განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
Aსაქმე #1/3----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ დ----------------–---–ის,ადვოკატ შ-----------–---–----------–-------–--------------–ვილის მონაწილეობით,საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ი------------–---–ის (პირადი #0----------) - დაბადებულის 1968 წლის 6 მარტს, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, ა------–---–--------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის შუამდგომლობის თანახმად, ი------------–---–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი------------–---–მა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, წონით 1,6058 გრამი, რასაც, ასევე, უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2----–-–----- ივნისს ამოღებულ იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, გ-–------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
2018 წლის 12 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ი------------–---–ს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ი------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–სა და ბრალდებულ ი------------–---–ს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) 2----–-–---------–--------------------–-----–-------------------–-–----------------------–--–-------–--ასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან. აღნიშნული შეთანხმება და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 21 აგვისტოს.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს, რაც იწვევს პირის ნასამართლობას. ბრალდებულს, ასევე, განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან და, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ი------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დ----------------–---–მა, ბრალდებულმა ი------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შოთა გენგაშვილმა.
სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
წარმოდგენილი მტკიცებულებები - ბრალდებულ ი------------–---–ისა და მოწმეების: გ------------------------–---------------- გამოკითხვის ოქმები, ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის #1--------------- დასკვნა საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა ი------------–---–მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, ბრალდებულის პიროვნების და მისი ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ამასთან, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. ი------------–---–ისათვის, ასევე, ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ბრალდებულ ი------------–---–სა და პროკურორ დ----------------–---–ს შორის 2018 წლის 30 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
ი------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი------------–---–ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ი------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ი------------–---–ს დაევალოს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–----- ივნისიდან.
ი------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ი------------–---–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ი------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალება და შესაფუთი მასალა განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე შორენა გუნცაძე