განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2018
საქმის ნომერი
330100118002412616
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- ქ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ----- დ------- ძე ო--–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა----------- ქუჩა #---ში.

 

ადვოკატი - ლ--–- წ---–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 17 დეკემბრიდან თ-- ბ--------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შ----- ო--–--ესთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ თ---–--–-- გ------------ ქუჩა #--–ი და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრებიდან ორი თვის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ თ-- ბ--------–--ის ბინაში, სადაც ასევე ცხოვრობდნენ თ-- ბ--------–--ის ძმა კ------- ბ--------–--ე და დედა მ----- ბ--------–--ე. 2017 წლის 4 აპრილს შ----- ო--–--ემ და თ-- ბ--------–--ემ ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება.

 

1.2. 2017 წლის ნოემბრიდან, სხვადასხვა მიზეზით, შ----- ო--–--ე თ-- ბ--------–--ეზე სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რაც დაზარალებულის ტკივილსა და ტანჯვას იწვევდა. 2017 წლის ნოემბერში, თ-- ბ--------–--ემ შეიტყო მისი მეუღლის სხვა ქალთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და დაიწყო ეჭვიანობა. მეუღლის ეჭვიანობა აღიზიანებდა შ----- ო--–--ეს, რის გამოც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა.

 

1.3. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, შ----- ო--–--ე და თ-- ბ--------–--ე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შ----- ო--–--ემ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა მას, იმავდროულად სახეში ხელი დაარტყა, რა დროსაც დაზარალებული გადმოვარდა სკამიდან, ძირს დაცემულს კი შ----- ო--–--ე წიხლებს ურტყამდა და მისი მისამართით გინებას და დამცირებას განაგრძობდა. დარტყმების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

 

1.4. 2018 წლის 15-16 თებერვალს, თ-- ბ--------–--ის საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი შ----- ო--–--ე შეურაცხყოფდა სიდედრს მ----- ბ--------–--ეს, რის გამოც თ-- ბ--------–--ე ტანჯვას განიცდიდა და სთხოვდა მეუღლეს, შეეწყვიტა დედის შეურაცხყოფა. გაბრაზებულმა შ----- ო--–--ემ თმაში ხელი ჩაავლო მეუღლეს, შეათრია დედის ოთახში, საწოლზე დააგდო და მუშტებს ურტყამდა, აღნიშნულის გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკვილი.

 

1.5. 2018 წლის მარტის დასაწყისში, თ-- ბ--------–--ის საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტის დროს, შ----- ო--–--ემ მეუღლეს სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკვილი. იმავდროულად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა მას. ძალადობის გამო, დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

1.6. 2018 წლის 29 მარტს, თ-- ბ--------–--ე შეხვდა შ----- ო--–--ის მეგობარ ქალს, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა შ----- ო--–--ესთან. აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა შ----- ო--–--ე და ტელეფონში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ თ-- ბ--------–--ეს. მოგვიანებით კი, მეუღლის სახლში დაბრუნებულმა მუშტი დაარტყა მკერდში თ-- ბ--------–--ის ძმას, კ------- ბ--------–--ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა კ------- ბ--------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ-- ბ--------–--ეს. კერძოდ, ხელი ხელზე დააჭირა, დააგდო საწოლზე, ურტყამდა ხელებს მხრის არეში და აგინებდა. ძალადობის გამო, დაზარალებული თ-- ბ--------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. 2018 წლის 29 მარტს, პოლიცის განყოფილებაში ელ-სმენით შევიდა შეტყობინება (რეგისტრაციის #7-----), რომლის მიხედვით, მსხვერპლმა თ-- ბ--------–--ემ პოლიციას აცნობა, რომ მეუღლემ შ----- ო--–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.2. ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოპერატიულად დაიწყო გამოძიება და პარალელურ რეჟიმში გამოიკითხა მსხვერპლი თ-- ბ--------–--ე, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. მსხვერპლმა თ-- ბ--------–--ემ გამოძიებას მიუთითა, რომ 2018 წლის 29 მარტის ეპიზოდი არ იყო ოჯახში ძალადობის პირველი ფაქტი, შ----- ო--–--ე მას სისტემატური ცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, გარდა ამისა, ძალადობის ბოლო შემთხვევის დროს, შ----- ო--–--ემ თ-- ბ--------–--ის გარდა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის სხვა წევრსაც კ------- ბ--------–--ესაც.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (თ-- ბ--------–--ის ეპიზოდი)

 

2.3. დაზარალებულ თ-- ბ--------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბრიდან თ-- ბ--------–--ემ და შ----- ო--–--ემ დაიწყეს თანაცხოვრება და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2017 წლის 4 აპრილიდან ოფიციალურად იქორწინეს. 2017 წლის ნოემბრის თვემდე მეუღლეებს შორის იყო ნორმალური ურთიერთობა. თანაცხოვრების დაწყებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ თ-- ბ--------–--ის ბინაში, რომელიც მდებარეობდა თ---–--–-- ვ---------–---, მ---- მიკრორაიონი, 3---ე კორპუსი, ბინა #1---ში. აღნიშნულ მისამართზე ასევე ცხოვრობდა დაზარალებულის დედა მ----- ბ--------–--ე და ძმა - კ------- ბ--------–--ე. დაზარალებულის განმარტებით, თანაცხოვრებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შ----- ო--–--ეს სხვა ქალთან ჩამოუყალიბდა სასიყვარულო ურთიერთობა, რაც გახდა თ-- ბ--------–--ის ეჭვიანობის მიზეზი. ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეები ხშირად კამათობდნენ, კამათის დროს ბრალდებული დაზარალებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით და აგინებდა. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მათ შორის კვლავ წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაარტყა ხელი სახეში. დარტყმის სიძლიერის გამო მსხვერპლი გადავარდა სკამიდან, ხოლო ბრალდებულმა დაუწყო ფეხებით ცემა. შედეგად დაზარალებული განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და სთხოვდა ბრალდებულს შეეწყვიტა მისი ცემა. ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ესმოდა სახლში, მეორე ოთახში მწოლიარე ავადმყოფ დედას მ----- ბ--------–--ეს, ეს ფაქტი თ-- ბ--------–--ეს აღუძრავდა სირცხვილის გრძნობას, რაც მასში იწვევდა მორალურ ტანჯვას. 2018 წლის 15-16 თებერვალს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შ----- ო--–--ემ დაზარალებულის და მისი ძმის კ------- ბ--------–--ის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ დედას. თ-- ბ--------–--ის თხოვნას, რომ შეეწყვიტა დედის შეურაცხყოფა, მეუღლის მხრიდან მოჰყვა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, შ----- ო--–--ემ თმაში მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით შეიყვანა დედის საძინებელ ოთახში, სადაც დააგდო საწოლზე და სცემა მუშტებით. შედეგად მსხვერპლი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ფიზიკური ძალადობის ფაქტს თან ახლდა ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2018 წლის მარტის დასაწყისში თ-- ბ--------–--ესა და შ----- ო--–--ეს შორის კვლავ მოხდა კონფლიქტი ცოლის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე. ამ დროს ბრალდებულმა მსხვერპლს აგინა დედის მისამართით და ხელი გაარტყა სახეში. შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა. ამის შემდეგ დაზარალებულმა ბრალდებული გააგდო სახლიდან და ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

 

2.4. ოჯახში ძალადობის თვითმხილველი მოწმის, დაზარალებულის დედის მ----- ბ--------–--ის ჩვენების თანახმად, მისი შვილი თ-- ბ--------–--ე ქორწინებაში იმყოფებოდა შ----- ო--–--ესთან. მეუღლეები ცხოვრობდნენ მ----- ბ--------–--ის სახლში, ამ უკანასკნელის ვაჟთან კ------- ბ--------–--ესთან ერთად. მოწმის ჩვენების თანახმად საწყის ეტაპზე ცოლ-ქმარს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოგვიანებით, შ----- ო--–--ემ სასიყვარულო ურთიერთობა გააბა სხვა ქალთან, რაც გახდა თ-- ბ--------–--ის ეჭვიანობის მიზეზი. დაზარალებულის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე წყვილს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი. კონფლიქტის დროს, ბრალდებული შ----- ო--–--ე თ-- ბ--------–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე. მოწმემ დაადასტურა, რომ თავადაც არაერთხელ შეესწრო მის სახლში, თუ როგორ სცემდა შ----- ო--–--ე მეუღლეს თ-- ბ--------–--ეს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა. მოწმის ჩვენებით, შ----- ო--–--ე მასაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რასაც ძალიან განიცდიდა თ-- ბ--------–--ე.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მ----- ბ--------–--ის დაკითხვისას გამოქვეყნდა მოწმის 2018 წლის 30 მარტის გამოკითხვის ოქმი. ოქმში ასახული შინაარსით დამატებით დადასტურდა ბრალდებულ შ----- ო--–--ის მხრიდან მსხვერპლზე სისტემატური ცემისა და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი: ამონარიდი მ----- ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმიდან „...2017 წლის ნოემბრის ბოლოს, ღამის საათებში ჩვენს საცხოვრებელ სახლში ვიმყოფებოდით მე, ჩემი შვილი თ-- და შ----- ო--–--ე. თ-- და შ----- იმყოფებოდნენ თავის ოთახში, რა დროსაც გავიგე შ-----ს ყვირილის ხმა, აგინებდა და ლანძღავდა ჩემს შვილს. ასევე ცემის ხმაც მესმოდა, აშკარად სხეულის შიშველ ნაწილზე დარტყმის ხმები გამოდიოდა, თან აგინებდა თ--ს. თ-- კი ევედრებოდა, სთხოვდა, რომ დაენებებინა თავი, მაგრამ შ----- მაინც აგრძელებდა ჩემი შვილის ცემას და სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებას.“ „2018 წლის თებერვლის თვეში ჩვენთან სახლში სვამდნენ ჩემი ვაჟიშვილი კ------- ბ--------–--ე და შ----- ო--–--ე. შ----- დათვრა და დამიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, მეუბნებოდა რომ საწოლში ვიყავი ჩავარდნილი და სუნი ამდიოდა. ჩემი ქალიშვილი ცდილობდა გაეჩუმებინა, მაგრამ შ----- აგრძელებდა ლანძღვა-გინებას, ჩემს ქალიშვილს მოჰკიდა თმებში ხელი, შეათრია ოთახში. სადაც სცემდა და აგინებდა.“ „2018 წლის მარტის თვის დასაწყისში თ-- ბ--------–--ეს შ----- ო--–--ესთან ისევ მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც შ-----მ ხელი გაარტყა სახეში თ--ს და თან აგინებდა.“

 

2.6. მოწმე კ------- ბ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენებაში დაადასტურა, ბრალდებულ შ----- ო--–--ის მხრიდან თ-- ბ--------–--ეზე სისტემატური ცემისა და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. დაკითხვის პროცესში, საჯაროდ გამოქვეყნდა აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. მოწმე კ------- ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, ცხოვრობს თ---–--–-- ვ---------–---, მ---- მ/რ, კორპუსი #---, ბინა #1---ში დედასთან მ----- ბ--------–--ესთან და დასთან თ-- ბ--------–--ესთან ერთად. დაახლოებით ხუთი წლის წინ თ-- ბ--------–--ემ გაიცნო შ----- ო--–--ე, რომელსაც 2016 წლის 17 დეკემბერს გაჰყვა ცოლად. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მეუღლეები საცხოვრებლად გადავიდნენ კ------- ბ--------–--ის სახლში. 2017 წლის 4 აპრილს თ--მ და შ-----მ დაარეგისტრირეს ქორწინება. თავიდან შ----- და თ-- მშვიდად ცხოვრობდნენ, კონფლიქტი არ ჰქონიათ 2017 წლის ნოემბრის თვემდე. 2017 წლის ნოემბერში გადაწყვიტეს, რომ ოჯახის კუთვნილი ბინა მდებარე ქ.თ---–--–-- ვ---------–---, მ---- მ/რ, კორპუსის #---, ბინა #1---ში დაეგირავებინათ კერძო იპოთეკართან. ამ მიზნით სახლში მიიყვანეს შუამავალი ქალი, რომელთანაც შ----- ო--–--ემ გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. რაც თ-- ბ--------–--ემ მალევე გაიგო და იმ დროიდან დაიძაბა მეუღლეებს შორის ურთიერთობა. თ--ს მხრიდან ეჭვიანობის გამო შ----- ო--–--ე ბრაზდებოდა და მეუღლეს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა. თ-- ამის გამო აგდებდა სახლიდან შ-----ს, ის კი მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა. შ----- ო--–--ემ დაიწყო თ-- ბ--------–--ის მიმართ სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მოწმემ დისგან თ-- ბ--------–--ისგან და დედის მ----- ბ--------–--ისგან იცის, რომ 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებში, შ----- ო--–--ის მხრიდან თ-- ბ--------–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. 2018 წლის თებერვლის თვის შუა რიცხვებში, კ------- ბ--------–--ე შ-----სთან ერთად სახლში სვამდა, რა დროსაც ბრალდებული დათვრა და დაიწყო მ----- ბ--------–--ის ლანძღვა. კ------- და თ-- ბ--------–--ეები ანერვიულდნენ და განიცდიდნენ მორალურ ტანჯვას. თ-- შეევედრა შ-----ს, რომ გაჩუმებულიყო, რაზეც გაბრაზდა ბრალდებული, მოკიდა თმაში ხელი, შეათრია დედის ოთახში, თან უყვიროდა და აგინებდა. დააგდო დედის საწოლზე და გამეტებით დაუწყო მუშტებით ცემა. მოწმე შეეცადა შ-----ს გაკავებას, მაგრამ ის მასზე ბევრად ძლიერია, ბოლოს ბრალდებული უბრალოდ დაიღალა და მოწმემ მოახერხა მისი გამოყვანა. როგორც დისგან იცის გადმოცემით, 2018 წლის მარტის თვის პირველ ნახევარშიც ჰქონდა შ----- ო--–--ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტს ადგილი. კერძოდ ჩხუბის დროს შ----- ო--–--ემ ხელი გაარტყა სახეში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“. კ------- ბ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია.

 

2.7.სასამართლო განმარტავს, რომ 111-126 მუხლის 12 ნაწილი დასჯად ქმედებად განიხილავს სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველ შემთხვევაში დამტკიცდა ცემის სისტემატურობა. ობიექტური მხრივ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. 2017 წლის ნოემბრის, 2018 წლის თებერვლის და 2018 წლის მარტის პირველი ნახევრის ეპიზოდებში ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლზე სისტემატური ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ადასტურებს როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების მ----- ბ--------–--ის და კ------- ბ--------–--ის ჩვენებები. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახური დანაშაულისათვის დამახასიათებელია მისი ჩადენა დახურულ წრეში - ოჯახურ სივრცეში, შესაბამისად, მოწმეთა ბაზა სწორედ ოჯახის წევრებისგან შედგება, ამ მხრივ გამონაკლისი არ არის განსახილველი შემთხვევაც, რომლის მიხედვით თ-- ბ--------–--ეზე ძალადობა ხორციელდებოდა ამ უკანასკნელის სახლში დედის მ----- ბ--------–--ის და ზოგ შემთხვევაში ძმის კ------- ბ--------–--ის თანდასწრებით. ქმედების სისტემატურ ცემად და სხვაგავარ ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. მოცემულ შემთხვევაში თავად დაზარალებულის თ-- ბ--------–--ის განმარტებით დგინდება, რომ იგი დარტყმების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას. სისხლის სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ცემის სისტემატურობის შესაფასებლად საჭიროა სახეზე იყოს ძალადობის მინიმუმ სამი ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ძალადობის მინიმუმ სამი ეპიზოდი რომლებიც განხორციელებულია დროის საკმაოდ მცირე პერიოდში სულ რამდენიმე თვის განმავლობაში და თითოეული ამ ძალადობის შემდეგ ყოველ მომდევნო ძალადობამდე მსხვერპლს არ ჰქონდა განელებული ძალადობის შედეგები.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა (თ-- ბ--------–--ის ეპიზოდი)

 

2.8.დაზარალებულ თ-- ბ--------–--ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მეუღლე შ----- ო--–--ე გარდა სისტემატური ცემისა, სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა და ამცირებდა, რასაც მსხვერპლი ძალიან განიცდიდა.

 

2.9. მოწმე მ----- ბ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე ზეპირი ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მისი თანდასწრებით, შ----- ო--–--ე სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თ-- ბ--------–--ეს, ასევე ამცირებდა. იგივე ინფორმაცია დადასტურდა მოწმის მ. ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმითაც, რომელიც წაკითხული იქნა სასამართლო სხდომაზე.

 

2.10. თ-- ბ--------–--ის სხვა ოჯახის წევრის, კ------- ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმითაც დადასტურდა, რომ შ----- ო--–--ე მეუღლეს აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველ ნაწლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი: ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. მოცემულ შემთხვევაში როგორც დაზარალებულის თ-- ბ--------–--ის, მოწმეების მ----- ბ--------–--ის და კ------- ბ--------–--ის ზეპირი ჩვენებებით, ასევე გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ ბრალდებულ შ----- ო--–--ის მხრიდან თ-- ბ--------–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა სისტემატურ შეურაცხყოფას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვეთილია სამი დამოუკიდებელი ფაქტი დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში. რაც შეეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მსხვერპლი იტანჯებოდა ბრალდებულის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის შედეგად დასტურდება, როგორც თავად თ-- ბ--------–--ის ასევე მოწმეების მ----- ბ--------–--ის და კ------- ბ--------–--ის ჩვენებებით, რომელთა განმარტებით, დაზარალებული ძალიან ნერვიულობდა და შეშინებული იყო ამ ფაქტების გამო. აქვე საგულისხმოა დაზარალებულის მეზობლის მოწმე ნ--- გ---–----–---–ის ჩვენება, რომელმაც 2018 წლის 29 მარტს ძალადობის ჩადენამდე, რამდენიმე წუთით ადრე ნახა თ-- ბ--------–--ე, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული და ჰქონდა მოლოდინი, რომ მეუღლე მივიდოდა სახლში და განაგრძობდა ძალადობას. აშკარაა, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება თ-- ბ--------–--ეში იწვევდა ტანჯვას და მუდმივ შიშს.

 

2.12. ამასთან მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის თ-- ბ--------–--ის მიმართ გარდა გამოკვეთილი და დადგენილი ეპიზოდებისა სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მსხვერპლს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ოჯახში ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ყოველივე აღნიშნული ხდება ერთგვარი რუტინა, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება კონკრეტული ძალადობის ფაქტების მითითება თარიღებისა და საათების დაკონკრეტებით, რაც რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობის საკითხს.

 

ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

2.13.დაზარალებულ თ-- ბ--------–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის 29 მარტს, მეუღლის შ----- ო--–--ის მობილურ ტელეფონში, რომელსაც დროებით ფლობდა მისი ძმა კ------- ბ--------–--ე, წაიკითხა შ----- ო--–--ის მიერ სხვა ქალისთვის გაგზავნილი სასიყვარულო შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები და შეხვდა შეტყობინების ადრესატს. შ----- ო--–--ე გაბრაზდა, თუ რატომ აჩვენა კ------- ბ--------–--ემ ტელეფონი თ-- ბ--------–--ეს, აღნიშნულის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კ------- ბ--------–--ეს, დაარტყა მუშტი მკერდის არეში, შემდეგ მიუტრიალდა დაზარალებულ თ-- ბ--------–--ეს, ხელი მოუჭირა ხელზე. ფიზიკური ტკივილისგან თ-- ბ--------–--ემ დაიწყო კივილი და სთხოვდა მეუღლეს არ დაერტყა მისთვის. ბრალდებულმა იგი დააგდო საწოლზე, სახეში დაარტყა ხელი და შემდეგ ხელებს ურტყამდა მხრის არეში, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ დროს მათ შორის ჩადგა კ------- ბ--------–--ე, ხმაურზე მეზობელიც შემოვიდა, რომელიც შ----- ო--–--ეს დაემუქრა პატრულის გამოძახებით. ბრალდებულს შეეშინდა პატრულის გამოძახების და დატოვა ბინა.

 

2.14.სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ კ------- ბ--------–--ის დაკითხვისას, საჯაროდ გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. დაზარალებულ კ------- ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 მარტს იგი შეხვდა შ----- ო--–--ეს ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სიძის თხოვნით დაალომბარდა საკუთარი მობილური ტელეფონი, სანაცვლოდ დროებით გამოართვა მისი ტელეფონი. როდესაც კ------- ბ--------–--ე მივიდა სახლში, თ-- ბ--------–--ემ გაიგო შ----- ო--–--ის მოთხოვნით კ------- ბ--------–--ის ტელეფონის დალომბარდების ფაქტი. თ-- ბ--------–--ემ ასევე შეიტყო, რომ მისი ძმა დროებით ფლობდა შ. ო--–--ის ტელეფონს, წაიკითხა მოკლეტექსტური შეტყობინებები და შეიტყო, რომ შ----- ო--–--ე სხვა ქალს სწერდა სასიყვარულო შეტყობინებებს, თავად თ--ს კი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა. თ-- ო--–--ემ დაურეკა შ----- ო--–--ის მეგობარ ქალს და გაესაუბრა. ამის შესახებ გაიგო შ-----მ, რაზედაც გაბრაზდა, მივარდა მათ სახლში და აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა ყველას. უშუალოდ კ------- ბ--------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაარტყა მკერდის არეში, რა დროსაც მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბრალდებული ეუბნებოდა, თუ რატომ აჩვენა ტელეფონი თ--ს. შემდეგ მიუბრუნდა მეუღლეს თ. ბ--------–--ეს, ხელზე მოუჭირა ხელი და ისე ატკინა, რომ თ--მ ყვირილი დაიწყო სიმწრისგან. ეხვეწებოდა რომ არ დაერტყა ხელი. შ----- აგრძელებდა ყვირილს და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას თ-- და კ--- ბ--------–--ეებისთვის. მან დააგდო საწოლზე თ-- ბ--------–--ე, თან სახეში გაარტყა ხელი, ასევე მხრის არეშიც ურტყამდა, თან აგინებდა. კ------- ბ--------–--ე ცდილობდა გაეშველებინა და ჩადგა მათ შორის. ამასობაში მეზობელი შევიდა მათთან, რომელიც დაემუქრა შ-----ს პოლიციის გამოძახებით, ამის შემდეგ მან დატოვა ბინა. კ------- ბ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია 2018 წლის 29 მარტის ძალადობის ფაქტთან მიმართებაში და დამატებით განმარტა, რომ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა დის ქმართან შ----- ო--–--ესთან ერთად ერთ სახლში და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ.

 

2.15.თვითმხილველმა მოწმემ, მ----- ბ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა შ----- ო--–--ემ მისი თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილებს კ------- და თ-- ბ--------–--ეებს. მოწმის ჩვენების თანახმად კონფლიქტი განიმუხტა ბინაში მეზობლის შესვლის შემდგომ, რომელიც მოძალადეს დაემუქარა საპატრულო პოლიციის გამოძახებით. მოწმე მ----- ბ--------–--ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც ზეპირ ჩვენებასთან ერთად გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, დადგინდა 2018 წლის 29 მარტს, ოჯახში ორი პირის მიმართ ძალადობის ფაქტი: ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან „2018 წლის 29 მარტს ჩემმა ქალიშვილმა გაიგო, რომ სხვა ქალთან ღალატობდა შ-----, თ-- გაესაუბრა ლ--–-ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გაიგო შ-----მ, მოგვივარდა სახლში, ჯერ ჩემს ვაჟიშვილს დაარტყა მკერდის არეში, თან ლანძღავდა, შემდეგ ჩემს ქალიშვილს თ--ს მივარდა და ისე მოუჭირა თ--ს ხელზე, რომ სიმწრისგან იკივლა. ეხვეწებოდნენ ჩემი შვილები, რომ დაწყნარებულიყო და არ ეცემათ, მაგრამ შ----- გიჟივით იქცეოდა, სცემდა ჩემს შვილებს.“ მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას გაჟღერებული ინფორმაციის სისწორე.

 

2.16.დაზარალებულების მეზობელმა მოწმე ნ--- გ---–----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 29 მარტს მასთან სახლში იმყოფებოდა თ-- ბ--------–--ე, რომელიც იყო აღელვებული. დაზარალებული თ. ბ--------–--ე შიშობდა, რომ შესაძლოა მისი მეუღლე შ----- ო--–--ე მისულიყო მასთან სახლში და მიეყენებინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე ნ--- გ---–----–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 მარტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონფლიქტს თ-- ბ--------–--ესა და შ----- ო--–--ეს შორის, რაც მეზობლებისგან შეიტყო. კონფლიქტის გამო გამოძახებული იყვნენ სამართალდამცავები.

 

2.17.მოწმე ი--- გ--------–---–ის ჩვენების თანახმად 2018 წლის 29 მარტს მან მეზობლის თ-- ბ--------–--ის სახლიდან გაიგო ჩხუბის ხმა. შევიდა მეზობლის ბინაში, სადაც დახვდა შ----- ო--–--ე, რომელიც ეჩხუბებოდა კ------- ბ--------–--ეს. ბრალდებული მოითხოვდა კ------- ბ--------–--ისგან პასუხს, თუ რატომ აჩვენა ტელეფონი მის მეუღლეს თ-- ბ--------–--ეს.

 

2.18.ბრალდებულმა შ----- ო--–--ემ საბოლოო სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენა და განმარტა, რომ მეუღლესთან თ-- ბ--------–--ესთან ხშირად ჰქონდა სიტყვიერი კონფლიქტი ამ უკანასკნელის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე. კონფლიქტის შედეგად იგი ხშირად მიდიოდა სახლიდან, თუმცა თავად თ-- ბ--------–--ის თხოვნით ბრუნდებოდა უკან. ბრალდებულის პოზიციით მას არასდროს არ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლის თ-- ბ--------–--ისთვის და არც მის ძმაზე კ------- ბ--------–--ეზე არ უძალადია.

 

2.19.სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია შ----- ო--–--ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან თავად ბრალდებულისვე განმარტებით დასტურდება, რომ ოჯახში მეუღლეებს შორის კონფლიქტს ხშირად ჰქონდა ადგილი თ-- ბ--------–--ის ეჭვიანობიდან გამომდინარე. ბრალდებულის განმარტება, რომ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია დაზარალებულთათვის უარყოფილია თავად დაზარალებულებისა და თვითმხილველი მოწმის მ----- ბ--------–--ის ჩვენებებით. ბრალდებულის არგუმენტაცია, რომელიც არ არის გამყარებული არანაირი მტკიცებულებით, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხიმგებლობას.

 

2.20. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში ასევე კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოწმე მ----- ბ--------–--ის და დაზარალებულების თ-- ბ--------–--ის და კ------- ბ--------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მარტს, ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც თ-- ბ--------–--ეს, ასევე კ------- ბ--------–--ეს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად თ-- ბ--------–--ემ და კ------- ბ--------–--ემ განიცადეს ტკივილი, რაც მიუთითებს დანაშაულის შემადგენლობის მნიშვნელოვან კომპონენტზე - ფიზიკურ ტკივილზე, რომელიც მსხვერპლებმა განიცადეს ძალადობის შედეგად. რაც შეეხება ბრალდებულ შ----- ო--–--ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ჩადენილი ორი პირის მიმართ, აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას ქმნის ის ფაქტი, რომ მან ფიზიკურად იძალადა, როგორც მეუღლის თ-- ბ--------–--ის, ასევე მისი ძმის კ------- ბ--------–--ის მიმართ. ამ უკანასკნელთან იგი შემთხვევამდე დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.21.სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებული - შ----- ო--–--ე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით მეუღლეს - თ-- ბ--------–--ეს სისტემატურად სცემდა და სხვაგავარად ძალადობდა მასზე, ასევე სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ხოლო 2018 წლის 29 მარტს, ერთიანი განზრახვით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ, კერძოდ კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ-- ბ--------–--ეს და მის ძმას კ------- ბ--------–--ეს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ ბრალდებული შ----- ო--–--ე 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის პირველი ნახევრის ჩათვლით სისტემატურად სცემდა მეუღლეს - თ-- ბ--------–--ეს, ამასთან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, ხოლო 2018 წლის 29 მარტს მან ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მეუღლეს - თ-- ბ--------–--ეს, ასევე მეუღლის ძმას კ------- ბ--------–--ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ძალადობის აქტის შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს შეფასებით მოძალადის ქმედებები არის ბრალეული, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა ძალადობა განახორციელა პირების მიმართ (მეუღლე და პირი, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლებიან ბრალდებულის ოჯახის წევრებად.

 

3.4. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. საქართველოს კონსტიტუცია ასევე იცავს ადამიანის პატივს და ღირსებას, რომელიც ასევე წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას, შესაბამისად, ამ უფლებების ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.5. ბოლოს, სასამართლო დასკვნის სახით აცხადებს, რომ შ----- ო--–--ის მიერ ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესეი იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. ამდენად შ----- ო--–--ე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126- ე მუხლის 12 ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. შ----- ო--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი და ძალადობის ეპიზოდთა სიმრავლე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ შ----- ო--–--ე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულებისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით იგი მსჯავრდებულია სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისთვის (სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ათასი ლარი. შ----- ო--–--ეს განაჩენით განსაზღრვული ჯარიმა სრულად არ გადაუხდია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მ--- ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდე. ვინაიდან შ----- ო--–--ეს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა გადახდილი არ აქვს, აქედან გამომდინარე იგი ითვლება ნასამართლევ პირად. რეციდივის შემადგენლობას ასევე ჰქმნის ის გარემოებაც, რომ შ----- ო--–--ე ნასამართლევია 2010 წლის 10 მაისის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის - განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის (სსკ-ის 19-108-ე მუხლი) და სასჯელის მოხდიდან სსკ-ის 79-ე მუხლის მ--- ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის გასული რვა წელი. შ----- ო--–--ის წარსულში არაერთი ნასამართლობიდან გამომდინარე სასჯელი უნდა განისაზღვროს რეციდივის მხედველობაში მიღებით და განაჩენთა ერთობლიობით.

 

5.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან მსხვერპლის თ-- ბ--------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები გრძელდებოდა თვეების მანძილზე. კონფლიქტი ხშირ შემთხვევაში იღებდა მძიმე ხასიათს და სრულდებოდა მსხვერპლის თ-- ბ--------–--ის მიერ ბრალდებულის სახლიდან გაძევებით, თუმცა მოძალადე მაინც ბრუნდებოდა მსხვერპლთან. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მსხვერპლი თ-- ბ--------–--ე ხშირად ხდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ადრესატი და ეს ხდებოდა მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა მასში სირცხვილის გრძნობასა და ზრდიდა ტანჯვის ხარისხს. ამასთან თ-- ბ--------–--ეს ნამდვილად ეშინოდა ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ძალადობის განხორციელების, რაც დასტურდება მოწმე ნ--- გ---–----–---–ის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2018 წლის 29 მარტს თ-- ბ--------–--ე იყო აღელვებული და შეშინებული, რადგან იყო ძალადობის მოლოდინში, ვინაიდან მეუღლე შ----- ო--–--ე უნდა დაბრუნებულიყო სახლში. აღნიშნული კიდევ ერთხელ არწმუნებს სასამართლოს შ----- ო--–--ის ქმედებების განსაკუთრებულ სიმძიმესა და ერთგვარ სისასტიკეში. შ----- ო--–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული მასშტაბურია, როგორც ქმედებების სისტემატურობიდან, ასევე მსხვერპლთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაბამისად, სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური და თანაზომიერი. სასამართლოს შეფასებით, სწორედ ზომიერად მკაცრმა სასჯელმა უნდა მოახდინოს შ----- ო--–--ის დანაშაულებრივ ქმედებათა პრევენცია, ვინაიდან ბრალდებულის მიმართ წარსულში, წინა მსჯავრდების დროს გამოყენებულმა არასაპატიმრო სასჯელმა - ჯარიმამ ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და მან კვლავ ჩაიდინა განზრახი კატეგორიის დანაშაულები.

 

5.5. სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის მიზნით, ძალადობის მასშტაბის და ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, ასევე რეციდივის გათვალისწინებით აუცილებელია შ----- ო--–--ის იზოლაცია ოჯახისგან. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ----- ო--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. შ----- ო--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. შ----- ო--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით სრულად შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ----- ო--–--ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით სრულად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და შ----- ო--–--ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 მარტის განჩინებით შ----- ო--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა