განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002463352
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/2----18

სს №------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ვ-–- თ--------,ბრალდებულების - პ----- მ--------ის, გ------- ბ------ის,ადვოკატების - ნ-----–- ჩ----------, ა-----– ჩ-------–---–--, ე-–--- ტ--–--–-----,მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე 1. ბრალდებულ გ------- ბ------ის, დაბადებულის 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის თბილისი, ვ-–--ფ–----–--------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების, თბილისი ი--------–---–----------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო. და ს----------–----------------------------------–-----------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------ის პროკურორ ვ-–- თ-------- შუამდგომლობა, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე 2. ბრალდებულ პ----- მ--------ის, დაბადებულის 1--- წლის 8------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თ---–---------–-------------------–-, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაულებისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 6 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

შუამდგომლობების თანახმად, პ----- მ--------ემ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმეგო შეძენა, შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ----- მ--------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა. პ----- მ--------ეს ჰქონდა რა დაფუძნებული შპს „----------“ და 2003 წელს მიიღო უვადო სალიცენზიო მოწმობა N---, რომლითაც მას მიეცა უფლება აწარმოოს სამოქალაქო იარაღითა და მათთვის საჭირო საბრძოლო მასალით ვაჭრობა, მისამართზე ქ.თბილისში, ა-–-----------------------ში. ამასთანავე, შპს „----------ზე“ სამხედრო საბრძოლო დანიშნულების იარაღით ვაჭრობის ლიცენზია არ არის გაცემული. მიუხედავად ამისა, პ----- მ--------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, სამხედრო-საბრძოლო დანიშნულების 56 ცალი ვაზნა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ მაღაზია, „------ში“, მდებარე ქ.თბილისი, ა-–-----------------------ში. 2013 წლის 30 იანვარს, ს----------–----–------------------------------------------–--–------ის თანამშრომლების მიერ გაჩხრეკილ იქნა აღნიშნული მაღაზია, რა დროსაც ამოღებული იქნა სხადასხვა სახის იარაღების ვაზნები.

საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, მაღაზიის ჩხრეკისას ამოღებული ვაზნებიდან 88 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული „223 R--------” (5,56X45) „----“-ს ვაზნა, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების შაშხანების დიდ ჯგუფისათვის. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. იმის გასარკვევად აღნიშნული ვაზნები წარმოადგენდა თუ არა მხოლოდ სამხედრო საბრძოლო დანიშნულების მასალას, ანდა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, დაინიშნა დამატებითი ბალისტიკური ექსპერტიზა, რომლის N----- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი 70 ცალი 5,56X45მმ ვაზნა დამზადებულია ქარხნული წესით, რომელთაგან 22 ცალს მარკირებით „IMI 08” და 34 ცალს მარკირებით „M-E 08” გააჩნია SS 109 (M885) ტიპის ტყვია. აღნიშნულ ვაზნებს აქვთ სამხედრო დანიშნულება, ხოლო 14 ცალ ვზანას, მარკირებით „ППУ 2005” გააჩნია M 193 ტიპის ტყვია და აქვს როგორც სამხედრო-საბრძოლო, ასევე სპორტული და სანადირო (სამოქალაქო) დანიშნულება და ყველა მათგანი ვარგისია გამოსაყენებლად.

ასევე პ----- მ--------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა - ქარხნული წესით დამზადებული „GLOK-17” მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ასევე ქარხნული წესით დამზადებული „GLOK-19” მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი, იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. აღნიშნულის შემდეგ პ----- მ--------ე ზ---- გ------–---–ს შეუთანხმდა, რომ რამოდენიმე ათასი აშშ დოლარის სანცვლოდ, მასზე გაასაღებდა ცეცხლსასროლ იარაღებს. შეთანხმების შემდეგ, 2018 წლის 13 აპრილს, ქ. თბილისში, ი--------–---–-------------ის მიმდებარედ პ----- მ--------ე შეხვდა ზ---- გ------–---–ს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღების გასღების სანაცვლოდ გამოართვა 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, რის შემდეგაც გადასცა, მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა ქარხნული წესით დამზადებული, „GLOK-17” მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული „GLOK-19” მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ბ------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ------- ბ------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: უნომრო იარაღი წარმოადგენს ქართული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს (,,ПМ“) იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. პისტოლეტს შეცვლილი აქვს ლულა, რომლის წინა ნაწილზე მოჭრილია ხრახნი მასზე მაყუჩის მოსარგებად. 8 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (ПМ) და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის (АПС), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისთვის: PA-63, P-64, PK-59 და სხვა; აღნიშნული 8 ცალი 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

22 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნებს, განკუთვნილს ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74”, “AKC-74”, “AKC-74У”, “AH-9- (Абакан)”, “AK-103M” ავტომატებისთვის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის სხვადასხვა მოდელის ლიცენზირებული ავტომატებისთვის, ასევე „РП--74” და ,,РП-С-74” ხელის ტყვიამფრქვევებისთვის, აღნიშნული 22 ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1899 წლის ნიმუშის 7,65 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისთვის, ხოლო 6 ვაზნა წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ვაზნებს და განკუთვნილია 10,65-11,0 მმ კალიბრის რევოლვერებისთვის, კონკრეტულად კი ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ, ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის #1----- რევოლვერისთვის. აღნიშნული 7 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი #3----- იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, სომხეთის წარმოების 9მმ კალიბრის „K--92” მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება. #1----- იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. რევოლვერს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვლები არ აღენიშნება. #L- 6--- იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ბრიტანული წარმოების 9 მმ კალიბრის (.38) ენფილდის #2 M-- მოდელის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. რევოლვერს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების აშკარა კვლები არ აღენიშნება. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღებს და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. თბილისში, ი--------–---–-------------ში მდებარე მის კუთვნილ სარდაფში, საიდანაც 2018 წლის 13 აპრილს, ამოღებული იქნა საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

2018 წლის 11 მაისის დადგენილებით პ----- მ--------ეს ბრალი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 6 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს პროკურორმა ვ-–- თ------ამ შუამდგომლობებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის №------------ საქმეზე ბრალდებულ პ----- მ--------ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბრალდებულს განემარტათ ვალდებულება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდების მხარეს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მისი პიროვნების შესახებ (ხომ არა აქვს ჩადენილი ან შეიძლება ბრალი წაეყენოს სხვა დანაშაულისათვის, ხომ არა აქვს წარდგენილი ბრალდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ან ნასამართლევია ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის). განემარტა, ასევე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობა და უპირატესობანი. ასევე ის, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირი გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას ღია სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ-–- თ------ამ, ბრალდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----–- ჩ--------ამ. ბრალდებულმა პ----- მ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პროკურორის მიერ შუამდგომლობაში აღწერილ ვითარებაში.

საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ადასტურებენ პ----- მ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია პ----- მ--------ის მიმართ მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებას ან სხვა რაიმე უკანონო დაპირებას. საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით, ინტერესის დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ.

სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული პ----- მ--------ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებენ. ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწოდებს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებულისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს. ბრალდებული ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებული პ----- მ--------ე და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

სასამართლო დარწმუნდა, რომ პ----- მ--------ის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

ამასთან, საქმის მასალების და პ----- მ--------ის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად), ბრალის აღიარება ნებაყოფლობითია, მოთხოვნილი სასჯელი, კი - სამართლიანი და კანონიერი. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობების დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–----------------------------------–-----------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------ის პროკურორ ვ-–- თ-------- შუამდგომლობა ბრალდებულ პ----- მ--------ის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულ გ------- ბ------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

გ------- ბ------ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებით, კერძოდ:

საქართველოს შ-----------------–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის გამომძიებელმა გ----- ღ-------–იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის თვეში მიმდინარეობდა გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. აღნიშნულ სს საქმეზე ღ-------–იას მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: ბრალდებულ გ------- ბ------ის პირადი ჩხრეკა, დაკავება, და სარდაფის ჩხრეკა. მას შემდეგ რაც პ----- მ--------ის მიერ მოხდა იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება დაიგეგმა ღონისძიება. ღონისძიების დროს გ------- ბ------ე იმყოფებოდა მ--------ესთან ერთად, აღნიშნული გახდა გ------- ბ------ის პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. რაიმე სახის ოპერატიული ინფორმაცია ბ------ის მიმართ არ ჰქონიათ. პირად ჩხრეკაში ღ-------–იას გარდა მონაწილეობდნენ გამომძიებლები ლ---- ა----–---–ი და ლ---- ნ----ი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეგისტრირებული იყო გ------- ბ------ის სახელზე, ჰქონდა შენახვის და ტარების უფლება, ასევე ამოღებული იქნა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და სარდაფის გასაღები. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას დ----- ბ------ემ განაცხადა, რომ სარდაფში ინახავდა პ----- მ--------ის მიერ მიცემულ პარკს, რომელშიც რა ნივთები იყო მოთავსებული არ ახსოვდა და ასევე ინახავდა გაფუჭებულ იარაღს. აღნიშნული შენიშვნის სახით გაკეთდა ჩხრეკის ოქმზეც. აღნიშნულის საფუძველზე ღ-------–იას მიერ, გამომძიებლების ა----–---–ის, ნ----ის და თავად ბ------ის მონაწილეობით მოხდა სარდაფის ჩხრეკა. სარდაფის ადგელმდებარეობა მიუთითა თავად ბ------ემ. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის იარაღები, ვაზნები.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, გ------- ბ------ის პირად ჩხრეკაში, დაკავებასა და სარდაფის ჩხრეკაში მონაწილე საქართველოს შ-----------------–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის გამომძიებელმა ლ---- ნ----მა.

2018 წლის 13 აპრილის სარდაფის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 13 აპრილს 10:40 საათიდან 12:15 საათამდე ჩხრეკა ჩატარდა ქ.თბილისი, ი---------–---–-------ში მდებარე სარდაფში, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ყუთში მოთავსებული 300 ცალის ვაზნა მოთავსებული მუყაოს პატარა ზომის ყუთში, ასევე აღნიშნული ყუთიდან ამოღებული იქნა, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 22 ცალი, პისტოლეტი მჭიდით და რვა ცალი ვაზნით, აღნიშნულ პისტოლეტს დამონტაჟებული აქვს მაყუჩი. სარდაფში განთავსებული ტუმბოს უჯრიდან ამოღებულ იქნა ბარაბნიანი რევოლვერი V--------, ასევე ამოღებულ იქნა მეორე ბარაბნიანი რევოლვერი, რომელსაც დამაგრებული აქვს რემენი, ნომრით Z-----, ამავე უჯრიდან ამოღებული იქნა შვიდი ცალი ვაზნა. სარდაფში არსებული ტუმბოს ზედაპირიდან პარკიდან აღებული იქნა, მოშავო ფერის დაშლილ მდგომარეობაში არსებული პისტოლეტი, ნომრით 3367. იარაღს აქვს წარწერა G--------, ასევე ამოღებულ იქნა დაშლილ მდგომარეობაში ფისტოლეტი წარწერით P--, ნომრით A---, მოშავო ფერის ავტომატი M--ს, მოშავო ფერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კონდახზე წარწერით K--9-. იარაღს აქვს წარწერა 3-----. აღნიშნული ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი წარწერით о----. სარდაფში შესვლიდან მარჯვენა მხარეს არსებული ხის ტუმბოდან ამოღებული იქნა მოყაოს პარკი მასში მოთავსებული დაშლილ მდგომარეობაში არსებული ბარაბნიანი რევოლვერი, ნომრით 4---. ამავე, მუყაოს პარკში მოთავსებული იყო ყავა ჯაკობსის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია პისტოლეტის ჩარჩო. ჩხრეკის ოქმს თან ერთვის ჩხრეკაში მონაწილე პირების ხელმოწერები.

ბრალდებულ გ------- ბ------ის დაკავების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 13 აპრილს, 12:17 საათზე, ქ.თბილისი, ი---------–---–-------ის სარდაფში დაკავებულ იქნა ბრალდებული პირი - გ------- ბ------ე.

 

სასამართლო სხდომაზე ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა სხვა მტკიცებულებებეი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სასამართლო სხდომაზე უდავოდ სცნეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბრალდებულმა გ------- ბ------ეს სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვაში აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, თუმცა განმარტა, რომ ეგონა თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ნებაყოფლობით გადასცემდა მართლსაწინააღმდეგოდ შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს გათავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან და შესაბამისად მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის შენიშვნა.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან გ------- ბ------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ბ------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა მისი სარდაფის ჩხრეკის შედეგად.

გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ლ---- ნ----ის, ვ-----–- პ---------, კ------------- ხ----------–---–--, ზ---- ა--–-----–--, დ----- ხ----------–---–--, გ------- ს-----–---–--, ი----- მ------–---–--, მ------ გ--–----, და ზ---- გ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გასხნა-დათვალიერების ოქმებით, სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციის დათვალიერების ოქმით და თანდართული დოკუმენტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2----–-–---------------–ის წერილით სალიცენზიო მოწმობის შესახებ, სანებართვო მოწმობით, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, სარდაფის ჩხრეკის ოქმით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა გ------- ბ------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.

რაც შეეხება დაცვის მახარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან დაკავების ოქმის თანახმად პ----- მ--------ის დაკავება მოხდა 2018 წლის 13 აპრილს 10:10 საათზე, ხოლო გ------- ბ------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად კი ჩხრეკა დაიწო იმავე დროს 10:10 საათზე, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ ვერ იარსებებდა, შესაბამისად ჩხრეკა ჩატარებულია დადგენილების გარეშე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ პ----- მ--------ის დაკავების ოქმის თანახმად, მ--------ის ფაქტობრივი დაკავება მოახდინა ბ------- ფ-----ემ, ხოლო დადგენილება გ------- ბ------ის პირადი ჩხრეკის შესახებ გამოტანილია გამომძიებელ გ----- ღ-------–იას მიერ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ----- მ--------ის დაკავების ღონისძიებაზე გასულ გამომძიებლებს მ--------ესთან ერთად დახვდათ გ------- ბ------ეც და სწორეს ეს გახდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მ--------ის პირადი ჩხრეკის ჩატარებას, რადგან სრულიად შესაძლებელია იმავე დროს (საათზე და წუთზე) პარალელურ რეჟიმში მომხდარიყო დადგენილების გამოტანა და ჩხრეკის ჩატარება.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ბ------ის პირადი ჩხრეკისას უკვე ამოღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი და იყო ინფორმაცია, რომ სარდაფშიც ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, ბ------ის მიმართ უკვე არსებობდა გარკვეული ბრალდება და ის არ იყო ჩვეულებრივი გამვლელი, შესაბამისად უნდა განმარტებოდა ადამიანის ძირითადი უფლებები და დაკავების დროდ უნდა ჩათვლილიყო ჩხრეკის დაწყების დრო 10:10 საათი. ასევე ადვოკატის განმარტებას, რომ სარდაფის ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებლებისთვის ცნობილი იყო, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთები ინახებოდა გარკვეულ ადგილზე გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ იყო, ამდენად უნდა ჩატარებულიყო ამოღება და არა სარდაფის ჩხრეკა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 13 აპრილის გ------- ბ------ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკის შედეგად მარცხენა მხარეს საქამრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, მასში მოთავსებული მჭიდით და 15 ცალი ვაზნით, ასევე შარვლის წინა ჯიბიდან იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები. შენიშვნის თანახმად კი ბ------ე აცხადებს, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს ქ.თბილისი, ი---------–---–------, ბინა №4-ში, ამავე მისამართზე აქვს სარდაფი, სადაც ინახავს პ----- მ--------ის მიერ მიტანილ თეთრი ფერის პაკეტს, თუ რა დევს პაკეტში მისთვის უცნობია. სარდაფში ასევე ინახავს მის კუთვნუილ გაფუჭებულ იარაღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პისტოლეტი და ვაზნები აღნიშნული ვერ გახდებოდა დაკავების საფუძველი ვინაიდან ასევე ამოღებული იქნა იარაღის რეგისტრაციის მოწმობა. რაც შეეხება ინფორმაციის ქონას სარდაფში არსებულ იარაღთან დაკავშირებით, ჩხრეკის ოქმში გაკეთებული შენიშვის თანახმად ბ------ე განმარტავს, რომ სარდაფში ინახავს პ----- მ--------ის მიერ მიტანილ თეთრი ფერის პაკეტს, თუ რა დევს პაკეტში მისთვის უცნობია. შესაბამისად კონკრეტული ინფორმაცია, რომ ბ------ე სარდაფში ინახავდა უკანონოდ იარაღებს, პირადი ჩხრეკის დროს არ არსებობდა. რაც შეეხება სარდაფის ჩხრეკას და არა საგამოძიებო მოქმედება ამოღების ჩატარებას, სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის არ იყო ცნობილი სარდაფის კონკრეტული კუთხე ან სარდაფში არსებული კონკრეტული ადგილი საიდანაც შეიძლება ამოღება ჩაეტარებინათ, მით უფრო როცა ინფორმაცია იყო თეთრი ფერის პაკეტზე, რომელშიც კონკრეტულად რა იდო უცნობი იყო, საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის შენიშვნას, რომლის მიხედვითაც ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შენიშვნა მოქმედებს მაშინ, როცა პირი თავისი ინიციატივით მანამ სანამ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელისთვის ცნობილი გახდება მსგავსი საგნის ქონის შესახებ, ნებაყოფლობით წარადგენს. შესაბამისად აღნიშნული შენიშვნა ვერ გავრცელდება გ------- ბ------ეზე, რადგან ბრალდებულის მიერ მის სარდაფში რაიმე საგნების არსებობის შესახებ განაცხადა, მხოლოდ პ----- მ--------ის დაკავებისა და თავად ბ------ის პირადი ჩხრეკის მიმდეინარეობისას.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ------- ბ------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

გ------- ბ------ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- ბ------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე, 209-213-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----------–----------------------------------–-----------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------ის პროკურორ ვ-–- თ-------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს 2018 წლის 2 ოქტომბერს პროკურორსა და ბრალდებულ პ----- მ--------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3. პ----- მ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 6 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- მ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

4. პ----- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

5. პ----- მ--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 აპრილიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პ----- მ--------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. გ------- ბ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

8. გ------- ბ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

9. გ------- ბ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 აპრილიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

10. თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება ს----------–----–---–--------–---------------–----------–--–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 3 ცალი დისკი, ზ---- გ------–---–ის ხმის ნიმუში 1 ცალი დისკი, პ----- მ--------ის ხმის ნიმუში 1 ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია ს----------–----–--------------------------–-------------------------ში,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

კარაბინი - #2--------; მაკაროვის კოსტრუქციის პისტოლეტი #1--- K; ,,G-----34“ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი #A------; 7,62 მმ კალიბრის ,,П--ს“ მოდელის ტყვიამფრქვევი #Б---; 12 კალიბრის გლუვლულიანი ორლულიანი თოფის ვერტიკალურად განლაგებული 310 მმ ზომაზე კუსტარულად გადაჭრილი ლულები; ,,M--9“ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ლულა და ჩამკეტი; რევოლვერის ჩარჩო ლულით და დოლურით, სახელურის მარცხენა ლოყა არის 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის #4--- ,,ნაგანის“ რევოლვერის ჩარჩო, ლულა დოლურით და სახელურის მარცხენა ლოყა. ირაღის ნაწილებიდან კი სახეზეა რევოლვერის დამშვები კავი, ჩახმახი, საბრძოლო ზამრაბა, მცოცავი და სარკმელი; ასევე #1--- პისტოლეტი ლულა, ჩარჩოს გარსაცმით, ჩარჩო და პისტოლეტის ნაწილები წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ვალტერის ,,P-38“ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულას, ჩარჩოს გარსაცმს, ჩარჩოს, მცველს, გრძელი ქანჩს, ჩურჩულას ფარს და ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის ,,P----------ის“ #3--- პისტოლეტის ჩარჩოს და ლულას ჩარჩოს გარსაცმით, დამაბრუნებელ ზამბარას, მცირე ზამბარას, მოკლე ქანჩს, საცემელის ინდიკატორის ხუფს, მოკლე ჩამკეტ ღერძს, სახელურის ლოყებს და ,,P----------ის“ პისტოლეტის მცირე ზომის ნაწილებს, რომლებიც ინახება საქართველოს შ----–-------------------------------–--------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

,,G-----17“ მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი; ,,G-----19“ მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი; მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტი; მაყუჩი; 9 მმ კალიბრის ,,K--92“ მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი #3-----; ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის რევოლვერი #1-----; ბრიტანული წარმოების 9 მმ კალიბრის (.38) ენფილდის ,,#2 M--“ მოდელის რევოლვერი #L- 6---; რომლებიც ინახება საქართველოს შ----–-------------------------------–--------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

308 ცალი ვაზნებიდან, რომლებიც ინახება საქართველოს შ----–-------------------------------–--------------------ში და მაღაზია ,,დენთის“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნებიდან, რომლებიც ინახება შსს შეირაღების სამსახურში, სამხედრო საბრძოლო ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო დანარჩენი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

11. პ----- მ--------ის მიმართ განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

12. გ------- ბ------ის მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი