განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
010100117001962373
დავის ტიპი
125 1
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001962373

საქმე N1-491/17წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28.09.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - რა-----–---ძე, ოლ-----------–--ლი

 

1.ბრალდებული: მა-–-----–------–--ლი

მამის სახელი: ნ----ი

დაბადებული: 1--02.1974 წელი

პირადი ნომერი: 6---------0

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი კო------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)).

 

2.ბრალდებული: ინ-------–------–---–ი

მამის სახელი: ახ-----

დაბადებული: 2--09.1955 წელი

პირადი ნომერი: 6---------7

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი კო------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)).

 

3.ბრალდებული: ლე--------------ე

მამის სახელი: რე-----

დაბადებული: 2--02.1968 წელი

პირადი ნომერი: 6---------4

დაბადების ადგილი: საქართველო, ქობულეთი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა კო------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)).

 

ადვოკატი - თი--------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე № 172170615002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კო------ში, მა-–-----–------–--ლმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მეზობლური კონფლიქტის დროს თანასოფლელის გუ-–---------------ძის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ მოქნეული ხის ძელ სკამი მოარტყა ფეხის არეში, რა დროსაც გუ-–---------------ძეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად - ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოდისტონია და მარჯვენა ბარძაყის დაჟეჟოლობა, რამაც ამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2. 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კო------ში, ინ-------–------–---–მა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მეზობლური კონფლიქტის დროს თანასოფლელის ლე--------------ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ ხის ჯოხის ერთჯერადი დარტყმის შედეგად ლე--------------ეს გულმკერდის უკანა ზედაპირზე ნაჭდევის სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.3. 2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კო------ში, იმ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ქობულეთის დაცვის პოლიციის განყოფილებაში უმცროსი ინსპექტორის პოზიციაზე მომუშავე ლე--------------ემ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მეზობლური კონფლიქტის დროს სცემა თანასოფლელი მა-–-----–------–--ლი, კერძოდ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ კი მოქნეული ხის სკამი მოარტყა გულ-მკერდის არეში, რამაც ამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცემა, რამაც დაზარალებულის

ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გუ-–---------------ძემ განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან და რძალთან ერთად. დაახლოებით 14-15:00 საათზე მის მეუღლეს ეძინა, რა დროსაც ეზოში შემოესმა ხმაური და ორივე ჩავიდნენ ეზოში. მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ინ-------–------–---–ი მის მეუღლეს ურტყამდა კეტს, ამ დროს ლე--------------ე დაეხსნა მას და სახლის უკან წავიდა, ხოლო მა-–----იმ ხელი დაავლო ეზოში არსებულ სკამს და მას მოარტყა ფეხის არეში, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში. სკამის ფეხში დარტყმით მან მიიღო დაჟეჟილობა და გაუსკდა კაპილარი.

მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ხელი ვინმეს ლე--------------ემ; თავად ლევანმა უთხრა შემდეგ, რომ მა-–-----–------–--ლს დაარტყა ხელი სახეში თავდაცვის მიზნით. კონფლიქტი გრძელდება დაახლოებით 3 წელია. არანაირი ზიანი არ აუნაზღაურებიათ; დღეს აქვს პრეტენზია; თავად მას არავინ უცემია და არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია.დაპირისპირების მიზეზი იყო ის რომ მისი მეუღლე ლე--------------ე გაღიზიანდა მათ დანახვზე; ისინი დაუკითხავად შემოვიდნენ ეზოში; მოვიდნენ სამი ავტომანქანით; რომ არ მოსულიყვნენ, არაფერი არ მოხდებოდა; მან პირდაპირ დაინახა, ინ-------–------–---–ი როგორ ცემდა მის მეუღლეს - ლე--------------ეს - ხის კეტს, ზურგის არეში, ხოლო მა-–-----–------–--ლმა მას ფეხზე ძელსკამი მოარტყა და ხელი მოხვდა სახის არეში; ლე---- იყო გამწარებული, რადგან მის საკუთრებაში მივიდნენ და თავს ესხმოდნენ; თავად გასაშველებლად ჩაერია; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი,1--06.2018წ)

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მა-–-----–------–--ლმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს; 2015 წლის 17 ივნისს მას თხოვა ვი----–------–----ემ, იმ დროისთვის ის დასაქმებული იყო ქობულეთის გამგეობაში მიწათმომწყობის თანამდებობაზე, რომ გაყოლოდა მას, რადგან სურდა სადავო მიწის ნაკვეთზე ფოტოების გადაღება, რაზედაც დაეთანხმა, მას თან გაყვნენ თენგიზ შა-----–---–ი და მისი ოჯახის წევრები: გოგიტა, ინდირა, მერი და ბიჭიკო შა-----–---–ები; ასევე ახლდათ მეზობელი - ბა------------------ძე; როცა მივიდნენ ადგილზე, მან მიუთითა ვი----–------–----ეს სადავო მიწის ნაკვეთზე, შევიდნენ ეზოში, თუმცა იქ ცხოვრობს ხუთი ოჯახი და ისინი არ იმყოფებოდნენ ლე--------------ის ეზოში, იყვნენ ეზოსთან ახლოს, სახლიდან გამოვიდა ლე--------------ე და მისი მეუღლე გუ-–----ა და ლე---- პირდაპირ გამოექანა მისკენ და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში , ასევე მან აიღო იქვე არსებული ხის ძელის სკამი და ცდილობდა მის დარტყმას; თვითონ ცდილობდა ხელი შეეშალა მისთვის, თუმცა ეს სკამი მაინც მოხვდა მკერდის არეში, ამ დროს შუაში ჩადგნენ ოჯახის წევრები, მოხდა შეხლა შემოხლა; მას გუ-–---------------ძისთვის არ დაურტყამს , მისთვის ფიზიკური შურაცხყოფა არ მიუყენებია; რაც შეეხება ლე--------------ეს, მისთვის არც არაფერი უთქვამს, ისინი გადაიღებდნენ სურათებს და წამოვიდოდნენ უკან, მათთან კონფლიქტს არ აპირებდნენ; ლევანმა კი პირდაპირ მივარდა მას და დაარტყა ხელი; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

2.3. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლე--------------ემ განაცხადა, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამანშავედ არ ცნობს; ქობულეთის რაიონის სოფელ ზედა კო------ში შაქარშვილები მას ედავებიან მიწის ნაკვეთზე, რაზედაც დავობდნენ სასამართლოში; სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთი მას მიაკუთვნა, დავა კი მაინც გრძელდება; 2015 წლის 17 ივნისს სახლში იმყოფებოდა; დაინახა ვი----–------–----ე და თანმხლები პირები, რომლებიც ისევ მიუთითებდნენ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე; აღელვებული გამოვიდა ეზოში და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში მა-–-----–------–--ლს, არ უარყოფს, თუმცა ეს გააკეთა თავდაცვის მიზნით, რადგან შა-----–---–ები მას ესხმოდნენ თავს; ისინი იყვნენ ხის კეტებით მის ეზოში შემოჭრილები; მეუღლე ჩადგა მათ შუაში და ცდილობდა შეჩერებას და გაშველებას; ერთერთმა მათგანმა - ინ-------–------–---–მა მის ხელთ არსებული ჯოხი და დაარტყა მარცხენა მხარზე; ის გაეცალა მათ და ცდილობდა ჯოხი მოემარჯვებინა, მაგრამ მეუღლემ აღარ გაუშვა; შემდეგ გაიგო, რომ მა-–-----–------–--ლს მისი მეუღლისთვის გუ-–---------------ძისათვის დაურტყამს ხის სკამი ფეხზე; კონფლიქტი გაგრძელდა რამდენიმე წუთი; ის თავს იცავდა და ამიტომ დაარტყა მა-–-----–------–--ლს; ისინი მასზე თავდასხმის მიზნით იყვნენ მისულები მის ეზოში; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 14.06.2018წ) ;

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ვი----–------–----ემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში, მოქალაქე შა-----–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შემოწმების შესახებ. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, რაც იყო გასაკეთებელი, პირველი პროცედურა იყო სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და ამის შემდგომ სხდომაზე საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის გადასარებად სურდა რა წასვლა თხოვა მა-–---- შაქარშვილს გაყოლოდა და ზუსტად ეჩვენებინა ეს ნაკვეთი; ამ დროს შა-----–---–ები იყვნენ სოფლის ცენტრში და მან იქედან ჩაისვა ავტომანქანაში მა-–-----–------–--ლი; შემთხვევის ადგილამდე ჯერ იყო შა-----–---–ის სახლი, შემდეგ მოსდევდა სადავო მიწის ნაკვეთი, შემდეგ კი იყო ლე--------------ის სახლი.სადავო ტერიტორიასთან მიახლოებისას მან დაინახა ეზოში ლე--------------ე; მა-–-----–------–--ლის დანახვისთანავე, ისე რომ მისთვის მა-–-----–------–--ლის არაფერი ჰქონდა ნათქვამი, ლე--------------ისაგან წამოვიდა აგრესია, მივარდა მა-–-----–------–--ლს და მისვლისთანავე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ვი----–------–----ე ჩადგა შუაში და ცდილობდა მათ ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას. ამ დროს მან დაინახა ფეხმძიმე გოგონა, რომელიც გაარიდა კონფლიქტის ადგილს და დაახლოებით 4 წუთის წუთის შემდეგ დაბრუნდა დაპირისპირებულებთან, ის არ გამორიცხავს, რომ იქ სხვა დაპირისპირებულებს შორის სხვაგვარ ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონოდა ადგილი, თუმცა უშუალოდ მას სხვა დარტყმა არ დაუნახავს, მაგრამ არ გამორიცხავს მათ შორის სხვა ცემის ფაქტებს.

მის განმარტებით პირველი აგრესია ჯა-------ეებთან მისვლისას დაიწყო ლე--------------ის სიტყვებით, რომ როგორ მივიდნენ კიდე მასთან, მა-–---- შაქარშვილის შეპასუხება არ ახსოვს, ამ მიმართვისთანავე მოხდა დარტყმა; მა-–-----–------–--ლს მოხვდა სახის არეში; ლე--------------ის სახლთან მიახლოვებამდე მან რამდენიმე ფოტო გადაუღო სადავო მიწის ნაკვეთს შორიდან, რათა ადმინისტრაციული წარმოების მიზნებიდან გამომდინარე მისი საზღვრები დაეზუსტებინა და სწორედ ამ მიზნით სთხოვა მან შა-----–---–ებს, რომ ერთი ადამიანი, რომელიც იყო მა-–-----–------–--ლი მისთვის გაეყოლებინათ, რათა დაეზუსტებინა სადავო ტერიტორია; ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ ასევე ჯა-------ის მეუღლე, მისი რძალი, ბოლოს კი მათი შვილიც მოვიდა, ასევე იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ; ის ყველას ვერ ხედავდა. ასევე დამატებით განმარტავს, რომ როდესაც ფეხმძიმე გოგონა გაარიდა სიტუაციას და უკან დაბრუნდა, ჯა-------ის მეუღლე ითხოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, რადგან იგი ფეხს იტკიებდა და დაზიანება აღენიშნებოდა ფეხის არეში.

აღნიშნული კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. აღნიშნავს, რომ ლე--------------ის მიერ მა-–-----–------–--ლზე დარტყმამდე იქ მისულ პირებს არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ, არც რაიმე უთქვამთ; ლე---- პირადიპირ მივარდა მა-–----ს და დაარტყა, რა თქმა უნდა ჩანდა, რომ გაღიზიანდა მათი მისვლით; შემდგომ შეიტყო, რომ კონფლიქტისას სხვა პირებსაც მიუღიათ ჯანმრთელობის დაზიანება. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 06.07.2018წ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას ბა------------------ძემ განაცხადა, რომ შემთხვევა მოხდა დაახლოებით სამი წლის უკან. მა-–-----–------–--ლმა დაურეკა მას, რომ მიდიოდა მიწათმომწყობი ვი----–------–----ე და სურდათ მიწის ნაკვეთის საზღვრების დაფიქსირება ; ამის შემდეგ მივიდა ვიტალი ქარცივაძე და ისინი წავიდნენ სადავო მიწის ნაკვეთისაკენ. ვი----–------–----ე და მა-–-----–------–--ლი მიდიოდნენ წინ, ხოლო 10 მეტრის დისტანციით დანარჩენები მისდევდნენ მათ უკან. მისვლისთანავე ლე---- გაბრაზებული გამოემართა და ხელი დაარტყა მა-–-----–------–--ლს. დასწვდა შემთხვევის ადგილზე არსებულ ხის სკამს და დაიწყო ღრიალი. ვი----–------–----ემ მა-–----ი გამოიყვანა და გამოარიდა მას. ამ დროს ლე---- ჯა-------ის რძალმა დაიწყო ყვირილი; განმარტა, რომ როცა შევიდნენ ე.წ ჩიხში, მის უკან მიდიოდნენ თენგიზ შა-----–---–ი, მე-----–----–---–ი და კიდევ სხვა შა-----–---–ები. ლე--------------ის გაბრაზების მიზეზი იყო 10 წლის წინ მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული სამეზობლო დავა, რის გამოც შემთხვევის დღეს გაბრაზდა, თუ კიდევ რატომ მივიდნენ, რის გამოც ხელი დაარტყა მა-–-----–------–--ლს, რომელიც მშვიდობიანად იყო მისული საზღვრების დასაფიქსირებლად. კონფლიქტის დროს ლე----სთან ერთად სახლში იყვნენ ასევე მისი მეუღლე და რძალი. უშუალოდ მას სხვა დარტყა არ დაუნახავს. აღნიშნულ კონფლიქტში ჩართული იყო ოთხი ადამიანი, ხოლო 4 ან 5 ადამიანი იდგა მის უკან. ინ-------–------–---–ი კონფლიქტში ჩაერთო აღნიშნული დარტყმის შემდეგ და მივიდა მა-–-----–------–--ლთან და ლე--------------ესთან, ხოლო სხვა პირები მათთან არ მისულან.შემთხვევის ადგილი მდებარეობდა არა ლე----ს, არამედ ლე----ს ბიძაშვილის ეზოში, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი.ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო ლე--------------ემ და ამის არანაირი აუცილებლობა არ იყო; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 06.07.2018წ)

 

2.6 მოწმე მე-----–----–---–მა სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს, ქალაქ ქობულეთის მიწის აღიარების კომისიის მოთხოვნით, ხელახალი ძიებისთვის უნდა შემოწმებულიყო სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრები. ამ მიზნით კომისიის წამომადგენელმა ვი----–------–----ემ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი მას გაჰყოლოდა, რომელიც არ იყო მოდავე პიროვნება და შეირჩა მა-–-----–------–--ლი; ლე--------------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოებისას, პირველად ლე--------------ე გამოვარდა და მა-–----ის დაუპირისპირდა, რა დროსაც გაშლილი ხელი დაარტყა მა-–----ის სახის არეში. ამ დროს მას მეუღლე - გუ-–----ა მოუწოდებდა არ დამღუპოო, ჩხუბის დასრულების შემდეგ კი მოვიდა მისი შვილიც. დარტყმამდე ლე--------------ემ იკითხა „რატომ მოდით აქო“, რის შემდეგაც გაშლილი ხელი დაარტყა მა-–-----–------–--ლს სახეში. თავად მა-–-----–------–--ლს დარტყმამდე არაფერი არ განუხორციელებია. ლე--------------ეს მა-–-----–------–--ლის ცემის მიზეზი არ ჰქონია, ამასთან, ისინი იდგნენ ჯა-------ის და თხილაიშვილის სახლებს შორის. მას სხვა ძალადობა არ დაუნახავს, თუმცა ესმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები ერთმანეთის მიმართ; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 30.06.2018წ);

 

2.7. მოწმე გივი შა-----–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ მაღაზიასთან, რა დროსაც მათთან მივიდა ახლგაზრდა კაცი და შეთანხმდნენ, რომ უნდა ენახათ შა-----–---–ების საზღვარი. მისვლისას ლე--------------ემ მა-–----ის დაარტყა ხელი, რა დროსაც მის გვერდით იდგა ვი----–------–----ე. მა-–-----–------–--ლი დ ვი----–------–----ე ამ დროს ლე--------------ის ეზოში არ იყვნენ შესულები, იყვნენ გენო ჯა-------ის ეზოში; მას სხვა ძალადობა არ დაუნახავს, თუმცა ადასტურებს, რომ ინდირა შა-----–---–ი იდგა დაპირისპირებულებს შორის. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 30.06.2018წ);

 

2.8. მოწმე ნა----------------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ლე--------------ის მეზობლად. შემთხვევის დღეს მას მოესმა ჩხუბის ხმა, რის გამოც გაიხედა გარეთ და დაინახა რამდენიმე მანქანა. ის მაშინვე არ გასულა, როცა გავიდა შემთხვევის ადგილზე, - ჩხუბი უკვე დაწყებული იყო, თუმცა მან დაინახა, რომ ინ-------–------–---–ი ლე--------------ეს ურტყამდა ჯოხს მიყოლებით რამდენჯერმე. ამ დროს მა-–-----–------–--ლმა ორსულ რძალს მოუქნია სკამი, რომელსაც გუ-–---------------ძე გადაეფარა და მას მოხვდა ფეხის არეში.მან დაპირისპირების ყველა დეტალი ვერ დაინახა, რადგან როდესაც შემთხვევის ადგილზე ჩამოვიდა ჩხუბი უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად იგი ვერ დაინახავდა ლე--------------ემ მისვლისთანავე/ჩხუბის დაწყებამდე რომ დაარტყა გაშლილი ხელი მა-–-----–------–--ლის სახის არეში. მისი მისვლისას ინ-------–------–---–ი ლე--------------ეს ურტყამდა ზურგის არეში ჯოხს, ხოლო მა-–-----–------–--ლის მოქნეული სკამი მოხვდა გუ-–---------------ძეს ფეხის არეში. კონფლიქტის შემდეგ გუ-–---------------ძისაგან შეიტყო, რომ მა-–-----–------–--ლმა გუ-–----ას დაარტყა ასევე სახის არეში. მან ნახა ის დაზიანებები, რაც ჰქონდათ ამ კონფლიქტის შემდეგ ლე--------------ეს და გუ-–---------------ძეს; მოწმის განმარტებით იქ ძელსკამი არის ეზოში, ეკუთვნის ინ-------–--–-ძეს, ის დგას ლევან ჯა-------ის ეზომდე.(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 18.06.2018წ)

 

2.9. მოწმე კო-------------ემ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს არ იმყოფებოდა სახლში, როცა დაბრუნდა დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროისათვის, მოესმა ხმაური, რის გამოც ჩქარი ნაბიჯებით გაემართა; ეზოში დახვდნენ თენგიზი შა-----–---–ი, მე-----–----–---–ი, მა-–----ი შა-----–---–ი, ინ-------–------–---–ი, ბა------------------ძე და სხვები, დედამისი და ორსული მეუღლე, ხოლო მამამისი - ლე--------------ე იმყოფებოდა სახლის უკან.როგორც შეიტყო, მოსულებს ლე--------------ეზე და გუ-–---------------ძეზე ჰქონდათ ძალადობა განხორციელებული, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია, კერძოდ, გადმოცემით იცის, რომ მა-–-----–------–--ლმა გუ-–----ას დაარტყა სკამი ფეხში, რის შედეგადაც აღენიშნებოდა იმ ადგილზე სიშავე; მისი მისვლის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლე--------------ემ თავდაცვის მიზნით დაარტყა მა-–-----–------–--ლის ხელი. ლე--------------ის ზურგის არეში ჰქონდა დაზიანებები.შემთხვევის ადგილი მდებარეობს მათი საცხოვრებელი სახლის წინ და ხუთ ოჯახს აქვს ერთი ეზო, რომლის 100-150 მეტრში ეყენა შა-----–---–ების მანქანები.(იხ სასამართლოს სხდომის ოქმი,1--06.2018წ)

 

2.10. მოწმის სახით დაკითხვისას ინ-------–--–-ძემ განაცხადა, რომ მისი ოჯახიდან მოშორებით ცხოვრობს ლე--------------ე. შემთხვევის დღეს დაინახა სამი მანქანა და დაინახა შა-----–---–ები, რის გამოც გუ-–----ას დაუძახა სტუმრები გვყავსო. მას გამოხედვისთანავე გამოჰყვა ლე----. მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო ხმამაღალი შეხლა-შემოხლა და საზღვრის გადაწევაზე კამათი. ამ შეხლა-შემოხლის დროს მოხდა ხელის დარტყმა, რასაც თვალყურს ადევნებდა თავისი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, რამეთუ სახლები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. შა-----–---–ებს ახლდა მიწათმომწყობი ვი----–------–----ე.

პირველად ხელი დაატყა ლე----მ. მერე მოტრიალებისთანავე მოხვდა ლე----ს. მისვლისთანავე, შეხვედრამდე მოხდა დარტყმა. მოსალაპარაკებელი სიტუაცია უკვე აღარ იყო იქ; ლე----ს გაფრთხილებული ყავდა ისინი, რომ არ მისულიყვნენ; (იხ. სხდომის ოქმი 14.06.2018წ. 16:24:02სთ-16:31:20სთ).

 

2.11. მოწმე ლე-–------ძემ განაცხადა, რომ 2018 წლის17 ივნისის იმყოფებოდა სახლში, დედამთილთან და მამამთილთან ერთად; მამამმთილი - ლე--------------ე ცვლიდან იყო მისული და ისვენებდა, დივანზე იყო წამოწოლილი და ეძინა. რა დროსაც დედამთილს გუ-–---------------ძეს ეზოდან შემოესმა ხმაური, რის შემდეგაც ლე--------------ე და გუ-–---------------ძე ჩავიდნენ ეზოში. ჩასვლისას მან დაინახა, რომ ლე---- ეგდო ძირს და ზურგის არეში უტყავდნენ ჯოხს. მის დედამთილს - გუ-–----ა ჯაფარძეს მა-–-----–------–--ლმა ფეხის არეში მოარტყა სკამი.მან როცა დაინახა,ლე--------------ე ძირს ეგდო და ინ-------–------–---–მა დაარტყა ხის სარი ზურგის არეში. ასევე მან დაინახა თუ როგორ მოარტყა მა-–-----–------–--ლმა გუ-–---------------ძეს სკამი ფეხის არეში.

მას არ დაუნახავს ლე--------------ემ მიაყენა თუ არა ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა შეიტყო, რომ ლე--------------ემ მა-–-----–------–--ლს დაარტყა სახეში თავდაცვის მიზნით, ხოლო დარტყმის მიზეზი ის იყო რომ ლე---- გაბრაზდა, თუ რატომ მივიდნენ გაუფრთხილებლად ეზოში; (იხ ოქმი, 1--06.2018წ);

 

2.12 სხდომაზე ინ-------–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ისინი მისულები არ იყვნენ კონფლიქტისთვის, ვინაიდან გაცხადებული ჰქონდათ და სურდათ სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხელახალი გამორკვევა,-მიწათმომწყობმა მოითხოვა მას გაყოლოდ ერთი პირი, გაყვა მა-–---- შაქარშვილი და ვინაიდან იქვე იყვნენ სხვა შა-----–---–ებიც წავიდნენ მათთან ერთად; ისინი ლე--------------ის ეზოში არ შესულან; ვი----–------–----ე და მა-–-----–------–--ლი მიფდიოდნენ წინ; ის გადაიღებდა სურათებს და წამოვიდოდნენ უკან; ლე---- მათ დანახვაზე გამოექანა და მა-–---- შაქარშვილს, - იმაზე გაბრაზებული, თუ როგორ გაბედეს და მივიდნენ, - პირდაპირ ხელი დაარტყა სახის არეში; ამაზე მივიდა გასაშველებლად; გუ-–---------------ძე თავის ფეხმძიმე რძალთან ერთად იყო ; შეხლა შემოხლა მოხდა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფები, მაგრამ მას არც ხის სარი ჰქონდა ხელში და არც ლე--------------ისათვის დაურტყამს, თუ ხელში ეჭირა სარი, სად წაიღო , ხომ უნდა ენახათ იქვე; ის უბრალოდ გასაშველებლად ჩაერია; მოწმეთა ნაწილის განმარტებებს არ ეთანხმება, ისინი სიმართლეს არ ამბობენ, მას არ დაურტყამს ჯოხი; (იხ ოქმი 18.06.2018წ)

 

2.1-- საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით №0--------, 25.06.2015 წ დადგენილია, რომ წარმოდგენილი პირადი შემოწმების მონაცემებით გუ-–---------------ძეს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარჯვენა ბარძაყის არეში. სამედიცინო საბუთების მონაცემებით გუ-–---------------ძეს მიუმართავს სამედიცინო დახმარებისათვის 17.06.15წ. დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის დაჟეჟილობა. ვეგეტოდისტონია ჰიპერტენული ტიპის. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს ( ი.ხ ტომი 01, ს/ფ 87-89).

 

2.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით №0-------5, 2--06.2015 წ დადგენილია, რომ წარმოდგენილი პირადი შემოწმების მონაცემებით მა-–-----–------–--ლს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა ( ი.ხ ტომი 01, ს/ფ 90-92).

 

2.15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით №003652215, 24.06.2015 წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ლე--------------ეს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს ( ი.ხ ტომი 01, ს/ფ 93-95).

 

2.16. სასამართლოს საქმის განხილვით სადავო მტკიცებულებების გამოკვლევით მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულია და სახეზე არ არის მათი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებები;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ლე--------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რომ ის იცავდა თავს და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებით, რადგან საქმის განხილვით აღნიშნული არ დადასტურებულა; შემთხვევის შემსწრე თუ მონაწილე პირების, მოწმეთა ჩვენებებით არ დადგენილა, რომ არსებობდა მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის რაიმე საფრთხე, მა-–-----–------–--ლის მხრიდან მის მიმართ რაიმე მუქარასაც კი არ ჰქონია ადგილი, რაც განაპირობებდა ამ უკანასკნელისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის საჭიროებას ან მისი უკანონო ქმედების აღკვეთის საჭიროებას, რადგან ეს მოხდა ლე--------------ის ეზოში შესვლამდე გზაზე, რომელიც არ იყო ლე--------------ის საკუთრება, ისევე როგორც ყველა საზოგადოებრივი გზა, არც მისული პირები ავტომანქანები იყვნენ ლევან ჯაფარძის ეზოში;

 

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მა-–-----–------–--ლს, ისე, რომ ამ უკანასკნელს არც არაფერი უთქვამს და არც რაიმე სახის მოქმედება განუხორციელებია, - ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა ლევან ჯაფარძემ;

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მა-–-----–------–--ლის და ინ-------–------–---–ის მტკიცებას მათ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან უშუალო თვითმხილველი მოწმეები, ნა----------------, ბა------------------ძე, ვი----–------–----ე მიუთიებდნენ რა რომ ნაწილი ქმედებები უშუალოდ დაინახეს, ნაწილით კი არ გამორიცხეს ძალადობრივი ქმედებები;

 

2.17. ამდენად, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი, დასტურდება საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, სატელეფონო შეტყობინებები, მა-–-----–------–--ლის, ვი----–------–----ის, ბა------------------ძის გოგი შა-----–---–ის, ლე--------------ის, გუ-–---------------ძის, ინ-------–------–---–ის, ლე-–------ძის, მე-----–----–---–ის, მოწმე თენგიზ შა-----–---–ის, მოწმე კო-------------ის, მოწმე ინ-------–--–-ძის, მოწმე ნათია ჯა-------ის, მოწმე ბიჭიკო შა-----–---–ის, მოწმე გივი შა-----–---–ის ჩვენებები, დაზარალებულ გუ-–---------------ძის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით),2.18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი კანონიერი გარემოებაა რა აუცილებელი გარემოება, (რაზეც აპელირებს დაცვის მხარე ლევან ა-------ის მქომედებიდან გამომდინარე), რომელიც ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას, ამასთან ხელყოფა უნდა იყოს რეალური და იმწუთიერი. განსახილველ შემთხვევაში კი მხარეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელეს არა აუციელებელი მოგერიების ფარგლებში, არამედ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, მიწის ნაკვეთიდან წარმოშობილი რამდენიმეწლიანი დავის ფარგლებში, პირადი შურისძიების და დაპირისპირების ნიადაგზე, რის გამოც არ არსებობს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება;

2.8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედებები და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა შეერაცხოთ თითოეულ მათგანს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი;

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით ლე--------------ის, მა-–---- შაქარშვილისა და ინ-------–------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულების ბრალეულობაში, რის გამოც მა-–-----–------–--ლი, ინ-------–------–---–ი და ლე--------------ე დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

მა-–-----–------–--ლს, ინ-------–------–---–ს და ლე--------------ეს სასჯელი უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), ვინაიდან

 

განხორციელებული ცვლილების თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 125-ე მუხლი გაუქმდა და ამ პერიოდიდან პასუხისმგებლობა ძალადობისა და ცემისათვის განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;

 

სსკ-ის 126-ე მუხლი 2018 წლის 01 იანვრამდე სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120 დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ხოლო 2018 წლის 01 იანვრიდან მას დაემატა შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთწლამდე;

 

მა-–-----–------–--ლს, ინ-------–------–---–ს და ლე--------------ეს დანაშაული ჩადენილი აქვს 2015 წლის 17 ივნისს ;

 

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. შესაბამისად ბრალდებულებს სასჯელი უნდა განესაზღვროთ სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულებს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, თარიღს, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებულ ზიანს, ბრალდებულების ასაკს, მათ წარსულს, პიროვნულ მახასიათებლებს და თვლის, რომ ბრალდებულების მიმართ სასჯელი უნდა განისაზღვროს ჯარიმის მინიმალური ოდენობით;

 

ამდენად, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ლე--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ლე--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.

 

ბრალდებული ინ-------–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ინ-------–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.

 

ბრალდებული მა-–-----–------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მა-–-----–------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - გაუქმდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე