განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/259-18
(№092181217002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: გიორგი ჯავარაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ი----------------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი №-----------, საქართველოს და თურქეთის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-------------–----------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------–-------–------------------------------------------;
ადვოკატი: გელა ნიკოლაიშვილი,თარჯიმანი: სევილ ომაროვა,ქმედების კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოთხი ეპიზოდი), ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტები, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - 2017 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი:
ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ ორი ცალი 100 აშშ დოლარის და ერთი ცალი 100 თურქული ლირას კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 17 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ--–--------–--–-------------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაასაღა ა---------------–უზე.
ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - 2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი:
ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ ერთი ცალი 100 აშშ დოლარის და ორი ცალი 100 თურქული ლირას კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 23 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ--–--------–--–-------------–---------ოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 150 ლარად გაასაღა ა---------------–უზე.
ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - 2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი:
ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ ერთი ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 26 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ--–--------–--–-------------–---------ოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაასაღა ა---------------–უზე.
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - 2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი:
ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა დიდი ოდენობით ყალბი ფული, კერძოდ 5000 აშშ დოლარი და 5000 თურქული ლირა, რომელსაც ინახავდა გასაღების მიზნით და 2017 წლის 27 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ--–--------–--–-------------–---------ოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შეეცადა გაესაღებინა ა---------------–უზე.
ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი:
ი----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შეიძინა ყალბი ფული, კერძოდ 3 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, რომელსაც 2017 წლის 27 დეკემბერს ინახავდა გასაღების მიზნით ქ--–--------–--–-----–--------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
2017 წლის 18 დეკემბერს, დანაშაულის შესახებ ზეპირი შეტყობინების ოქმის საფუძველზე, საქმეზე დაიწყო გამოძიება დიდი ოდენობით, ყალბი აშშ დოლარისა და ყალბი თურქული ლირის კუპიურების გასაღების ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორია ა---------------–უ. 2017 წლის 18 დეკემბრის საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილებით, სისხლის სამართლის №092181217002 საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს.
ბრალდებულმა ი----------------მა ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ საქართველოში გაიცნო ჰ-----------ი და ი-–---ი, რომლის გვარიც არ იცის. ჰ-----თან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. მანვე შესთავაზა, რომ თუ ყალბი ფულის გასაღებაში დაეხმარებოდა, რაღაც პროცენტებს მასაც მისცემდა და დასთანხმდა ამ შეთავაზებას. როგორც ჰ---იმ უთხრა, ფული ი-–---ს ჰქონდა ჩამოტანილი და აზერბაიჯანში და რუსეთში უნდა მიეცათ სხვებისთვის. ორივე მათგანი იცნობდა ა---------------–უს, რომელსაც ყალბი ფულის შეძენა სურდა და რამდენჯერმე მიყიდა მას ყალბი ფული. აშშ დოლარი და თურქული ლირა ჰ-----------მა თავისსავე სახლში მისცა. ა----ი დაინტერესებული იყო 5000 აშშ დოლარის და ლირის შეძენით, უთხრა, რომ უკვე ბეც ჰქონდა აღებული და თუ არ მიუტანდა მყიდველს ფულს, ჯარიმის გადახდა მოუწევდა. ამ საქმეზე მას რუსთავში შეხვდა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყალბი ვალუტა ჰ-----------ს ეკუთვნის. როდესაც ა----ს ხვდებოდა, ჰ---იც და ი-–---იც მანქანაში ელოდებოდნენ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც ა----ისთვის ფული უნდა მიეცა, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
მოწმე ნ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ი----------------ის მეუღლეა და მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ყალბი ვალუტის საქმეზეა დაკავებული. სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ყალბი ვალუტა მისი მეუღლის არ ყოფილა, როგორც იცის, ჰ-----------მა მისცა მის მეუღლეს და ის ინახავდა. ჰ-----------ი ურეკავდა და საქმესთან დაკავშირებით ეკითხებოდა. მას არ უნდოდა, რომ ი-------ი ალაპარაკებულიყო.
მოწმეებმა კ---------------–---–მა, გ-------------------–---–მა, დ-------------ემ, ტ---------------ემ, ქ----------–---–---–მა, ბ------------------–მა, ნ-------–-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე.
მოწმე კ---------------–---–ის განმარტებით, ქვემო ქართლის სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-გასაღების ფაქტზე, გამოძიებას აწარმოებდა გ------------------ე ა---------------–უს განცხადების საფუძველზე, როგორც მან განაცხადა ი----------------მა მას გადასცა ყალბი დოლარისა და ლირის კუპიურები. ამის შემდეგ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებები და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ი----------------ი და ჰ-----------ი თავიანთ საცხოვრებელ მისამართებზე ინახავდნენ ყალბ ვალუტას, დაიგეგმა მათი ბინების ჩხრეკა. პირადად იგი მონაწილეობდა ჰ-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. იქ დახვდათ ჰ-----------ის მეუღლე, მას გააცნეს დადგენილება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ბავშვის ოთახიდან ამოიღეს შავი ფერის ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ყალბი აშშ და თურქული ლირის კუპიურები, რომლებსაც ერთიდაიგივე ნომრები ჰქონდა. გამომძიებელმა შეადგინა ჩხრეკის ოქმი, რასაც ხელი მოაწერა ყველა მონაწილე პირმა.
აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა დაადასტურა ასევე ქ----------–---–---–მა და მიუთითა იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომელიც ჩატარდა მისი მონაწილეობით.
მოწმე გ-------------------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ი----------------ის დაკავებასა და მის პირად ჩხრეკაში. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ქ------–--ში, კერძოდ ვ---------–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროცესო მოქმედებაში ასევე მონაწილეობდა ინსპექტორ-გამომძიებელი ბ-----------ე, თარჯიმანი ნ----------------ა და გამომძიებელი დ-------------ე. როდესაც ბრალდებული ხვდებოდა ა---- ა----------–---, შენიშნეს, რომ მას ხელში ეკავა თეთრი პაკეტი, რომელიც დაკავებისას დააგდო, პაკეტი ა---------------–უსგან იქნა ამოღებული და მასში იდო 5 000 დოლარი და 5 000 თურქული ლირა. ბრალდებულს თარჯიმნის მეშვეობით გააცნეს უფლება-მოვალეობები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე დ-------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა ბრალდებულის დაკავების შესახებ, ვინაიდან იგი არის თურქეთის მოქალაქე და დანიშნა ექსპერტიზა ვალუტის სიყალბის დასადგენად.
მოწმე ტ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დადგენილების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო მ------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა აშშ დოლარის კუპიურები.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით, საქმეზე განხორციელდა ი----------------სა და ა---------------–უს შორის როგორც სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერა, ისე მათი შეხვედრების ფარული ვიდეო გადაღება. ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სასამართლოს განჩინებების საფუძველზე.
სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ა---------------–უს გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, ამ უკანასკნელის საქართველოში არ ყოფნის გამო. მისი 2017 წლის 18 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 17 დეკემბერს, საღამოს საათებში, ის და ი----------------ი ერთმანეთს შევხვდნენ ქ------–--ში, ვ---------–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ერთმანეთი მოიკითხეს, ისაუბრეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე, საუბრისას ი----------------მა უთხრა, რომ მას გასაყიდად ჰქონდა მაღალი ხარისხის ყალბი აშშ დოლარის და ყალბი თურქული ლირის კუპიურები და ეწეოდა ამ ყალბი კუპიურების საქართველოში გასაღებას. ი----------------მა, ასევე უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლო მისთვის მიეყიდა ყალბი 10 000 აშშ დოლარის და 40 000 თურქული ლირის ოდენობის ყალბი კუპიურები. ი----------------მა ასევე სთხოვა, რომ დახმარებოდა აღნიშნული ყალბი კუპიურების მყიდველი კლიენტის მოძიებაში. აღნიშნულის შემდეგ, ი----------------მა ნიმუშის სახით გადასცა 2 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურები და ერთი ცალი ყალბი თურქული 100 ლირის კუპიურა, რის შემდეგაც ი----------------მა უთხრა, 1 ცალ ყალბ 100 აშშ დოლარის კუპიურას იგი გაყიდდა 40 %-ში ანუ 40 ნამდვილ თურქულ ლირად (ან/და მის ექვივალენტი ლარში.) ი----------------ის სიტყვებით ყალბი კუპიურები, რომელსაც იგი ყიდდა, იყო კარგი ხარისხის და უპრობლემოდ შეიძლებოდა მათი გასაღება სავალუტო თუ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და უთხრა, რომ დაფიქრებულიყო მის შეთავაზებაზე და პასუხი ტელეფონზე ეცნობებინა. ყოველივე აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო სამსახურს. მას თან აქვს ი----------------ის მიერ, 2017 წლის 17 დეკემბერს მასზე ნიმუშის სახით გადმოცემული 2 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურები და ერთი ცალი ყალბი თურქული 100 ლირის კუპიურა.
2017 წლის 18 დეკემბრის ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ------------------ის მიერ, ა---------------–უსაგან ამოღებულ იქნა 2 ცალი აშშ დოლარი და თურქული 100 ლარიანი კუპიურა.
ა---------------–უს 2017 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 17 დეკემბერს, ქ------–--ში, ვ---------–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ი----------------ის მიერ, ნიმუშის სახით გადაცემული ყალბი 100 აშშ დოლარისა და ერთი ცალი ყალბი თურქული 100 ლირის კუპიურებთან დაკავშირებით, დაახლოებით 13:00 საათზე, ტელეფონით ესაუბრა ი----------------ს, რომელმაც საუბარში უთხრა, რომ თუ სურვილი ჰქონდა მისგან ეყიდა ყალბი აშშ დოლარის და ყალბი თურქული ლირის კუპიურები, პასუხი მალევე ეთქვა მისთვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მის ხელთ არსებულ ყალბ კუპიურებს სხვაზე გაასაღებდა. ი----------------მა უთხრა, რომ თუ მის შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდებოდა, დღეს დაახლოებით 14:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში იგი ჩამოვიდოდა რუსთავში და გასაყიდად ჩამოუტანდა ყალბ 10 000 აშშ დოლარს და ყალბ 40 000 თურქულ ლირას და ამ ოდენობის ყალბი კუპიურების სანაცვლოდ მისთვის უნდა გადაეხადა 18 945 ნამდვილი ლარი. მან ასევე უთხრა, რომ თუ ყალბი ფულის მყიდველ კლიენტს უშოვიდა, ამ საქმიდან გარკვეული პროცენტი მასაც შეხვდებოდა.
ა---------------–უს გამოკითხვის შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში
დაიგეგმა მისი და ი----------------ის შეხვედრა. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ N244 ოქმის მიხედვით, 2017 წლის 19 დეკემბერს, 15:19:06 საათიდან 17:31:33 საათამდე, ქ--------------–-----------------ში განთავსებულ რესტორან „-------–-----------------------–---–---------------------–---–-------- კორპუსში შედგა ა---------------–უსა და ი----------------ის შეხვედრა. მათ შორის საუბარი მიმდინარეობდა თურქულ ენაზე, ა----ი ი-------ს მიმართავს, რომ ყველაფერი მზად არის, დაუწეროს რამდენი გამოსდის სულ, აწი ის გამყიდველია, ხოლო თვითონ მყიდველი, ზედმეტი არავინ უნდათ. ი-------ი ეუბნება, რომ თურქეთში თუ გაუშვებს, იქ როგორიც უნდა და რამდენიც უნდა შეარჩევს, იყიდის, მისი მეგობრები არიან. ა----ის შეკითხვაზე რამდენად შეაფასებს მაგალითად 100-200 000 ლირას რომ შეუკვეთონ, ი-------ი პასუხობს, რომ სულ გამოდის 18 945 ლარი, ა----ი ამბობს, რომ მას უთხრეს, რომ მან უნდა შეისყიდოს, დაათვალიეროს და მერე გადაუხადე ფულიო. ერთმანეთში საუბრობენ შესყიდვის პროცენტზე. ი-------ი სთავაზობს ა----ს, რომ ამ ადგილს არ იცნობს და მანქანით წითელ ხიდამდე მისულიყვნენ და ყიდვა-გაყიდვა იქ მოეხდინათ, ი-------ის განმარტებით, ფული აქ რომ მოეტანა, არავის იცნობდა, აქაურობას არ ენდობოდა, იქნებ კამერები იყო. ი-------ი ამბობს, რომ რუსთავში წავა, აიღებს და მოვა, ბაზრობამდე მივა, გამოართმევს და მივა. ა----ი ამბობს, რომ ლირა ძალიან ხარისხიანია, ცოტა ფასიც რომ დაუკლოს, კარგი იქნება, რაზეც ი-------ი პასუხობს, რომ 100 000-ს რომ იყიდის, მერე დაუკლებდა, ამ ეტაპზე ვერა. ა----ი ამბობს, რომ სახლში გადასულიყვნენ, შემდეგ ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ დაერეკა და მოეტანათ. ი-------ი რეკავს და შემდეგ თანმხდებიან, რომ ი-------ი გამოართმევს ფულს და უკან დაბრუნდება, ასევე ამბობს, რომ 50 000 ლირა და 10 000 დოლარი აქვს წამოღებული, რომელიც საქართველოში არ დაუშლია, დანარჩენ საქმეს რუსეთში აკეთებს, საქართველოში არც ერთი თანხა არ დაუშლია.
2017 წლის 19 დეკემბრის ოქმით ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშების სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა 19 000 ლარი.
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, ა---------------–უ მოწმის სახით კვლავ გამოიკითხა 2017 წლის 20 დეკემბერს, მისი ჩვენების მიხედვით, 19 დეკემბერს, დაახლოებით დღის 14-15 საათის პერიოდში, ქ----------–----–-----------------ზე არსებულ რესტორან ,,ო-------“ ერთ-ერთ კუპეში შეთანხმებისამებრ შეხვდა ი----------------ს, რომელსაც შეთანხმებისამებრ მისთვის მისაყიდად უნდა მოეტანა 40 000 ყალბი თურქული ლირა და 10 000 აშშ დოლარის კუპიურები. ი----------------ს მან უთხრა, რომ ყალბ კუპიურებს იგი ძვირად ყიდიდა და სთხოვა, თურქული ლირის ყალბი კუპიურების შესაძენი ფასის მისთვის დაკლება, ი----------------ს მან ასევე სთხოვა, რომ მას აეღო საწერი კალამი და ფურცელი რათა ჩამოეწერა მის მიერ გასაყიდი 40 000 ყალბი თურქული ლირის კუპიურებზე და 10 000 ყალბ აშშ დოლარზე (3000 ძველი კუპიურები და 7 000 ახალი კუპიურებზე) მის მიერ მასზედ გადასახდელი თანხის ოდენობა, როგორც თითოეულზე ცალ-ცალკე და ისე ერთობლივად. ი----------------მა დაიანგარიშა ზემოთ აღნიშნული ყალბი კუპიურებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა და უთხრა რომ ყალბ 40 000 ლირას იგი მიყიდდა 40 %-ში, 3 000 დოლარის ძველი აშშ დოლარის კუპიურებს მიყიდდა 35%-ში, ხოლო 7 000 ახალი წარმოების აშშ დოლარს კი - 30 %-ში. ი----------------ის სიტყვებით ზემოთაღნიშნულ 40 000 ყალბ თურქულ ლირაში და 10 000 ყალბ აშშ დოლარში მას ჯამში უნდა გადაეხადა 18 940 ნამდვილი ქართული ლარი. ყოველივე ზემოთაღნიშნული ი----------------მა ჩამოწერა მომცრო ფურცელზე, რომელიც შემდგომ მას მოაწოდა. როდესაც მან ი----------------ს აღნიშნული ფურცელი გამოართვა და დახედა მასზე შემდეგი იყო დაწერილი: 40 000 ყალბი თურქული ლირისთვის უნდა გადაეხადა 10 400 ლარი, ახალი წარმოების ყალბ 7000 აშშ დოლარში უნდა გადაეხადა 6245 ნამდვილი ქართული ლარი, ხოლო ძველი წარმოების ყალბი 3 000 აშშ დოლარისათვის უნდა გადაეხადა 2295 ნამდვილი ქართული ლარი. ჯამში მის მიერ ზემოთ აღნიშნულ ყალბ კუპიურებში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 18940 ნამდვილ ქართულ ლარს. საუბრისას მან ი----------------ს ასევე უთხარა, რომ ყალბი თურქული ლირის შესასყიდი პროცენტი იყო ძალიან დიდი (ძვირი) და მოსთხოვა პროცენტის დაკლება, აღნიშნულზე ი----------------ი არ დასთანხმდა და განუცხადა, რომ ამჯერად ყალბ თურქულ ლირებს მიყიდიდა 40 %-ში, ხოლო შემდგომში ფასზე შეიძლებოდა თავიდან შეთანხმებულიყვნენ. როდესაც მან ი----------------ს უთხრა, რომ ყალბი კუპიურების შესასყიდი თანხა 19000 ლარი თან ჰქონდა, რომელიც როგორც მან ი----------------ს აუხსნა, წარმოადგენდა ყალბი კუპიურების შემძენი პირის-კლიენტის მიერ ყალბი კუპიურების შესაძენად მისთვის გადმოცემულ თანხას. ამიტომ, მან ი----------------ს უთხრა, რომ იგი მზად იყო ყალბი კუპიურების შესასყიდლად, ამაზე ი----------------მა უპასუხა, რომ იგი ყალბ კუპიურებს რესტორან ,,-------ში” არ მიყიდდა, რადგან ი----------------ი აღნიშნულ ადგილს არ იცნობდა და მისი განცხადებით უმჯობესი იყო, რომ მას მისთვის აღნიშნული ყალბი კუპიურები რაიმე სხვა ადგილას მიეყიდა. მან შესთავაზა რამდენიმე ადგილი, მათ შორის წითელი ხიდის ტერიტორია, რაზეც იგი არ დათანხმდა და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ი----------------ი ყალბ კუპიურებს მიყიდდა მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში (------------------–---–----------- სადაც მასზე მისაყიდ ზემოთ აღნიშნულ ყალბ კუპიურებს მისი ახლობლები მოუტანდნენ. ამის შემდეგ იგი და ი----------------ი რესტორან ,,-------იდან“ ფეხით წავიდნენ მის საცხოვრებელ ბინაში (------------------–---–----------- სადაც ი----------------ისათვის მისივე ახლობლებს უნდა მოეტანათ მისთვის მისაყიდი ყალბი კუპიურები. მის საცხოვრებელ სახლში მისვლის შემდეგ ი----------------ს მისთვის უცნობმა პირებმა დაურეკეს მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე და მათ ი----------------მა უთხრა მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი და ასევე უთხრა რომ ისინი მისულიყვნენ ე.წ სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საშაურმესთან, სადაც ი----------------იც მივიდოდა და მათ შეხვდებოდა. აღნიშნულის შემდეგ მან ი----------------ს უთხრა, რომ მას მერე რაც იგი შეხვდებოდა საკუთარ ნაცნობებს, მოსულიყო მასთან და მოეტანა ყალბი კუპიურები, რომელსაც იგი მაშინვე შეიძენდა, რის შემდეგაც ისინი დაშორდნენ, აღნიშნულზე ი----------------მა შესთავაზა, რომ ამ საქმის დასრულების შემდეგ ისინი გადასულიყვნენ ახალქალაქში და იქ ორი ან სამი ყალბი კუპიურა გაესაღებინათ. მან საუბრისთანავე უთხრა, რომ იგი ძირითადად რუსეთში ყიდიდა ყალბ კუპიურებს. ამის შემდეგ ი----------------ი წავიდა საკუთარ ახლობლებთან შესახვედრად, რათა მათგან აეღო და მოეტანა მისთვის მისაყიდი ყალბი კუპიურები.
2017 წლის 20 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, გამომძიებელ ნ-------–-------ის მიერ ა---------------–უსაგან ამოღებულ იქნა ჩანაწერების ფურცელი, სადაც აღნიშნულია 40000 TL 10400L, 7000$6245L, 3000$2295L, ხაზს ქვემოთ 18940.
ა---------------–უს 2017 წლის 21 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 20 დეკემბერს ღამის საათებში, როდესაც აპირებდა დაძინებას, ტელეფონზე დაუკავშირდა ი----------------ი და უთხრა, რომ იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის კარებთან და სთხოვა, რომ კარები გაეღო და იგი შემოიპატიჟა სახლში. ი----------------მა, საუბრისას უთხრა, რომ იმ დღეს რაღაც პირადი მიზეზების გამო ვერ მოახერხა ყალბი კუპიურების მასზე მიყიდვა. ი----------------მა ასევე უთხრა, რომ ყალბი კუპიურების გაყიდვა ეჩქარებოდა და დაამატა, რომ რამოდენიმე დღეში დაკავშირდებოდნენ ერთმანეთს და შეთანხმებულიყვნენ შეხვედრის დროზე და ადგილზე. ი----------------ის სიტყვებით, შეხვედრაზე იგი მასზე მისაყიდად მოიტანდა ყალბი აშშ დოლარის და ყალბი თურქული ლირის კუპიურებს, რა დროსაც თან უნდა ჰქონოდა აღნიშნული ყალბი კუპიურების საყიდელი თანხა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, განხორციელდა 2017 წლის 22 დეკემბრის 22:00 საათიდან 2018 წლის 20 იანვრის 22:00 საათამდე პერიოდში, ი----------------ის მობილურ ტელეფონის ნომერზე 574 01 01 52 სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, რაც შეწყდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 29 დეკემბრის 14:31 საათიდან. 2017 წლის 22 დეკემბრის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების N483 ოქმის მიხედვით: საკონტროლო ობიექტიდან მამაკაცი (მ) ურეკავს ა----ს (მ1), 2017 წლის 23 დეკემბერს საუბარი ეხება ვ---------–ის მეტროსთან შეხვედრას, ა----ი ამბობს, რომ ფული გამოართმევინა, 2017 წლის 24 დეკემბერს ისევ განხორციელდა ზარი, ა----ი (მ1) საუბარში ამბობს, რომ ფული სჭირდება, იძულებული არის ირბინოს, სახლის ქირა აქვს გადასახდელი, ასევე ა----ი ეუბნება, რომ იმ საღამოს ხომ უნდა მოეცა, 5 000 კიდევ უნდა მოგცეო, აქამდე ხალხმა საქმე ვერ გააკეთა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ გაჩერებულია 40 000, 15 000. ა----ი ამბობს, რომ იმ კაცს ეშინია, საქართველოს არ იცნობს. 2017 წლის 26 დეკემბრის საუბარი ეხება თანხის საკითხს, კერძოდ ა----ი ამბობს, რომ მეორე მხარემ დარეკა, დილით ადრე, ბანკი როგორც კი გაიხსნება, მის ანგარიშზე 6 ათას ლარს ჩარიცხავს, რაზეც თანამოსაუბრე ეკითხება, რომ 6 ათასი ლარი საკმარისი თუ არის, 9 ათასი ლარი, 8 950 ლარი, ა----ი პასუხობს, რომ 5 850. 5 850 ლარი მან არ დათვალა, თვითონ კი 6 ათასი ლარი თქვა. ა----ი ამბობს, რომ მის ანგარიშზე რიცხავს, ასევე მასთან თხოვნა აქვს, სანამ ფულს არ აიღებს, მასთან არ მივიდეს, ხომ თქვა, რომ სხვისგან იღებდა და მოვდივარო, კაცი თუ არ მისცემდა და არ მოიტანდა, მასთან საერთოდ არ მოსულიყო, ბოლოს ფული, რომ მისცა, ანუ, ბოლო ფული, დღეს, ბოლო ფული, სხვაგან, ისიც ხვალ არა და ზეგ. ხვალ არა ზეგ. ა----ს მოსაუბრე ეკითხება, თუ რამდენია, რაზეც ა----ი ამბობს, რომ 25 თურქულ ლირას ითხოვდა. მან უთხრა, რომ 35-ზე ზევით ვერ მისცემდა. ცოტა რჩებოდა, მაგრამ რა ქნას, მეორე პირი ეუბნება, რომ დაელაპარაკებოდა, ა----მა უპასუხა, რომ დალაპარაკებოდა, მაგრამ ხვალ ამანათი უნდა მოიტანოს, აიღებს, ჯიბეში ჩაიდებს და მივა.
ა---------------–უს 2017 წლის 23 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 22 დეკემბერს შუადღის საათებში ტელეფონით ესაუბრა ი----------------ს, საუბრისას ი----------------ი შეუთანხმდა, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს შეხვდებოდა ქ------–--ში, სადაც იგი მიყიდდა ყალბ 3 ერთეულ 100 აშშ დოლარის კუპიურას და ყალბ ორ ერთეულ 100 თურქულ ლირიან კუპიურას, რის სანაცვლოდაც მას მისთვის უნდა გადაეხადა 150 ლარი. აღნიშნულ საქმეზე დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იგი დათანხმდა ი----------------ის შემოთავაზებას და უთხრა, რომ მას დაუკავშირდებოდა და შეხვდებოდა 2017 წლის 23 დეკემბერს ქ------–--ში. 2017 წლის 23 დეკემბერს შუადღის საათებში, იგი შეთანხმებისამებრ დაუკავშირდა ი----------------ს და უთხრა, რომ იმყოფებოდა თბილისში და სთხოვა შეხვედრა, ი-------მა რამდენჯემრე შეცვალა შეხვედრის ადგილი და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ ქ------–--ში, ვ---------–ის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრისას ი----------------მა 150 ლარად მიყიდა 1 ცალი ყალბი ახალი წარმოების 100 აშშ დოლარის კუპიურა და 2 ცალი ყალბი 100 თურქული ლირის კუპიურები. აღნიშნული ყალბი კუპიურების ღირებულების თანხა 150 ლარი, მან ი----------------ს გადაუხადა. როდესაც ი----------------მა გადმოსცა მის მიერ ზემოთაღნიშნული ყალბი კუპიურები, მან უთხრა, რომ მის მიერ მიყიდულ ყალბ კუპიურებს აკლდა ორი ერთეული ძველი წარმოების ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურები, რაზეც ი----------------მა უთხრა, რომ ძველი წარმოების ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურები, მას თან არ ჰქონდა, ყალბი კუპიურები ინახებოდა სხვაგან, რომლებსაც მოგვიანებით თვითონ მოუტანდა, სადაც იგი ეტყოდა. როდესაც ი----------------ს უთხრა, რომ ყალბ კუპიურებს კლიენტები ელოდებოდნენ, აღნიშნულზე მან უპასუხა ძველი წარმოების ყალბი აშშ დოლარის კუპიურებს, ვიღაცას გამოართმევდა და მოუტანდა.
2017 წლის 23 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, ქ----------–---–---–ის მიერ ა---- ა----------–---გან ამოღებული იქნა სავარაუდოდ ყალბი 2 ერთეული თურქული 100 ლირის კუპიურა, ნომრით, D024 649544, D024 649544, 1 ერთეული სავარაუდოდ ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურა ნომრით LB 93095006RB2 და 1 ერთეული ქართული 100 ლარიანი კუპიურა ნომრით AA08071531. ამოღებული 1 ერთეული ქართული 100 ლარიანი კუპიურა ნომრით AA 08071531.
2017 წლის 23 დეკემბრის ოქმით ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელმა გ-----------------ემ, მოქალაქე ა---------------–უს მონაწილეობით შეადგინა ოქმი, მასზედ რომ სისხლის სამართლის N092181217002 საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 23 დეკემბერს დაფიქსირებული იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ბუღალტერული აღრიცხვის და ანგარიშების სამმართველოდან გამოთხოვილი 250 ლარი. 2 (ორი) ერთეული 100 (ასი) ლარიანი კუპიურა ნომრით: AA08071531. ერთი ერთეული 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა ნომრით: AA05490774.
2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 23 დეკემბერს ა----ი და ი-------ი ხვდებიან ერთმანეთს, ი-------ი ეუბნება: „70 წლის კაცი ხარ რატომ უნდა გეკაიფო, აიღე, ჩაიდე ჯიბეში“. ა----ი პასუხობს, რომ კიდევ აქვს მოსაცემი, ეს ის არაა. კიდე ორი ცალი ჰქონდა მისაცემი, რაზეც ი-------ი ეკითხება, ძველი თუ უნდათ, ჯერჯერობით, ძველი არ იყო, საღამოს მისცემდა. ა----ი ეკითხება, რომ კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვიდეს? ი-------ის პასუხი: ჩადე ჯიბეში, ჩადე, ხო გითხარი, მე თვითონ მოგიტან. ა----ის შეკითხვაზე, ეხლა არ ჰქონდა, ი-------ი პასუხობს, რომ არ აქვს, სხვაგანაა და ჩამოუტანს, რაც არის, ეს არის, გამოართვა თანხა? ა----ის პასუხია: „კი მაგრამ, ხალხი მელოდება, 200 დოლარი აკლია.“ ი-------ი ამბობს, რომ ელოდონ, არაუშავს, ორი-სამი საათი დაელოდონ, სხვაგანაა საქონელი, ხომ არ ატყუებს. ი-------ის საუბრიდან გამომდინარე, სადაც ეტყვის იქ მიუტანს, შეხვდება, იგი ძველს გამოართმევს და მიუტანს.
ა---------------–უს 2017 წლის 26 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 26 დეკემბრის საქმეზე დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ქ------–--ში, ვ---------–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, შუადღის საათებში, შეხვდა ი----------------ს. შეხვედრისას ი----------------ს უთხრა მიუტანა თუ არა ის ორი ერთეული ძველი წარმოების, ყალბი აშშ დოლარი რომლის გადმოცემასაც წინა შეხვედრისას დაჰპირდა და რაშიც უკვე წინასწარ გადახდილი ჰქონდა მისთვის 150 ნამდვილი ლარი. ი-------ს უთხრა, რომ მის მიერ მოძიებული ყალბი კუპიურების შემსყიდველი კლიენტები მისგან ყალბ კუპიურებს არ იყიდიდნენ, სანამ აღნიშნულ 2 ცალ ძველი წარმოების ყალბ 100 აშშ დოლარის კუპიურებს არ ნახავდნენ, რაზეც მან უთხრა, რომ მას თან ჰქონდა მხოლოდ ერთი ცალი ძველი წარმოების, ყალბი აშშ დოლარის ყალბი კუპიურა, რომელიც ამოიღო ჯიბიდან და გადასცა შეხვედრისას. ი----------------ს შეხვედრისას ასევე უთხრა, რომ მის მიერ მოძიებულმა ყალბი კუპიურების შემძენმა კლიენტმა გამოართვა ანგარიშის ნომერი, უთხრა, რომ ყალბი კუპიურების შესაძენ თანხას გადაურიცხავდა საბანკო ანგარიშზე და აღნიშნული გადმორიცხული თანხით შეეძინა 5000 ლირის და 5000 ძველი წარმოების აშშ დოლარის ყალბი კუპიურები. მას ასევე უთხრა, რომ მის მიერ მოძიებული ყალბი კუპიურების შემძენ კლიენტებს არ მოეწონათ მისგან გადმოცემული ახალი წარმოების ყალბი აშშ დოლარის კუპიურა, რის გამოც ისინი იყიდიდნენ მხოლოდ ძველი წარმოების აშშ დოლარის და თურქული ლირის ყალბ კუპიურებს. აღნიშნული ი-------ს არ მოეწონა და უთხრა, რომ წინა შეხვედრისას ორმოცი-ორმოცდაათი ათასი თურქული ლირის შეძენას აპირებდა და დაინტერესდა რატომ აღარ უნდოდა ამ ოდენობის ყალბი კუპიურების მისგან შეძენა. რაზეც მან უპასუხა, რომ აღნიშნული ყალბი კუპიურების შესაძენად შეხვედრაზე თანხა მიტანილი ჰქონდა, თუმცა ყალბი კუპიურების გაყიდვა ი----------------მა არ მოისურვა. აღნიშნულზე ი-------მა უპასუხა, რომ მასთან ერთად აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე მისულები იყვნენ მისი ახლობლები, რომელთაც ასევე ეკუთვნოდათ ის ყალბი კუპიურები, რომლის გასაღებაც მასზე უნდა მომხდარიყო. ი----------------ის გადმოცემით, სწორედ ამ პიროვნებებმა აცნობეს მას რომ სავარაუდოდ ვიღაცეები უთვალთვალებდნენ და შემდგომი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით თხოვეს, რომ შეხვედრის ადგილი სასწრაფოდ დაეტოვებინა. ამის შემდეგ მან ი----------------ს სთხოვა, რომ მისთვის დაეანგარიშებინა ძველი წარმოების ყალბი 5 000 აშშ დოლარისა და 5 000 ყალბი თურქული ლირის სანაცვლოდ რა თანხა ექნებოდა მისთვის გადასახდელი. ი----------------მა დაიანგარიშა პროცენტები და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ზემოთაღნიშნული ყალბი კუპიურების სანაცვლოდ მისთვის უნდა გადაეხადა 5 000 ლარი. ის და ი-------ი შეთანხმდნენ, რომ ყალბი კუპიურების გასაღება მოხდებოდა 2017 წლის 27 დეკემბერს ქ------–--ში, მეტრო სადგურ ვ---------–ის ტერიტორიაზე. ი----------------მა საუბარში ასევე უთხრა, რომ მას შემდეგ რაც მას მიყიდდა ძველი წარმოების 5 000 ყალბ აშშ დოლარს, მას გასაყიდად კიდევ დარჩებოდა ძველი წარმოების 2000 ყალბი აშშ დოლარი. ხოლო მას შემდეგ, რაც მიყიდდა 5000 ყალბ თურქული ლირის კუპიურებს, მას გასაყიდად დარჩებოდა 40 000 ყალბი თურქული ლირის კუპიურები. ი-------მა ასევე სთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იყო დახმარებოდა მას დარჩენილი ყალბი კუპიურების გასაღებაში. ი-------ი საუბარში ასევე უხსნიდა რომ თურქეთის ტერიტორიაზეც იყიდებოდა ყალბი ლიბიური კუპიურები. ასევე უხსნიდა თუ სად შეიძლებოდა ადვილად ყალბი აშშ დოლარების კუპიურების გასაღება. თუმცა ი----------------ი ესაუბრებოდა მას იმ დეტალებზე, რომლებიც უკავშირდებოდა მის მიერ ზემოთაღნიშნულ ძველი წარმოების ყალბი 5000 აშშ დოლარისა და ყალბი 5000 თურქული ლირის მასზე გასაღებას.
2017 წლის 26 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, გამომძიებელ ნ-------–-------ის მიერ, ა---- ა----------–---გან ამოღებული იქნა სავარაუდოდ ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურა.
2017 წლის 26 დეკემბერს განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შესახებ ცნობა-ანოტაციის მიხედვით, ქ------–--ში, ვ---------–ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ა---------------–უსა და ი----------------ის შეხვედრის დროს, მათი საუბარი ეხება აშშ დოლარის, თურქული ლირის გამზადებას, გაყიდვას. ა----ი ი-------ს ეუბნება, რომ სანამ იმ ძველ ორას დოლარს არ აიღებენ და იმ ძველს სანამ არ ნახავდნენ, არაფერს არ იძახდნენ, ძველი რომ მისცა, უთხრეს, რომ არაფერში არ ვარგოდა, ვერაფერში ვერ ვიხმარეთო, უკან აძლევდა და არ აიღო, ხვალ აიღებს, ორი ცალი ის უნდა მისცეს, ეგენი უნდა, ი-------ი პასუხობს, რომ ერთი აქვს, ორი არა, აიღებს და მიუტანს, ეხლა არ ჰქონდა, საქონელი სხვას აქვს და ნიმუში სხვას. შემდეგ ა----ი საუბრობს, რომ იგი ჩაურიცხავდა თანხას, მის თანხას აიღებდა, ენდობა, თავის თანხას აძლევს, ამჟამად ჯიბეში აქვს 5 000 ლირისა და 5000 დოლარის ყიდვის თანხა, იმ დანარჩენსაც აიღებს. ი-------ი ეკითხება, 50 000 ათასი უთხრა, მერე 40 000. ა----ი პასუხობს, რომ მეორე მხარეს მისცეს, მაგრამ მისმა ხალხმა რატომ არ აიღო თანხა, როცა მან მოიტანა, რაზეც ი-------მა უპასუხა, რომ შეეშინდათ. შემდგომ დიალოგი გრძელდება და ა----ი ეუბნება, რომ დაიანგარიშოს ლარით და ხვალ თანხას წამოიღებს. ი-------ი პასუხობს: 5 000 დოლარი და 5 000 ლირა, 5850 ლარი - 5900 ლარი. ა----ის შეკითხვაზე მათ აქედან რა რჩებოდათ, ი-------ი პასუხობს, რომ 850 რჩებოდათ. შემდგომ ა----ი კითხულობს: მეორე მხარე თუ დათანხმდა რამდენის მოცემას შეძლებდა. ი-------მა უპასუხა, რომ 16 000 ლირა რჩება. ა----ის შეკითხვაზე, იმ დღეს ხო მისცა დოლარი და ლირა. ი-------მა უპასუხა, მოგეციო. ა----ი საუბრობს, რომ ის დოლარი გაფუჭებული არის, ამაზე რამდენი დოლარის და ლირის მოცემა შეუძლია? რამდენი დოლარი რჩება. ახალს არ იღებენ, ძველი უნდათ. ი-------მა უთხრა, რომ 5000-ს რომ მისცემს, 2000 დოლარი რჩება. 5000 ლირას რომ მისცემს 40 000 რჩება. ა----ის შეკითხვაზე, ხომ 50 არის თუ დაშალა, ი-------ი პასუხობს: არა, რა დავშალე. ა----ს 45 ხო რჩება, იმ ხუთსაც რომ მისცემს, იქიდან 40 დარჩება. იმ 40 000 ლირას ყიდულობენ. ი-------ი ეუბნება ა----ს, რომ ხვალ მოდიოდა ფული და აქ შეხვდებოდნენ. ი-------ი საუბრისას აღნიშნავს, რომ 40 000 რომ გაეყიდათ 10 000 დოლარად კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, გაიქცნენ. ი-------მა უთხრა, რომ 5 000-ზე 5900 ლარი უნდა მოეტანა, 5850 გამოდის, მაგრამ 5900 მოეტანა. ეს საქმე რომ გამოსულიყო 6 000 ფული რჩებოდათ. ი-------მა უთხრა ა----ს, რომ დაემზადებინა 5900 ლარი, იგი მოუტანდა 5 000 დოლარს და 5000 ლირას.
ა---------------–უს 2017 წლის 27 დეკემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 27 დეკემბერს, საქმეზე დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ტელეფონით დაუკავშირდა ი----------------ს, რომელსაც საუბრისას უთხრა, რომ ყალბი კუპიურების საყიდელი თანხა უნდა აეღო და ჰკითხა, მზად იყო იგი თუ არა, რომ შეთანხმებისამებრ მისთვის მიეყიდა მის მიერ წინა დაკითხვაში აღნიშნული ყალბი აშშ დოლარის და ყალბი თურქული ლირის კუპიურები. ი-------მა აღნიშნულზე თანხმობა განუცხადა და უთხრა, რომ ყველაფერი მზად ჰქონდა და ყალბ კუპიურებს შეხვედრისას მიყიდდა. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში, ი-------თან შეთანხმებისამებრ იგი მივიდა ქ--–--------–--–-------------–---------ოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც დაუკავშირდა ი-------ს და უთხრა, რომ იმყოფებოდა შეხვედრის ადგილზე. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში შეხვედრის ადგილზე ი-------იც მივიდა, რის შემდეგაც მან დაიწყო მყუდრო ადგილის ძებნა, რომ უპრობლემოდ მოეხდინა მასზე ყალბი კუპიურების გასაღება. ი----------------მა, მისი დარწმუნების მიზნით, როგორც ახსოვს შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო თეთრ ქაღალდში გახვეული ყალბი დოლარისა და ლირის კუპიურები და უთხრა, რომ თუ სურვილი ჰქონდა დაეთვალა მის ხელში არსებული ყალბი დოლარისა და ლირის კუპიურები. თეთრი ფერის ქაღალდში, რომ ნამდვილად ყალბი აშშ დოლარისა და თურქული ლირის კუპიურები იყო მოთავსებული, იქიდან იცის რომ ჯიბიდან ამოღების შემდეგ ი----------------მა გახია ქაღალდი და დაინახა, რომ ამ ქაღალდში მოთავსებული იყო თურქული ლირისა და აშშ დოლარის კუპიურები. აღნიშნული კუპიურების ჩვენებისას მან ი-------ს ჰკითხა სრულად იყო თუ არა ყალბი კუპიურების სახეობა (თურქული ლირა და აშშ დოლარი) და რაოდენობა (5000 თურქული ლირა და 5 000 აშშ დოლარი), რაზეც ი----------------მა თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ ი----------------მა აღნიშნული ყალბი დოლარისა და ლირის კუპიურები კვლავ ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში. ვინაიდან ის ჩართული იყო საგამოძიებო მოქმედებებში, მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ი----------------ს ნამდვილად ჰქონდა ყალბი აშშ დოლარისა და თურქული ლირის კუპიურები, მან აღნიშნულის შესახებ აცნობა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, რომლებიც მივიდნენ მათთან დაკავების მიზნით, ი----------------ს ხელი მოკიდეს, რა დროსაც დაინახა, რომ ი----------------მა ჯიბიდან ჩუმად ამოაგდო მის მიერ ზემოთაღნიშნული ყალბი აშშ დოლარისა და თურქული ლირის კუპიურების შეკვრა. ვინაიდან ჩართული იყო აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში, მიხვდა, რომ ი----------------ის მიერ დაკავებისას გადაგდებული ყალბი აშშ დოლარისა და თურქული ლირის კუპიურების შეკვრა წარმოადგენდა ამ საქმეზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას. გარდა ამისა, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ ი----------------ის მიერ გადაგდებული კუპიურები ვინმეს აეღო, ან დაკარგულიყო, მან აღნიშნული კუპიურების შეკვრა აიღო და ჩაიდო ჯიბეში, რათა ის წარედგინა საგამოძიებო ორგანოში.
ი----------------ი დაკავებულია 2017 წლის 27 დეკემბერს.
2017 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმის მიხედვით, გამომძიებელ გ------------------ის მიერ, ა---- ა----------–---აგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამძიებო სამსახურის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ამოღებული იქნა 5000 აშშ დოლარისა და 5000 თურქული ლირის სავარაუდოდ ყალბი კუპიურები.
ფარული საგამოძიებო მოქმედების N 251 ოქმის მიხედვით, ი----------------სა და ა---------------–უს შორის განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ოპერატიული ტექნიკისა და სპეც.ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათის ცნობა-ანოტაციის მიხედვით, ი----------------ი და ა---------------–უს შეხვედრა შედგა ქ------–--ში 2017 წლის 27 დეკემბერს 14:03:09 საათიდან 14:21:00 საათმდე. საუბარში ი----------------ი ა---------------–უს სთავაზობს კაფეში შესვლას და დათვლას. ა----ი ეკითხება შენ არ დაგითვლია? ი-------ი პასუხობს დავთვალე, აქ მაქვს, აჰა დათვალე, ყველა აქ არის, ლირაც და ისიც.
2017 წლის 27 დეკემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიები დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებლი ბ------------------–ის მიერ ქ------–--ი, გლ-----------–-----------------------------------------------------------------------ში მ------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 5 ცალი ას დოლარიანი კუპიურები LB 93095006R, LB93095006R, LB93095006R, LA76296760A, LB27165131D, ერთი ცალი შავი ფერის ლეპტოპი ლენოვოს ფირმის, ერთი ცალი ე.წ პლანშეტი, ორი ცალი შავი ფერის საფულე, ერთი ცალი მწვანე ფერის საფულე, 4 ცალი ფლეშკა, ერთი ცალი ბეჭედი, ერთი ცალი შავი ფერის ბლოკნოტი, 4 ცალი ქაღალდის ფრაგმენტი, 13 ცალი ქაღალდის ფრაგმენტი, ერთი ცალი ქაღალდის ფრაგმენტი, რომლებიც დაილუქა წითელი ფერის პოლიეთილენის პარკში საგამოძიებო სამსახურის ქაღალდის ლუქით.
2017 წლის 27 დეკემბრის ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით: ჩხრეკა ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელ ნ-------–-------ის მიერ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ჰ----------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ------–--ი, გ-–---------------–----------------–---–-----------------------------------–ი. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ იქნა ოთხი შეკვრა თურქული 100 ლირიანი კუპიურები, ახალი ფორმატის 25 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურები, 14 ცალი ძველი ფორმატის 100 აშშ დოლარის კუპიურები, 39 ცალი შეუკრავი თურქული 100 ლირიანი კუპიურები, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები (03) ცალი, პასპორტის ასლი (02 ფურცელი), მოლურჯო მუყაოს ყუთი წარწერით ,,NOVA NHQ-8870, HAIR TRIMMER”, რომელიც მოთავსდა უკან შავი ფერის ჩანთაში, აღნიშული შავი ფერის ჩანთა მოთავსდა გამჭირვალე ნაწილობრივ პოლიეთელენის პარკში, რომელიც დაილუქა საგამოძიებო სამსახურის ქაღალდის ლუქით, დაესვა ხელმოწერები და თარიღი, დაერთო აღნიშნულ ოქმს.
2017 წლის 28 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის დათვალიერებისა და დალუქვის შესახებ ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა ბ------------------–მა ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით გახსნა დალუქული ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო ი----------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სავარაუდოდ ყალბი 500 აშშ დოლარის კუპიურები. 5ცალი 100 დოლარიან კუპიურას გააჩნია შემდეგი ნომრები: LB27165131D, LA76296760A. აღნიშნულ კუპიურებთან ერთად მოცემულ ფუთაში მოთავსებული იყო ი----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სხვა ნივთები, კერძოდ: 2 ცალი შავი ფერის საფულე, რომლებშიც მოთავსებული იყო ი----------------ის მართვის მოწმობა და 4 ცალი ქაღალდის ფურცელი ფრაგმენტი, ასევე 4 ცალი მეხსიერების ბარათი, ერთი ცალი ორგანიზაციის ბეჭედი, შავი ფერის ლენოვოს ფირმის კომპიუტერი, ერთი ცალი პლანშეტი, ერთი ცალი ქაღალდის ფრაგმენტი, რომელზედაც იკითხება ნომრები და უცხო ენაზე შესრულებული წარწერები, ერთი ცალი შავი ფერის ბლოკნოტი. ყველა ზემოთჩამოთვლილი ნივთი გარდა ი----------------ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სავარაუდოდ ყალბი 500 აშშ დოლარის კუპიურებისა მოთავსდა პოლიეთილენის ერთ ფუთაში და დაილუქა შესაბამისი წესით. ფულადი კუპიურები დათვალიერების შემდეგ მოთავსდა სხვა პოლიეთილენის ფუთაში და დაილუქა.
2017 წლის 25 დეკემბერს, გამომძიებელ გ-----------ის დადგენილებით საქმეზე დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა და ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა ა---------------–უსგან 2017 წლის 18 დეკემბეტს ი----------------ის მიერ ნიმუშად გადაცემული სავარაუდოდ ყალბი 2 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურა, 1 ცალი თურქული ლირა, 2017 წლის 23 დეკემბერს ა---------------–უსაგან ამოღებული, ი----------------ისაგან 150 ლარად შეძენილი 1 ცალი ახალი წარმოების 100 აშშ დოლარის კუპიურა და 2 ცალი ყალბი 100 თურქული ლირის კუპიურები. 2017 წლის 28 დეკემბერს გამომძიებელ დ--------ის დადგენილებით საქმეზე კვლავ დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა 2017 წლის 27 დეკემბერს ა---------------–უსაგან ამოღებული 50 ცალი 100 აშშ დოლარის კუპიურები, ასევე 50 ცალი 100 თურქული ლირის კუპიურები. ასევე 2017 წლის 26 დეკემბერს ა---------------–უსაგან ამოღებული სავარაუდოდ ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ი----------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული სავარაუდოდ ყალბი 5 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელთაგან 3 ცალს გააჩნია იდენტური ნომრები, ხოლო 2 ცალს სხვადასხვა ნომრები. ექსპერტიზაზე ასევე გადაგზავნილ იქნა ჰ-----------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულის კუპიურები.
საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 26 დეკემბრისა და 2017 წლის 29 დეკემბრის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებისა და მოწმე ქ----------–---–---ის ჩვენების თანახმად, დადგინდა:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 3 (სამი) ცალი ერთი და იგივე ნომრის D 024649544 მქონე 100 (ასი) ლირიანი კუპიურა დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2 (ორი) ცალი ერთი და იგივე ნომრის LB93095006R მქონე 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა NKB47431429Q კუპიურა დამზადებულია სტამბური წესით N KB47431429Q კუპიურა არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2 (ორი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი NLA76296760A NLB271651131P კუპიურები დამზადებულია სტამბური წესით დ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს. (სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული კუპიურები ამოღებულია ი----------------ის ბინის ჩხრეკის შედეგად და არ არის ყალბი. ისინი 2018 წლის 6 თებერვალს, სხვა ნივთებთან ერთად, ხელწერილით დაუბრუნდა ი----------------ის მეუღლეს - ნ------------–---–ს).
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 1 (ერთი) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი N KB47431437Q კუპიურა; 50 (ორმოცდაათი ) ცალი 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა ნომრებით (ზოგიერთ კუპიურას აქვს ერთი და იგივე ნომრები ): KB47431441Q; KB47431437Q; KB47431433Q; KB47431457Q;KB47431429Q; KB47431661Q; (სამი ცალი); KB47431629Q; KB47431417Q; KB47431414Q; KB47431595Q; KB47431644Q; KB47431405Q; KB47431401Q (ორი ცალი); KB47431409Q (ორი ცალი); KB47431626Q; KB47431681Q; KB47431421Q (ორი ცალი); KB47431669Q (ორი ცალი); KB47431461Q; KB47431613Q; KB47431587Q; KB47431636Q (ორი ცალი); KB47431602Q; KB47431665Q (სამი ცალი); KB47431649Q; KB47431653Q (ორი ცალი); KB47431557Q; KB47431617Q; KB47431632Q; KB47431405Q; KB47431591Q; KB47431449Q; KB47431649Q; KB47431622Q (ორი ცალი); ; KB47431485Q; ; KB47431445Q; ; KB47431644Q; ; KB47431481Q; ; KB47431453Q; 14(თოთხმეტი) ცალი 100 (ასი) აშშდოლარიანი კუპიურა ნომრებით: ; KB47431493Q; ; KB47431604Q; ; KB47431689Q; ; KB47431489Q; ; KB47431505Q; KB47431513Q; ; KB47431501Q; ; KB47431525Q; ; KB47431529Q; ; KB47431521Q; ; KB47431534Q; ; KB47431517Q; ; KB47431599Q; KB47431465Q დამზადებულია სტამბური წესით. აღნიშნული კუპიურები არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 28 (ოცდარვა) ცალი ერთი და იგივე ნომრის LB93095006R მქონე 100 (ასი) აშშ დოლარიანი კუპიურა დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 291 (ორასოთხმოცდათერთმეტი) ცალი ერთი და იგივე ნომრის D024649544 მქონე 100 (ასი) თურქული ლირიანი კუპიურა 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ცალი ერთი და იგივე ნომრის B619645767 მქონე 100 (ასი) თურქული ლირიანი კუპიურა, 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ცალი ერთი და იგივე ნომრის D024649545 მქონე 100 (ასი) თურქული ლირიანი კუპიურა დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ნომინალური ღირებულების მქონე კუპიურებს.
ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მის მიერ გაცემულია ორი დასკვნა. გამოსაკვლევად წარდგენილი კუპიურები იყო დალუქულ პაკეტებში და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. კუპიურები დათვალიერდა ვიზუალურად და ინსტრუმენტების გამოყენებით. ორიგინალურ კუპიურას ყალბისაგან განასხვავებს დამზადების წესი, ყალბ კუპიურას არ აქვს ის დამცავი ნიშნები, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ კუპიურას. არცერთ წარმოდგენილ კუპიურას ის ნიშანი არ ჰქონდა, რაც უნდა ჰქონდეს ნამდვილ კუპიურას.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ „ფულადი ნიშნების გაყალბებასთან ბრძოლის შესახებ 1929 წლის 20 აპრილის კონვენციის“ (აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფარგლებში ასევე მოქმედებს, ევროკავშირის საბჭოს მიერ 2000 წლის 29 მაისს მიღებული ჩარჩო გადაწყვეტილება ფულის გაყალბებისაგან დაცვის გაძლიერების მიზნით დაწესებული სისხლისსამართლებრივი და სხვა სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით გამკაცრების შესახებ) თანახმად მისმა მონაწილე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა დაადგინეს ამ ქვეყნების მიმოქცევაში არსებული ფულის გაყალბებისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით კი, კრიმინალიზებული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა, ხოლო ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მომეტებული საშიშროების მატარებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ვინაიდან, ის ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას, ასევე ხელს უშლის ვალუტის სიმყარეს. მითითებული ნორმით დასჯადია ყალბი ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება. ამასთან, ყალბი ვალუტის შენახვა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშულად, როდესაც პირს გააჩნია მისი გასაღების მიზანი. შენახვაში იგულისხმება ყალბი ფულის ამა თუ იმ ფორმით ადგილსამყოფელის მიჩენა. ყალბი ფულის გასაღება შეიძლება გამოიხატოს ყალბი ფულის ნიშნით საქონლის შესყიდვაში, სესხად გაცემაში, გაჩუქებაში, ვალის გადახდაში და ა. შ. ასევე, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით გარკვეული საზღაურის მიღებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 16 იანვრის 2კ-111კოლ-2001 განჩინება). შეძენა გულისხმობს ყალბი ფულის მოპოვებას სხვადასხვა გზით, კერძოდ, ყიდვით, გაცვლით, პოვნით, უსასყიდლოდ თუ სასყიდლიანად გადაცემით.
მითითებული დანაშაულის შემადგენლობა ნორმის შინაარსიდან და მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, ალტერნატიული შემადგენლობისაა. დანაშაული ფორმალურია და დამთავრებულია სწორედ ზემოთ მითითებული მოქმედებათა ჩადენისთანავე. ამასთან პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ინახავს ყალბ ვალუტას და აქვს მისი გასაღები მიზანი, ვინაიდან გასაღების მიზანი, როგორც აღნიშნიშნა, დანაშაულის სავალდებულო ნიშანია.
რაც შეეხება აღნიშნულ ქმედებას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის N618აპ-15 და 2016 წლის 28 დეკემბრის 2კ-410აპ-16 გადაწყვეტილებები).
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგინდა, რომ ი----------------ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა პირებთან ერთად დაკავებული იყო ყალბი ფულის გასაღებით. მისივე ჩვენებიდან და საქმეზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ამოღებისა და ჩხრეკის ოქმების შედეგად, დასტურდება, რომ ყალბი ვალუტა, რომელიც მას გადასცეს მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულმა პირებმა, გაასაღა ა---------------–უზე 2017 წლის 17 დეკემბერს (ამ შემთხვევაში გადასცა ის ნიმუშის სახით), 23 დეკემბერს აიღო მისგან 150 ლარი, 26 დეკემბერს შეთანხმებისამებრ გადასცა მას ძველი წარმოების 100 აშშ დოლარი, ხოლო 27 დეკემბერს ცდილობდა გაესაღებინა 5000 აშშ დოლარი და ამდენივე თურქული ლირა, თუმცა იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ და ამავე დღეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ასევე ყალბი ფული. ი----------------ის მიერ დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენას ასევე ადასტურებს გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ყალბი ფულის გასაღების მიზნით შეძენის, მყიდველის მოძიებისა და ფულის გასაღების მომენტისთვის იგი კავშირში იყო იმ პირებთან, რომლებმაც გადასცეს მას ყალბი ვალუტა და მისი გასაღების შემთხვევაში გადაუხდიდნენ გარკვეულ თანხას.
2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 5000 აშშ დოლარისა და 5000 თურქული ლირის შეძენა, შენახვას გასაღების მიზნით და ა---------------–უზე გასაღების მცდელობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ს 212-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდი ოდენობად ითვლება ყალბი ვალუტა, რომლის მაჩვენებელიც აღემატება ათი ათასს ლარს. შესაბამისად ბრალდების ამ ეპიზოდში მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ი----------------ს ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, 2018 წლის 3 სექტემბრის ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი დიაგნოზია სწორი ნაწლავის კიბო, ღვიძლის ორივე წილის, ორივე თირკმლის და კუჭქვეშა ჯირკვლის თავის ფსევდოკისტა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ჩდენილი დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტით დადგენილი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ი----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ი----------------ის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ი----------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 27 დეკემბრიდან.
3. ი----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად:
საქმეზე ამოღებული ყალბი 100 აშშ დოლარის და ყალბი 100 თურქული ლირის კუპიურების, ასევე ნამდვილი 100 ლარიანი კუპიურის, ა---------------–უსაგან ამოღებული ფურცელის ჩანაწერებით, თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცი და თეთრი ფერის ქაღალდის კუპიურების შესაკრავის, ჰ-----------ის საცხოვრებელი სახლის ჩრეკისას ამოღებული შავი ფერის ჩანთის, მოლურჯო მუყაოს ყუთი, 2 ცალი DVD დისკი და 8 ცალი CD დისკის ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. (ნივთები ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ შენობაში);
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე