განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002374761
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1----------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ-------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------, ნასა----თლევი, მცხოვრები: თ---–-----------------------–-, ამჟამად პატიმარი,ადვოკატები - ნ----------------------–---------------------------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტები - ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის.

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით ნასა----თლევი გ---------------, 2017 წლის 2----------რს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გ------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე აშკარად, ფიზიკური ძალის გამოყენებით დაეუფლა მ--------------------- კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს ღირებულს 300 ლარად და საფულეს, მასში მოთავსებული თანხით 250 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა 550 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასა----თლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით ნასა----თლევი გ---------------, 2017 წლის 2----------რს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გ------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე აშკარად, ფიზიკური ძალის გამოყენებით, დაეუფლა მ--------------------- კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 300 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ქმედების სა----თლებრივი აღწერა:

ა) სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც

არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის

დაზარალებულმა მ--------------------- სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2----------რს, ღამის დაახლოებით 02 საათზე, გ--------- ქუჩაზე მიმავალს, მისმა ნაცნობმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ----------------, რომელსაც მისთვის უცნობი ორი პირი ახლდა, სთხოვა სიგარეტი. უთხრა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა, რის შემდეგაც გ---------- ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ - მუშტი დაარტყა თვალში და წაქცეულს დაუწყო ცემა. თავდაცვის მიზნით სახეზე რომ ხელები აიფარა, იგრძნო, რომ ჯიბეში ვიღაც ხელს უფათურებდა. როცა წამოდგა, შარვლის მარცხენა ჯიბე მოისინჯა და აღმოაჩინა, რომ საფულე აღარ ჰქონდა. „-----–- დასარეკად ამოიღო კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის დანახვაზეც გ--------- უფრო აგრესიული გახდა და კვლავ დაუწყო ცემა. ისევ წაიქცა, მობილური ტელეფონი ძირს დადო, რომელიც გ---------- აიღო. როცა ტელეფონის და საფულის დაბრუნება მოსთხოვა, გ----------, რომელსაც ნივთები ხელში ეჭირა, უთხრა, რომ ისინი წართმეული იყო და აღარ ეკუთვნოდა. გაერიდა მას, გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს, რა დროსაც გაახსენდა, რომ ჯიბეში დანა ჰქონდა. ვინაიდან მომხდარის გამო ძალიან იყო აღელვებული, გადაწყვიტა გ-------------- მისულიყო და წართმეული ნივთები დაებრუნებინა. უკვე დანამომარჯვებული, პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და დანა ჩამოართავეს. როცა პოლიციის თანამშრომლებს უამბო გ---------- მიერ ტელეფონისა და საფულის წართმევის შესახებ, პოლიციის თანამშრომლების მიერ დაახლოებით 30 მეტრში მდგარი გ--------- დაკავებული იქნა. პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას ამოიცნო საკუთარი, „სამსუნგის“ ფირმის, დაახლოებით 300 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი, ხოლო კუთვნილი საფულის ბედი, მასში არსებული 250 ლარის ოდენობის თანხით, მისთვის დღემდე უცნობია. დაზარალებული მ--------------- განმარტებით, გ---------- თანმხლები პირები ჩხუბში არ ჩარეულან, მის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

მოწმე რ--------------- სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2----------რს, ღამის საათებში, ბარში იმყოფებოდა გ-------------------- ერთად, სადაც დალიეს ლუდი. ბარიდან გამოსვლისას გ------------ ერთად შეყოვნდა გ--------- ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო სასურსათო მაღაზიასთან, რა დროსაც მათ მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი, დაზარალებული მ--------------------- რომელმაც გ-------- ჰკითხა - ვერ მიცანიო? გ-------- გაკვირვებულმა მიუგო, რომ ვერ ცნობდა. მიუხედავად ამისა, მ-------------- არ ეშვებოდა, უნდა მიცნოო, ეუბნებოდა. გ------------------------- სთხოვდა ეთქვა ვინ იყო, ეს უკანასკნელი კი ვინაობას არ უმხელდა. მდგომარეობა ნელ-ნელა დაიძაბა და გ---------- და მ--------------- დაცალკევება გახდა საჭირო. მან გ------- გაარიდა დაზარალებულს, მაგრამ ეს უკანასკნელი თავს არ ანებებდა, ვიღაც პიროვნებებს უსახელებდა, - ხომ იცნობო. საბოლოოდ გ-------------------------- უთხრა, რომ ამ პირებს არ იცნობდა და თუ მათ დახმარების მისაღებად ეძებდა, თავად დაეხმარებოდა. მ-------------- მის სიტყვებზე გაღიზიანდა - შენი დასახმარებელი რა მჭირსო და გ-------- სახეში ხელი დაარტყა. ვინაიდან გ--------- ნასვამი იყო, თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. გ------- რომ წამოაყენა, მან და მ--------------- ერთმანეთისკენ გაიწიეს საჩხუბრად. მოჩხუბრებს შუაში ჩაუდგა და ცდილობდა ერთმანეთისთვის ხელის დარტყმის შესაძლებლობა არ მიეცა. მათი გაშველებისას ასფალტზე საგნის დავარდნის ხმა გაიგო და მანქანის საბურავთან დაგდებული ტელეფონი დაინახა. ბარში გაცნობილი მამაკაცის დახმარებით შეძლეს მათი გაშველება. მ-------------- ყვიროდა „ჩემი ტელეფონი“-ო. ხელახალი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, სთხოვა მას ადგილზე გაჩერებულიყო და დაპირდა, რომ ტელეფონს თავად მიუტანდა. მობილური ტელეფონი მანქანასთან აღარ დახვდა. გ-------- ჰკითხა, ხომ არ იცოდა ტელეფონი სად იყო, რაზეც გ-------- დაზარალებულს გასძახა - ტელეფონი ხელში გიჭირავს, რა ტელეფონს ითხოვო? მ-------------- მართლაც ეჭირა ხელში ტელეფონი და სადღაც დარეკვით იმუქრებოდა. გ-------- რომ აწყნარებდა, უცებ მან დაიყვირა - „გაიწიე“-ო და იმავდროულად ზურგზე ტკივილი იგრძნო. რომ შებრუნდა, დაინახა, რომ მ-------------- ხელში ქ------ ეჭირა. გაბრაზდა. მ-------------- შეეშინდა და გაქცევა სცადა, მაგრამ თავით მანქანას დაეჯახა, დაეცა და ტელეფონი ისევ დაუვარდა. ვინაიდან დაზარალებული ქამრის ქნევას აგრძელებდა, მივიდა მასთან და ქ------ ხელით დაუჭირა. მ--------------- ქ------ ხელში შეატოვა და გაიქცა. გაეკიდა, მაგრამ გზაში პატრულის მანქანა დაინახა, დევნა შეწყვიტა და უკან გამობრუნდა. მობრუნებულს რამდენიმე ნაბიჯში გ------- და იქვე მდებარე მაღაზიაში მომუშავე ქ----------------–--ე შემოხვდნენ. გ-------- მ--------------- ტელეფონი ეჭირა. სიმთვრალისა და სირბილისგან თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც ქ--------------- ცალკე გაიყვანა. ამ დროს მანქანის სიგნალის ხმა მოესმა და დაინახა, რომ გ-------, სავარაუდოდ, პოლიციის, „შკოდის“ მარკის ავტომანქანასთან იდგა და მასში მსხდომებს ესაუბრებოდა. ცოტა ხანში იგი უკან დაბრუნდა და უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მომხდარის თაობაზე ესაუბრა, მ---------------თვის ტელეფონის დაბრუნებაც სცადა, თუმცა პოლიციელებმა არ დაუჯერეს და წავიდნენ. გ-------- არ იცოდა ტელეფონთან დაკავშირებით რა მოემოქმედა, ისიც კი თქვა, რომ სადმე მიაგდებდა მას. გ------- იქვე დატოვა, თავად კი სახლში წავიდა მოსაწესრიგებლად. ცოტა ხანში, სახლში მყოფს, ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმა, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ვიღაც ილანძღებოდა და „გარეთ გამოდითო“ ითხოვდა. როცა ქუჩაში ყვირილი შეწყდა, სახლიდან გავიდა და 1-2 საათში შეიტყო, რომ გ------- დაკავებული იყო.

მოწმე ქ--------------------- სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისში, გ--------- ქუჩაზე მდებარე სადღეღამისო მაღაზიაში. შემთხვევის დღეს, საღამოს, მაღაზიაში იმყოფებოდა. გ--------------- და რ--------------, რომლებთანაც მეგობრობს, მისი მაღაზიიდან ერთად წავიდნენ იქვე მდებარე ბარში. გარკვეული ხნის შემდეგ ნაცნობებმა შეატყობინეს, რომ ქუჩაში რაღაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და რ----–------- მიეხედა. მაღაზიიდან რომ გავიდა, დაინახა, რომ მისთვის უცნობმა მამაკაცმა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა - დაზარალებულმა მ---------------, - ხელი დაარტყა გ----------. რ----–- და მისთვის უცნობი კიდევ ერთი მამაკაცი მ--------------ა და გ---------- აშველებდნენ. უცნობმა მამაკაცმა, გაშველების მიზნით, ხელი ჰკრა დაზარალებულს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახით შეეჯახა იქვე მდგარ ავტომანქანას. ამ დროს იძულებული გახდა შებრუნებულიყო მაღაზიაში და როცა ერთ წუთში ქუჩაში გამოვიდა, დაინახა, რომ რ----–- დაზარალებულს ამშვიდებდა, ხოლო გ------- უცნობს ჰყავდა გაყვანილი მოშორებით. მ-------------- ყვიროდა, რომ ტელეფონი დაუვარდა და მიეტანათ მისთვის. რ---------- მივიდა გ--------------, მ-------------- კი ადგილზე დარჩა. გ---------- ხელში მობილური ტელეფონი არ დაუნახავს, მაგრამ როცა ურჩია, თუ ტელეფონი მას ჰქონდა, დაებრუნებინა დაზარალებულისთვის, გ-------- უპასუხა - მოვიდეს და მივცემო. რადგან მოჩხუბრები დისტანცირებულები იყვნენ ერთმანეთისგან, ჩათვალა, რომ კონფლიქტი ამოიწურა და მაღაზიაში შებრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შემოესმა ქუჩიდან გინება და ჩხუბის ხმა. მაღაზიიდან რომ გავიდა, დაინახა, რომ მ-------------- ხელში ქ------ ეჭირა, რ----–- კი მის წართმევას ცდილობდა. როცა რ----–-- ქამრის წართმევა შეძლო, დაზარალებული გაიქცა, გ------- და რ----–- გაეკიდნენ მას. შეეშინდა კვლავ არ ეჩხუბათ და მათ თავადაც გაყვა, მაგრამ მალევე დაკარგა ისინი თვალთახედვის არედან და სირბილი შეწყვიტა. ცოტა ხანში გ------- და რ----–- დაინახა, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ. როცა გ-------- ჰკითხა, დაუბრუნა თუ არა მ-------------- მობილური ტელეფონი, გ-------- უთხრა, რომ გაქცეულს ვერ დაეწია და სთხოვა ტელეფონი მაღაზიაში შეენახა, სანამ მ-------------- მოაკითხავდა. რ----–- თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ მას სახლის მიმართულებით გაყვა, გ------- კი ადგილზე დატოვეს. რ----–- რომ სახლში ავიდა, თავად მაღაზიაში შებრუნდა. 15-20 წუთში ქუჩიდან შემოესმა გინება და ყვირილი. ქუჩაში მ-------------- დაინახა, რომელიც დიდი დანით დარბოდა და ყვიროდა - სად ხართ? თუ კარგი ბიჭები ხართ, გამოდით, წელები უნდა დაგაყრევინოთო. ამ დროს გამოჩნდა პოლიციის თანამშრომლების ღია ფერის, „შკოდას“ მარკის ავტომანქანა. პოლიციელებმა დაუძახეს მ--------------. დაზარალებული მათ დანახვაზე აყვირდა - სად იყავით, როცა მცემეს და ტელეფონი წა----თვესო. პოლიციის თანამშრომლებმა მ-------------- მანქანაში ჩაისვეს. ამასობაში გამოჩნდა გ-------ც, რომელსაც ურჩია პოლიციელთა მანქანაში მჯდარი მ---------------თვის დაებრუნებინა მობილური ტელეფონი, საშაროდ რომ არ გაეხადა საქმე. გ---------- დაუსტვინა და მანქანისკენ გაიქცა. ცოტა ხანში გ-------- მაღაზიასთან გაბრაზებულმა ჩაიარა. ჰკითხა მას დააბრუნა თუ არა ტელეფონი, რაზეც გ-------- პასუხი არ გაუცია, გზა ისე განაგრძო. დილით შეიტყო, რომ გ------- მ--------------- მობილური ტელეფონის გამო დაუკავებიათ.

პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის (გამომძიებელი ბ-------------------- თანახმად, 2017 წლის 2----------რს, 02:54 საათზე, ქ. თბილისი, გ------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული იქნა მ--------------------- რომელსაც ხელში ეჭირა დანა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 2----------რს, 02:57 საათზე, შსს ქ. თბილისის დეპარტამენტის ძ---–-------–---- სამმართველოს პოლიციის მ------------------- უბნის ინსპექტორების - კ------------------ და ი----------------- მიერ, ქ. თბილისში, გ------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სსკ 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა გ---------------, რომლისგანაც პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა „სამსუნგის“ და „აიფონ 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონები და საფულე, მასში არსებული 70 ლარის ოდენობის თანხით.

ნივთის ამოცნობის ოქმის (გამომძიებელი გ-------------------) თანახმად, 2017 წლის 2----------რს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, მ---------------------, მისთვის წარდგენილ სამ მობილურ ტელეფონს შორის ამოიცნო მისი კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც, მისი განმარტებით, მას გ---------------- წაართვა.

ქ. თბილისის შსს ძ---–-------–---- სამმართველოს მ------------------- თანამშრომლების, ბ--------------------, კ------------------ და ი----------------- ჩვენებათა თანახმად, 2017 წლის 2----------რს, ღამის საათებში, ავტომანქანით მოძრაობდნენ გ--------- ქუჩაზე. N32 მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელში გაშლილი დანა ეჭირა. მამაკაცს, რომელიც მ-------------------- აღმოჩნდა, ჩაუტარდა პირადი გასინჯვა და ჩამოერთვა დანა. მ--------------- მათ განუმარტა, რომ ცოტა ხნის წინ სცემა და საფულე, 250 ლარი და მობილური ტელეფონი წაართვა გ----------------. მისივე მითითების საფუძველზე კ------------------ და ი----------------- მიერ დაკავებული იქნა შორიახლოს მდგარი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ---------------, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა „სამსუნგის“ და „აიფონ 6“ ფირმის მობილური ტელეფონები, ასევე - საფულე, მასში მოთავსებული 70 ლარის ოდენობის თანხით.

მოწმე მ--------------------- სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2-----------ის მდგომარეობით მუშაობდა შსს ძ---–-------–---- სამმართველოს განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ დღეს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც თანამშრომლის, კ--------------------- მიიღეს შეტყობინება, რომ გ--------- ქუჩაზე ცივი იარაღის ტარების ფაქტზე შეჩერებული იქნა მ--------------------- რომელმაც განაცხადა, რომ იგი გაძარცვა გ----------------. ძარცვის ფაქტზე დაწყებული იქნა გამოძიება, რის საფუძველზეც შემდეგში ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მოწმე მ---------------- აღნიშნა, რომ გ---------------- სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდა და შემთხვევის დღეს, განყოფილებაში წარმოდგენამდე, გ--------- არსად უნახავს.

მოწმე თ----------------- სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრიდან უკავია შსს დ---------------------- სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მანამდე იმავე თანამდებობაზე ძ---–-------–---- შს სამმართველოში მუშაობდა. ბრალდებულ გ----------------, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი წელია კარგად იცნობს. სამსახურებრივად ხშირად ჰქონია მასთან ურთიერთობა, რადგან გ---------, ნასვამ მდგომარეობაში, ძალიან პრობლემური და უკონტროლო ადამიანია. მოწმე თ-------–----- ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 2----------რს გ--------------- შემთხვევის ადგილზე არ უნახავს, შესაბამისად, მ--------------- მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით არც რაიმე საუბარი ჰქონია მასთან.

სასა----თლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი: გ-------------------------, 21.1-.2----–- მოქ. მ-------------------- პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ორივე თვალის, შუბლ-საფეთქლის, ყვრიმალის და მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევისა და ნაკაწრის სახით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს -21.1-.2----–-

მოწმე ნ------------------- დაზარალებული მ--------------------- დამ, სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის დაახლოებით 3-4 საათზე, მისი ძმა დაგვიანებით, ნაცემი და მაისურჩამოხეული მივიდა სახლში, მას საფულე და ტელეფონი აღარ ჰქონდა. მ--–------ უთხრა, რომ გ--------- ქუჩაზე ჩხუბი მოუვიდა ნაცნობთან, რომელმაც ხელფასამდე მეგობრის მიერ ნასესხები თანხა წაართვა.

ბრალდებულმა გ---------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2----------რს, ღამის დახლოებით პირველ-ორ საათზე, მეგობრებთან ერთად გამოვიდა რესტორნიდან და სახლში წასვლას აპირებდა, რა დროსაც მასთან მივიდა დაზარალებული მ--------------------- რომელსაც იცნობდა, თუმცა, იმ დროს, სიმთვრალისა და სიბნელის გამო ვერ იცნო. დაზარალებული გამოელაპარაკა - „გ--------------- არ ხარ?“ „ვერ მიცანი?“ „როგორ ვერ მიცანი“-ო უმეორებდა. „ვერ გცნობ, მაგრამ თუ რამე გჭირდება, შემიძლია დაგეხმარო“-ო, ბოლოს უთხრა მ--------------, რაზეც იგი გაბრაზდა - ვის რად უნდა შენი დახმარეობაო და ამ ნიადაგზე შეკამათდნენ. შემდეგ მ---------------- მისთვის უცნობი პიროვნებები დაუსახელა. კვლავ რამდენჯერმე გაუმეორა, რომ არც მათ იცნობდა, შემდეგ კი გაბრაზდა და შეაგინა. ჩხუბი დაიწყეს. რ--------------- და უცნობმა მათი გაშველება შეძლეს. რ----–-- შეატყობინა, რომ მ-------------- ტელეფონს ითხოვდა, რაზეც უთხრა, რომ არც კი იცოდა რა ტელეფონს სთხოვდა. მაშინვე გაიგონა, რომ დაზარალებული სადღაც დარეკვით იმუქრებოდა და მის ხელში ტელეფონიც დაინახა. ამაზე ისევ გაბრაზდა, შეაგინა და კვლავ იჩხუბეს. მ-------------- რომ გაიქცა, რ----–---- ერთად გაეკიდა მას, მაგრან ვერ დაეწივნენ და გამობრუნდნენ უკან. მ--------------- მობილური ტელეფონი ძირს დაგდებული დაინახა და აიღო. გზაში ქ-------------------- შემოხვდათ, რომელსაც სთხოვა ტელეფონი მაღაზიაში შეენახა, სანამ მ-------------- მოაკითხავდა. ქ--------------- რ---------- წაიყვანა, თავად კი ცოტა ხნით ადგილზე გაჩერდა. სახლისკენ წასვლა რომ დააპირა, ქ------------------ შეიტყო, რომ მ-------------- პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანაში იჯდა და შეეძლო ტელეფონი დაებრუნებინა. ქუჩაში მართლაც დაინახა პოლიციის თანამშრომლების მანქანა, მივიდა მასთან და პოლიციელებს მ--------------- მობილური ტელეფონი მიაწოდა - დაუვარდა და დაუბრუნეთო. მანქანაში მჯდარმა მ--------------- მას გინება დაუწყო, თავადაც შეაგინა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა მანქანა დაძრეს და გაეცალნენ. ადგილზე დარჩა. დაახლოებით 15 წუთში მანქანით პოლიციის თანამშრომლები და სამმართველოს განყოფილების უფროსი მ-------------------- მივიდნენ. მათ ყველაფერი უამბო და მ--------------- მობილური ტელეფონი, რომელიც ხელში ეჭირა, საკუთარი ნებით გადასცა. ბრალდებულმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ დაზარალებულთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს და არ იცის თუ რა ინტერესი ამოძრავებს მას, როცა დანაშაულს აბრალებს.

მოწმე თ--------------- ბრალდებული გ---------------- მეუღლემ, სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2----------რს, ღამის დაახლოებით 02:30 საათზე დაურეკა მეუღლეს. ტელეფონში გ-------- ხმა ესმოდა, თუმცა იგი არა მას, არამედ თანმხლებ პირებს ესაუბრებოდა. გაიგონა, როგორ ამბობდა გ------- - „ნახე კიდე შეურაცხყოფას მაყენებს და ცდილობს ისევ გამომიწვიოს“-ო, რის შემდეგაც ტელეფონი გაითიშა. სამჯერადი მცდელობის შემდეგ კვლავ შეძლო მეუღლესთან დაკავშირება და კვლავ გაიგონა დიალოგში მისი სიტყვები - „აი, კიდევ, ნახეთ, როგორ ლაპარაკობს, მაგის დანგრეული ტელეფონი რად მინდა, გამომართვით“-ო. ტელეფონი რომ გაითიშა, მცირე ხანში კვლავ დაურეკა. ამჯერად გ-------- უპასუხა და უთხრა, რომ ჩ------------- პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრებოდა და არ ენერვიულა. მცირე ხანში მეუღლესთან დაკავშირება ვეღარ შეძლო, რადგან მისი ტელეფონი გამორთული იყო. მალევე გ--------- ქუჩაზე მდებარე 24-საათიანი მაღაზიის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ გ------- დაკავებული იყო.

შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, 2017 წლის 2----------რს, 02:21-02:27 სთ. პერიოდში დაფიქსირებულია თ-------------- სარგებლობაში არსებული სიმბარათიდან გ---------------- სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გამავალი სამი ზარი, კომუნიკაციის 20, 60 და 64-წამიანი ხანგრძლივობით.

სასა----თლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ---------------- უდანაშაულობის შესახებ და თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზით, უტყუარად დგინდება ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენა, კერძოდ, - გ---------- მიერ მ--------------- მობილური ტელეფონის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ ამ უკანასკნელის მობილურ ტელეფონს გ--------------- ფლობდა. რადიკალურად განსხვავებულია მხარეთა პოზიციები მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რით იყო განპირობებული ზემოაღნიშნული ფაქტი - ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონი ძირს დაგდებული ნახა, მისი მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და პატრონისთვის დაბრუნებაც სცადა; მაშინ, როცა დაზარალებულმა ცალსახად განმარტა, რომ ბრალდებულმა გ---------- ნივთები ძალის გამოყენებით წაართვა და დაბრუნებაზე უარიც კი განუცხადა.

ურთიერთსაპირისპირო პოზიციათა შეფასებისას სასა----თლომ გამოიკვლია ამ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ დაზარალებულის ჩვენება, ბრალდებულის ჩვენებისგან განსხვავებით, როგორც თავისთავად, ისე, სხვა მტკიცეულებებთან თავსებადობის თვალსაზრისით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებაა.

სასა----თლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს ეჭვი შეიტანოს დაზარალებული მ--------------------- გულწრფელობასა და კეთილსინდისიერებაში, მით უფრო, რომ რაიმე გარემოება, რომელიც მიანიშნებდა მ--------------- მხრივ გ---------------- დანაშაულის დაბრალების ინტერესზე, საქმის სასა----თლო განხილვისას არ დადგენილა (ამგვარი ინტერესის არსებობას არც თავად გ--------- აღნიშნავს). ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მ-------------- თავად არ მიუმართავს სა----თალდამცველებისათვის და მის მიმართ განხორციელებული ძარცვის ფაქტის შესახებ დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა მას შემდეგ, რაც საკუთარი ნივთების დასაბრუნებლად გამზადებული, დანამომარჯვებული, შეაჩერეს და გამოკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა. სასა----თლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენებას მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე ფაქტის თვითმხილველი მოწმის - ქ--------------- განმარტებაც ამყარებს, რომელმაც სასა----თლოს განუცხადა, რომ აღელვებულმა მ--------------- მოულოდნელად გამოჩენილ პოლიციის თანამშრომლებს -„სად იყავით, როცა მძარცვავდნენ“-ო - უსაყვედურა. სასა----თლო მიიჩნევს, რომ სა----თალდამცველებთან მ--------------- მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადების სპონტანურობა სანდოობას სძენს მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც, ამასთან, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე იქნა დადასტურებული დაზარალებული მ--------------- მიერ.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ---------- მიერ მისთვის ნივთების წართმევის შესახებ დაზარალებული მ--------------------- ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ბრალდებულის, ისე დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, სასა----თლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მ--------------- ჩვენების დისკრედიტაციას ვერ ახდენს, ვინაიდან, თავად გ----------, რ------------ და ქ--------------- განმარტებები, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, ერთმანეთთან თანმხვედრი არ არის, რაც მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა. კერძოდ, მთავარი წინააღმდეგობა გ----------, რ------------ და ქ--------------- ჩვენებებს შორის დაკავშირებულია დაზარალებულის მფლობელობიდან ტელეფონის გასვლისა და მის მიერ ნივთის დაბრუნების მოთხოვნის მომენტთან. ბრალდებული გ----------ა და მოწმე რ----------- ჩვენებებიდან გამომდინარე, დაზარალებულ მ-------------- ჩხუბისას ტელეფონი დაუვარდა და გაშველების შემდეგ მის დაბრუნებას ითხოვდა, მაგრამ მოთხოვნიდან უმალვე მ--------------- მობილური ტელეფონი თავად იპოვა და სადღაც დარეკვითაც კი იმუქრებოდა. ბრალდებული გ----------ა და მოწმე რ----------- ზემოაღნიშნულ ჩვენებებს ეწინააღმდეგება მოწმე ქ--------------- განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა დაზარალებული ტელეფონის დაბრუნების მოთხოვნით აყვირდა, მან გ---------- პირადად სთხოვა, მისთვის დაებრუნებინა მობილური ტელეფონი, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა - „მოვიდეს და მივცემ“-ო. დაცვის მოწმე ქ--------------- ზემოაღნიშნული განმარტება გამორიცხავს გ----------ა და რ----------- ჩვენებათა უტყუარობას და ადასტურებს დაზარალებული მ--------------- ჩვენებას. ამასთან, სასა----თლო არ თვლის, რომ გ---------- მიერ ქ---------------ათვის ნათქვამი ზემოაღნიშნული ფრაზა დაზარალებულისათვის ტელეფონის დაბრუნების სურვილს მართლაც გამოხატავდა, რასაც შემდგომ განვითარებული მოვლენებიც ცხადჰყოფს - დაზარალებულმა, სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლო მობილური ტელეფონის დაბრუნება და მეტიც, იძულებული გახდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევით ეშველა თავისთვის.

სასა----თლო ასევე ვერ გაიზიარებს გ----------, რ-----------, ქ--------------- და თ---------- განმარტებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის გაქცევის შემდეგ გ---------- მიერ მიღებული იქნა ზომები დაზარალებულისათვის მობილური ტელეფონის დასაბრუნებლად, რადგან ზემოაღნიშნული ფაქტი საქმის სასა----თლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა. პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთათვისაც გ----------, მისივე განმარტებით, მ--------------- მიერ „დაკარგული“ ტელეფონის დაბრუნება სცადა, სასა----თლო სხდომაზე დაკითხვისას, მოცემულ დროსა და ვითარებაში ბრალდებულთან შეხვედრისა და საუბრის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს; სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა კი, რომლითაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელთა ჩვენებებს და ადასტურებს საკითხზე დაცვის მოწმეთა, მათ შორის, ბრალდებულის მეუღლის განმარტებების სანდოობას, - მხოლოდ იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებაა, რომ შემთხვევიდან მცირე ხანში ბრალდებულსა და მის მეუღლეს, თ--------- შორის სატელეფონო კომუნიკაცია მართლაც შედგა, ხოლო მისი შინაარსობრივი მხარის დადგენის და, შესაბამისად, მოწმე თ---------- მიერ გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას კი ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ იძლევა.

ამასთან ერთად, სასა----თლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხზე აქცენტირება საფუძველს მოკლებულია, რადგან პოლიციის თანამშრომლებთან დანაშაულში უკვე მხილებული გ---------- მიერ ნივთების დაბრუნების მცდელობა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, არ გამორიცხავს მანამდე ამ ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა და მისაკუთრების ფაქტს და არც კანონმდებლის მიერ დაწესებული წამახალისებელი ნორმით სარგებლობის და სისხლისსა----თლებრივი პასუხისმგებლობისგან მისი გათავისუფლების საფუძველს იძლევა.

დაცვის მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ჩვენებები განპირობებულია ბრალდებული გ---------- დამხარების სურვილით, რადგან მოწმე თ--------- ბრალდებულის მეუღლე, ხოლო რ---------- და ქ--------------, მათივე განმარტებით, მისი მეგობრები არიან. დაკითხვისას, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების აღწერის დროსაც ისინი აშკარად ცდილობენ გამოკვეთონ დაზარალებულის და არა ბრალდებულის აგრესიულობა, მაშინ, როცა სასა----თლო ექსპერტიზის დასკვნით, ინციდენტის შემდეგ სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა სწორედ დაზარალებულ მ-------------- და არა ბრალდებულ გ----------, რომელსაც, დაკავების ოქმის თანახმად, სხეულზე არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა. დაზარალებულის სახეზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, სასა----თლო ვერ გაიზიარებს დაცვის მოწმეთა განმარტებებს, თითქოს, მ--------------- ისინი არა გ---------- მიერ მისი ცემის, არამედ მანქანაზე სახით შეჯახების შედეგად მიიღო. სასა----თლო თვლის, რომ მოწმეთა მიერ აღწერილ ვითარებაში მ--------------- მიერ დაზიანებების (სისხლნაჟღენთები, ნაჭდევი და ნაკაწრი) მიღება, სახის ორივე მხარეს, ნაკლებად შესაძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულის მანქანაზე შეჯახებას დაცვის მოწმეები სხვადასხვაგვარად ხსნიან, რ---------- უკავშირებს თავად მ--------------- გაუფრთხილებლობას, ხოლო ქ-------------- - მოჩხუბართა გაშველებისას უცნობი პირის მიერ მ---------------თვის ხელის კვრას.

ამდენად, დაზარალებული მ---------------, ბრალდებული გ----------, ბრალდებისა და დაცვის მოწმეთა ჩვენებების, გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასა----თლო დადასტურებულად მიიჩნევს ფიზიკური ძალის გამოყენებით, გ---------- მიერ მ---------------ათვის 300 ლარად ღირებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის წართმევის ფაქტს. რაც შეეხება გ---------- მიერ მ--------------- საფულის დაუფების ფაქტს, სასა----თლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მან დადასტურება ვერ ჰპოვა. სასა----თლო თვლის, რომ დაზარალებული მ--------------- და დაკითხულ სხვა პირთა (პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულის და) ჩვენებები, რომლებში ასახული ინფორმაციის პირველწყაროც ისევდაისევ დაზარალებული მ---------------, არ ქმნის იმ ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სა----თლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენაა შესაძლებელი.

ბ) ძარცვა, ჩადენილი არაერთგზის

თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2014 წლის 2--------ის N1/6------ განაჩენის თანახმად, გ--------------- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 01 (ერთი) წელი და 03 (სამი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სასჯელის მოხდის შესახებ ცნობით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი გ---------------- მოიხადა 2015 წლის 2----------.

სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2------------- M---------------- მომართვის თანახმად, გ--------------- პირობით სასჯელს იხდიდა თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენის საფუძველზე და გამოსაცდელი ვადა უნდა დასრულებოდა 2019 წლის 2-----------

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასა----თლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასა----თლევმა გ---------------- პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ჩაიდინა ძარცვა.

ქმედების სა----თლებრივი შეფასება:

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 178-ე მუხლით დაწესებულია სისხლისსა----თლებრივი პასუხისმგებლობა ძარცვისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ზემოაღნიშნული მუხლით სისხლისა----თლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა, ვინაიდან ძარცვას შესაძლებელია ახლდეს ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ძარცვის ობიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად. დანაშაულის აშკარა ხასიათი გულისხმობს ნივთის დაუფლებას თვალნათლივ, როგორც მესაკუთრის/მფლობელის/მოსარგებლის, ისე - სხვა პირთათვის. ძარცვა მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, როდესაც დამნაშავეს უჩნდება დაუფლებული ქონების განკარგვის ფაქტობრივი შესაძლებლობა. მოცემული დანაშაულის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის.

საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩამდენს გაცნობიერებული აქვს, რომ მისაკუთრების მიზნით, აშკარად ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია და ითვალისწინებს შედეგად მესაკუთრის/კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების გარდაუვალობას.

საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 178-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ძარცვის ჩადენას ძალადობის გამოყენებით (მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტი) და არაერთგზის (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი); ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი). საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სა----თლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, „მნიშვნელოვან ზიანად“ მიიჩნევა ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით; ხოლო საქართველოს სსკ მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასა----თლევი პირის მიერ სისხლის სა----თლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სა----თლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

სასა----თლო თვლის, რომ გ---------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სა----თლიანი სასჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სა----თლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასა----თლო დამნაშავეს სა----თლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასა----თლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

მოცემულ შემთხვევაში, გ---------------- მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასა----თლომ გაითვალისწინა რა საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არქონის პირობებში (რაც შეეხება საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გ---------- ნასა----თლობას, საქართველოს სსკ 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან ამჟამად გ---------- მიერ ჩადენილი დანაშაული მოიცავს ნასა----თლობას, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რაც გამორიცხავს გ--------------- საქართველოს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად სასჯელის დადგენის, დამძიმების შესაძლებლობას), სასჯელის მიზნებს სავსებით უზრუნველყოფს ბრალდებული გ---------- მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასა----თლოს 2014 წლის 2--------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. მოუხდელი სასჯელი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს ახლადდანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---------------- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

გ---------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 2-----------იდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. საფულე, მასში მოთავსებული მეტრომანის ბარათითა და 70 ლარის ოდენობის ფულადი თანხით, ასევე, „აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი - გადაეცეს გ---------- ნდობით აღჭურვილ პირს; 2. დანა - განადგურდეს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე