განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 7 აგვისტო, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ-----–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ------------------------ა, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ზ-----------------------------–-------------------------------ში.
ადვოკატები - მ---------–--------, დ-------------
კვა-–-ფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (ქრთამის აღება, ე.ი. მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის პირდაპირი მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ----------------–-----------ის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N---- ბრძანებით, რ------------ა დაინიშნა ზ----------------–-----------ის გამგეობის ზ------------–----------------------------------------------------------------------–-------------- სპეცია-–--ტად, ხოლო ზ----------------–-----------ის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის N--- ბრძანებით, რ------------ა გადაყვანილი იქნა ზ----------------–-----------ის მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–--------------ი სპეცია-–--ტის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. ამავდროულად რ------------ა იყო დ-----–----------------------------------------------–-----------------–----------------–-----–-------------–----------------------- კომისიის წევრი.
1.2. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რ------------ამ ლ---------------სგან შეიტყო, რომ პაკისტანის მოქალაქე უ-–--------–-- სურდა, ქ-----------ში რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რ------------ამ განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ლ---------------ს განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად ამ უკანასკნელს განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა უ-–--------–-- ხსენებულ საკითხში დახმარებას.
1.3. 2017 წლის 9 ნოემბერს, უ-–--------–-, ლ---------------სთან და ნ----------–----–-–---–თან ერთად, ქ-----------ში შეხვდა რ------------ას. შეხვედრისას რ------------ამ, მათ აჩვენა ქ------------- ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი და განუმარტა, რომ ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების და თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაეხმარებოდა როგორც მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში.
1.4. 2017 წლის 1 დეკემბერს, რ------------ა ქ-------------------------------------------ში მდებარე რესტორან ,,ს------–------ში“ შეხვდა უ-–--------–--, რა დროსაც გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში რ------------ამ ლ---------------სგან შეიტყო, რომ პაკისტანის მოქალაქე უ-–--------–-- სურდა, ქ-----------ში რესტორნის აშენება და ამასთან დაკავშირებით სჭირდებოდა პროცედურებში გარკვევა. რ------------ამ ლ---------------ს განუმარტა, რომ მის სამსახურებრივ კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო პროექტების დამტკიცება, მშენებლობის ნებართვების გაცემა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ამავდროულად ამ უკანასკნელს განუმარტა, რომ გარკვეული ,,პატივისცემის“ სანაცვლოდ შეძლებდა უ-–--------–-- ხსენებულ საკითხში დახმარებას.
2.2. 2017 წლის 9 ნოემბერს, უ-–--------–-, ლ---------------სთან და ნ----------–----–-–---–თან ერთად, ქ-----------ში შეხვდა რ------------ას. შეხვედრისას რ------------ამ, მათ აჩვენა ქ------------- ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი. რ------------ამ რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება ან იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი რითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა როგორც ქ-----------ში მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხს, მოტყუებით თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება უ-–--------–- მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი.
2.3. 2017 წლის 21 ნოემბრის შეხვედრაზე, რ------------ამ უ-–--------–- შეახვედრა ქ-----------ში, წ-------–-- ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ,,მეპატრონეს“, მაშინ, როდესაც დაზუსტებით იცოდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც განზრახ დაუმალა უ-–--------–--.
2.4. 2017 წლის 1 დეკემბერს, რ------------ა ქ-------------------------------------------ში მდებარე რესტორან ,,ს------–------ში“ შეხვდა უ-–--------–--, რა დროსაც რ------------ამ სცადა თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა დიდი ოდენობით ფულად თანხას 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გამოართვა უ-–--------–--, თუმცა დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვა-–--წინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
3.2. სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
3.3. ზ----------------–-----------ის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N---- ბრძანებით, რ------------ა დაინიშნა ზ----------------–-----------ის გამგეობის ზ------------–----------------------------------------------------------------------–--------------ი სპეცია-–--ტის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს.
3.4. ზ----------------–-----------ის გამგებლის 2016 წლის 25 იანვრის N-- ბრძანებით, ზ----------------–-----------ის გამგეობაში იყო შექმნილი დ-----–----------------------------------------------–-----------------–----------------–-----–-------------–----------------------- კომისია, რომლის წევრი იყო რ------------ა.
3.5. ზ----------------–-----------ის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N- დადგენილებით დამტკიცდა ზ----------------–-----------ის მერიის დებულება, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მერიის სამსახურები, მათ შორის ზ------------–--------------------------ის სამსახური,3.6. ზ----------------–-----------ის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის N--- ბრძანებით, რ------------ა, ზ----------------–-----------ის გაუქმებასთან დაკავშირებით, მობილობის წესით, გადაყვანილი იქნა ზ----------------–-----------ის მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–--------------ი სპეცია-–--ტის თანამდებობაზე.
3.7. ზ----------------–-----------ის მერის 2017 წლის 28 ნოემბრის N--- ბრძანებით, შეიქმნა დ-----–----------------------------------------------–-----------------–----------------–-----–-------------–----------------------- კომისია, რომლის წევრი იყო რ------------ა.
3.8. მოწმე უ-–--------–-მ განმარტა, რომ იგი არის პაკისტანის მოქალაქე, საქართველოში აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება და ფლობს რესტორნების ქსელს თბილისსა და ქ.ბათუმში. 2017 წლის ნოემბერში მან გადაწყვიტა მისი ბიზნესის გაფართოვება და ქ-----------ში რესტორნის გახსნა. ლ--------------- არის მძღოლი, რომელიც მანქანით ემსახურებოდა მის კლიენტებს, რაშიც იღებდა გასამრჯელოს. რესტორნისთვის ადგილის შერჩევა მან სთხოვა ლ----ს, რადგან იგი იყო წარმოშობით ქ-----------იდან. მან ლ----ს გადაუხადა 500 ლარი, რომელიც ჩავიდა ქ-----------ში, სადაც შეხვდა რ------------ას, რომელიც მუშაობდა მერიაში, გასცემდა ნებართვებს და დაპირდა მიწის ნაკვეთის მოძიებასა და შემდგომ პროცედურებში (მშენებლობის ნებართვის გაცემაში, პროექტის დამტკიცებაში) დახმარებას, რაშიც დასჭირდებოდათ დამატებით ,,პატივისცემა“, თუმცა იქნებოდა ეს თანხა თუ სხვა სახის ,,პატივისცემა“, მან არ იცოდა. რ------------ამ მოიძია მიწის ნაკვეთი, რომლის სანახავად ქ-----------ში გაემგზავრნენ ის, ლ--------------- და ნ----------–----–-–---–ი (თარჯიმანი). ვინაიდან მან კარგად ვერ დაადგინა რა დამატებით ,,პატივისცემაზე“ იყო საუბარი, გადაწყვიტა რ------------ასთან საუბრის ჩაწერა. ქ-----------ში შეხვდნენ რ-----ს, რომელმაც აჩვენათ რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთ-ერთით იგი დაინტერესდა. რ-----მა უთხრა, რომ ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მის მეგობარს, რომელთანაც დაადგინა ფასი - 40000 აშშ დოლარი. რ------------ამ უთხრა, რომ იგი მუშაობდა მერიაში, გარკვეული იყო ყველა პროცედურაში, თავად გასცემდა ნებართვებს და პრობლემა არ შეექმნებოდა, რაშიც მოსთხოვა დამატებით 20000 აშშ დოლარის გადახდა, აქედან 10000 აშშ დოლარი თავიდან უნდა გადაეხადა და 10000 აშშ დოლარი საქმის დასრულების შემდეგ. იგი ჩაეკითხა რ-----ს, ეს თანხა სახელმწიფოსთვის უდა გადაეხადა თუ არა? რაზეც რ-----მა უპასუხა, რომ სახელმწიფოსთვის გადასახდელი ხარჯი იყო სხვა, ეს იყო დამატებითი თანხა, რომელიც მისთვის უნდა მიეცა. რ------------ასთან შეხვედრის შემდეგ მან უთხრა ნ----------–----–-–---–ს და ლ---------------ს, რომ არ მოეწონა ეს ყოველივე, გაიარა კონსულტაცია მის იურისტებთან და მივიდა ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, სადაც დაიწყეს გამოძიება. მოგვიანებით რ------------ამ შეახვედრა მიწის მესაკუთრეებს (ნ-----–----- და ი-----–-), რომლებმაც მიწის ფასი არ დააკლეს, ამასთან დასძინეს, რომ მიწასთან დაკავშირებით იყო დავა მერიასა და მეპატრონეს შორის, რის გამოც დაახლოებით ერთ თვეში შეძლებდა მიწის გადაფორმებას. რ------------ა დაპირდა, რომ ყველაფერს თავად მოუგვარებდა, რადგან იგი მუშაობდა მერიის არქიტექტურის სამსახურში და ნებართვების გაცემა მისი კომპეტენცია იყო, რაშიც ითხოვა დამატებით თანხა. რამდენიმე დღის შემდეგ, იგი თ---–--–--------------–-------------- მდებარე მისი რესტორნის ოთახში შეხვდა რ------------ას, რა დროსაც გამომძიებლების მიერ იგი აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნ----------–----–-–---–ი და ლ---------------. მან გაუმეორა რ------------ას, ძალაში იყო თუ არა მათი პირობა, რომ საქმის დასაწყისში მისთვის უნდა გადაეცა 10000 აშშ დოლარი და ბოლოს 10000 აშშ დოლარი, რაზეც რ------------ამ გაუმეორა, რომ შეთანხმება ძალაში იყო. მან დაითვალა 10000 აშშ დოლარი, რომელიც მას წინასწარ გადასცეს გამომძიებლებმა და გადასცა რ------------ას, რომელმაც გამოართვა ფული, უთხრა, რომ ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა და წავიდა.
3.9. მოწმე ლ---------------მ განმარტა, რომ იგი არის მძღოლი. 2015 წლიდან იცნობს უ-–--------–--, რომელსაც ჰქონდა რესტორნების ქსელი თბილისში, სადაც მას ხშირად მიყავდა უცხოელი ტურისტები. 2017 წელს უ-–--------–-მ უთხრა, რომ აპირებდა ბიზნესის გაფართოვებას, სურდა ქ-----------ში რესტორნის გახსნა და სთხოვა მას ფართის მოძიებაში დახმარება, რაშიც გადაუხადა გასამრჯელო. იგი მივიდა ქ------------- გამგეობაში, სადაც შეხვდა გ---------ას, რომელმაც გააცნო რ------------ა. მან უთხრა რ-----ს, რომ უ-–--------–- იყო უცხოელი, სურდა რესტორნების ქსელის გაფართოვება და პატივისცემა არ ეშლებოდა. ეს უკანასკნელი დაპირდა, რომ იყო მიწის კომისიის წევრი, რომელიც გასცემდა პროექტების ნებართვებს და სასურველი მიწის ნაკვეთის მოძიების შემთხვევაში, გამგეობაში საქმის მოგვარებაში დაეხმარებოდათ და ,,თუ ასეთი კაი კაცია, პატივისცემა მაგაზე იყოსო“. მეორე დღეს უ-–--------–-- უთხრა, რომ ადამიანი გაიცნო, ვისაც რეგისტრაცია და ნებართვები ეხებოდა. მოგვიანებით მას დაუკავშირდა რ------------ა და უთხრა, რომ მოიძია მიწის ნაკვეთი, რაც უნდა ენახა უ-–--------–--. იგი, უ-–--------–--თან და თარჯიმან ნ----------–----–-–---–თან ერთად ჩავიდა ქ-----------ში. გზაში უ-–--------–-მ უთხრა, რომ უსაფრთხოების მიზნით ტელეფონში უნდა ჩაეწერა რ------------ასთან საუბარი, რაც მას გაუკვირდა. შეხვდნენ რ------------ას, მოინახულეს დაახლოებით 1000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე რესტორანი ყოფილა. უ-–--------–- დაინტერესდა მიწის ნაკვეთის ფასით. რ-----მა უთხრა, რომ მიწას ყავდა მეპატრონე და მისი სავარაუდო ფასი იყო 40000 აშშ დოლარი, თუმცა შესაძლებელი იყო დალაპარაკება. უ-–--------–-მ იკითხა, პროექტების, ნებართვების ამბავი როგორ იქნებოდა, რაზეც რ-----ი დაპირდა, რომ თუ ამ მიწის ნაკვეთს იყიდდა, დანარჩენს იგი მოუგვარებდა. გარდა ამისა დაპირდა, რომ მიწის ნაკვეთს სტატუსსაც შეუცვლიდა, რათა უ-–--------–--, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისი შესყიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა, რაშიც მოსთხოვა 20000 აშშ დოლარის გადახდა. უ-–--------–-მ შესთავაზა, რომ თანხის ნახევარს (10000 აშშ დოლარს) გადაუხდიდა წინასწარ და ნახევარს მოგვიანებით ეტაპობრივად. როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ, უ-–--------–-მ უთხრა, რომ ეს იყო დანაშაული, დაეკითხებოდა მის იურისტებს და გადაწყვეტდა, როგორ მოქცეულიყო. რამდენიმე დღეში იგი დაიბარეს დაკითხვაზე ანტიკორუფციულ სამსახურში და დაკითხეს. ამის შემდეგ, იგი მოქმედებდა გამომძიებლების დავალებით. მას დაურეკა რ------------ამ და დაუთქვათ შეხვედრა. იგი, უ-–--------–- და ნ----------–----–-–---–ი აღჭურვეს ჩამწერი მოწყობილობით. რ-----მა დაურეკა და მისი თხოვნით, ჯერ მარტოს შეხვდა და დაელაპარაკა, აინტერესებდა შეეხვედრებინა თუ არა მიწის მეპატრონეები ა-–--თვის. რ-----თან შეხვედრის შემდეგ მასთან მივიდნენ სამართალდამცავები და განუმარტეს, რომ ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა გამორთული და უნდა ჩაერთო. იგი, ა-–--თან და ნ------თან (თარჯიმანი) კაფეში შეხვდა რ-----ს, რა დროსაც ა-–-- გაიმეორა, გარანტიას თუ აძლევდა რ-----ი და თუ იყო ძალაში მათი მოლაპარაკება. რ-----მა ისინი შეახვედრა მიწის მესაკუთრეებს, ისაუბრეს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და 40000 დოლარზე შეთანხმდნენ. რამდენიმე დღეში, მან დაურეკა რ-----ს, რომლისთვისაც უნდა გადაეცათ მოთხოვნილი 10000 აშშ დოლარი. რ-----ს შეხვდნენ თბილისში, უ-–--------–-- რესტორანში, რომლის პირველ სართულზე აქვს კაბინეტის მსგავსი ოთახი, სადაც უ-–--------–- კიდევ ერთხელ შეეკითხა რ-----ს, ხომ აძლევდა საქმის მოგვარების გარანტიას, რის შემდეგ დაითვალა და რ-----ს გადასცა 10000 აშშ დოლარი, რათა ეს უკანასკნელი დახმარებოდა მიწის ნაკვეთის ნებართვების მიღებაში, პროექტირებაში და ა.შ. შეხვედრას ესწრებოდა უ-–--------–-, რ------------ა, თარჯიმანი ნ----------–----–-–---–ი და ის. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მან პოლიციელებს მიანიშნა თავზე ხელის გადასმით, რომ რ------------ას უკვე აღებული ჰქონდა თანხა.
3.10. მოწმე ნ----------–----–-–---–მა განმარტა, რომ იგი დაახლოებით ოთხი-ხუთი წელია, რაც იცნობს უ-–--------–--. იგი მუშაობდა ,,ჰ----–----ს“ გაყიდვების მენეჯერად, რომლისმობინადრე იყო უ-–--------–-. 2017 წლის ნოემბერში, უ-–--------–-მ სთხოვა როგორც თარჯიმანი გაყოლოდა ქ-----------ში. ,,ჰ--------თან“ შეხვდნენ ლ---------------ს და გაემგზავრნენ ქ-----------ში, სადაც უნდა ენახათ მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენას აპირებდა უ-–--------–-. ლ---------------მ უთხრა ა-–--, რომ მერიაში გაიცნო რ------------ა და საქმის მოგვარებაში შესაძლოა რამე ჰქონოდა ,,საკისრებელი“. ა-–-- თქვა, რომ იგი ტელეფონით ჩაიწერდა რ-----თან საუბარს, რაც მას არ გაკვირვებია, რადგან ა-–-- არ ესმოდა ადგილობრივი ენა და იფიქრა, თავს იზღვევდა. ქ-----------ში ჩასვლისას შეხვდნენ რ------------ას და დაათვა-–-ერეს რამდენიმე მიწის ნაკვეთი. ა-–-- გზის პირას მდებარე ფართი მოეწონა, სადაც ადრე იყო რესტორანი, თუმცა მიწის ნაკვეთს ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება და საჭირო იქნებოდა სტატუსის შეცვლა, პროექტის დამტკიცება და ა.შ. რ-----ი დაპირდა ა-–--, რომ ყველაფერში დაეხმარებოდა და რაშიც მოსთხოვა მას 20000 აშშ დოლარი. შეთანხმდნენ, რომ უ-–--------–- თანხას გადაუხდიდა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, საქმის დასაწყისში გადაიხდიდა 10000 აშშ დოლარს და ბოლოს 10000 აშშ დოლარს. ა-–- ამ თანხაზე გაბრაზდა, ესაუბრა მის იურისტებს და მიმართა საგამოძიებო უწყებას. ა-–--თან ერთად იგი მეორედაც ჩავიდა ქ-----------ში, სადაც რ------------ამ ისინი შეახვედრა მიწის ნაკვეთის მეპატრონეებს. მოგვიანებით ა-–-- უთხრა, რომ რ------------ა ჩავიდოდა თბილისში და სთხოვა მასთან შეხვედრას დასწრებოდა. ა-–-- და რ-----ის შეხვედრა შედგა თ---–--–--------------–-------------- მდებარე ი------- რესტორანში, სადაც ა-–-- კვლავ შეახსენა რ-----ს პირობა, აინტერესებდა ძალაში იყო თუ არა მათი შეთანხმება და ეყოფოდა თუ არა ეს თანხა. რ-----ი დაპირდა, რომ ეს მისი სამსახურებრივი გამგებლობის სფეროში შედიოდა და იგი ყველაფერს მოაგვარებდა. მან დაინახა, როგორ გადასცა შეხვედრისას უ-–--------–-მ რ------------ას თანხა. მან იცოდა, რომ ეს იყო შეთანხმებული თანხის ნახევარი, რაც რ------------ამ გამოართვა და ჩაიდო მარცხენა ჯიბეში.
3.11. მოწმე ნ-----–----------ამ განმარტა, რომ მისმა ბაბუამ ზ------------მ 18000 აშშ დოლარად შეიძინა რესტორნის წილი, რომელიც მდებარეობდა ქ-----------ში წ-------–-- ქუჩაზე, რომელიც მერე დაიწვა. მიწის ნაკვეთს, რომელზეც რესტორანი იყო განთავსებული ფაქტობრივად ფლობდნენ მისი ბაბუა და გ---------------–-ა, თუმცა საკუთრება დარეგისტრირებული არ ჰქონიათ. 2017 წელს მას დაურეკა მისმა ნაცნობმა ი-----–--–----------ემ, რომელიც მუშაობდა მერიაში და აინტერესებდა ყიდდნენ თუ არა წ-------–-- ქუჩაზე მდებარე მიწას, სადაც ადრე ჰქონდათ რესტორანი. მან იცოდა, რომ მერიის თანამშრომელს - რ------------ას ყავდა ინვესტორები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ მიწის ნაკვეთით. იგი, ი-----–--–----------ესთან ერთად შეხვდა რ------------ას და უ-–--------–--, რომელსაც თან ახლდნენ ლ--------------- და თარჯიმანი. ი-----–--–----------ემ იცოდა, რომ მიწის საბუთები წესრიგში არ იყო, თუმცა ამის მოწესრიგება შეიძლებოდა. მოგვიანებით გაიგო, რომ ეს მიწა სახელმწიფო საკუთრებაში იყო გადასული, თუმცა გ---------------–-ას განმარტებით, შესაძლებელი იყო მიწის მათ საკუთრებაში დაბრუნება. უ-–--------–-- მან დაუსახელა მიწის ფასი - 40000 აშშ დოლარი და აუხსნა, რომ ამ ფასს არ დააკლდებოდა. მან უთხრა ა-–--, რომ ეს მიწა იყო მისი და დაახლოებით ერთი თვე სჭირდებოდა საბუთების მოსაგვარებლად და მიწას მის სახელზე გადააფორმებდა. ა-–- მიწის სტატუსით და მდგომარეობით არ დაინტერესებულა
3.12. მოწმე ი-----–--–----------ემ განმარტა, რომ 2017 წლის ბოლომდე იგი მუშაობს ქ-------------------–-----------ის გამგეობაში, არქიტექტურის სამსახურში, სადაც ასევე მუშაობდა რ------------ა. მათი სამსახურის მოვალეობაში შედიოდა მოქალაქეების განცხადებების განხილვა, რომელიც შეეხებოდა მშენებლობის ნებართვას, შენობის რეკონსტრუქციას, ფასადის შეცვლას, გარე რეკლამების განთავსებას, დემონტაჟს, შენობის ექსპლუატაციაში მიღებას და სხვა. რ------------ას მოვალეობაში შედიოდა მშენებლობის ნებართვების მომზადება, დოკუმენტაციის შეგროვება და კომისიაზე გატანა, რომლის მდივანი იყო თავად რ------------ა. კომისიაზე კანონმდებლობის დარღვევით დოკუმენტაციის წარდგენისას, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემოდა. მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემამდე აუცილებელი პირობაა, მიწას ყოლოდა მესაკუთრე. რ------------ას მერიის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, იგი სარგებლობდა ავტორიტეტით. რ------------ამ ჰკითხა, ხომ არ იცოდა ქ-----------ში, კარგ ადგილას მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რესტორნის აშენება. მას გაახსენდა მისი ნაცნობის ნ-----–----------ას მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე ფუნქციონირებდა რესტორანი. კომპიუტერში გადაამოწმეს ეს მიწის ნაკვეთი, რომლის სტატუსი იყო სახელმწიფოს საკუთრება. რ-----მა სთხოვა, ინვესტორთან საუბარში არ ეხსენებინა, რომ მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რათა არ დაეფრთხოთ ინვესტორი. მან იცოდა, რომ ნ-----–----------ას ჰქონდა რაღაც დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმება. რამდენიმე დღეში რ------------ამ სთხოვა, ინვესტორი შეეხვედრებინა მიწის მეპატრონესთან. მან უ-–--------–-- შეახვედრა ნ-----–----------ა, სადაც ისაუბრეს მიწის ფასზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ა-–-- მხრიდან ახალგაზრდა ბიჭი და თარჯიმანი გოგონა და რ------------ა. მას არ ახსოვს შესაცვლელი იყო თუ არა მიწის ნაკვეთის სტატუსი, თუმცა სტატუსის ცვლილება პრობლემას არ წარმოადგენდა. მან და ნ-----–----------ამ მალევე დატოვეს შეხვედრა. დანარჩენები დარჩნენ.
3.13. მოწმე დ-------------მ განმარტა, რომ 2017 წლის ბოლომდე იგი მუშაობდა ქ-------------------–-----------ის გამგეობის ზ------------–--------------------------ის სამსახურის უფროსად, სადაც 2015 წლიდან ასევე მუშაობდა რ------------ა. მათი სამსახურის კომპეტენციაში შედიოდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნ---ციები, მშენებლობის ნებართვების გაცემა, უნებართვო მშენებლობების აღრიცხვა და რეაგირება, კომისიებში მონაწილეობა, სივრცითი მოწყობის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და სხვა. რ------------ას, მთავარი სპეცია-–--ტის მოვალეობაში შედიოდა არქიტექტურის სამსახურის შემხებლობაში მყოფი საორგანიზაციო საკითხები განცხადების მიღებიდან დაწყებული მშენებლობის ნებართვების გაცემით დამთავრებული. რ------------ა ასევე იყო დ-----–----------------------------------------------–-----------------–----------------–-----–-------------–----------------------- კომისიის ერთ-ერთი წევრი და ასევე კომისიის მდივანი, რომლი კომისიის კომპეტენციაშიც შედიოდა ასევე ქ-----------ში მშენებლობების ნებართვის გაცემა. რ------------ა აგროვებდა დოკუმენტაციას კომისიაზე გასატანად, თუმცა საკითხი კომისიაზე განსახილველად გაჰქონდა მას. მშენებლობის პროექტის განხილვის დროს აუცილებელია კომისიისთვის საკუთრების/მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. თუ მიწის ნაკვეთი იქნებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, კომისია კერძო პირზე მშენებლობის ნებართვას არ გასცემდა. 2017 წლის 23 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე გამგეობის მიერ განცხადებების განხილვა არ ხდებოდა, რადგან თვითმმართველ ერთეულს ქ------------- გამგეობას შეეცვალა სტატუსი და იგი შეუერთდა ქ------------- მერიას. გაერთიანების შემდეგ, კომისიის შექმნამდე (28.11.2017), მშენებლობის ნებართვები არ გაიცემოდა, რადგან გაერთიანებულ ერთეულს არ ჰქონდა ბლანკები, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. ზ---------- გამგეობის კომპეტენციაში არ შედიოდა ქ-----------ში არსებულ საპროექტო სამუშაოებზე გადაწყვეტილების მიღება, რადგან გამგეობის უფლებამოსილება ვრცელდებოდა მხოლოდ ზ---------- რაიონის სოფლებზე. 2017 წლის ნოემბრის თვეში, გამგეობის არქიტექტურის სამსახურს ქ-----------ში წ-------–-- ქუჩაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება არ ჰქონდა. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით რ------------ას მისთვის არ მიუმართავს და არც განცხადება ჰქონდა ვინმეს შეტანილი მერიაში. კომისია იყო სათათბირო ორგანო და რ------------ა ერთპიროვნულად არ იღებდა გადაწყვეტილებებს. კომისია სულ რამდენიმე დღის შექმნილი იყო, როდესაც რ------------ა დააკავეს. რ------------ას დაკავების შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
3.14. მოწმე ლ-–--------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ს----–-–---------------------------------------------------–----–--------------------------------------–- თანამშრომელი. 2017 წლის 1 დეკემბერს იგი იყო თ---–--–--------------–-------------- მდებარე რესტორან ,,ლ------–ი“, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ უ-–--------–-, ნ----------–----–-–---–ი, ლ--------------- და რ------------ა. შეხვედრა მიმდინარეობდა 15-20 წუთის განმავლობაში განცალკევებულ ოთახში. შეხვედრისას უ-–--------–-- უნდა გადაეცა რ------------ასთვის, ამ უკანასკნელის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნლი 10000 აშშ დოლარი. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ლ---------------მ მიანიშნათ (თავზე ხელი გადაისვა), რომ რ------------ას უკვე აღებული ჰქონდა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რის შემდეგ მან, გ-----------–---–მა და ზ-------–-----მ გამოსვლისთანავე კიბეებზე დააკავეს რ------------ა, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო ქრთამის სახით მიღებული 10000 აშშ დოლარი.
3.15. მოწმე გ-----------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ს--------------------------------------------------------------------------------- ინსპექტორი. 2017 წლის 1 დეკემბერს, ლ-–--------–---–თან და ზ-------–-----სთან ერთად, იმყოფებოდა თ---–--–--------------–-----------------ში მდებარე რესტორან ,,ს------–------ში“, სადაც რ------------ას ქართამის სახით უნდა მიეღო 10000 აშშ დოლარი. ლ------–ი, განცალკევებულ ოთახში, ერთმანეთს შეხვდნენ რ------------ა, უ-–--------–-, ნ----------–----–-–---–ი და ლ---------------. შეხვედრა გაგრძელდა 15 წუთი, რომლის დასრულების შემდეგ, ლ---------------მ მიანიშნათ (თავზე ხელი გადაისვა), რომ რ------------ას უკვე აღებული ჰქონდა ქრთამი და გამოსვლისთანავე კიბეებზე მოხდა მისი დაკავება, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ლ-–--------–---–მა ქურთუკის ჯიბიდან ამოუღო ქრთამის სახით აღებული თანხა 10000 აშშ დოლარი.
3.16. მოწმე ზ-------–-----მ განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს იგი იყო ს----–-–---------------------------------------------------–----–------------- გამომძიებელი. ა-------------–----–------------------- წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში დადგინდა, რომ ზ---------- მერიის თანამშრომელი რ------------ა პაკისტანის მოქალაქე უ-–--------–--გან ითხოვდა ქრთამის სახით 20000 აშშ დოლარს მშენებლობის საკითხების მოსაგვარებლად. შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 1 დეკემბერს, თ---–--–--------------–-------------- მდებარე ,,ს------–------ში“, რ------------ას უნდა მიეღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10000 აშშ დოლარი. დათქმულ დროს, იგი, გ-----------–---–თან და ლ-–--------–---–თან ერთად იმყოფებოდა რ---------–-------------ე მდებარე ,,ს------–------ში“, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ რ------------ა, უ-–--------–-, ნ----------–----–-–---–ი და ლ---------------. შეხვედრა მიმდინარეობდა განცალკევებულ ოთახში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლ---------------მ მიანიშნათ, რომ რ------------ას ქრთამის სახით აღებული ჰქონდა თანხა და ლ------ის შიდა კიბეზე მოხდა მისი დაკავება. რ------------ას ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოუღეს ქრთამის სახით აღებული 10000 აშშ დოლარი.
3.17. მოქალაქისაგან ზეპირი ცნობის მიღების შესახებ ოქმის (16.11.2017) მიხედვით, 2017 წლის 16 ნოემბერს ს----–-–---------------------------------------------------–----–------------- მიმართა უ-–--------–-მ, რომელმაც ზეპირად განმარტა, რომ მას აქვს რესტორნების ქსელი თბილისსა და ბათუმში. მის ნაცნობს ლ---------------ს სთხოვა მოეძიებინა ფართი რესტორნის ასაშენებლად და გაერკვია სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და კომერციული საქმიანობის დასაწყებად საჭირო სხვა პროცედურები. ლ---------------მ უთხრა, რომ შეხვდა ზ----------------–-----------ის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელს რ------------ას, რომელსაც ეხებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომელმაც უთხრა, რომ დაეხმარებოდა ზ---------- ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენაში, ასევე მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოაგვარებდა რესტორნის ასაშენებლად საჭირო ნებართვის აღებას სამშენებლო პროექტის დამტკიცებას. თუმცა ამ დახმარებაში მოსთხოვა გარკვეული პატივისცემა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა. 2017 წლის 9 ნოემბერს იგი გაემგზავრა ზ--------ში, სადაც ლ---------------სთან და ნ----------–----–-–---–თან (თარჯიმანი) შეხვდა რ------------ას, რომელმაც აჩვენა ზ--------ში 860 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა კერძო მესაკუთრეს, რომლის ღირებულება შეადგენდა 40000 აშშ დოლარს, თუმცა დეტალებზე უნდა ესაუბრათ მიწის უშუალო მესაკუთრესთან. რაც შეეხებოდა მშენებლობის ნებართვას მუნიციპა-–-ტეტში და სხვა ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას, რ------------ა თავად მოაგვარებდა, რაშიც უ-–--------–-- მოსთხოვა 20000 აშშ დოლარი. უ-–--------–-მ რ------------ას ჰკითხა, მოთხოვნილი 20000 აშშ დოლარიდან პირველ ეტაპზე 10000 აშშ დოლარი რომ მიეცა მისთვის, ხოლო როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა, დარჩენილი 10000 აშშ დოლარი კი შემდგომ, ხომ არ იქნებოდა პრობლემა, რაზეც რ------------ამ უთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.
3.18. მობილური ტელეფონის დათვა-–-ერების ოქმის (16.11.2017) მიხედვით, 2017 წლის 16 ნოემბერს 17:00-17:25 საათზე, დათვა-–-ერდა უ-–--------–-- მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი, მის საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონი, რომელშიც უ-–--------–-- განმარტებით, შენახული აქვს ზ----------------–-----------ის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან რ------------ასთან 2017 წლის 9 ნოემბრის შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე ლ--------------- და ნ----------–----–-–---–ი (თარჯიმანი).
3.19. ვიდეოჩანაწერში (09.11.2017), რომელიც მხარეების მიერ გამოკვლეული იქნა სასამართლოში, ასახულია უ-–--------–-- რ------------ასთან 2017 წლის 9 ნოემბრის შეხვედრა ქ-----------ში, რა დროსაც რ------------ამ, უ-–--------–--, ლ---------------ს და ნ----------–----–-–---–ს (თარჯიმანი) აჩვენა ქ-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთი. რა დროსაც უ-–--------–- დაინტერესდა მიწის ნაკვეთის სტატუსით, კომერციული მიწა იყო თუ სასოფლო-სამეურნეო, რაზეც რ------------ამ უპასუხა, რომ მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო, თუმცა ადვილი იყო სტატუსის შეცვლა. უ-–--------–-- შეკითხვაზე, თუ ვინ იყო მიწის მესაკუთრე, რ------------ა პასუხობს, რომ მიწას კერძო მესაკუთრე ჰყავს. უ-–--------–-- შეკითხვაზე, თუ რას საქმიანობს ეს უკანასკნელი, რ------------ა პასუხობს, რომ იგი მუშაობს გამგეობაში და მიწების და ნებართვების გაცემის საკითხი ეხება მას. უ-–--------–-- შეკითხვაზე, რ------------ა კვლავ პასუხობს, რომ ორი მომიჯნავე მიწის ფართია 680 კვ.მ და 3800 კვ.მ, საიდანაც ერთი ეკუთვნის ერთ პირს, მეორე კი სხვას, რაც ერთად არ იყიდებოდა, თუმცა სამომავლოდ ასეც იყო შესაძლებელი. უ-–--------–-- შეკითხვაზე, რა იყო 680 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი, რ------------ა პასუხობს, რომ დაახლოებით 40000 დოლარი, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში იგი შეახვედრებს მიწის მეპატრონეს, რომელსაც თვითონ მოელაპარაკება. უ-–--------–-- შეკითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ნებართვებზე და ა.შ. რ------------ა პასუხობს, რომ არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა ჯერ იქნება საჭირო მიწის ყიდვა, საკუთრებაში გადასვლა, რის შემდეგ რ------------ა პირდება უ-–--------–--, რომ იგი მიიღებს უპრობლემოდ ნებართვას მისი რესტორნისთვის, თუმცა მანამდე საჭირო იქნება მიწისთვის სტატუსის შეცვლა სასოფლო-სამეურნეოსი არასასოფლო-სამეურნეოთი. უ-–--------–-- შეკითხვებზე, გარდა მიწის მესაკუთრისთვის გადასახდელი თანხისა, რომელიც პირდაპირ მესაკუთრესთან წავიდოდა, რა იქნებოდა გადასახდელი სამართლებრივი ნებართვისთვის, რათა მზად ყოფილიყო სამომავლო ხარჯისთვის? რ------------ამ უპასუხა, თუ უ-–--------–- შეიძენდა მიწას და მიუტანდა მას ამის საბუთს, დანარჩენს ყველაფერს ისინი მიხედავდნენ, გაუწევდნენ ორგანიზებას და ამ მომსახურებისთვის დასჭირდებოდა 20000 აშშ დოლარი. უ-–--------–-- შეკითხვაზე მიწის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რ------------ამ უპასუხა, რომ მიწის სტატუსს ისინი არ უცვლიდნენ, თუმცა სტატუსის შეცვლა პრობლემა არ არის, უბრალოდ ბიუროკრატიული პროცესია და დროში იწელებოდა. უ-–--------–-- დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ მიწის ფასი, გასაგებია, დაახლოებით 40000 აშშ დოლარია და დანარჩენი 20000 აშშ დოლარი, იყო თუ არა რ------------ასთვის გადასახდელი პირადი საფასური, რათა გაამზადოს ნებართვა? რაზეც რ------------ამ უპასუხა, რომ მიწას იყიდდა თვითონ და ისინი მისცემდნენ ნებართვას. უ-–--------–-- შეკითხვაზე, რომ იგი მისცემდა რ------------ას 20000 აშშ დოლარს და მას უნდა მიეხედა ბიუროკრატიისთვის, რ------------ამ უპასუხა, რომ ოფიციალურად იგი უ-–--------–-- წარმომადგენელი ვერ იქნებოდა, მაშინ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. უ-–--------–- და რ------------ა შეთანხმდნენ, რომ მიწის მესაკუთრესთან შემდეგ ჩამოსვლაზე შეახვედრებდა. უ-–--------–-- შეკითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა რ------------ასთავის პირადად გადასახდელი თანხის ნაწილი 10000 გადაეხადა წინასწარ და დარჩენილ 10000-ს ყველაფერი რომ დამთავრდებოდა მაშინ, რაზეც რ------------ამ უპასუხა, რომ უ-–--------–-- შეეძლო ნახევარი გადაეხადა წინასწარ და ყველაფერი რომ დამთავრდებოდა მეორე ნახევარი გადაეხადა მაშინ.
3.20. ვიდეოჩანაწერში (21.11.2017), რომელიც მხარეების მიერ გამოკვლეული იქნა სასამართლოში, ასახულია უ-–--------–-- რ------------ასთან 2017 წლის 21 ნოემბრის შეხვედრა ქ-----------ში, ერთ-ერთ კაფეში, სადაც უ-–--------–-თან, ლ---------------სთან და ნ----------–----–-–---–თან (თარჯიმანი) შესახვედრად მიდის რ------------ა. უ-–--------–-- შეკითხვაზე, რა ხდება მიწის ნაკვეთზე, რ------------ა პასუხობს, რომ შეუძლია დაურეკოს მიწის მფლობელს, რათა დასხდნენ და დაილაპარაკონ. უ-–--------–-მ აუხსნა რ------------ას, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ნებართვის მიღება და თუკი გარანტიას მისცემდა, რომ ეს ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლიდა, მიწის შეძენა არც ისე დიდი პრობლემა იყო, რაზეც რ------------ამ უპასუხა, რომ რაც წინა შეხვედრაზე ისაუბრეს (09.11.2017), აბსოლუტურად ყველაფერი ძალაში იყო, უშუალოდ მისი სამსახური, სადაც იგი მუშაობს, სწორედ იგი გასცემდა ნებართვებს, რაც მისგან გადიოდა, იგი კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო. უ-–--------–-- შეკითხვაზე, წინა შეხვედრისას რაზეც ისაუბრეს, ხომ არ შეცვლილა პირობა, რ------------ამ უპასუხა, რომ ყველაფერი ძალაში რჩებოდა. უ-–--------–-- დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რომ მას 20000 დოლარი უნდა გადაეხადა რ------------ასთვის თანხმობისთვის, ნებართვისთვის არქიტექტურის სამსახურიდან, სადაც ის მუშაობდა, რაზეც რ------------ა დაეთანხმა. უ-–--------–-მ გაიმეორა, რომ თანხის ნახევარი უნდა გადაეხადა ახლა, ხოლო მეორე ნახევარი, ყველაფერი რომ დამთავრდებოდა, რაზეც რ------------ა კვლავ დაეთანხმა. უ-–--------–-მ შეახსენა, რომ წინა შეხვედრაზე რ------------ამ უთხრა, რომ გარანტიას აძლევდა, რომ ამას გააკეთებდა, რაზეც რ------------ამ უპასუხა, რომ დიახ, სიტყვას იძლეოდა. ისევ დააზუსტეს, რომ რ------------ასთვის უნდა მიეცა 20000 დოლარი ცალკე და მიწის მფლობელი იყო ცალკე. კაფეში ასევე მიდიან ი-----–--–----------ე და ნ---, რომლებიც გაეცნობიან უ-–--------–--. ი-----–--–----------ე ნ---ს წარადგენს, როგორც მიწის მესაკუთრეს. ნ---მ აუხსნა უ-–--------–--, რომ იგი 860 კვ.მ. მიწიდან მხოლოდ ნახევრის მფლობელი იყო. ნ---მ განაცხადა, რომ მიდის მიწის ფასი იყო 40000 დოლარი, რასაც მიუხედავად უ-–--------–-- დაჟინებისა, არ დაუკლო. საუბრის ბოლოს უ-–--------–- დაპირდა რ------------ას, რომ რამდენიმე დღეში დაურეკავდა და უპირველესად მას გადაუხდიდა 10000 დოლარს, რათა გარანტია მიეღო მისგან, რომ მშენებლობის ნებართვას მიიღებდა.
3.21. ვიდეოჩანაწერში, რომელიც მხარეების მიერ გამოკვლეული იქნა სასამართლოში, ასახულია უ-–--------–-- რ------------ასთან 2017 წლის 2 დეკემბრის შეხვედრა თბილისში, უ-–--------–-- სამუშაო ოთახში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ უ-–--------–-, ლ--------------- და ნ----------–----–-–---–ი (თარჯიმანი), რა დროსაც უ-–--------–- ახსენებს რ------------ას, რომ შეთანხმებისამებრ, რ------------ა გაუკეთებდა შესაბამის დოკუმენტებს, მშენებლობის თანხმობის მიღებას, რაშიც სულ უნდა გადაეხადა 20000 აშშ დოლარი, საიდანაც 10000 აშშ დოლარს ახლა იხდიდა. რ------------ამ უპასუხა, რომ ყველაფერი შეთანხმებისამებრ იყო. უ-–--------–-- ხელში ეკავა რეზინით შეკრული ფულის (დოლარების) შეკვრა, დაითვალა და თქვა, რომ იყო 10000 აშშ დოლარი, რაც გადასცა რ------------ას. თან დასძინა, რომ მისი მხრიდან პირობის ნაწილი შესრულებული იყო და ახლა რ------------ას ნაწილი რჩებოდა.
3.22. მობილურ ტელეფონებზე შემავა-–--გამავა-–- ზარების მიხედვით, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, (რომლითაც, დადგენილია, რომ სარგებლობდა რ------------ა), ტელეფონის ნოემერზე 9-----------, (რომლითაც დადგენილი, რომ სარგებლობდა ი-----–--–----------ე) 21.11.2017 წლის 18:36-ზე გაიგზავნა შეტყობინება: ,,არ დააშინოთ, არ უთხრათ, რომ მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში. დრო მჭირდება, რომ ეს საკითხი მოვაგვარო-თქო. უთხარით, რომ ერთი თვე გჭირდება. ყადაღა რომ ადევს არ უთხრათ. 2017 წლის 21 ნოემბერს 14:47 საათზე, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, (რომლითაც, დადგენილია, რომ სარგებლობდა რ------------ა), ტელეფონის ნომერზე 9-----------, (რომლითაც, დადგენილია, რომ სარგებლობდა ლ---------------), გაიგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება: ,,მანამდე მინდა შეგხვდე ლ----, გამონახე დრო...“ რის საპასუხოდ, ტელეფონის ნომრიდან 9-----------, (რომლითაც, დადგენილია, რომ სარგებლობდა ლ---------------), ტელეფონის ნომერზე 9-----------, (რომლითაც, დადგენილია, რომ სარგებლობდა რ------------ა), გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,ზ----------ში შემოვალთ მალე, რომ ჩამოვალთ ცალკე გნახავ“.
3.23. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (11.12.2017) დასტურდება, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს 14:00-16:15 საათზე ჩატარდა საგამოძეიბო ექსპერიმენტი - უ-–--------–-- ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც უ-–--------–-მ დაადასტურა, რომ შეუძლია გამოძიებას აჩვენოს ის ადგილი (მიწის ნაკვეთი), რომელიც 2017 წლის 23 ნოემბერს შესაძენად და შემდგომში რესტორნის ასაშენებლად მას ანახა რ------------ამ. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელი, რა დროსაც უ-–--------–-მ მიუთითა ქ-----------ი, წ-------–-- ქუჩაზე, მიწის ნაკვეთზე, რომლის მოპირდაპირედ არის წ-------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ძველი, ნახევრად ამორტიზებული შენობები. უ--------–-- მიუთითა, რომ ეს იყო სწორედ ის მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელზეც 2017 წლის 9 ნოემბერს ის და მასთან მყოფი პირები - ლ--------------- და ნ----------–----–-–---–ი მიიყვანა რ------------ამ. სწორედ ამ მიწის ნაკვეთის შეძენას სთავაზობდა მას რ------------ა 40000 აშშ დოლარად, რომელზეც უნდა აეშენებინა რესტორანი. უ-–--------–-მ მიუთითა, რომ რ------------ას გადმოცემით, მოცემულ მიწის ნაკვეთზე ადრე იყო რესტორანი, ხოლო მიწის ფართობი შეადგენდა 860 კვ.მ., რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, თუმცა შემდგომში მიწაზე შესაცვლელი იქნებოდა სტატუსი. უ-–--------–-- განმარტებით, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში რ------------ა მას პირდებოდა დახმარებას სამშენებლო პროექტების დამტკიცებაში, რესტორნის ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის გაცემაში და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში. სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც მას აჩვენა რ------------ამ, მას უნდა შეეძინა 40000 აშშ დოლარად. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლის მიერ, უ-–--------–-- მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე აღებული იქნა კოორდინატები.
3.24. მოწმე რ---------------–----ა განმარტა, რომ იგი არის ს--------------------------------------------------------------------------------- გამომძიებელი. რ------------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, უ-–--------–-- და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლის - ვ--–----------–--–--ას მონაწილეობით, რა დროსაც უ-–--------–-- მითითებით, მივიდნენ ქ-----------ში, წ-------–-- ქუჩაზე,რა დროსაც უ-–--------–-მ მიუთითა, რომ სწორედ ამ ნაკვეთის შესყიდვაში დაპირდნენ დახმარებას, სადაც სურდა მას რესტორნის გახსნა. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლის მიერ აღებული იქნა მითითებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები.
3.25. მოწმე ვ--–----------–--–--ამ განმარტა, რომ იგი არის ს----–-–-----------------------------------------------–------------------------------------------- ცენტრის თანამშრომელი. რ------------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. ქ-----------ში, ა-------------–----–----------ოს შენობასთან შეხვდა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის მითითებით მივიდნენ მიწის ნაკვეთთან. მან დაადგინა მითითებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები, რომელიც აღმოჩნდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
3.26. სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წერილით (-----------, წარმოდგენილი კოორდინატები მითითებულია 38 კოორდინატთა სისტემაში და მდებარეობს ქ-----------ი, წ-------–-------------ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-----------) რეგისტრირებულ საზღვრებში.
3.27. ფულის გადაცემის შესახებ ოქმის (01.12.2017) მიხედვით, უ-–--------–--, რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან, გადაეცა ს----–-–------------------------------------ სპეციალური ხარჯებიდან გამოყოფილი ფულადი თანხა 10000 აშშ დოლარის ოდენობით. კერძოდ, 100 ცა-–- ასდოლარიანი კუპიურა.
3.28. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (01.12.2017), თ---–--–--------------–-----------------ში მდებარე რესტორან ,,ს------–------ში“, 2017 წლის 1 დეკემბერს 14:51 საათზე დაკავებული იქნა რ------------------------ა, რომელსაც დაკავებისთანავე 14:55-15:15 საათზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ასი ცა-–- ასდოლარიანი, ჯამში 10000 აშშ დოლარი.
3.29. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2018 წლის 12 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით, ეტალონურ ნიმუშზე წარმოდგენილი რ------------------------ას ხმა და ფონოგრ-----ე, ქართულ ენაზე მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას.
3.30. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა------------–-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტის დასკვნა.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.31. მოწმე მ----------------მ განმარტა, რომ რ------------ა არის მისი ძმა, რომელიც 2015 წლის თებერვლიდან მუშაობდა ქ-------------------–-----------ის გამგეობაში, ა-----------------–---------------–------ სპეცია-–--ტად. 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, 17:45 საათზე, დაინახა რ-----ი, რომელიც იდგა მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად. სანამ მანქანამდე მივიდოდა, 3-4 მეტრში გაიგონა, რომ საუბარი იყო მიწის ნაკვეთის მოძიებაზე, უცნობი პირი სთხოვდა მის ძმას, დაესახელებინა თანხა. რ-----ს თანხა არ დაუსახელებია. უცნობმა სთხოვდა რ-----ს, რომ იყო სოლიდური თანხა, საიდანაც 3000 იყო მისი წილი. რ-----სა და უცნობს შორის საუბარი, რასაც იგი შეესწრო, გაგრძელდა დაახლოებით 10-12 წუთი. საუბრის ბოლოს რ-----ი დაპირდა უცნობს, რომ დაურეკავდა. რ-----ი შებრუნდა სამსახურში და მერე ერთად დაბრუნდნენ შინ. მოგვიანებით, რ-----მა უთხრა, რომ ეს უცნობი იყო მისი მეგობარი, გვარად ტ--------. რამდენიმე დღეში, რ-----მა სთხოვა მანქანით მიეყვანა ბ---------------თან, რომელიც შინ არ დახვდათ.
3.32. მოწმე ბ--------------მ განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში მას დაურეკა რ------------ამ და სთხოვა შეხვედრა, რა დროსაც აუხსნა, რომ ყავდა ნაცნობი, რომელსაც სურდა მიწის ნაკვეთის შეძენა რესტორნის გასაშენებლად. როდესაც მან შეიტყო, რომ მსურველი იყო უცხოელი, უარი განაცხადა, რადგან არ სურდა უცხოელებზე მიწის მიყიდვა. რ------------ამ აუხსნა, რომ უცხოელების უკან ქართველები იდგნენ და გადაწყვიტეს შეხვედრა. რ------------ამ უთხრა, როცა ჩამოვიდოდნენ, დაელაპარაკებოდნენ. მას ჰქონდა მიწის ნაკვეთი წ-------–-- ქუჩაზე, რაც მათ აინტერესებდათ. მოგვიანებით, გადაურეკა რ------------ას, რომელმაც უთხრა, რომ ინვესტორები ქ-------ამდე ჩასულან და უკან გაბრუნებულან, რაც ეუცნაურა.
3.33. მოწმე გ---------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქ------------- მერიაში ქ----------------------------- სპეცია-–--ტად. რ------------ა იყო მისი თანამშრომელი. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ზ---------- რაიონის გამგეობის და ქ------------- მერიის გაერთიანება. გაერთიანებამდე ზ---------- რაიონის გამგეობის კომპეტენციაში შედიოდა მხოლოდ ზ---------- რაიონის სოფლები და არა ქ-----------ი. არჩევნების შემდეგ 5-6 დღის განმავლობაში გამგეობის ყველა თანამშრომელს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება. მან გაიცნო ლ---------------, რომელსაც სურდა მიწის და შენობა-ნაგებობების შეძენა, რის გამოც ეს უკანასკნელი გააცნო რ------------ას, რომელმაც გაუწია მას კონსულტაცია. რ------------ას იგი ახასიათებს როგორც დადებით პიროვნებას.
3.34. ბრალდეულმა რ------------ამ განმარტა, რომ 2015 წლის 2 თებერვლიდან მუშაობდა ქ-------------------–-----------ის გამგეობის ი--------------------------------------–----------------------------ს წამყვან სპეცია-–--ტად. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, მერიისა და გამგეობის გაერთიანების შემდეგ, მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–-------------- სპეცია-–--ტად. იგი ასევე იყო დ-----–----------------------------------------------–-----------------–----------------–-----–-------------–----------------------- კომისიის მდივანი, რომლის განსჯადი იყო მშენებლობის ნებართვების განხილვა. იგი უწევდა ორგანიზებას კომისიაზე გასატან დოკუმენტაციას, რის შემდეგ საკითხი კომისიაზე გაჰქონდა თავმჯდომარეს. კომისია იყო კოლეგიური ორგანო, რომელშიც მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმის უფლება. სამშენებლო ნებართვა არ გაიცემოდა ერთპიროვნულად, არსებობდა გარკვეული სტადიები კომისიაზე საკითხის გატანამდე და გატანის შემდეგ, ასევე არსებობდა საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამა, რომლის მიხედვით, ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავდა საკითხს და შემდეგ ხდებოდა კომისიაზე გადაწვეტილების მიღება, რის შემდეგ ნებართვა გადიოდა სხვა სამსახურების, მათ შორის იურიდიული სამსახურის კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ აწერდა მას ხელს მერი. 2017 წლის ოქტომბერში მოხდა მერიის და გამგეობის შერწყმა. იგი მობილობის წესით გადავიდა გამგეობიდან მერიაში იგივე თანამდებობაზე, თუმცა ამის უპირობო გარანტია მისთვის არავის მიუცია. კომისიის წევრებთან მას სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ლ---------------სთან მისი შეხვედრისას, ზ---------- რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი გაეცა რაიმე სახის ნებართვა ქ-----------ში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, რადგან ქ-----------ში ყველა სამშენებლო პროექტს კურირებდა ქ------------- მერია.
2017 წელს, მისმა თანამშრომელმა გ---------ამ უთხრა, რომ მის ახლობელს სჭირდებოდა რესტორნის აშენება და თუ შეეძლო გაეწია კონსულტაცია საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში მან გ---------ას ჩააწერინა თუ რა დოკუმენტაცია იყო საჭირო, თუმცა ა-----მ არჩია, პირადად შეხვედროდნენ ერთმანეთს და აეხსნა ყველაფერი. გ---------ამ გააცნო ლ---------------, რომელმაც უთხრა, რომ ყავდა ინვესტორი, რომელსაც სჭირდებოდა მიწის მოძიება, რათა გაეფართოვებინა მისი რესტორნების ქსელი. იგი დაპირდა ტ--------ს, რომ შეეცდებოდა მიწის ნაკვეთის მოძიებას. ი-----–--–----------ისგან გაიგო, რომ ამ უკანასკნელის ახლობელი ყიდდა მიწას. ლ---------------ს განმარტებით უ-–--------–- იყო მისი ახლობელი და სურდა მიწის შეძენა. ა-–-- კარგად იცნობდა და იგი ყოველთვის კარგად უნაზღაურებდა სამსახურს. სასურველი ფართის გამოძებნის შემთხვევაში ა-–- გადაიხდიდა სოლიდურ თანხას. ტ--------ს სურდა, რომ ა-–--თვის თანხა მას მოეთხოვა, რადგან თავად არ სურდა გაემხილა, რომ ა-–-- თანხას სთხოვდა. მოთხოვნილი თანხიდან 3000 აშშ დოლარი მას უნდა გადაეცა ტ--------სთვის. მან დაიწყო მიწის ნაკვეთების ძებნა. 2017 წლის 9 ნოემბერს, იგი ქ------------- გამგეობის წინ შეხვდა ლ---------------ს, რომელმაც უთხრა, რომ უ-–--------–--თან საუბრისას უნდა გაეჟღერებინა თანხა - 20000 აშშ დოლარი, ასევე უნდა დაეტოვებინა ინვესტორზე სოლიდური ადამიანის შთაბეჭდილება, რომელსაც შეეძლო მიწის მოძიება და ამასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. იმავე დღეს, იგი ლ---------------სთან ერთად შეხვდა უ-–--------–--, რომელსაც თან ახლდა თარჯიმანი ნ----------–----–-–---–ი. ტ--------მ აუხსნა, რომ თარჯიმანი იყო მისი ახლობელი და მასთან ყველაფერი გარკვეული ჰქონდა. მოინახულეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა წ-------–-- ქუჩაზე, სადაც ადრე ფუნქციონირებდა რესტორანი. მან ა-–-- უთხრა, რომ მიწის ღირებულება იყო 40000 აშშ დოლარი და ასევე მოსთხოვა თანხა, რომელიც ლ---------------მ უთხრა (20000 აშშ დოლარი). ა-–-- შესთავაზა, თუ შესაძლებელი იყო ჯერ ნახევარს გადაიხდიდა და შემდეგ დანარჩენს. ა-–- დაემშვიდობა და დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში დაუკავშირდებოდა, რადგან კომპანიონთან უნდა შეეთანხმებინა გადაწყვეტილება. რამდენიმე დღეში დაურეკა ლ---------------მ, უთხრა, რომ ისევ მიყავდა ა-–- ქ-----------ში და სურდა მიწის მეპატრონეებთან შეხვედრა. იგი გამგეობასთან შეხვდა ლ---------------ს, რომელმაც გაუმეორა, რომ უ-–--------–--გან აღებული თანხიდან მისთვის უნდა მიეცა 3000 აშშ დოლარი. უ-–--------–-მ შეახსენა წინა შეხვედრის პირობები, აინტერესებდა რამე ხომ არ შეიცვალა. მალევე შეხვედრას შემოუერთდნენ ი-----–--–----------ე და მიწის მეპატრონე. მიწის ნაკვეთი იყო ამ პირის საკუთრებაში, თუმცა ფინანსური პრობლემის გამო იყო სახელმწიფოს ბალანსზე და ედო ყადაღა. მიწის მესაკუთრეს ესაჭიროებოდა დრო პრობლემის მოსაგვარებლად. უ-–--------–-მ შესთვაზა, თუ შეეძლო შემდგომი მოლაპარაკებებისთვის თბილისში ჩასულიყო, რაზეც იგი დაეთანხმა. 30 ნოემბერს დაურეკა ლ---------------მ, რომ უ-–--------–-- სურდა მასთან შეხვედრა. იგი მეორე დღესვე ჩავიდა თბილისში, მივიდა უ-–--------–-- კუთვნილ რესტორანში, რომელიც მდებარეობდა თ---–--–--------------–--------------. საუბრისას უ-–--------–-მ კვლავ შეახსენა პირობა, აინტერესებდა რამე ხომ არ შეიცვალა, რის შემდეგ გადასცა მას თანხა 10000 აშშ დოლარი, რის შემდეგ იგი დააკავეს. მან 10000 აშშ დოლარი უ-–--------–-- გამოართვა იმ მომსახურებისთვის, რაც მან გასწია მიწის ნაკვეთების მოძიების პროცესში. ამასთან ამ თანხიდან 3000 აშშ დოლარი უნდა გადაეცა ლ---------------სთვის. უ-–--------–--თვის მისი დახმარება გამოიხატა მხოლოდ მიწის ნაკვეთების მოძიებაში. იგი უ-–--------–-- დაპირდა, რომ ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებოდა, თუკი ყველაფერი ექნებოდა სტანდარტების შესაბამისი. იგი უ-–--------–-- არ დაპირებია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის, რაიმე უკანონოს ჩაიდენდა. მან იცოდა, რომ ნ-----–----------ას ჰქონდა პრობლემა მიწის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. მან არასრული ინფორმაცია მიაწოდა უ-–--------–--, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა გამოიტანა სხვადასხვა დასკვნები.
ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ მისი და ლ---------------ს მარტო შეხვედრის ინიციატორი იყო ლ---------------, როდესაც მან სთხოვა, რომ მისთვის უნდა მიეცა 3000 აშშ დოლარი, რაც საიდუმლოდ უნდა შეენახათ, რათა უ-–--------–--თან არ გაფუჭებოდა ურთიერთობა.
3.35. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ურთიერთშეჯერება და ანა-–-ზი.
3.36. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ------------ა 2017 წლის 29 ივნისიდან დანიშნული იყო ზ----------------–-----------ის გამგეობის ზ------------–----------------------------------------------------------------------–-------------- სპეცია-–--ტად, 2017 წლის 22 ნოემბრიდან, მობილობის წესით გადაყვანილი იქნა ზ----------------–-----------ის მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–-------------- სპეცია-–--ტად და იყო მოხელე.
3.37. ასევე არ ხდიან მხარეები სადავოდ და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, რ------------ა თ---–--–--------------–-----------------ში მდებარე რესტორან ,,ს------–------ში“ შეხვდა უ-–--------–--, რომელსაც გამოართვა 10000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს და ამოუღეს ეს თანხა.
3.38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყა-–-ბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყა-–-ბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყა-–-ბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
3.39. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ბრალდებულ რ------------ას ედავება, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, უ-–--------–- შეხვდა რ------------ას. შეხვედრისას რ------------ამ, მათ აჩვენა ქ------------- ტერიტორიაზე 860 კვ.მ მიწის ნაკვეთი და განუმარტა, რომ ქრთამის სახით 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების და თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაეხმარებოდა როგორც მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში.
3.40. დაცვის მხარის პოზიციით, რ------------ას მიმართ ადგილი ჰქონდა ლ---------------ს და უ-–--------–-- მხრიდან დანაშაულის პროვოკაციას და რ------------ას ქმედებაში იკვეთება არა ქრთამის აღების, არამედ სხვა დანაშაულის - თაღლითობის ელემენტები.
3.41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; №37801/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; /29/05/1997; §43).
3.42. სასამართლო, პირველ რიგში მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რამდენად იძლევა ეს მტკიცებულებები იმის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, რომ ა) რ------------ას სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში ნამდვილად შედიოდა იმ საკითხების მოგვარება, რასაც ბრალდების მხარის ვერსიით დაპირდა ეს უკანასკნელი უ-–--------–--. კერძოდ, როგორც მიწის შესყიდვაში, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლაში, სამშენებლო პროექტის დამტკიცებაში, მშენებლობის ნებართვის მიღებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში. ბ) შეეძლო თუ არა რ------------ას ყველა ამ დანაპირების შესრულება მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით.
ა) სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შემდეგ, თვითმმართველი ქალაქი ზ--------ი და ზ----------------–-----------ი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად - ზ----------------–-----------ად. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ------------ა 2017 წლის 29 ივნისიდან ასრულებდა ზ----------------–-----------ის გამგეობის ზ------------–----------------------------------------------------------------------–--------------ი სპეცია-–--ტის მოვალეობას, ხოლო 2017 წლის 22 ნოემბრიდან კი - ზ----------------–-----------ის მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–--------------ი სპეცია-–--ტის მოვალეობას. ამდენად, ბრალდების მხარისვე მტკიცებით, 2017 წლის 9 ნოემბერს, როდესაც რ------------ამ მოსთხოვა უ-–--------–-- 20000 აშშ დოლარის გადახდა იმის სანაცვლოდ, რათა დახმარებოდა როგორც მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარებაში, რ------------ა ჯერ კიდევ არ იყო ზ----------------–-----------ის მერიის თანამშრომელი. მოწმეების დ-------------ს, გ---------ას და თავად რ------------ას ჩვენებებით, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქალაქ ზ---------- და ზ----------------–-----------ის გაერთიანებამდე, ქალაქ ზ---------- ტერიტორიაზე არსებული მიწის შესყიდვა, დანიშნულების შეცვლა, სამშენებლო პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის მიღება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, შედიოდა ზ----------------–-----------ის მერიის კომპეტენციაში. ასევე დადგენილია, რომ მხოლოდ 2017 წლის 28 ნოემბერს შეიქმნა ზ----------------–-----------ის მერიის დ-----–----------------------------------------------–-----------------–----------------–-----–-------------–----------------------- კომისია, რომლის წევრი იყო რ------------ა და რომლის კომპეტენციაში შედიოდა სამშენებლო ნებართვების გაცემა. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ რ------------ამ, რომელიც ზ----------------–-----------ის გაუქმებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 22 ნოემბერს, მობილობის წესით, გადაყვანილი იქნა ზ----------------–-----------ის მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–-------------- სპეცია-–--ტად, უტყუარად იცოდა, მისი სამომავლო თანამდებობრივი გადაადგილების თაობაზე, არის აბსოლუტურად ჰიპოთეტური და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულების ანა-–-ზით. მეტიც, ზ----------------–-----------ის გამგეობის დებულებით, გამგეობის რეორგანიზაციის შემთხვევაში, სავალდებულოა გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე კონკურსის ჩატარების შესახებ. სასამართლო ასევე არ მიმოიხილავს სიღრმისეულად მოწმეთა განმარტებებს იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებიდან ვიდრე 2017 წლის 20 ნოემბრამდე, ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანებული ზ----------------–-----------ი ფაქტობრივად არ ახორციელებდა უფლებამოსილებას, რადგან ცალსახად არის დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დროს - 2017 წლის 9 ნოემბერს რ------------ა ჯერ კიდევ არ ასრულებდა ზ----------------–-----------ის მერიის ზ------------–----------------------------------------------------------------------–--------------ი სპეცია-–--ტის მოვალეობას და შესაბამისად ქ-----------ში მდებარე მიწასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების მოგვარება (მათ შორის ნებართვების გაცემა), არ შედიოდა მის უფლებამოსილებაში.
სასამართლო, განაჩენის დასაბუთების ამ ნაწილში, ზედაპირულად შეეხება იმ საკითხს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება - ქრთამის აღება, რომლის სამართლებრივ შეფასებაზე სასამართლო დაწვრილებით გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს, დამთავრებულია ქრთამის მოთხოვნის მომენტიდან. ამდენად, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ------------ას მიერ დანაშაულის ჩადენა (ქრთამის აღება) მოხდა 2017 წლის 9 ნოემბერს, როდესაც ამ უკანასკნელმა უ-–--------–-- მოსთხოვა 20000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ბრალდების მხარე რ------------ას ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, რაც ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარისვე მტკიცებით რ------------ამ დანაშაული ჩაიდინა სწორედ 2017 წლის 9 ნოემბერს, როდესაც უ-–--------–-- მოსთხოვა 20000 აშშ დოლარი და არა 2017 წლის 1 დეკემბერს, როდესაც უ-–--------–-- გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი - 10000 აშშ დოლარი, რაც ვერ აღწევს ამ დანაშაულისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნიშნულს, რადგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამად ითვლება თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.
ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უ-–--------–--თვის თანხის მოთხოვნის მომენტში - 2017 წლის 9 ნოემბერს, ქ-----------ში, წ-------–-- ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლა, სამშენებლო პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის მიღება და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების მოგვარება, რასაც ბრალდების მხარე ედავება რ------------ას, არ შედიოდა ამ უკანასკნელის უფლებამოსილებაში.
ბ) რაც შეეხება იმ საკითხის გარკვევას, შეეძლო თუ არა რ------------ას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ყველა პირობის შესრულება (მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლა, სამშენებლო პროექტის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის მიღება და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების მოგვარება) მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში დაკითხული რ------------ას თანამშრომლების - ი-----–--–----------ის, დ-------------ს, გ---------ას ჩვენებებით, არ დადასტურებულა, რომ რ------------ა სარგებლობდა ისეთი გამორჩეული სამსახურებრივი ავტორიტეტით, რომ ფაქტობრივი გავლენა მოეხდინა კომისიის წევრებზე, რომლებიც კოლექტიურად იღებდნენ გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. მათ ირიბადაც კი არ დაუდასტურებიათ, რომ რ------------ას სამსახურებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე შეეძლო ამ კატეგორიის საკითხების მისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტა. სასამართლოში დაკითხულმა დ-------------მ, რომელიც იყო რ------------ას უშუალო უფროსი ცალსახად დაადასტურა, რომ რ------------ას ევალებოდა კომისიაზე წარსადგენ დოკუმენტაციის მომზადება, თუმცა საკითხს კომისიაზე განსახილველად წარადგენდა არა რ------------ა, არამედ იგი, სადაც კომისიის ყველა წევრი, მათ შორის რ------------ა, სარგებლობდა ერთი ხმის უფლებით. ასევე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს რ------------ას სტატუსიდან და მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხომ არ დასტურდება მერიის იმ ორგანოებთან თანამდებობრივი ურთიერთობის ან ისეთი ფუნქციების შესრულება, რომელიც მას მისცემდა ფაქტობრივ და რეალურ შესაძლებლობას თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი გამოეყენებინა უ-–--------–--თვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად. აღსანიშნავია, რომ რ------------ას თანამდებობრივი სტატუსიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ იკვეთება არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი შესაძლებლობაც კი მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით ზემოქმედების შესახებ და მათ მიერ გადასაწყვეტი საკითხების რ------------ასთვის სასურველი ფორმით გადაწყვეტის თაობაზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ რ------------ას მისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით შეეძლო უ-–--------–--თვის დახმარების გაწევა - მიწის ნაკვეთის შესყიდვაში, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლაში, სამშენებლო პროექტის დამტკიცებაში, მშენებლობის ნებართვის მიღებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების მოგვარებაში, არის ისევ აბსოლუტურად ჰიპოთეტიური და არა თუ დასტურდება საქმეზე არსებული რომელიმე მტკიცებულებით, არამედ მათი შინაარსიდან გამომდინარე ასეთი შესაძლებლობაც კი ფაქტობრივად გამორიცხულია.
3.43. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ რ------------ამ, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილება ან იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი რითაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან მოაგვარებდა როგორც მიწის შესყიდვის, ასევე მიწის დანიშნულების შეცვლის, სამშენებლო პროექტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის მიღების და აღნიშნულთან დაკავშირებით წამოჭრილ ყველა საკითხს, მოტყუებით თითქოსდა შეეძლო ასეთი საკითხების მოგვარება უ-–--------–-- მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარი. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.44. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც თავად ბრალდებული რ------------ა უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მან შეცდომაში შეიყვანა უ-–--------–-, როდესაც ერთი მხრივ დაუმალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფო საკუთრებაში და მეორე მხრივ, როდესაც დაპირდა ისეთი საკითხების მოგვარებას, რისი მოგვარების შესაძლებლობაც ობიექტურად არ ჰქონდა. განაჩენის დასაბუთების ამ ნაწილში, სასამართლო მხოლოდ პირველ გარემოებაზე იმსჯელებს, რადგან ის ფაქტი, რომ რ------------ას არ ჰქონდა არც უფლებამოსილება და არც სამსახურებრივი ავტორიტეტი მიცემული პირობის შესასრულებლად, სასამართლომ ზემოთ უკვე დადასტურებულად მიიჩნია. მოწმეების უ-–--------–--, ლ---------------ს და ნ----------–----–-–---–ის ჩვენებებით ცალსახად არის დადგენილი, რომ რ------------ამ, უ-–--------–--თან სამივე შეხვედრის დროს 20000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აღუთქვა ამ უკანასკნელს მიწის ნაკვეთის შეძენასთან, სტატუსის შეცვლასთან, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და მიწასთან დაკავშირებულ სხვა საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით დახმარება. რ------------ას განზრახვაზე, მოეტყუებინა უ-–--------–- ცალსახად მიუთითებს ის გარემოებაც, რომ რ------------ამ ჯერ კიდევ უ-–--------–--თან შეხვედრამდე იცოდა ის ტერიტორიული ფარგლები, სადაც სურდა ამ უკანასკნელს მიწის ნაკვეთის შეძენა, რომლის არეალშიც ეძებდა იგი მიწას, რასაც ადასტურებს დაცვის მხარისვე მოწმე ბ--------------, რომელმაც განმარტა, რომ რ------------ა დაინტერესდა მისი მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობდა ქ-----------ში, წ-------–-- ქუჩაზე და ასევე ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ინვესტორისთვის შერჩეული იქნა ისევ ქ-----------ში, წ-------–-- ქუჩაზე მდებარე მიწა, სადაც ადრე რესტორანი იყო განთავსებული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც რ------------ა უ-–--------–--, თანხის სანაცვლოდ დაპირდა ისეთი საკითხების მოგვარებას, რისი შესაძლებლობაც მას ობიექტურად არ გააჩნდა, შეიცავს მოტყუების ელემენტს. რაც შეეხება რ------------ას მიერ უ-–--------–-- შეცდომაში შეყვანას მისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გზით, აღნიშნული დადასტურებულია თავად ბრალდებულის ჩვენებით, რომელმაც სასამართლოს მიუთითა, რომ ლ---------------ს წაქეზებით მოსთხოვა 20000 აშშ დოლარი უ-–--------–--. ამასთან განზრახ დაუმალა უ-–--------–--, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენაში, სტატუსის შეცვლაში და მასზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში დახმარებას პირდებოდა, იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. მოტყუების ელემენტი იკვეთება ასევე რ------------ას საქციელში, რომელმაც შეახვედრა უ-–--------–- მიწის ,,მესაკუთრეებს“, მაშინ, როდესაც დადასტურებულად იცოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო მათი საკუთრება. მოწმე ი-----–--–----------ემ დაადასტურა, რომ მან და რ------------ამ თავიდანვე გადაამოწმეს მიწის სტატუსი, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ მიწა იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთან, რ------------ამ სთხოვა არ გაემხილა უ-–--------–--თან, რომ მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფოს საკუთრებაში, რადგან ეშინოდა, არ დაეფრთხოთ ინვესტორი. უ-–--------–--თვის შეთავაზებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს კუთვნილება ასევე დადასტურებულია მოწმე ნ-----–----------ას ჩვენებითა და სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წერილით (-----------, რომლის მიხედვით ქ-----------ი, წ-------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში.
3.45. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რ------------ამ თანხის დაუფლების მიზნით განზრახ შეცდომაში შეიყვანა უ-–--------–-, როდესაც დაპირდა ისეთი საკითხების მოგვარებას, რისი შესაძლებლობაც ობიექტურად არ ჰქონდა. ამასთან, განზრახ დაუმახინჯა რეალობა, რათა უ-–--------–-- მიეღო მისთვის საზიანო გადაწყვეტილება.
3.46. სასამართლო, ასევე იმსჯელებს დაცვის მხარის ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტზე დანაშაულის სავარაუდო წაქეზების თაობაზე და განმარტავს, დასტურდება თუ არა აღნიშნული, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით.
3.47. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 49). სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნ--- თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51) ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128).
3.48. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საპროცესო ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა განეცხადებინა შეპასუხების, ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას, და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 69). ამასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში შეისწავლის prima facie საჩივარი მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზების თაობაზე წარმოადგენს თუ არა არსებით არგუმენტს ბრალდებულის დასაცავად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა მოცემული არგუმენტი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 54).
3.49. ამდენად, სასამართლო თავდაპირველად დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ არგუმენტთან დაკავშირებით მსჯელობს საპროცესო ტესტის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ რ------------ას სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, კერძოდ: დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობები, რომლებიც შეეხებოდა წერილობითი მტკიცებულებების დაშვებასა და მოწმეთა დაკითხვას. საქმის არსებითად განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა დაცვის მხარის მოწმეები - მ----------------, ბ--------------, გ---------ა, თავად რ------------ა, რომლებმაც მინიშნებებით ისაუბრეს ლ---------------ს და უ-–--------–-- მიერ რ------------ას შესაძლო პროვოცირების თაობაზე. გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება შეფასებას და მსჯელობას, თუ რატომ არ არის სახეზე მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის წაქეზება (პროვოკაცია) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს მატერიალური ტესტის ფარგლებში.
3.50. მატერიალური ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების, ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 55).
3.51. იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას შეისწავლის, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა გააჩნდა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 38).
3.52. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ტესტის ფარგლებში თავდაპირველად უნდა შეფასდეს იყო თუ არა რ------------ა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ან გააჩნდა თუ არა წინასწარი განწყობა დანაშაულის ჩასადენად ვიდრე დაიწყებოდა ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული, პირველი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საკითხზე (დანაშაულებრივი საქმიანობისა და დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობის არსებობას) მსჯელობას, რ------------ას საქმესთან სრულად რელ----ტური არ არის, ვინაიდან აღნიშნული კრიტერიუმი გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბრალდებულთან პირდაპირი და მიზანმიმართული კავშირი ხდება ოპერატიული თანამშრომლის მიერ, რათა გამოავლინოს დანაშაული, ან თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატიული თანამშრომელი შუამავლის მეშვეობით მიზანმიმართულად და აშკარად მოქმედებს დანაშაულის გამოვლენის მიზნით, როგორც ეს ,,რამანაუსკასის“ (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania) საქმეში განხორციელდა. არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს რ------------ას საქმეში, სადაც უშუალოდ რ------------ასთან დაკავშირება არ მომხდარა ოპერატიული თანამშრომელის მიერ, მისი მოთხოვნით ან სურვილით. როგორც გ---------ას ჩვენებიდან ირკვევა (არის დაცვის მხარის მოწმე და ბრალდებულის საუარესოდ რაიმე დაინტერესება ფაქტობრივად გამორიცხულია), ლ---------------მ არაფერი იცოდა რ------------ას შესახებ და ლ---------------მ თავდაპირველად სწორედ მას მიმართა თხოვნით დახმარებოდა მიწის ნაკვეთის მოძებნაში და სწორედ გ---------ამ გადაწყვიტა ლ--------------- დაეკავშირებინა რ------------ასთვის. ის გარემოება, რომ გ---------ა არ მოქმედებდა ლ---------------ს ან/და უ-–--------–-- დავალებით რ------------ას მხილების მიზნით, ეს ფაქტია, ვინაიდან აღნიშნული არც რაიმე მტკიცებულებით დასტურდება, არც დაცვის მხარეს დაუყენებია ეჭქვეშ ეს საკითხი, მეტიც ეს უკანასკნელი თავად წარმოადგინა სასამართლოში დაცვის პოზიციების გასამყარებლად და ობიექტურადაც ისეთი გარემოება, რაც გ---------ას მიმართ ოპერატიულ სამსახურთან კავშირის თაობაზე ეჭვს გააჩენდა, არ არსებობს. გ---------ამ ლ--------------- თავისი ინიციატივით, ნებაყოფლობით დააკავშირა რ------------ას, რომელსაც ლ---------------მ მხოლოდ დახმარება სთხოვა. რ------------ა აქტიურად ჩაერთო მიწის ნაკვეთის შესყიდვის საკითხის მოგვარებაში, შესაბამისად, ოპერატიული თანამშრომლების რაიმე დაინტერესება რ------------ას მიმართ, რომ წაექეზებინათ დანაშაულის ჩადენაში (როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს), ამ ეტაპზევე გამოირიცხება. ბრალდებულის მითითება, იმის თაობაზე, რომ იგი დაიყოლია ლ---------------მ, რათა სწორედ მას მოეთხოვა უ-–--------–--თვის 20000 აშშ დოლარი, საიდანაც 3000 აშშ დოლარი უნდა მიეცა ლ---------------სთვის, რადგან ეს უკანასკნელი ერიდებოდა ა-–--თან ურთიერთობის გაფუჭებას, თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის არა დანაშაულის პროვოკაცია, არამედ შეთანხმება დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად და როლების განაწილება. თუმცა სასამართლო რა თქმა უნდა ვერ იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს კონკრეტული ბრალდების ფარგლებში და სხვა პირთა შესაძლო ბრალეულობაზე მინიშნებაც კი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან ბრალდების ფარგლების გაცდენა. ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ გამოძიება დაიწყო და შესაბამისად რ------------ას მიმართ ოპერატიული ღონისძიებები დაიგეგმა მხოლოდ უ-–--------–-- მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმირების შემდეგ რ------------ას მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის თაობაზე. რაც შეეხება უ-–--------–-- მიერ განხორციელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნ----------–----–-–---–ის ჩვენებას, რომლის მიკერძოება არც დაცვის მხარეს დაუყენებია ეჭვქვეშ, რომელმაც განმარტა, რომ უ-–--------–- იყო უცხოელი, არ ესმოდა ადგილობრივი ენა და მას არ გაკვირვებია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ თავის დაზღვევის მიზნით აპირებდა რ------------ასთან საუბრის ჩაწერას. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმ პირობებში როდესაც რ------------ა ფაქტობრივად ერთი თხოვნით დასთანხმდა უ-–--------–--თვის მიწის შესყიდვაში დახმარების თაობაზე, მისივე განმარტებით მოიძია რამდენიმე გასაყიდი მიწის ნაკვეთი და მყიდველი დააკავშირა ,,გამყიდველს“, აკონტროლებდა იმ საკითხს, უ-–--------–-- შემთხვევით არ გაეგო, ვინ იყო მიწის ნაკვეთის რეალური მეპატრონე, იყო აშკარად აქტიური და დაინტერესებული და ამოძრავებდა საკუთარი გამორჩენის ინტერესი. კიდევ ერთი კრიტერიუმი რაც მნიშვნელოვანია დანაშაულის პროვოკაციის მატერიალური ტესტის შეფასების კონტექსტში - ბრალდებულის მიმართ ზეწოლის გამოყენების ინტენსივობა რ------------ას აქტიური როლისა და დაინტერესების პირობებში სახეზე არ არის და დანაშაულის წაქეზების ეს ელემენტიც არ არსებობს.
3.53. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია რ------------ას მიერ დანაშაულის ჩადენაში წაქეზების თაობაზე არ არის საფუძვლიანი და არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანა-–-ზით.
3.54. ამდენად, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. – 2.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვა-–-ფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქრთამის აღებისათვის. აღნიშნული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და მათი ნორმალური ფუნქციონირება. საჯარო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობაზე და პატიოსან საქმიანობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. აღნიშნულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, კერძოდ: მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი. დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება ქრთამის აღებაში. სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამს იღებს ან ითხოვს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებისა ან შეუსრულებლობისათვის. ამასთან, განხორციელებული მოქმედება შეიძლება ოთხი სახის იყოს: ა) იგი შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში; ბ) არ შედიოდეს სახელმწიფო მოხელის უშუალო უფლებამოსილებაში, მაგრამ მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებით შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებას ან შეუსრულებლობას; გ) სახელმწიფო მოხელემ სამსახურებრივი მფარველობა გაუწიოს ქრთამის მიმცემს; დ) დაფაროს ქრთამის მიმცემის მიერ დაშვებული შეცდომები და არაკვა-–-ფიციური მუშაობა. დანაშაული - ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ამ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტი არის ის საჯარო მოხელე, რომელსაც მართა-–-ა არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს სათანადო მოქმედება ქრთამის მიმცემის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია მიიღოს ზომები სხვა მოხელის მიერ კონკრეტული მოქმედების შესასრულებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქრთამის ამღებ მოხელესა და იმ მოხელეს შორის, ვისზეც დამოკიდებულია ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა, ურთიერთობა ქრთამის ამღების სამსახურებრივი მდგომარეობით იყოს განპირობებული (მაგ, მაღა-–- პოსტი მთავრობაში, პარლამენტში). პირადი ურთიერთობის გამოყენება (მაგ. მეგობრობა, ნათესაური დამოკიდებულება), რასაც მოხელის სამსახურებრივ მდგომარეობასთან (ავტორიტეტთან) არანაირი კავშირი არ აქვს ან მოხელეს არ შეუძლია შეასრულოს დაპირებული ქმედება (არ შედის მის სამსახურებრივ კომპეტენციაში და არც საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ პირებზე აქვს თანამდებობრივი გავლენა), გამორიცხავს ქრთამის აღების შემადგენლობას და ასეთი ქმედება მოტყუების კომპონენტის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დაკვა-–-ფიცირდეს თაღლითობად. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთ მაკვა-–-ფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს ქმედება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით თანხა ათი ათასი ლარის ზევით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად – თანხა ოცდაათი ათასი ლარის ზევით.
4.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ ქრთამის ობიექტურად შერაცხვისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება არ შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, მაგრამ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედების შესრულებას/ შეუსრულებლობას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის დადგენა, რომ მოხელე სწორედ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით აპირებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის №497აპ-17 გადაწყვეტილება).
4.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვა-–-ფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვა-–-ფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით სამართლებრივად არამართებულია და რ------------ას ქმედება უნდა გადაკვა-–-ფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.4. სასამართლოს აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა, რომ რ------------ამ უ-–--------–-- გამოართვა ფულადი თანხა - 10000 დოლარის ოდენობით, რაც სადავო არ არის. ასევე დადგინდა, რომ ის საკითხები, რომლის მოგვარებასაც ჰპირდებოდა ბრალდებული უ-–--------–-- არ უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და არც იმგვარი თანამდებობრივი ავტორიტეტი გააჩნდა რ------------ას, რომ გამგეობის ან/და მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში ჩარეულიყო სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, რომლითაც უზრუნველყოფდა უ-–--------–--თვის მიწის ნაკვეთის შესყიდვას, მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლას ან მშენებლობის ნებართვის გაცემას. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული რ------------ას სამსახურებრივი შემხებლობა (უფლებამოსილება) დანაშაულის ჩადენის დროს ქ-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებთან (სტატუსის შეცვლა, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სხვა). ასევე, ბრალდების მხარის მხოლოდ ჰიპოთეტური მითითება, რომ რ------------ა გამოიყენებდა თანამდებობრივ ავტორიტეტს, ვერ დაედება საფუძვლად ქრთამის აღების შემადგენლობისათვის სავალდებულო ისეთი ნიშნის უტყუარად დადგენას, როგორიც არის ქმედების განხორციელება თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
4.6. ამდენად, მოტყუება ამ დანაშაულის შემადგენლობაში წარმოადგენს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებას. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა (ქონების დაუფლება). სწორედ ამიტომ მოტყუება როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის დანაშაულის - თაღლითობის შემადგენლობაში და სწორედ ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანაში ცრუ მონაცემების (ინფორმაციის) მიწოდების საფუძველზე. თაღლითობის დროს დამნაშავის მიერ მიწოდებული ტყუილი ცნობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგა-–-თად: შეიძლება ეხებოდეს მის პიროვნებას, უფლებამოსილებას, იურიდიულ ფაქტებს და სხვა.
4.7. ქმედების თაღლითობად დაკვა-–-ფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
4.8. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ რ------------ამ უ-–--------–-- მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გამოართვა თანხა 10000 აშშ დოლარი, თუმცა არ მიეცა მისი სარგებლობა/განკარგვის შესაძლებლობა, ვინაიდან დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა.
4.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
4.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატა დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ აღნიშნულ საქმეში, როდესაც დაზარალებულმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მთლიანად გამოირიცხა ბრალდებულის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ან მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის - საკუთრების უფლების ხელყოფა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ დანაშაულის საგნის - დაზარალებულის კუთვნილი თანხის დაუფლების გზით, რისი შესაძლებლობაც გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს თავისი კუთვნილი თანხა არ გადაუცია ბრალდებულისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი დააკავეს. თანხა რომელიც ოპერატიულ ღონისძიების ჩატარების დროს გადაეცა მსჯავრდებულს, წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საკუთრებას, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ აღნიშნული ინსპექციის თანამშრომლები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვა-–--წინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იყო არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა, რაც გამოიწვევდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის #1106აპ-10 განჩინება; ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის #2108აპ-07 განჩინება).
4.11. მოცემულ შემთხვევაშიც, თანხის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით სახეზეა არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც უ-–--------–-მ რ------------ას გადასცა ს----–-–------------------------------------ კუთვნილი თანხა, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვა-–--წინებით, სასამართლო აფასებს და იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიაჩნია, რომ რ------------ას მიერ ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ რაც შეეხება დანაშაულის მაკვა-–-ფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ------------ას მიერ მიღებული თანხის 10 000 აშშ დოლარის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის - 10 000 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაულის (მცდელობის) - თაღლითობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვა-–-ფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა.
4.13. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვა-–--წინებული დანაშაული - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. რ------------ას პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვა-–--წინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს რ------------ას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
6.4. სასამართლო რ------------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვა-–--წინებს დანაშაულის მოტივს - ანგარებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას - რაც გამოიხატა საქართველოში ინვესტირების სურვილის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქის მოტყუებაში, რაც შორსმიმავალ პერსპექტივაში საფრთხეს უქმნის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - რაც გამოიხატა თანხის დაუფლების მიზნით არსებული რეალობის განზრახ შეცვლაში და დაზარალებულის განზრახ შეცდომაში შეყვანაში. სასამართლო ასევე ითვა-–--წინებს რ------------ას პიროვნებას - ხასიათდება დადებითად, მის ეთიკურ და კანონის შესაბამის ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს რ------------ას რესოცია-–-ზაციას.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: რ------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; რ------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10000 აშშ დოლარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ს----–-–----------------------- სამსახურს; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ორი ცა-–- DVD-R დისკი (ფონოგრამა), უ-–--------–-- მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად მოპოვებული მასალა, ჩაწერილი ერთ CD-R დისკზე, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ------------ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტიდან გადაკვა-–-ფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე.
2. რ------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. მსჯავრდებულ რ------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
4. რ------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
· რ------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და მობილური ტელეფონი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
· რ------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10000 აშშ დოლარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს ს----–-–----------------------- სამსახურს.
· ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ორი ცა-–- DVD-R დისკი (ფონოგრამა), უ-–--------–-- მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად მოპოვებული მასალა, ჩაწერილი ერთ CD-R დისკზე, ხმის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე