განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 აგვისტო 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლელა შკუბულიანმა,ნინო დანელიას მდივნობით,პროკურორ - გ------- გ-----ის
ადვოკატ- გ------- ი---–---–ის
ბრალდებულ თ---–----- კ-------ას დასწრების გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ თ---–----- გ-------- ა----–- კ-------ას მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქის, (პირადი №------------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებული : ზ------------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–----------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ’’ და ,,დ” ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---–----- კ-------ამ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით, თ---–----- კ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად ამავე გამოსაცდელი ვადით, მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
მართლსაწინააღმგედო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისთვის ნასამართლევმა შპს „------------ის გამყიდველმა თ---–----- კ-------ამ, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2016 წლის 29 მაისიდან 25 ივნისამდე პერიოდში სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შპს „------------ის კუთვნილი პროდუქცია და თანხა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა ჯამში 6 587.56 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად, მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის `დ~ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტიცებულებათა ერთობლიობა თ---–----- კ-------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ: თ---–----- კ-------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება - მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის - დადასტურებულია მოწმეების - გ------- ნ---------–---–ის, ე-–---- ჭ----------–ის, მ----------ას, ე-–---------–---–ის, მ------ გ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თ---–----- კ-------ას გამოკითხვის ოქმით, მ------ გ------–-–---–ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დათვალიერების ოქმით და წარმოდგენილი დოკუმენტებით, საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
სასამართლო თ---–----- კ-------ას ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ,,გ’’ და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
თ---–----- კ-------ას მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ზ/აღნიშნული გარემოებები ბრალდებულ თ---–----- კ-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს პირობით გამოსაცდელ ვადაში, ასევე არ არის ანაზღაურებული ზიანი და არ დასტურდება რაიმე გარემოებით ბრალდებულის მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
მოცემულ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის (სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილისთვის) სასჯელი კანონმდებლის მიერ დაწესებულია ჯარიმა, თ/აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სსკ-ის სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება განზრახ მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ასევე იმ გარემოებას რომ ბრალდებულმა საქმის სასამართლო განხილვის ბოლო ეტაპზე თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, ამასთან, დანაშაული ჩდენილი აქვს პირობით გამოსაცდელ ვადაში და მიიჩნევს, რომ თ---–----- კ-------ას სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და შეამციროს თ---–----- კ-------ას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–----- კ-------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ’’ და ,,დ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
თ---–----- კ-------ას 2 (ორი) წლით ჩამოერთვას იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით დადგენილი პირობითი მსაჯვრი.
დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------–---- განაჩენით დადგენილი მოუხდელი სასჯელი თ/აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ თ---–----- კ-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
თ---–----- კ-------ას 2 (ორი) წლით ჩამოერთვას იურიდიულ პირებში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
თ---–----- კ-------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან, მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–----------------------–-–------------- ჩათვლით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დისკი და 2 ცალი რვეული შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
განაჩენი მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მის დაუსწრებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი