განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#030100118002645579
№1/269-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: შ------- თ----------,მამის სახელი: კ----–--,დაბადებული: 3----.1--- წელი,დაბადების ადგილი: ჩ-------–---,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, პ--–----ს №8-.
კვალიფიკაცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა ბრალდებულ შ------- თ----------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ შ------- თ----------ს სისხლის სამართლის №045170918002 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შ------- თ----------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1. 2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, შ------- თ----------მ, ქ. ფოთში, 2-------ს ქ. №7-ში მდებარე ფოთის ს----–------–- ს-------------–-- დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, ურთიერთშელაპარაკებისას წნევის საზომი აპარატის ერთხელ დარტყმით, მ------ ჯ----–---–ს თავის არეში ნახეთქი ჭრილობის სახით, განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ------- თ----------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
2. 2018 წლის 18 სექტემბერს დაახლოებით 17:30 საათზე, შ------- თ----------, იმ მოტივით, რომ სამსახურში მიღებაზე უარი უთხრა, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ლ--–- კ-----–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ------- თ----------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 25 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ ბრალდებულ შ------- თ----------სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ შ------- თ----------სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 25 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------, ბრალდებულმა შ------- თ----------მ და ბრალდებულის ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ შ------- თ----------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს მონაწილეობითა და ბრალდებულ შ------- თ----------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება) 2018 წლის 24 სექტემბერს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ შ------- თ----------ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული შ------- თ---------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულ შ------- თ----------სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
შ------- თ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ შ------- თ----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ შ------- თ----------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და ასევე ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ შ------- თ----------ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
შ------- თ----------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბრალდებულ შ------- თ----------ს გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულების მ------ ჯ----–---–ისა და ლ--–- კ-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: თ-- კ------ს, მ-------- ს------ს, მ------ ჩ-----ს, ნ-------- გ---–---ს, ხ------- შ---------ა და ზ----- კ------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 20 სექტემბრის N0-------- დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით - წნევის საზომი აპარატით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ შ------- თ----------ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ შ------- თ----------ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, 2018 წლის 24 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. შ------- თ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
-საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ შ------- თ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
5. შ------- თ----------ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს გამოძიების პროცესში დაკავების ვადა - 2018 წლის 19 სექტემბრის 12:30 საათიდან, 2018 წლის 21 სექტემბრის 12:18 საათამდე, 2 (ორი) დღე და ამ ვადის გათვალისწინებით საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით, თანხის სხელმწიფო ბიუჯეტში სასარგებლოდ გადახდით.
6. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ შ------- თ----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
7. შ------- თ----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული წნევის საზომი აპარატი, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - შ------- თ----------ს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე