარე ფართზე, ხოლო ძველი ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა შ--------ს ქუჩაზე ფართის გადაცემას, გამოართვეს იმ საფუძვლით, რომ მომხდარიყო ძველი ხელშეკრულების ახალი ხელშეკრულებით შეცვლა. მ------ ზ---------–ს ს-------- ე---–ის ქუჩაზე ფართი არ მიუღია. მისი განმარტებით, ვინაიდან ისარგებლეს მისი ნდობით მოტყუებით შეატანინეს თანხა და არ მოხდა მისთვის ფართის გადაცემა არც შ--------ს ქუჩაზე და ასევე არც ს-------- ე---–ის ქუჩაზე, ასევე არ მოხდა მისი დაზარალებულად ცნობა ს-------- ე---–ის ქუჩის ეპიზოდზე. იგი თავს თვლის დაზარალებულად თაღლითობის გამო და ითხოვს პროკურატურამ წარუდგინოს ყველა დოკუმენტი, მათ შორის, შ--------ს ქუჩაზე არსებულ მშენებლობასთან დაკავშირებულით დადებული ხელშეკრულება. მომხდარიდან გამომდინარე მ------ ზ---------–ს შეექმნა ფინანსური პრობლემები და ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
2.4. პ----- ქ-----–---–ის ბრალდებას ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების ნ-----–- ჩ-------ის, ლ--–- რ----–---–-ს, დ------ ქ-----–ის, ლ---- ს-------ის, გ------–---ძის, ი------–----ის, დ----- ბ-------ის, მ--- კ----–-–---–ის, ი----- ბ-------–---–ის, გ----–- ი----–---–ის, მ------ კ-–--ს, ნ-----–---- მ------ის, ნ---–- ქ-----–---–ის, მ------ კ------ს, თ---------- ფ----–--–---ის, თ----- მ------–---–ის, მ-----–- შ---–----ის ჩვენებები; ნ-------- ჯ---------–-საგან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (2009 წლის 0---------------) დანართით, ამოღების ოქმში აღწერილი ამოღებული მასალები სრულად; ნ------------------–----- არქივიდან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი, დანართით; სს ,,ვ-----------------------დან“ N-------------- ამონაწერები; სს ,,ვ-------------ის“ სათაო ოფისიდან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (2009 წლის 2---------------) თანდართული მასალებით; სს ,, თ--------------დან“ დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (2009 წლის 2------------ის ბრძანების საფუძველზე) (----------- თანდართული მასალებით; თბილისის რ--------–------–----------------------------------------------------–--ს განყოფილებიდან, ბინათმშენებლობა ,,ა---------–----------ა 2---“-ის საქმის ამოღების ოქმი (----------- თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით; თბილისის რ--------–------–-------------------------------------–--------------------–ოს განყოფილებიდან ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,ა-----–--------------- 2---“-ის საქმიანობის დოკუმენტაციის ამოღების ოქმი(2---------) თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით; ინდ.ბინათმშენებლობა ,ა-----–--------------- 2----ის’’ პირადი აღრიცხვის ბარათების ელექტრონული ვერსია; ,,ბ-------------ის“ სათაო ოფისიდან ბ------ ჭ--–--ის და ,,ა---------–-----------------“-ის დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (---------- ) დანართით; ნ-------------------------- ბიუროდან ,,კ----------ის’’ და ა-----–---------------სთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (----------) თანდართული ამოღებული დოკუმენტებით; შპს ,,პ-–-----ას“ ოფისიდან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით; სალარო შემოსავლის ორდერები N0-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; ნოტარიული შეთანხმება 1------, ნოტარიული ხელშეკრულება, სანოტარო აქტი N------- ხელშეკრულებები N2------------------------------------------------------------------------------------------------------; საქართველოს ნ------------------–----- სათაო ოფისიდან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (2---------) თანდართული დოკუმენტაციით; ამოღების ოქმის ნ------------------–----- არქივიდან ლ---- ა------–---–ის მიერ გაფორმებული დოკუმენტების (2---------) თანდართული ამოღებული დოკუმენტაცია; ბ. ჭ--–--ისაგან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით; ს-------------------------------–----------------–---------------------–--------------------–----------------------–--- სამსახურიდან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი-(2---------)- თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით; შპს ,,,,პ-–-----ას“ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (3---------) თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით (შ--------ს ქ------------ზე დაშლა-დამონტაჟების პროექტი, შ--------ს ქ----------- გეოლოგიური პირობების პროექტი, ხელშეკრულებები N3--------------- დამატებითი შეთანხმება); შპს ,,ჯ----------------იდან„ დოკუმენტაციის ამოღების ოქმი ((3---------) თანდართული ამოღებული დოკუმენტაციით; შემოსავლების სამსახურის თბილისის რ--------–------–-------- არქივიდან დოკუმენტაციის ამოღების ოქმი (2---------) თანდართული დოკუმენტაციით; მიმართვის წერილი N4---- ე-----------------------------------დან და საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (3------------ წელი); თ------ ჩ----–---–ის, ი----- დ---–ის და ლ------ თ------ას განცხადება დანართით; აუდიტორული დასკვნა შპს ,,ჯ------------–-----–---------ის’’; რევიზიის აქტი N-----; მიმართვის წერილი საქართველოს ე---------–-----ს და ე---------–-------ს პასუხი ვალუტის კურსის განსაზღვრის თაობაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.5. სასამართლომ შეაფასა რა პ----- ქ-----–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პ----- ქ-----–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. კერძოდ:
2.5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითვისება ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად, თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ქ-----–---–მა მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული აშენებისა და კოეფიციენტის მომატების სანაცვლოდ ფიზიკური პირებისა და ი.ბ.ა. ,,ა---------–----------ა 2---“-ისაგან მიღებული ფულადი თანხა.
2.5.2. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილია შემდეგი ფიზიკური პირები: დ-------- მ----------, ნ-----–- ჩ-------ე, ლ--–- რ----–---–ი, მ------ მ----–---–ი, დ------ ქ-----–ი, გ------–---ძე, დ----- ბ-------ე, მ--- კ----–-–---–ი, ი----- ბ-------–---–ი, გ----–- ი----–---–ი, მ------ კ-–--, ნ-----–---- მ------ე, ნ---–- ქ-----–---–ი, მ------ კ------, თ---------- ფ---–---–---ი, მ-----–- შ---–----ე, თ------ მ------–---–ი, ლ---- ს-------ი, მ------ ზ---------–ი და მხოლოდ ამ უკანასკნელს გააჩნია პრეტენზია ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებაში.
2.5.3. ბრალდებულ პ----- ქ-----–---–ის, დაზარალებულ მ------ ზ---------–ის ჩვენებით, პ----- ქ-----–---–სა და მ------ ზ---------–ს შორის დადებული ხელშეკრულებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ----- ქ-----–---–მა მიითვისა მ------ ზ---------–ის ფულადი თანხა, რომელიც მან მიიღო დაზარალებულისგან ქ. თბილისში, შ--------ს ქ---------ში, მე-5 ან მე-7 სართულზე, 58,7 კვ.მ. მ------ ზ---------–ისათვის გადასაცემი ფართის სანაცვლოდ. შემდგომში, რადგან არ დაიწყო შ--------ს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მ------ ზ---------–ის დროულად დაკმაყოფილების მიზნით პ----- ქ-----–---–მა მ------ ზ---------–თან დადო ახალი ხელშეკრულება ს-------- ე---–ის ქუჩაზე დაწყებულ მშენებარე ფართზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ზ---------–თან თავდაპირველი ხელშეკრულების დადებისას პ----- ქ-----–---–ის ქმედებაში თაღლითობის ნიშნები არ იკვეთება, რადგან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები რომლებიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულების დადებისას პ----- ქ-----–---–ს ამოძრავებდა მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით მ------ ზ---------–ის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების განზრახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- ქ-----–---–ის ქმედება შ--------ს ქუჩის ეპიზოდში მ------ ზ---------–თან მიმართებაში სწორად არის დაკვალიფიცირებული მითვისების ბრალდებით. ვინაიდან, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გაცდეს კონკრეტული ბრალდების ფაქტობრივ გარემოებებს, სასამართლო ვერ იმსჯელებს და მისცემს შეფასებას ს-------- ე---–ის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან მიმართებაში არსებულ ფაქტებს.
2.6. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პ----- ქ-----–---–მა ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.
მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
2.7. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ----- ქ-----–---–ი არის შპს ,,პ-–-----ას“ დამფუძნებელი პარტნიორი.
2.8. ასევე, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორ პ----- ქ-----–---–ს და ფიზიკურ პირებს შორის, ასევე პ----- ქ-----–---–სა და ი.ბ.ა. ,,ა---------–----------აKK2---’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობის შესახებ. 2007 წლის 20 სექტემბერს შპს ,,პ-–-----ას’ დირექტორმა პ----- ქ-----–---–მა თბილისში შ--------ს ქ-----ში მრავალსართულიანი საცხოვრებელის ბინის მშენებლობის კოეფიციენტის K2KKმომატების მიზნით ი.ბ.ა. ,,ა---------–----------აKK2---’’-ისაგან მიიღო თანხა 90 000 აშშ დოლარი (149 310 ლარი). ასევე, 2007-2008 წლებში შპს ,,პ-–-----ას“ დირექტორმა პ----- ქ-----–---–მა ფიზიკურ პირებთან გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც აიღო ვალდებულებები ქ. თბილისში შ--------ს ქ--------ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი კორპუსის აშენების და ფართების გადაცემის შესახებ. პ----- ქ-----–---–მა ფიზიკური პირებისაგან აღნიშნული მიზნით მიიღო ფულადი თანხა 343200 აშშ დოლარი.
2.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ქ-----–---–მა ჩაიდინა მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2.10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პ----- ქ-----–---–ის მიერ მითვისებულ იქნა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული აშენებისა და კოეფიციენტის მომატების სანაცვლოდ ფიზიკური პირებისა და ი.ბ.ა. ,,ა---------–----------ა 2---“-ისაგან მიღებული ფულადი თანხა. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დიდი ოდენობით 433 200 აშშ დოლარის (604747,2 ლარის 2007-2008 წლების ოფიციალური გაცვლითი კურსის მინიმალური მაჩვენებელზე გამრავლებით) ზიანი.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
2.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ----- ქ-----–---–მა ჩაიდინა მითვისება დიდი ოდენობით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ----- ქ-----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
3.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ მ------ ზ---------–ის ჩვენებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პ----- ქ-----–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. პ----- ქ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშულს.
4.2. პ----- ქ-----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. პ----- ქ-----–---–ი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილს; ბრალდების მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო განხილვისას მის კონსტრუქციულ დამოკიდებულებაზე პროცესისადმი და სასამართლოსადმი გამოხატულ ნდობაზე.
5.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პ----- ქ-----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
5.3. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის, ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროების გათვალისწინებით, ასევე კანონიერი სასჯელის განსაზღვრის მიზნით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია პ----- ქ-----–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. მასვე, უნდა ჩამოერთვას მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.
5.4. ვინაიდა, პ----- ქ-----–---–ს ამჟამად ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედება ჩადენილი აქვს 2007-2008 წლებში, სასჯელის განსაზღვრისას ბრალდებულ პ----- ქ----–---–-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ.
5.5. პ----- ქ-----–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მულის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, რაც 2012 წლს 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებლ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება; რადგან პ----- ქ-----–---–ზე ბრალად წარდგენილი ეპიზოდი ეხება 2007-2008 წლებს, პ----- ქ-----–---–ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე მუხლის მე-2-3 ნაწილებით, რომლის თანახმად, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ----- ქ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. პ----- ქ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და მოსახდელ სასჯელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3. პ----- ქ-----–---–ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება, რაც საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გაუნახევრდეს და 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) ვადით ჩამოერთვას მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, პ----- ქ-----–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1--------ს განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება 1(ერთი) წლის ვადით.
5. საბოლოოდ, პ----- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5.1. მასვე, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვას მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
6. პ----- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანიდან - 2018 წლის 1 აგვისტოდან.
6.1.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 1--------ს განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 1--------დან - 2018 წლის 01 აგვისტომდე.
6.2. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2013 წლის 22 აგვისტოდან - 2014 წლის 28 მარტამდე საექსტრადაციო პატიმრობაში ყოფნის დრო.
6.3. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2014 წლის 28 მარტიდან - 2014 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
7. პ----- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/