განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 3 აგვისტო, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----–----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--------------ი, პ--------------, თ--------------------–---ს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-----------ს, რეგისტრირებული: თ--------------------–----------------–-------------------------–-------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--------------------–-------------------------------–----------ში.
ადვოკატი - ნ---------–-----ი.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება;
თარჯიმანი - ნ-----------–---–ი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის 21 იანვარს თ--------------------–---ს მოქალაქემ მ--------------მა ხ--–----------------–----–----------------–-------ში, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,-------–-- გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი N---------.
1.2. თ--------------------–---ს მოქალაქემ მ--------------მა 2016 წლის 21 იანვარს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის N--------- გამოყენებით, ს-----–----------- სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ,---------- გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულ მ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის თ--------ის მოქალაქე, სადაც იდევნებოდა და გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ თ--------------------–---ს საზღვრის გადაკვეთა, მხოლოდ უკანონო გზით შეეძლო. მან 10000 ევრო გადაიხადა ყალბი დოკუმენტის დამზადებაში, რომელიც გაცემული იყო ა-----------------–უს სახელზე და რომლის გამოყენებით, მან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მას სურდა მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. დაუკავშირდა მის თანამემამულეებს, გადაუხადა დაახლოებით 8-10000 ლარი, გადასცა ა-----------------–უს სახელზე გაცემული ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე, თითქოს უნდა მიეღო საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მისი თანამემამულეები აღმოჩნდნენ თაღლითები, მისი თანხა მიითვისეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში კი არ დახმარებიან.
2.2. მოწმე დ-----------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის გამომძიებელი. მან გამოკითხა მ--------------ი (ა-----------------–--), რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა გაყალბებული და ყალბი დოკუმენტით, ა-----------------–უს სახელით ჰქონდა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთილი. ბრალდებულისვე მითითებით, დათვალიერდა ინტერნეტ საიტები, ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ინტერპოლიდან, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მ--------------ი იყო თ--------------------–---ს მიერ ი----------–--- ძებნილი.
2.3. ს----------–----–------------------------------------------------------–----------------------------- ექსპერტის N------- დასკვნით (28.12.2017), ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1--------- წელს დაბადებული ა-----------------–უს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის თითების ანაბეჭდების ნიმუშები იდენტურია 1----–--–ს დაბადებული O------------ის ხელის თითების ანაბეჭდების;
2.4. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-----–---------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.5. ს----------–----–------------------------------------------------------–----------------------------- ექსპერტის N----- დასკვნით (28.12.2017), ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პირადობის დამადასტურებელი საბუთის მსგავს დოკუმენტზე, ლაზერულ დისკზე ჩაწერილ ფოტოსურათებზე და საზღვრის კვეთის დროს 1--------- წელს დაბადებულ S---------------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების გამოსახულება.
2.6. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-----------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა.
2.7. დათვალიერების ოქმით (26.12.2017) ირკვევა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს 21--------- საათზე დათვალიერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საიტი ,,p-----“, სადაც განთავსებულია საქართველოს მოქალაქეების დემოგრაფიული მონაცემები, სადაც გადამოწმებული იქნა A--------------, რომელზეც მოიძებნა თ--------ის მოქალაქე, რომელიც 2016 წლის 21 იანვარს შემოვიდა საქართველოში ა-----------------–უ A-------------- დაბადებული 1--------- წელს პირადობის მოწმობის ნომერი P--------. ასევე გადამოწმებული იქნა M-----------------, დაბადებული 1----–-–-----------ს, მაგრამ აღნიშნული პიროვნების მიერ საზღვრის კვეთა არ ფიქსირდება.
2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-------–----------------------------–--- წერილით (----------- ირკვევა, რომ ი----------–-- გენერალური სამდივნოს ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზის თანახმად 1--------- წელს დაბადებული A--------------, 27.12.2017 წლის მდგომარეობით ი----------–-- მიერ საერთაშორისო ძებნაში არ იმყოფება, ამავე ბაზის მიხედვით ა------- ი----------–-- მიერ დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნება 2--------- წელს დაბადებული O---------------.
2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------–--------–---------------------------- წერილით (----------- დასტურდება, რომ კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, მოქალაქე - M------------------------ის (დაბ. 2--------- წელს) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მოქალაქე - A---------------ს (დაბ. 1--------- წელს) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი ს.ს.კ.გ. ,---------- გავლით თ--------------------–---დან 2016 წლის 21 იანვარს (პირადობის მოწმობა P--------).
2.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია მათ შორის ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. დანაშაულის საგანია მათ შორის სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი მოწმობა. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მათ ანიჭებს იურიდიულ ძალას. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე, მათ შორის, გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში, ესე იგი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის ვისაც შემოწმების უფლება აქვს (მაგალითად მესაზღვრე კონტროლიორისთვის ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, საზღვრის კვეთისას) და სხვა. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულია კანონში მითითებული მოქმედების ჩადენისთანავე.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით - თავად ბრალდებულ მ--------------ის აღიარებითი ჩვენებით, ს----------–----–------------------------------------------------------–----------------------------- N------- და N----- დასკვნებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------–--------–---------------------------- წერილით (-----------, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ--------------მა, ა-----------------–უს სახელზე გაცემული ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა N----------), გამოიყენა 2016 წლის 21 იანვარს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება - შემადგენლობისათვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით კრიმლნალიზებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. ამ დანაშაულის ობიექტია სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა და დადგენილი მმართველობის წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე პირის ნებისმიერი ხერხით ფაქტობრივ გადაადგილებაში, მაგალითად ფეხით, ცურვით, საჰაერო ხომალდით, სატრანსპორტო საშუალებით და სხვა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე, როგორიც შეიძლება იყოს საზღვრის გადაკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით და სხვა. დანაშაული დამთავრებულია დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით - თავად ბრალდებულ მ--------------ის აღიარებითი ჩვენებით, ს----------–----–------------------------------------------------------–----------------------------- N------- და N----- დასკვნებით, დათვალიერების ოქმით (26.12.2017), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს-----------–--------–---------------------------- წერილით (-----------, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ--------------მა, ა-----------------–უს სახელზე გაცემული ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა N----------) გამოყენებით 2016 წლის 21 იანვარს გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ს.ს.კ.გ. ,---------- გავლით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა - შემადგენლობისათვის აუცილებელი ყველა სამართლებრივი ნიშანი.
3.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. სასამართლო მ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს, მის მიერ დანაშაულის აღიარებას, ასევე მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სისხლის სამართლის საქმის მასალებით, არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--------------ი არის თ--------ის მოქალაქე და სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება მისი მატერიალური შესაძლებლობები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების ადეკვატურობა, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მ--------------ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, ასევე პიროვნებას, იგი არის თ--------------------–---ს მიერ ი----------–--- ძებნილი და მიზანშეწონილად არ მიაჩნია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, ვინაიდან მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
5.5. რაც შეეხება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, სასამართლო დასძენს, რომ ზემოაღნიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------------ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მ--------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.5. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, მ--------------ს, რომელიც საქართველოში ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
6.1.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: ი----------–-- მიერ გადმოგზავნილი მ--------------ის თ--------------------–---ს დოკუმენტაცია დაქტილობარათთან ერთად, ფოტო ნიმუშები, გადატანილი ლაზერულ დისკზე, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; მ--------------ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუში, გადატანილი დაქტილობარათზე, მ--------------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ა------------ის სახელზე გაცემული დოკუმენტი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2. მ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 26 დეკემბრიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ი----------–-- მიერ გადმოგზავნილი მ--------------ის თ--------------------–---ს დოკუმენტაცია დაქტილობარათთან ერთად, ფოტო ნიმუშები, გადატანილი ლაზერულ დისკზე, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
· მ--------------ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუში, გადატანილი დაქტილობარათზე, მ--------------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ა------------ის სახელზე გაცემული დოკუმენტი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე