განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100117002115118
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ ი-----------ას,ადვოკატ ლ---------ის,ბრალდებულ ლ--------–--ის მონაწილეობით,საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე ლ--------–--ის (პირადი #3----------) - დაბადებულის 1----–-–---------სს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ს-------–----------------–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, რ------------------–--–--------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შუამდგომლობის თანახმად, ლ--------–--ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ლ--------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,3307 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘.

 

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ--------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 0,3307 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი, 8 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები, ფხვნილის სახით.

 

2017 წლის 9 სექტემბერს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და ლ--------–--ეს ჩადენილი ქმედებისთვის ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ლ--------–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადვოკატისგან იურიდული კონსულტაციის მიღების შემდეგ, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ასა და ბრალდებულ ლ--------–--ეს შორის (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 11 სექტემბერს დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან. აღნიშნული შეთანხმება და შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილ იქნა იმავე დღეს.

 

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან. ბრალდებულს, ასევე, განემარტა, რომ, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების თანახმად, ლ--------–--ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები ჩამოერთვას კანონით დადგენილი ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ი-----------ამ, ბრალდებულმა ლ--------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ---------ემ.

 

ამასთან, პროკურორმა სასამართლოს წინაშე, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა ლ--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.

 

სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობების დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შუამდგომლობა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებები - ბრალდებულ ლ--------–--ისა და მოწმეების: დ-------------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, ლ--------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის #1------------/ქრ დასკვნა, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებულმა ლ--------–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება არის დასაბუთებული, ხოლო, ბრალდებულის პიროვნების და მისი ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას ბრალის აღიარების შესახებ. ამასთან, ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს. ლ--------–--ისთვის, ასევე, ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება პროკურორის შუამდგომლობას გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს, ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის ან კანონის დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლასა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ, ამავდროულად, სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დადგენილება ლ--------–--ის მიმართ ახალი ბრალდების წარდგენის შესახებ და განჩინება, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ გირაოს გამოყენების თაობაზე. წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებული მუხლის მოთხოვნას და არ წარმოადგენს ამ საქმეზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიქცევის საფუძველს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს ბრალდებულ ლ--------–--ესა და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ი-----------ას შორის 2018 წლის 11 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ლ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ--------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ლ--------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ლ--------–--ეს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ--------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 8----------------------–-–----------------ის ჩათვლით - 3 (სამი) დღე.

 

ლ--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ლ--------–--ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-41 პუნქტების შესაბამისად, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ლ--------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ:

 

მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე