განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
010100118002624118
დავის ტიპი
187
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002624118

საქმე N1-814/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.10. 2018 წელი ქ. ბათუმი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: შო----------–--ლი

მამის სახელი: ტა-----–-

დაბადებული: 2--01.1958 წელი

პირადი ნომერი: 6---------8

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბე---–----------

 

ადვოკატი - ნუ------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171300718001

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.ბათუმში, რუ---------------- ბინა N---ში ყოფნისას, შო----------–--ლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ დააზიანა რძლის (ოჯახის წევრის) - ნი----------–---–ის კუთვნილი კომპიუტერი და სამზარეულოს კარადა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.2. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.ბათუმში, რუ---------------- ბინა N---ში ყოფნისას, შო----------–--ლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რძალს (ოჯახის წევრს) - ნი----------–---–ს, სახის არეში თავის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის განზრახ დაზიანება,რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2.1 არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და მოინანია; (იხ ოქმი)

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით №ს----, 07.08.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნოუთბუქის (,,----------------, ; სერიული ნომრით 5---------) დაზიანებით და ქ. ბათუმში, რუ---------- ბინა N---ში სამზარეულო ყუთის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა აღდგენილი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 200 (ორას) ლარს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბლენდერი K-------------------- არის მუშა მდგომარეობაში და მასზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. (ს.ფ 44-48).

 

2.5. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.6 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ნი----------–---–ის და მერაბ პაქსაძის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დადგენილება - საქონელმცოდნეობითი ექპერტიზის N618/ს დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შო----------–--ლმა, ჩაიდინა ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ შო----------–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

4.1. შო----------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;

 

4.2. შო----------–--ლისს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედებები და მოინანია. ბრალდებუყლის განმარტებით ამჟამად თავად უვლის და ზრუნავს მცირეწლოვან შვილიშვილებზე, ისინი ცხოვრობენ მასთან; მას რძალთან აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა, ბავშვების დედას აქვს შესაძლებლობა შვილები მოინახულოს და თავად წინააღმდეგი არ არის; მასტან შერიგებულია; მეუღლე წასულია თურქეთში სამუშაოდ, რომ არჩინოს შვილიშვილები; თავადაც კერძო ტაქსით ახდენს მგზავრთა გადაადგილებას და ცდილობს რაიმე სახის შემოსავალი ჰქონდეს; გირაოს უზრუნველყოფა თანხით მოახდინა ახლობელმა, რომელიც სესხად აქვს აღებული;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.2. შო----------–--ლს, მის ასაკის, წარსულის, პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და შო----------–--ლის რესოციალიზაციისათვის.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერი მტკიცებულება - 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კომპიუტერი, (ნოუთბუქი) და ბლენდერი, დალუქული მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული შო----------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებული შო----------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შო----------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს ს.ს.კ.-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად პატიმრობაში ყოფნის - 2018 წლის 12 აგვისტოდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს - 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ შო----------–--ლს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ შო----------–--ლის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - რე--------–--–--ეს (პ.ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით - სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/1---------------------------).

 

ნივთიერი მტკიცებულება - 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთო საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კომპიუტერი, (ნოუთბუქი) და ბლენდერი, დალუქული მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე