განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
020100118002327232
დავის ტიპი
19 - 108 , 375
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002327232

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/80-18 3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი დ----------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ნ-------------–------------------------------------–-------–-–------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------–----------–-----------–--------–----------------------------–--------------------–--------------–-------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლი

ქმედების შემადგენლობა: განზრახ მკვლელობის მცდელობა

 

2.2. ადვოკატი ბ--–--–---–---

2.3. ადვოკატი ო-----------–---

 

2.4. ბრალდებული რ-------------------------–-----------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–-------------------------–-----------------------------------------------------------------------------–----------------------------–--------------------–---–-----

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლი

ქმედების შემადგენლობა: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად

 

2.5. ადვოკატი ბ-------------–---–-

2.6. ადვოკატი ლ-–-----–-------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

I. ბრალდებულ რ------------–-ძის ქმედება

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი

 

2----–-–-----------------, შუადღის საათებში ა--–-ს მუნიციპალიტეტში მდებარე ა-----–-ს ტყის მასივში რ------------–-ძე შეესწრო ნ--------------------ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს - ი-----–-------–--ს განზრახ მკვლელობის მცდელობას. აღნიშნულის შემდეგ რ------------–-ძე ნ--------------------ს მოთხოვნით დაეხმარა მას ი-----–-------–--ს აბაშაში გამავალ მდინარე რ----ში გადაგდებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, ბრალდებული რ------------–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ რ------------–-ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. რ------------–-ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული რ------------–-ძის ნერწყვის, ანაწმენდის, ფრჩხილების, თმის ნიმუშები, ხელის თითის ანაბეჭდები განადგურდეს; რ------------–-ძის ტანსაცმელი და ჩექმები, ტელეფონი სიმბარათით დაუბრუნდეს რ------------–-ძეს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

რ------------–-ძისთვის წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი სტანდარტით ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, მოწმეების: მ-------------------ს, ბრალდებულების ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა

 

ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ და მისი უშუალო მონაწილეობით, დაზარალებულთან კონსულტაციის შემდეგ, რომლის მიხედვით მას არ სურს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თანახმაა, ბრალდებულის მიმართ დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობებით, ასევე ბრალდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე და მისი წინასწარი თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დ----------------ს, ბრალდებულ რ------------–-ძეს და მის ადვოკატ ლ-–-----–-------ს შორის.

2018 წლის 3 ოქტომბერს მიმდინარე სისხლის სამართლის განხილვისას დასკვნით სიტყვებამდე შუამდგომლობით მომართა პროკურორმა დ----------------მ და ითხოვა ბრალდებულ რ------------–-ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. შუამდგომლობა შედგენილი და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად და მას ერთვის იმავე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო დოკუმენტები.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დ----------------მ, ბრალდებულმა რ------------–-ძემ და ადვოკატმა ლ-–-----–-------მ და იშუამდგომლეს მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს. ბრალდებულს გადაცემული აქვს საპროცესო შეთანხმების ოქმი, რომელშიც რაიმე შენიშვნა არაა დაფიქსირებული, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშეც დაადასტურა. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს. ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგს. ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისთვის ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან, ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისა, ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებაში ასახული არც ერთი პირობა არ უზღუდავს ბრალდებულს უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან. იგი ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII.).

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი სტანდარტის მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. ამასთან, დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

II. ბრალდებულ ნ--------------------ს ქმედება

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2----–-–-----------------, შუადღის საათებში ა--–-ს მუნიციპალიტეტში მდებარე ა-----–-ს ტყის მასივში ნ-------------------- შეშის დამზადების მიზნით იმყოფებოდა რ------------–-ძესთან ერთად. აღნიშნულ პერიოდში მათ შეხვდათ ცხენით მოძრავი ი-----–-------–--, რომელთანაც იმყოფებოდნენ კონფლიქტურ დამოკიდებულებაში და რომელიც აგინებდა მათ. ნ--------------------მ სანადირო თოფიდან მოკვლის მიზნით გასროლა განახორციელა ი-----–-------–--ს მიმართულებით, რის შედეგად ი-----–-------–--მ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და გადმოვარდა ცხენიდან. კვალის დაფარვის მიზნით, ნ--------------------მ მასთან ერთად მყოფ რ------------–-ძეს მოსთხოვა დახმარება, რის შემდეგაც მათ ი-----–-------–-- გაახვიეს ბრიზენტის ქსოვილში, მოათავსეს ნ--------------------ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში და გადააგდეს აბაშაში გამავალ მდინარე რ----ში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. განზრახვა

 

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს.

ბრალდებულის მიერ განზრახ მოქმედებას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა:

თავად ბრალდებულ ნ--------------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, ი-----–-------–--მ თავისი ქმედებებით, მუქარით, გინებით, გადაკიდებით უკანასკნელ ზომამდე მიიყვანა, რის გამოც ესროლა ი-----–-------–--ს მისი მოკვლის მიზნით.

ბრალდებულ რ------------–-ძის ჩვენებით, ი-----–-------–-- აგინებდა ნ--------------------ს, რომელსაც თოფი ჰქონდა თან. თოფის გავარდნის ხმა გაიგო, რასაც მოჰყვა ი-----–-------–--ს ჩამოვარდნა ცხენიდან. ნ--------------------მ ი-----–-------–-- ბრიზენტში გაახვია, რაშიც დაეხმარა თვითონაც, ავტომანქანაში მოათავსეს, რის შემდეგაც მდინარე რ----ში გადააგდეს.

ამდენად, ირკვევა, რომ ნ--------------------, იყო რა გაბრაზებული ი-----–-------–--ზე, აიღო თოფი, რის შემდეგაც მისი სიცოცხლის მოსპობის განზრახვით ესროლა ი-----–-------–--ს.

განსახილველ შემთხვევაში გაბრაზებული ნ--------------------ს მიერ ი-----–-------–--ს სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით თოფის გასროლა მიუთითებს, რომ ბრალდებული ითვალისწინებდა, რომ დაზიანების მიყენება წარმოადგენდა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ, საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით აკრძალულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეეძლო გამოეწვია სასიკვდილო შედეგი და სურდა ეს შედეგი.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ-------------------- მოქმედებდა ი-----–-------–--ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვით.

 

2.2. მკვლელობის მცდელობა

 

მოწმე თ----–-------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2----–-–----------------- 11 საათზე გავიდა სახლიდან ი-----–-------–-- ცხენის გასადენად და ღვინის მოსატანად, რის შემდეგაც არ დაბრუნებულა. მისი ტელეფონიც გაითიშა. მას შემდეგ ის ვერ იპოვეს.

მოწმე ი-----–-------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------- 11 საათზე გავიდა სახლიდან ი-----–-------–-- ცხენის გასადენად და ღვინის მოსატანად, რის შემდეგაც არ დაბრუნებულა. მისი ტელეფონიც გაითიშა. მას შემდეგ ის ვერ იპოვეს. ი-----–-------–--ს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ნ--------------------სთან ურთიერთობა დაეძაბა და ის საცემი ჰყავდა. იცის, რომ ი-----–-------–-- ითხოვდა ნ--------------------სთან შეხვედრას და იმის გარკვევას, თუ ვინ უთხრა მას, რომ მისი ცხენები მას ჰყავდა მოპარული. ნ-------------------- არ ხვდებოდა ი-----–-------–--ს ამის გასარკვევად. ი-----–-------–-- როცა გადიოდა სახლიდან, იბარებდა თუ სად მიდიოდა. მას საზღვარგარეთ წასასვლელი ადგილი არ ჰქონდა.

მოწმეების: მ-----–---------ს, ბ---------------ს, ზ---–------–---ს ჩვენებებით და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ნ--------------------ს სახლი გაჩხირკეს, რის შედეგადაც ამოიღეს ორლულიანი სანადირო თოფი და სხვა ნივთები, რაც დალუქეს.

მოწმეების: ჯ-------------ს, ა-–-----------------------ს ჩვენებების თანახმად, ი-----–-------–-- დაუკავშირდა დილის 9-10 საათზე, კვიცების გაყიდვას აპირებდა და უნდა შეეფასებინა. სთხოვა, ძმას გამოუარე, სიგარეტი იყიდე და ცხენებთან მოდიო. ამის შემდეგ ი-----–-------–--ს ტელეფონი გათიშული ჰქონდა, ეძებდნენ, მაგრამ ვერ ნახეს.

მოწმეების: ბ----------–--ს, მ---------–--------ს ჩვენებების მიხედვით, ნ--------------------ს და ი-----–-------–--ს შორის უთანხმოება იყო, ნუგზარმა უთხრა ი-----–-------–--ს, ცხენი მომპარეო. ი-----–-------–-- ამის დამტკიცებას ითხოვდა. დაპირისპირების მეორე დღეს მათ მოუბოდიშეს ერთმანეთს. ამის შემდეგ ი-----–-------–--მ უთხრა მ---------–--------ს, რომ ნ--------------------ს შეურაცხყოფა მიაყენა ტელეფონით. ამ ფაქტის მერე ი-----–-------–-- არ თამაშობდა მათ გუნდში.

მოწმეების: ბ----------------–--ს, გ--–-------–---–-ს ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ნ--------------------ს განემარტა უფლებები, ჩასვეს ავტომანქანაში და ზუგდიდიდან წავიდნენ ა--–-ს მიმართულებით, გადაუხვიეს ა-----–-ს მიწისკენ, სადაც საყანე ფართობები იყო. ნ--------------------მ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც წამოვიდა ცხენზე მჯდომი ი-----–-------–--, სადაც ის ჩამოვარდა, სადაც შეახვია, სადაც რ------------–-ძის დახმარებით გადააგო მდინარეში.

მოწმეების: ა--------–---------ს, ა-----–---------------ის, ვ--------–-–---ს ჩვენებებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა რ------------–-ძესთან ერთად, რა დროსაც ზუგდიდიდან ა--–-სკენ წავიდნენ, სოფელ ა-----–-სკენ შეუხვიეს, ნ--------------------ს საყანე მიწებში ხიდზე გადავიდნენ, 3 კილომეტრი იარეს, გამობრუნდნენ, მარცხნივ შეუხვიეს. რ------------–-ძის მითითებით მივიდნენ ა--–-ს რაიონის სოფელ ა-----–-ს ტერიტორიაზე, იქ აჩვენა მათ ნ--------------------ს კარავი, ნ--------------------ს საყანე ფართობი, ის ადგილი, სადაც მოხდა გასროლა და ხიდი, საიდანაც მოხდა ი-----–-------–--ს გადაგდება მდინარეში.

მოწმე ი-----–-------------ს ჩვენებით და ნიმუშის აღების ოქმებით დასტურდება, რომ თ----–-------–--სა და ა-----–------–--სგან ნერწყვის ნიმუშები აიღო, რაც ადგილზე დაილუქა, დანიშნა ექსპერტიზები, თოფი საქმის მისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტიზაზე გაგზავნამდე მასთან ინახებოდა, თოფი დაშლილი იქნებოდა.

მოწმე შ-----------–------ს ჩვენების და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მეტალის ორლულიანი საგნის ცევიოს მეტალის დეტალზე არსებული მუქი მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N92ა) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N29ა-ს, მამრობითი სქესის პირის, გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----–-------–--სა და (ობ. N38, პაკეტი წარწერით: თ----–-------–--ს ნერწყვის ნიმუში) და ა-----–------–--ს (ობ. N39, პაკეტი წარწერით: ,,ა-----–------–--ს ნერწყვის ნიმუში) ბიოლოგიურ შვილს. ხისმაგვარ ტარზე არსებული ორმაგი სასხლეტის დამცავი რკალის გარე ზედაპირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N26) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N26-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ორგამ სასხლეტზე, დამცავი რკალის შიდა ზედაპირსა და მეტალის სხვა ნაწილებზე არსებული ბიომასალის (ობ. N27) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ობ. N29ა-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N28) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ობ. N29ა-ს, ხოლო მეორე წილი ნ--------------------ს (ობ. N36) გენეტიკური პროფილების იდენტურია. პაკეტი ექსპერტთან დალუქულ მდგომარეობაში მიიტანეს. ნივთმტკიცებები მასთან მოხვდა ლევან მოსიაშვილის მიერ მათი გამოკვლევის შემდეგ. სისხლის ლაქები, რაც მან შენიშნა, შეიძლება ნებისმიერ პირს ვერ შეემჩნია, რადგან მოყავისფრო წერტილოვანი ლაქები იყო, რისი შემჩნევაც შესაძლებელი იყო ლუპით და შუქფილტრებით დაათვალიერების დროს.

მოწმე ლ----------–---–-ს ჩვენების მიხედვით, ორლულიანი თოფის პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული პაკეტი მას არ გაუხსნია. თოფი დაშლილ მდგომარეობაში იყო.

მოწმე ა-----–-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 2 იანვარს შექმნეს ი-----–-------–--ს სამძებრო საქმე და ის ოპერატიულ ძებნაზე დასვეს. საზღვრის კვეთა გადამოწმდა, საზღვარი არ გადაუკვეთია.

მოწმე მ---------------ს ჩვენებით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარედგენა პოლიმერული მასალის 1 პაკეტში სხვა ნივთებთან ერთად დალუქული ორლულიანი თოფი, რაც არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,ИЖ-58 ME’ მოდელის 12 კალიბრის გლუვლულიანი ორლულიანი სანადირო თოფი NB 01043, რომელიც ვარგისია სროლისთვის. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. თოფი იყო დაშლილი.

მოწმე მ-------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–----------------- დილით რ------------–-ძეს დაურეკა ნ--------------------მ. რ------------–-ძემ უთხრა, რომ შეშის საჭრელად მიყვებოდა ა-----–-ს მასივში ნ--------------------ს და 11 საათისთვის წავიდა. შემდეგ ნ--------------------ს მარშუტკით მივიდა დაახლოებით 14 საათისთვის მასთან. რ------------–-ძემ უთხრა, სიგარეტი და დამამშვიდებელი წამალი მიყიდეო. რ------------–-ძე სულ წამლებს ითხოვდა. კაცი ხომ არ მოგიკლავს, წამლები რად გინდაო ჰკითხა მას. რ------------–-ძემ ტირილი დაიწყო, მკვლელობას შევესწარიო, ა-----–-ს მასივში ნ--------------------მ ესროლაო ი-----–-------–--ს თოფიდან, ჩამოვარდაო ირაკლი ცხენიდან. შეახვიეს ჩამოვარდნილი და მარშუტკით წაიღეს. 8 იანვარს ნ-------------------- იბარებდა რ------------–-ძეს. უკან გაყვა რ------------–-ძეს და სამზარეულოსთან გარეთ გაიგო საუბარი: ნ--------------------მ უთხრა რ------------–-ძეს, მე მოვკალი კაცი და შენ რა გახტუნებსო. რ------------–-ძეს ეშინოდა და ნ--------------------მ ამიტომ უთხრა, მე მოვკალი და შენ რისი გეშინიაო.

ბრალდებულ რ------------–-ძის ჩვენების თანახმად, 2----–-–----------------- იმყოფებოდა მ-------------------ს სახლში. ნ--------------------მ დაურეკა, გამომყევიო შეშის საჭრელად ანჯელში. 1 საათში წავიდა ნ--------------------ს მარშუტკით. საათნახევარში მივიდნენ. ნახა, რომ ცხენზე ამხედრებული ი-----–-------–-- მოდიოდა მათკენ გინებით. ნ--------------------მ ჰკითხა, არ შემეშვები, რა გინდაო? შენ შენი ცხოვრება გაქვსო, მე - ჩემი. ი-----–-------–--მ არ დაანება თავი. ამის შემდეგ თოფის გავარდნის ხმა გაიგო. თოფი ნ--------------------ს ჰქონდა. ი-----–-------–-- ცხენიდან ჩამოვარდა. ნ--------------------მ შეახვია ის, დაეხმარა მარშუტკაში ჩადებაში, რის მერეც ის რ----ის ხიდზე გადააგდეს. შემდეგ ნ--------------------სგან გაიგო, რომ ი-----–-------–--მ ცხენები მოპარა ნ--------------------ს. მ-------------------ს მოუყვა აღნიშნული. სხვა არავინ უნახავს შემთხვევის დროს. ი-----–-------–--ს წყალში გადაგდების შემდეგ სახლში მივიდა, მ------------------- წამოიყვანა სახლში ნ--------------------ს ავტომანქანით. ამის შემდეგ ცუდად ოყო. შემთხვევის ადგილზე მას ხელი აფარებული ჰქონდა ყურებზე.

ბრალდებულ ნ--------------------ს ჩვენების მიხედვით, მიაბარა 2 კვიცი ი-----–-------–--ს, რომლებიც დაიკარგა. შემდეგ ი-----–-------–--მ უთხრა, რომ ერთი გაყიდა, მეორე - მოკვდა. მკვდარი ცხენი გადაამოწმა და თავისი არ აღმოჩნდა. სხვისგან გაიგო, რომ მისი ცხენი გაუყიდია ი-----–-------–--ს. მეორე პირმაც დაუდასტურა აღნიშნული. ამის მერე გაუცივდათ ურთიერთობა და გუნდში არ ათამაშებდა მას. აუჩემა, რატომ არ მათამაშებო. მერე სუფრაზე მოხვდნენ ერთად. სადღეგრძელო თქვა, სანდო კაცს გაუმარჯოს და უნდოს დედა ვატირეო. ი-----–-------–-- აუშარდა ამაზე, რატომ ამბობო. მეორე დღეს ავტომანქანაში ჩაუჯდა და უთხრა, მე მომპარავი ვარ და ვინც დამადანაშაულებს, სასწაულს ვუკეთებო. ამის მერე დალიეს და ეგონა, დამთავრდა ეს ამბავი. მერე დაურეკა ი-----–-------–--მ და შეურაცხყოფა მიაყენა, უთხრა, დაგიბრალებიაო ჩემთვის და დაემუქრა. ისევ მივიდა ი-----–-------–-- თამაშის დროს, რ------------–-ძეს და მას დაემუქრა. ამის მერე ისევ დაურეკა, კარგ ბიჭებთან ვილაპარაკოთ, გაჩვენებო სეირს, რ------------–-ძესაც ყელს გამოვჭრიო. მერე ი-----–-------–--მ დაურეკა რ------------–-ძეს, წაიყვანა საქმის გარჩევაზე და იქიდან კონფლიქტით წამოვიდნენ. ამის მერეც რამდენჯერმე დაურეკა ისევ იმავე თემაზე ი-----–-------–--მ და რ------------–-ძეს დაუწყო შანტაჟი, მუქარები, წერდა მესიჯებს. რ------------–-ძე მასთან მიდიოდა ანერვიულებული, ან ის მომკლავს, ან თავი უნდა მოვიკლაო. მერე ახალ წელს შეხვდა ი-----–-------–-- მას და რ------------–-ძეს ანჯელში, აგინა მათ, ამოუყვანა კისერში ყველაფერი, რის გამოც მოხდა გასროლა მისი მისამართით. ჯერ ნაჯახით გაეკიდა მას, ის გაიქცა. ამის მერე ესროლა.

სასამართლო აფასებს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ იქნა პირდაპირი მტკიცებულებები: ბრალდებულების ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ ნ--------------------ს მიერ ი-----–-------–--სთვის თოფის სროლას მისი მოკვლის მიზნით, ხოლო შემდეგ ი-----–-------–--ს ე.წ. ბრიზენტში გახვევასა და მდინარეში გადაგდებას. ამასთან წარმოდგენილ იქნა კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ნ--------------------ს თოფზე აღმოჩნდა ი-----–-------–--ს მშობლების მამრობითი სქესის ბიოლოგიური შვილის ბიოლოგიური კვალი, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს. ასევე ბრალდებულების ჩვენებებს ადასტურებს მოწმე მ-------------------ს ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ მან მოისმინა რ------------–-ძის და ნ--------------------ს საუბარი, სადაც ნ-------------------- ამბობს, რომ მან მოკლა ი-----–-------–--. ბრალდების მხარემ სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარმოადგინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებშიც ორივე ბრალდებულმა მიუთითა და აღწერეს ის ვითარება, თუ რა მოხდა შემთხვევის დროს, მიუთითეს გასროლის ადგილი, ასევე ის ადგილი, სადაც გადააგდეს ი-----–-------–--.

აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ნ--------------------მ ესროლა თოფი დაზარალებულ ი-----–-------–--ს, რომელიც ადგილზევე წაიქცა და ჭრილობიდან სისხლი წამოვიდა.

დაცვის მხარე სადაოდ ხდის ამოღებული თოფზე ჩატარებულ ექსპერტიზას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ თავად დატოვა ამოღებულ თოფზე ბრალდებულის მშობლების სისხლი, თუმცა საყურადღებოა, რომ ბრალდებულის მშობლებისგან აღებულ იქნ არა სისხლის, არამედ ნერწყვის ნიმუში. მათგან სისხლის ნიმუშის აღება არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამდენად დაცვის მხარის პოზიცია ბრალდების მხარის მიერ თოფზე არსებული კვალის გაყალბების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების, განსაკუთრებით კი ბრალდებულების, მოწმე მ-------------------ს ჩვენებების, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტის ჩვენების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ--------------------მ ჩაიდინა ი-----–-------–--ს განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც აქვს კიდეც მას ბრალად წარდგენილი.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ--------------------ს მიერ მკვლელობის მცდელობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საერთაშორისო აქტებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება. სამართლის მიერ სიცოცხლის უფლების დაცვა ხდება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. მათ შორის ერთ-ერთია სიცოცხლის მოსპობის დასჯად ქმედებად გამოცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით ისჯება განზრახ მკვლელობის მცდელობა. მართალია, აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციის თვალსაზრისით ე.წ. მარტივი შემადგენლობის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის მუხლების მოშველიებით შესაძლებელია ამ დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების გამოვლენა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს სუბიექტური მხრივ, სხვისი სიცოცხლის მოსპობის განზრახვა, ობიექტური მხრივ - აღნიშნულისკენ მიმართული (ნებისმიერი სახის) ქმედება. სსკ-ის 108-ე მუხლის ობიექტია სხვა ადამიანის სიცოცხლე.

საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისთვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისთვის, სსკ-ის მე-19 მუხლზე მითითებით.

სუბიექტური მხრივ სსკ-ის 19, 108-ე მუხლი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განზრახ. მკვლელობის მცდელობისთვის დამახასიათებელია როგორც წინასწარ მოფიქრებული, ასევე უეცრად წარმოშობილი განზრახვა. ამასთან, მნიშვნელოვანია უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს არსებული განზრახვა და არა წინმსწრები ან ქმედების შემდგომი სუბიექტური მდგომარეობა ქმედების სუბიექტისა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ--------------------მ ესროლა ი-----–-------–--ს, რის შემდეგაც შეახვია ბრიზენტში და გადააგდო მდინარეში, რითაც განახორციელა აქტიური მოქმედება. ის აცნობიერებდა, რომ საკუთარი ქმედებით არღვევდა მისთვის დაკისრებულ, სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის დაცვის მოვალეობას და ამ მოვალეობის დარღვევით ჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ი-----–-------–--ს სიკვდილი და სურდა ეს შედეგი, ე.ი. მოქმედებდა განზრახ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ვრცელდება ასევე სიკვდილის ფაქტის დადგენაზეც.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

საქმის მასალებით არ იკვეთება ნ--------------------ს ქმედების საბოლოო შედეგი. გაურკვეველია, მოჰყვა თუ არა მის ქმედებას სიკვდილი, ვინაიდან ი-----–-------–-- ცოცხალი ან გარდაცვლილი მას შემდეგ ვერ იპოვეს. ასეთ ვითარებაში არ არსებობს მისი გარდაცვალების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ სამართლებრივად სწორად მოხდა ქმედების დაკვალიფიცირება მხოლოდ მკვლელობის მცდელობად, რისი ჩადენაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ნ--------------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც მოხდა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ნ-------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნ--------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების წინაპირობა, მისი მხრიდან კონფლიქტის გამწვავების სურვილის არარსებობა და ამისგან თავის არიდების მცდელობები, ი-----–-------–--ს აქტიურობა, მის მიერ ნ--------------------ს გამოწვევა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დანაშაულის აღიარება.

ნ--------------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს პოსტდანაშაულებრივი ქცევა, კვალის დაფარვის მიზნით ი-----–-------–--ს მდინარეში გადაგდება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (სიცოცხლის მოსპობა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (განხორციელდა ადამიანის უმაღლესი ღირებულების - საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული სიცოცხლის - წინააღმდეგ ქმედება) ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ი-----–-------–--ს მხრიდან კონფლიქტის განახლების არაერთი მცდელობის შემდეგ მისივე მხრიდან ნ--------------------ს სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად თოფის სროლა, შედეგ ბრიზენტის ნაჭერში გახვევა და წყალში გადაგდება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი, არის წარმატებული სპორტსმენი, ცდილობდა არ გაემწვავებინა კონფლიქტი ი-----–-------–--სთან, თავს არიდებდა მას), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (მტკიცებულებათა გამოკვლევის ბოლოს აღიარა დანაშაული).

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის კომპლექსური გაანალიზების შედეგად, იღებს რა მხედველობაში საქმის ყველა გარემოებას, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

ძირითადი სასჯელის დანიშვნასთან ერთად სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისთვის, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. სასამართლო, ჩადენილი ქმედების, მისი წინაპირობების, შედეგის გათვალისწინებით მიდის დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ქონების - დანაშაულის იარაღის - თოფის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რადგან ეს აუცილებელია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია გარდაცვლილის, ასევე სხვა პირის კუთვნილი ნივთები, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და მესაკუთრეებს. რაც შეეხება საქმეზე დართულ, რაიმე ღირებულების არმქონე ნივთებს, ისინი, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პროკურორ დ----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორს, ბრალდებულ რ------------–-ძეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ლ-–-----–-------ს შორის.

რ------------–-ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ რ------------–-ძეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რ------------–-ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ერთი ცალი ИЖ-58 МЕ მოდელის 12 კალიბრის ორლულიანი თოფი.

ნ--------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 იანვრიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: მობილური ტელეფონის აპარატები, სიმბარათები, ტანსაცმელი, ქუდები, ჩექმები, კარაბინი, მჭიდი, ჩანთა, პნევმატური შაშხანა, ვაზნები, ხიშტდანა, ავტომანქანა, საბურავი, ე.წ. „ბრეზენტი“ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს; ანაწმენდები, ნერწყვის, ფრჩხილების, თმის ნიმუშები, თითის ანაბეჭდები განადგურდეს; დისკები დართოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით,განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ნ--------------------ს მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით 1) განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში მსჯავრდებულის მიერ, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, იძულებით, ძალადობით, მუქარით, დაშინებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და მისი 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა; 2) მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევისას, ამ დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში პროკურორის მიერ.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია