განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100118002548129
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - გ------- ხ------,ადვოკატ - ნ----- ო----–---–--,ბრალდებულ - ა------ ა-------ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------ ა-------ის, დაბადებულის 1--- წლის 4------------ს, პირადი №----------- საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონეს, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, ს-----–---–-----------–-------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-1 ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------ ა-------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს მოქალაქე ა------ ა-------მა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, გადაწყვიტა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე, ა------ ა-------მა უკანონოდ გადაკვეთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმდებარედ გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის და საქართველოდან გადავიდა აზერბაიჯანის ტერორორიაზე, რა დროსაც შეჩერებული იქნა აზერბაიჯანული მესაზღვრეების მიერ.

ბრალდებულმა ა------ ა-------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ა------ ა-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე, ა------ ა-------მა უკანონოდ გადაკვეთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმდებარედ გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის და საქართველოდან გადავიდა აზერბაიჯანის ტერორორიაზე, რა დროსაც შეჩერებული იქნა აზერბაიჯანული მესაზღვრეების მიერ.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ლ---- ო------ის, ზ------ მ---------–-- და ა------ ა-------ის გამოკითხვის ოქმებით, ა------ ა-------ის საზღვრის კვეთის მონაცემებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა ა------ ა-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა------ ა-------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ა------ ა-------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ბრალდებულ ა------ ა-------ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი, რომლის თანახმად, ა------ ა-------ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნეწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი) ათასი ლარის ოდენობით,სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში ა------ ა-------ს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ა------ ა-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელის ვადით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი) ათასი ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------ ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, ა------ ა-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელის ვადით ჩათვლილი აქვს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული აქვს ჯარიმა 3 000 (სამი) ათასი ლარის ოდენობით, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათსი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ა------ ა-------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი) ათასი ლარის ოდენობით;

2. ა------ ა-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ა------ ა-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 21 აგვისტოდან;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი