გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002519492
2-2718/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27/09/2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ბ------------–---–----------------------–------ი
მოპასუხე: ა----- ს------
დავის საგანი: მშობლის უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა;
ბ------------–---–----------------------–------ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ა----- ს------ს, ი-–-- ს------ს მიმართ შეეზღუდოს მშობლის უფლება.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ქ. ბათუმში შ--------ს ქ. №19-ში, ი----- ლ---------ს ოჯახში იზრდება 2015 წლის 19 აგვისტოს დაბადებული ი-–-- ს------. მისი დედაა ა----- ს----ა, მცხოვრები ქ ს------ში. დაბადების სააქტო ჩანაწერში ი-–-- ს------ს მამის ვინაობა არაა მითითებული, შესაბამისად მისი ვინაობა უცნობია. ა----- ს------ სათანადოდ ვერ ახორციელებს შვილის მოვლასა და პატრონობას. მას შვილი აღსაზრდელად დატოვებული ჰყავს ნათესავთან, ი----- ლ---------სთან. თვითონ მის სანახავად ბათუმში ჩამოდის პერიოდულად. არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით ი-–-- ს------ს უნდა დაენიშნოს მეურვე, რისთვისაც აუცილებელია ა----- ს------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს ა----- ს------ს შეეზღუდოს ი-–-- ს------ს მიმართ მშობლის უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ა----- ს------ ცხოვრობს ქ. ს------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
პირადობის მოწმობა.
3.1.2. ა----- ს------ს ჰყავს შვილი ი-–-- ს------, დაბადებული 2015 წლის 19 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა.
3.1.3. ი-–-- ს------ს დაბადების სააქტო ჩანაწერში, მამის ვინაობა არაა მითითებული, შესაბამისად მისი ვინაობა უცნობია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა.ს.ფ. 14
3.1.4. ა----- ს------ს თავისი არასრულწლოვანი შვილი აღსაზრდელად დატოვებული ჰყავს ქ. ბათუმში შ--------ს ქ. №19-ში მცხოვრობ ი----- ლ---------სთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასარჩელო განცხადება.
შესაგებელი.
3.1.5. ა----- ს------ ი-–-- ს------სთან მუდმივად არ იმყოფება. ის ს------იდან ბათუმში ჩამოსვლასა და მის მონახულებას დროგამოშვებით ახერხებს. შესაბამისად მასზე სისტემატრ ზრუნვას ვერ ახორციელებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასარჩელო განცხადება.
შესაგებელი.
3.1.6. ი-–-- ს------ს ზრდის ი----- ლ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასარჩელო განცხადება.
შესაგებელი.
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
ფაქტობრივი გარემოებები მხარეთათვის სადაო არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა;
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
_ საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების დაცვა, კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით ,,1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.
5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
დასახელებული ნორმის პრინციპიდან გამომდინარე, მშობლებს შვილების მიმართ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები. აღნიშნული ვადებულება გამომდინარეობს არამარტო კანონიდან, არამედ ის მორალისა და ზნეობრივი პრინციპებითაცაა განმტკიცებული. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სად და ვისთან ერთად იცხოვრებენ მათი შვილები. მშობლის პირადი მოვალეობაა უზრუნველყოს შვილის უფლებების დაცვა, ასევე მშობელი ვალდებულია დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი, მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა განსაზღვრული მშობლის მოვალეობის უპირობო განხორციელების ვალდებულება.
6.4. ვინაიდან კანონი ბავშვის ინტერესების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იმავდროულად ითვალისწინებს გარკვეულ ზომებს იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ ბავშვის რჩენაზე და აღზრდაზე. ერთერთი ასეთი პასუხისმგებლობის ზომა მოცემულია საქ. სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც ,,1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად”.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს წყვეტენ მშობლები. მათ მიმართ დაწესებულია კანონისმიერი ვალდებულება: - მშობლის უფლებები არ განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. თუ დადგინდება, რომ მშობელი შვილის მიმართ მოვალეობებს ვერ ასრულებს ან არ ასრულებს, ასევე თუ უფლებებს იყენებს ბოროტად, მაშინ სავალდებულოა მისი უფლება შეიზღუდოს. ამ შეზღუდვის მიზანია შვილის ინტერესის დაცვა. მშობლის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ ი-–-- ს------ დარჩენილია მშობლის ზრუნვის გარეშე. მის მზრუნველობას ამჟამად ახორციელებს ი----- ლ---------, ანუ პირი, რომელიც არაა მისი მშობელი და ასევე არაა მისი მეურვე. შესასაბამისად მას არ აკისრია ი-–-- ს------ს მიმართ ზრუნვის ვალდებულება. თვით ა----- ს------ კი შვილზე ზრუნვის მოვალეობას ვერ ახორციელებს. იმისათვის, რომ მისი ნებისაგან დამოუკიდებლად გადაწყდეს ყველა ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც ი-–-- ს------ს სათანადო აღზრდასთანაა დაკავშირებული, აუცილებელია მას შვილის მიმართ მშობლის უფლებები შეეზღუდოს, რაც შემდგომში გახდება მის მიმართ მეურვის დანიშნვის საფუძველი. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით დაცული იქნება ი-–-- ს------ს უფლებები. ასევე მიღწეული იქნებ მის მიმართ ზრუნვის მიზანი.
საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” პუნქტის მიხედვით. დასახელებული ნორმის დაცვით გადასახდელი სახ. ბაჟი შეადგენს 100 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ სტადიაზე სცნო. სარჩელის მოსამზადებელ სტადიაზე ცნობა საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე წარმოადგენს სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ------------–---–----------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ა----- ს------ს, თავისი შვილის ი-–-- ს------ს მიმართ შეეზღუდოს მშობლის უფლებები.
3. მოპასუხე სახ. ბაჟის გადასახადისაგან გათავისუფლებულია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე