გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
330210018002354907
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8208-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2018წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: ეკ------------------

წარმომადგენლები: სა-–-------–--–-–---–ი

გი--------------–---–ი

მოპასუხე: ნო-----------–-–---–ი

წარმომადგენელი: ალ------------ა

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ეკ------------------სა ( პ--------------, დაბადებული 23---------–--–ს) და ნო-----------–-–---–ს (პ/ნ 2----------, დაბადებული 1--------- წელს) შორის, 2----–-–---------------- (ქორწინების მოწმობა #0----------- სააქტო ჩანაწერი #-----------) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.2. მოპასუხე ნო-----------–-–---–ისათვის (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ე-------------------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–-–---–ის (პ--------------, დაბადებული 1----------–--–ს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 16 მარტიდან), ყოველთვიურად მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

1.3. მოპასუხე ნო-----------–-–---–ისათვის (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ე-------------------- სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, გი------------–-–---–-ს (პ/ნ 1----------- დაბადებული 0--------- წელს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 16 მარტიდან), ყოველთვიურად მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ეკ------------------ და მოპასუხე ნო-----------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლის 30 აგვისტოდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, ალ----------------–-–---–ი და გი------------–-–---–-. მხარეთა შორის ხასიათების შეუთავსებლობისა და სისტემატური უთანხმოების გამო, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მსუბუქ ძალადობასაც, მათ შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, მშობლების სახლში, აქვს მცირე შემოსავალი და იმყოფება ახლობლების კმაყოფაზე. მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

მამა, ნო-----------–-–---–ი არ იღებს მონაწილეობას შვილების რჩენაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მის სახელზე სისტემატიურად ირიცხება ფულადი გზავნილები თურქეთიდან, თავადაც არის დასაქმებული და ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1500 ლარს. ასაკის ზრდასთან ერთად მომატებულია ბავშვების მოთხოვნილებები, რასაც მხოლოდ დედა, მცირე შემოსავლის ფონზე, ვერ ანაზღაურებს. ნო-----------–-–---–ი, როგორც მშობელი, ვალდებულია თანაბარი მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1151-ე, 1152-ე, 1127-ე, 1122-ე, 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1128-ე მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-15),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნო-----------–-–---–მა ცნო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, მან განაცხადა თანხმობა თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის შესახებ, სრულად კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი, კმაყოფაზე იმყოფება ხანდაზმული, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბებია, რომლის მოვლისათვის დედის დახმარებით ყოველთვიურად იხდის 200 ლარს. ასევე, სესხის საშუალებით აქვს შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, იხდის საკრედიტო დავალიანებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 24-31),მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ეკ------------------ და მოპასუხე ნო-----------–-–--–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლის 30 აგვისტოდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, 20---–-–---------------------------–ი ალ----------------–-–---–ი და 20---–-–----------ს დაბადებული გი------------–-–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა #0---------- (ს.ფ.16);

-ალ----------------–-–---–ის დაბადების მოწმობა #0---------- (ს.ფ.17);

-გი------------–-–---–-ს დაბადების მოწმობა #2---------- (ს.ფ.18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელე ეკ------------------ შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლში მისამართზე ქ.თბილისი, გ------–---–--------------------–------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ჯ--------------------“ მიერ გაცემული ცნობის 11/05/2018წ მიხედვით, ეკ------------------ მუშაობს აღნიშნულ საწარმოში 2018 წლის 02 აპრილიდან და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ჯ--------------------“ მიერ გაცემული ცნობა 11/05/2018წ (ს.ფ.57).

 

3.1.4. ნო-----------–-–---–ის საკუთრებაშია ავტოსატრანსპორტო საშუალება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.5. ეკ------------------სა და ნო-----------–-–---–ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება ნო-----------–-–---–ის დასაქმებისა და ყოველთვიურად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი, მოპასუხემ აღნიშნული სადავოდ გახადა, ხოლო ეკ------------------მ ვერ შეძლო მისი დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების თანახმად.

ამასთან დადგენილია, რომ მას მატერიალურად ყოველთვიურად ეხმარება დედა, რომელიც სამუშაოდ იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

-ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია სს ,--------------------“, 3---------, 12/07/2018 (ს.ფ.94-95);

-ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია სს ,--–-------------------, 0----------- 13/07/2018წ (ს.ფ.98-99);

-ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია სს ,--------------------- 1-------, 18/07/2018წ (ს.ფ.102-116);

-ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია სს ,,-----------–-------------“, 1------, 20/07/2018წ (ს.ფ. 118-119).

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე იხდის ყოველთვიურ საბანკო ვალდებულებებს. ნო-----------–-–---–ის გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პი-----–- ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო ძირითადი სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილების მიმართ 175 – 175 (ას სამოცდათხუთმეტ-ას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ეკ------------------ და მოპასუხე ნო-----------–-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 30 აგვისტოდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1.განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ეკ------------------სა და მოპასუხე ნო-----------–-–---–ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი წელია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნო-----------–-–---–მა სარჩელი ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი ეკ------------------სა და ნო-----------–-–---–ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 20---–-–---------------------------–ი ალ----------------–-–---–ი და 20---–-–----------ს დაბადებული გი------------–-–---–-.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ეკ------------------სთან ერთად. მოსარჩელე დასაქმებულია შპს ,,ჯ------------------–ი“ 2018 წლის 02 აპრილიდან და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. მოპასუხე ნო-----------–-–---–ის დასაქმების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება, მაგრამ უდავოა მისი შრომისუნარიანობა, დასაქმების შესაძლებლობა, ფიზიკური უნარები, შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში. მოპასუხისავე განმარტებით დადგენილია, რომ იგი ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც აქვს რეალური შესაძლებლობა მიიღოს შემოსავალი, ასევე, მას მატერიალურად ეხმარება თურქეთის რესპუბლიკაში მუშაობის მიზნით მცხოვრები დედა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პი-----–- ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეს არ უდასტურდება სტაბილურად მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ნო-----------–-–---–ის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, გამოცდილება, მისი უნარები და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

ნო-----------–-–---–ი ეთანხმება ალიმენტის სახით თითოეული შვილის მიმართ 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის გადახდას, მაგრამ სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ბავშვების მცირეწლოვან ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, განსაკუთრებულ კვებასა და ჰიგიენურ საშუალებებს, რაც დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას. გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო ასეთის უდავოდ მიჩნევის შემთხვევაშიც, მას არ ენიჭება სამართლებრივი მნიშვნელობა, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებულია გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პი-----–- ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის აგვისტოს თვისათვის - 171,4 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების მცირეწლოვანი ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 175-175 (ას სამოცდათხუთმეტ-ას სამოცდათხუთმეტი) ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 16 მარტიდან არასრულწლოვანი შვილების, ალექსანდრე და გიორგი ყაველაშვილების სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პი-----–- ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პი-----–- ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნო-----------–-–---–მა კი ცნო სარჩელი, ამ მოთხოვნასთან მიმართებით მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს წარდგენილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პი-----–- ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პი-----–- ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ეკ------------------ განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პი-----–- ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პი-----–- ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ე-------------------- სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო მოთხოვნა, არსებობს ნო-----------–-–---–ისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ე-------------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. შეწყდეს ქორწინება ეკ------------------ს ( პ--------------, დაბადებული 23---------–--–ს) და ნო-----------–-–---–ს (პ/ნ 2----------, დაბადებული 1--------- წელს) შორის, რეგისტრირებული 2----–-–---------------- (ქორწინების მოწმობა #0----------- სააქტო ჩანაწერი #-----------);

 

3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო ატების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

5. მოთხოვნის ამ ნაწილში მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

6. ეკ------------------ს (პ--------------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ 16/03/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომელიც გადახდილია სს ,,თ------------–ი“, მიმღების ანგარიში: 300773150;

 

7. მოპასუხე ნო-----------–-–---–ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ე-------------------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ალ----------------–-–---–ის (პ--------------, დაბადებული 1----------–--–ს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 16 მარტიდან), ყოველთვიურად მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

8. მოპასუხე ნო-----------–-–---–ს (პ/ნ 2----------) მოსარჩელე ე-------------------- სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გი------------–-–---–-ს (პ/ნ 1----------- დაბადებული 0--------- წელს) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან (2018 წლის 16 მარტიდან), ყოველთვიურად მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

9. მოპასუხე ნო-----------–-–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია