გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18773-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 20-8 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი - ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - ვიო-–------------–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - თეო----–-----–---–ი
მოპასუხე - ირა--–-----------ე
მოპასუხის წარმომადგენელი - პა----------ძე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ირა--–-----------ეს ვიო-–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: თბი-–----------------------------- სართული, ბ------, ს/კ: 0-.1--1-.---.0--.0-.6-- და მე-----------------------–------------ ს/კ: 0-.1--1-.---.0--.0-.0-6ა) მესაკუთრის თანხმობისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2017 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 35 540 აშშ დოლარი. 1.2. ირა--–-----------ეს ვიო-–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 585.39 ლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვიო-–------------–---–მა საჯარო აუქციონზე 2017 წლის 31 მარტის განკარგულებით შეიძინა ირა--–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბი-–----------------------------- სართული, ბ------, ს/კ: 0-.1--1-.---.0--.0-.6-- და მე-----------------------–------------ ს/კ: 0-.1--1-.---.0--.0-.0-6ა. შეძენილ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა დადგენილი წესით, რომლის მიუხედავადაც, 2017 წლის 18 ოქტომბრამდე მოპასუხე ფლობდა დასახელებულ უძრავ ქონებას. სარჩელში მითითებულია, რომ მოპასუხე, მის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის გამო, უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ თავისი საკუთრებით სარგებლობისა და მისგან გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში. ზიანთან დაკავშირებით (მე-2 სასარჩელო მოთხოვნა) მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოპასუხის ცხოვრების პერიოდში დაგროვდა კომუნალური გადასახადები, საიდანაც მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი შეადგენს 535.39 ლარს, ხოლო დასუფთავების - 50 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და იგი არ დაეთანხმა სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ამონაწერების, წერილობით შეთანხმებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული იყო ერთის მხრივ შპს „გ------ას“ და მეორეს მხრივ ირა--–-----------ეს შორის. შპს „გ------ას“ 10-% წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენდა თავდაპირველად თე-------------–---–ი, შემდგომ გივი ნა---–----–---–ი და უკვე 2016 წლის 11 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე - მოსარჩელე ვიო-–------------–---–ი, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცა აღნიშნულ წილზე საკუთრების უფლება.
ხსენებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბი-–----------------------------- სართული, ბ------- (ს/კ 0-.1--1-.---.0--.0-.6--) და მე-----------------------–------------ (ს/კ 0-.1--1-.---.0--.0-.0-6ა).
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 31.03.2---წ. #A------------/0-- განკარგულების შესაბამისად, მოვალე ირა--–-----------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თ---–----------------------------------------------–----------------- (ს/კ 0-.1--1-.---.0--.0-.6-- და 0-.1--1-.---.0--.0-.0-6ა) მესაკუთრე 2--- წლის 28 მარტს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ვიო-–------------–---–ი და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა სახელზე საკუთრების უფლებით მის სახელზე 31.03.2----–--–ს.
3.2.3. დღეის მდგომარეობით მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას არ ფლობს მოპასუხე მხარე. სადავო გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ ზემოთმითით მითითებული უძრავი ქონების 2017 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე რეალურად ფლობის ფაქტი
მოსარჩელე აპელირებს საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 18 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტზე და განმარტავს, რომ სწორედ ამ დროს მოხდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთავისუფლება უკანონო მფლობელობიდან. ხსენებულ მსჯელობას მოსარჩელე ასევე ამყარებს პოლიციის რეაგირების ოქმებით, რომელიც აგვისტოს თვეშია შედგენილი და რომელშიც ბინაში მყოფ პირად მითითებულია მოპასუხის მეუღლე.
აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხე განმარტავს, რომ აქტის შედგენის პერიოდისთვის ბინა უკვე გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში იყო და რეალურად მხოლოდ ხსენებული ფაქტის დადასტურება მოხდა აქტის შედგენით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების პრინციპზე და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმედ დაკითხულ თე-------------–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აქტის შედგენის დროს მოძრავი ნივთებისგან ბინა უკვე გამოთავისუფლებული იყო. შესაბამისად, კონკრეტულად რომელ თვეში მოხდა ბინის დაცლა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით თანხის დაკისრებას და განმარტავს, რომ სადავო პერიოდში ქონების იჯარით გაცემის შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს 35 540 აშშ დოლარის ოდენობით, რაზეც მის მიერ წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნები. შესაბამისად, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია მოპასუხის მხრიდან ბინის ფლობის პერიოდის ზუსტად განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში კი ვერ დგინდება უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობის კონკრეტული, ზუსტი პერიოდი, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნას.
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ მოპასუხეს ეკისრება კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა სს „თე-–--ის“ აბონენტის - ვიო-–------------–---–ის ბრუნვის ისტორია და სს „თე-–--ის“, შპს „თბ--–---------------ის“ და G---ის ქვითრები და მიუთითა, რომ ელექტროენერგიის დავალიანება - 535.39 ლარი და დასუფთავების თანხა - 50 ლარი ეკისრება მოპასუხეს, რამდენადაც მოპასუხის მიერ არის გახარჯული.
აღნიშნული დოკუმენტაცია სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად იმის განსასაზღვრად, რომ სწორედ მოპასუხის მიერ მოხდა დავალიანების დაგროვება. კერძოდ, ბრუნვის ისტორია გაცემულია 05.01.2017 წლიდან 12.01.2018 წლამდე პერიოდზე, ქვითრები კი 05.01.2018 წლის მდგომარეობითაა გაცემული. სასამართლო ვერ დაეყრდნობა აღნიშნულ მტკიცებულებებს სადავო პერიოდში მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის განსასაზღვრად და მიიჩნია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 982-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლო ფაქტობრივი გარემოების შეფასების შემდგომ აფასებს შესაბამის სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელეს მითითებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 982-ე და 408-ე მუხლები. თავის მხრივ, სკ-ის 408-ე მუხლის გამოყენება უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას. სწორედ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა ანიჭებს უფლებას კრედიტორს, მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სკ-ის 394.1 მუხლის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალის წინაპირობები, ასევე უნდა შეესაბამებოდეს ზიანის სამართლებრივ კონსტრუქციას და ერთ-ერთი გარემოების არარსებობა გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მის შესაძლებლობაზე მიეღო შემოსავალი ბინის იჯარით გაცემის შედეგად, რომ არა მოპასუხის ხელისშემშლელი გარემოება, რაც გამოიხატა მის მიერ ბინის არამართლზომიერ ფლობაში. აღნიშნული ცხადჰყოფს, რომ მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ანაზღაურების თაობაზე სახელშეკრულებო ნორმებს ვერ დაეფუძნება. არც დელიქტიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე (სკ-ის 992-ე მუხლი), ვინაიდან უძრავი ქონების უკანონო მფლობელობით მოპასუხეებს მოსარჩელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის სახით რაიმე ზიანი არ მიუყენებიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების სფერო მოიცავს, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებს. სწორედ ამ კუთხით დიფერენცირების შედეგად უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ სამართლებრივი ნორმის შეფარდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (იხ. სუსგ, საქმე #ას-218-210-201-,10 მარტი, 201- წელი). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებას სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლზე, ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ 982-ე მუხლი მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა მისთვის იჯარის თანხის დასკვნაში მითითებული ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის და იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეების ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. მეორეს მხრივ, მას ასევე უნდა დაედასტურებინა, რომ უკანონო ფლობის პერიოდში მოხდა კომუნალური გადასახადების დაგროვება (მე-2 სასარჩელო მოთხოვნა).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების ნორმების დაცვით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ამ გარემოებების დადასტურება. უწინარესად, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რა პერიოდში ფლობდა მოპასუხე მის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული უკვე თავის თავში გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, იმსჯელოს ზიანის ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრებაზე აბსტრაქტულად, კონკრეტული გაანგარიშების გარეშე, კონკრეტულ პერიოდზე. მოსარჩელე ასევე ვერ ადასტურებს, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას აუცილებლად გააქირავებდა, მით უფრო, რომ სასამართლომ სხდომაზე გამოარკვია, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვისაც ქონება არ არის გაქირავებული. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ბინის პირდაპირი დანიშნულებაა მისი საცხოვრებლად გამოყენება, მასში ბინადრობა და იგი ყოველთვის არ არის გამიზნული იმისათვის, რომ მან რაიმე შემოსავალი/მოგება მოუტანოს მესაკუთრეს მისი გაქირავების შედეგად, მითუმეტეს კი, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მხარე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი აპირებდა ბინის გაქირავებას. ამასთან, ვერ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც მიუღებელი იჯარის თანხის, ისე კომუნალური გადასახადების დაკისრების ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 0-- ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მასზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 1--1--2---წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ირა--–-----------ის მოძრავ ქონებას და 29.12.2---წ. განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ირა--–-----------ეს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვიო-–------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ირა--–-----------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ირა--–-----------ის (პ/ნ 0----------) მოძრავ ქონებას 1-0 085 აშშ დოლარის ფარგლებში, რომელიც განთავსებულია მისამართზე - ქა-–---------–------------------------------------, (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--1-.---.0--.0-.6-- და ქა-–---------–------------------------------------------წის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0-.1--1-.---.0--.0-.0-6ა;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ირა--–-----------ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარის ქ. თ---–--–-------------------------------–------------------------–----------–----------–ზე მდებარე 173.70 კვ.მ. ფართიდან 2/3 წილის, საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0-4.0-7.0-.5--- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე