განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/6---18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3- აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ--–--------–------–--ლი
ბრალდებული - ბ-------------–---–---------------------------------–-------–-–--------------რს, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული თბ--–--–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----–--–-----------–-------------------–-----------------------------ში, ამჟამად პატიმარი
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით; სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი - სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2014 წელს ბ-------------–---–სა და ნ-----–---------–--ლს შორის განქორწინება განხორციელდა სასამართლოს გზით და ამავე გზით მოხდა ქონებრივი დავის გადაწყვეტა, რომლის მიხედვით, საერთო საკუთრება გაყოფილ იქნა თანაბრად, ხოლო საცხოვრებელი ბინის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ორი მესამედი მიკუთვნებულ იქნა ბ-------------–---–ის სასარგებლოდ. სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცა და სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილებით მოხდა გადასახდელი თანხის განწილვადება და 2016 წლის ოქტომბრიდან ნ-----–---------–--ლი ბ-------------–---–ს ყოველთვიურად უხდიდა 700 ლარს.
მიუხედავად მხარეებს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისა, ბ-------------–---–ი კუთვნილი თანხის კანონიერი გზის გვერდის ავლით მიღების ნაცვლად, ნ-----–---------–--ლს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
ზემოხსენებული მოტივით, 2----–-–----------------, საღამოს საათებში, ბ-------------–---–ი მის ყოფილ მეუღლეს - ნ-----–---------–--ლს დახვდა თბილისში, ლ----–------------ში, მე-13 სართულზე მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან, და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის - 80 000 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბ-------------–---–ი ნ-----–---------–--ლს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა როგორც მას, ასევე, მის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს. აღნიშნულის საფუძველზე, მომხდარი ფაქტის შემსწრე პირთა მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ბ-------------–---–ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც, ბ-------------–---–მა განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით, ხოლო შემდგომ სახის არეში ამავე იარაღიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით ესროლა მის ყოფილ მეუღლეს, რის შედეგადაც ნ-----–---------–--ლი დაიჭრა და უგონოდ დაეცა სადარბაზოს იატაკზე. აღნიშნულის შემდგომ ბ-------------–---–მა კვლავ გაისროლა ორჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით და პატრულ-ინსპექტორ კ-------------ისგან სამსახურებრივი საშტატო იარაღიდან საპასუხოდ განხორციელებული გასროლის შედეგად მოხდა მისი შეჩერება და შემდგომ დაკავება.
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----------------, საღამოს საათებში, ბ-------------–---–ი მის ყოფილ მეუღლეს -ნ-----–---------–--ლს დახვდა თბილისში, ლ----–------------ში, მე-13 სართულზე მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და, თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხასთან დაკავშირებით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, იარაღით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ნ-----–---------–--ლს, რომელიც ითხოვდა შველას. აღნიშნული ფაქტის გამო, მეზობლების მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, პატრულ-ინსპექტორმა კ-------------ემ ბ-------------–---–ს მოუწოდა, დაეგდო იარაღი, რის საპასუხოდაც, ბ-------------–---–მა პოლიციის თანამშრომელთა მისამართით განახორციელა ერთი გასროლა, ხოლო შემდეგ, შურისძიების მოტივით, თავის არეში, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით ესროლა მის ყოფილ მეუღლეს, რის შედეგადაც ნ-----–---------–--ლი დაიჭრა და დაეცა სადარბაზოს იატაკზე. ამის შემდეგ ბ-------------–---–მა კვლავ განახორციელა გასროლები საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით და მისი შეჩერება მოხდა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორ კ-------------ის მიერ სამსახურებრივი იარაღიდან განხორციელებული საპასუხო გასროლის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა,ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით
ბრალდებულმა ბ-------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში და განმარტა, რომ ნ-----–---------–--ლთან თანაცხოვრების პერიოდში გაემგზავრა ამერიკაში სამუშაოდ, საიდანაც მეუღლეს უგზავნიდა ფულს და მატერიალურად უზრუნველყოფდა ოჯახს. გარდა ფულადი დახმარებისა, მან ნ-----–---------–--ლს, ასევე, გამოუგზავნა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის, ერთი - ქორწინების 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც გაიგო, ნასვამმა ნ-----–---------–--ლმა დაამტვრია. 2010 წელს დაბრუნდა ამერიკიდან. თვლიდა, რომ ამ პერიოდისთვის მოგვარებული ჰქონდა ფინანსური პრობლემები (რაც გახდა ამერიკაში გამგზავრების მიზეზი), ვინაიდან ჰქონდა ორი ბინა თბილისში, აგარაკი - თ------–ი, 50 000 აშშ დოლარი - ბანკში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბანკში იყო ბევრი ვალი, რაც უნდა დაეფარათ. ამერიკაში წასვლამდეც და დაბრუნების შემდგომაც მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც 2012 წელს ნ-----–- წავიდა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მეგობარ მ--------–------------თან. ამ პერიოდში ის რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობით არც მეუღლე დაინტერესებულა და არც - შვილები. გადაწყვიტეს, ე-----–---–----------- მდებარე ბინის გაყიდვა, რომლის სავარაუდო ფასი 135 000 აშშ დოლარს შეადგენდა. მყიდველიც მივიდა, რომელსაც მოსთხოვა, 100 000 აშშ დოლარი უშუალოდ მისთვის ჩაერიცხა, ხოლო დანარჩენი - ნ-----–-სთვის. თან ნ-----–-ს დაპირდა, თუ ასე მოხდებოდა, ფ--------------ე მდებარე ბინას, აგარაკს და მანქანას მას დაუტოვებდა, რაზეც ნ-----–- დათანხმდა. რაიონში იყო, როდესაც ნ-----–-მ დაურეკა და უთხრა, რომ უნდა ჩამოსულიყო, თუ არადა - საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. დაბრუნდა თბილისში. იუსტიციის სახლში მოიკითხა ბინის თაობაზე და გაიგო, რომ ბინა უკვე მეუღლის კი არა, ვინმე ჩ----ის სახელზე ირიცხებოდა, გასხვისებული იყო 135 000 აშშ დოლარად. წამოიწყო დავა სასამართლოში და მეუღლეს დაუყადაღა ანგარიშები. ამავდროულად, ჩაქუჩით დააზიანა სახლში რემონტი და ნივთები. შემდეგ, მოთხოვნის საფუძველზე, დაცალა აღნიშნული ბინა, მაგრამ მყიდველს ეს ბინა აღარ უნდოდა, ნ-----–- კი ფულს ვერ უბრუნებდა. ამ დროს ნ-----–-მ მოიძია სხვა მყიდველი და ნასყიდობა გააფორმა 80 000 აშშ დოლარზე, რითაც ის დაზარალდა, რადგან ეს იყო თვალთმაქცური გარიგება. სასამართლოს წესით გადაწყდა ქონებრივი დავა და ვინაიდან თანხა აღარ იყო, დაყადაღებული თანხა გაქრა ანგარიშიდან, 2016 წლიდან ნ-----–-ს ხელფასიდან მის ანგარიშზე ყოველთვიურად ირიცხებოდა 350 ლარი, 3- წლის ვადით. უმუშევრობის გამო, ფინანსურად უჭირდა. უთხრეს, თუ იარაღს შეიძენდა, დაცვაში ადვილად დაიწყებდა მუშაობას, თან მძღოლად იმუშავებდა და თან პიროვნებას დაიცავდა. ამის გამო, 2017 წლის 6 ოქტომბერს შეიძინა იარაღი, რითაც არც პირადად დამუქრებია ნ-----–-ს და არც მუქარა შეუთვლია ვინმეს მეშვეობით, არც მ-----–------------თვის უთქვამს ასეთი და არც თ-----------–---–--თვის. 2017 წელს ნახა, რომ ნ-----–-ს სახელზე არაფერი ირიცხებოდა, თუმცა მისი შვილის - ხ------- ბ-----–---–ის სახელზე იყო ბინა თბილისში, ლ----–------------ში, რომლის შავ კარკასში 52 000 აშშ დოლარი იყო გადახდილი, რასაც ყველა უმალავდა.
2----–-–---------------- მივიდა ლ----–------------ში, ნ-----–-ს სანახავად, რადგან მეორე დღეს ჰქონდა დაბადების დღე და უნდოდა მისი რესტორანში დაპატიჟება, სადაც თან დაელაპარაკებოდა. ავიდა მე-13 სართულზე, თუმცა არ იცოდა, ნ-----–- რომელ ბინაში ცხოვრობდა. ამ დროს ლიფტიდან გამოვიდა ნ-----–- და დაინახა თუ არა, მორთო ყვირილი. აჩერებდა მას და სთხოვდა, გაეღო კარი და შესულიყვნენ ბინაში. მისი მოკვლა რომ სდომოდა, ამას არ სთხოვდა. ნ-----–- განაგრძობდა კივილს, თან უკაკუნებდა მეზობლებს. ერთმა გოგონამ გამოაღო კიდეც კარი, მაგრამ მალევე დახურა. ხმის აწევის გარეშე ეკითხებოდა ნ-----–-ს, სად წაიღო მისი კუთვნილი 100 000 ლარი. ამ დროს ლიფტი გაიღო, სიფრთხილის გამო იარაღი ამოიღო და გადატენა, თუმცა ბავშვის ხმა გაიგო და დამშვიდდა, არც მიუხედავს. გოგონა გამოვიდა ბავშვთან ერთად ლიფტიდან, თუმცა იარაღი აღარ ჩაუდია, ხელში ეჭირა, რომელიც დაბლა იყო მიმართული. საუბრის დროს, რამაც დაახლოებით 15 წუთს გასტანა, ის არ აჯანჯღარებდა ქალს, რადგან ხელში იარაღი ეჭირა და იცოდა, რომ მოფრთხილება უნდოდა. რაღაც პერიოდში ნ-----–-, რომელიც კედელთან ჰყავდა მიყენებული, ჩაიკუზა, რა დროსაც გაიგო ხმა - დააგდე იარაღი, რასაც მოჰყვა გასროლა. ამ დროს ვიტრაჟის მტვრევის ხმა არ გაუგია და თვითონ ინსტიქტურად დაბლა გაუვარდა ტყვია იარაღიდან, რომელიც ჩაკეტილი იყო, მაგრამ, ალბათ, ინსტიქტურად გააღო და გაუვარდა. მერე მარჯვენა მხარეს, კედლის მიმართულებით, გაისროლა. მერე მოტრიალდა, ორი ნაბიჯი გადადგა და უკვე ტყვია მოხვდა და დავარდა. პირველი მას არ გაუსვრია და შემდეგი ორი გასროლაც არ ახსოვს. როცა გადმოატრიალეს, მაშინ ნახა, რომ პოლიცია იყო.
დაზარალებულ ნ-----–---------–--ლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ბ-------------–---–თან ქორწინების პერიოდში მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, ალკოჰოლთან დაკავშირებით, რის გამოც პერიოდულად შორდებოდა და მიდიოდა სახლიდან, შემდეგ ურიგდებოდა. ერთ პერიოდში ბ------ გაემგზავრა ამერიკაში, პარალელურად თვითონაც მუშაობდა და სახლს აშენებდნენ. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ისევ იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ამის გამო, 2011 წელს წავიდა სახლიდან და მეგობარ მ-----–------------თან ცხოვრობდა თითქმის ორი წელი, საერთო სახსრებით აშენებულ ბინაში კი ბ------ დარჩა, თუმცა იურიდიულად ბინა მის სახელზე ირიცხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდა 2012 წელს, მაგრამ დაძაბული მდგომარეობის გამო გადაავიწყდა და იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა 2015 წელს. ბინის გაყიდვაზე შეუთანხმდა ბ------ს, მაგრამ ის მყიდველს აფრთხობდა. ერთ კლიენტს მოეწონა ბინა და რემონტი და ბინა გაიყიდა 125 000 აშშ დოლარად, თუმცა ამ კლიენტს ბ------ სთხოვდა, რომ 100 000 აშშ დოლარი მისთვის ჩაერიცხა და დანარჩენი - ყოფილი ცოლისთვის. ყოველი დილა იწყებოდა მოთხოვნით, რომ ფული მისთვის მიეცა. ემქურებოდა, რომ არაფერს მისცემდა და ნულზე დატოვებდა. როდესაც ბ------ ბინის გაყიდვაში დარწმუნდა, წერაქვით დაამტვრია სახლში ყველაფერი და შავ კარკასზე დატოვა კედლები, რაზეც გაბრაზებული მყიდველი ემუქრებოდა კიდეც ბ------ს, მაგრამ ისიც მან გააჩერა, დაპირდა, რომ ბინას გაყიდდა და ფულს დაუბრუნებდა. ბინა გაიყიდა 80 000 აშშ დოლარად, რაც ვალებში დაარიგა, საერთო ვალიც ჰქონდათ და დაეკისრა გადახდა, დაუყადაღეს მთელი ანგარიშები. რეალურად ბინის გაყიდვის შემდეგ დაიწყო ბ-------------–---–მა სამოქალაქო დავა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყო ქონება. ამასთან, მას ყოველთვიურად ბ-------------–---–ისთვის 700 ლარის გადახდა დაეკისრა. აღსრულების სამსახურის ეზოში მისმა ნაცნობმა იარაღით ნახა ბ------, რომელმაც დააბარა, ნ-----–-ს გადაეცი, იარაღი მაგისთვის ვიყიდე, უნდა მოვკლაო. მოკვლის მუქარებს უთვლიდა სხვებისგანაც.
2----–-–---------------- უკვე შვილის ნაყიდ ბინაში ცხოვრობდა, როდესაც სამსახურიდან დაბრუნებულმა, ლიფტიდან გამოსულმა, დაინახა, რომ მის სართულზე იდგა ბ------, მუქი ფერის ქურთუკით, კაპიშონწამოფარებული, და მარჯვენა ხელში ,,მ----------‘‘ სიტემის იარაღით. იარაღი იცნო, რადგან მამა ჰყავდა პოლიციელი და ისიც ,,მ---------‘‘ ატარებდა. მიხვდა, გაქცევას და დამალვას ვერ მოახერხებდა. ბ------მ დაუწყო ჯანჯღარი, იარაღით ხელში, ახსენებდა, რომ თუ სრულ ფულს არ მისცემდა, შეუსრულებდა დანაპირებს. ბ------ს სთხოვდა, არ მოეკლა და საშველად უხმობდა მეზობლებს, რა დროსაც გააღო კარი მეზობლის გოგონამ, მაგრამ ბ------მ გააფრთხილა, შედი, თორემ გესვრიო, და შეშინებულმა მეზობელმა კარი დაკეტა. ასევე, ლიფტიდან გამოვიდა მეზობლის გოგონა, 2 წლის შვილთან ერთად, და რომ დაინახა ასეთი მდგომარეობა, შეშინებული შევიდა სახლში. პარალელურად ბ------ ყვიროდა, თუ ვინმე პატრულში დარეკვას გაბედავდა, მოკლავდა. ამასობაში მინის ვიტრაჟიდან ნათლად დაინახა, რომ ამოვიდა საპატრულო პოლიციის ფორმიანი, სავარაუდოდ, სამი ბიჭი, რომელთაგან ერთი გამოეყო სხვებს, კიბის უჯრედიდან შემოვიდა, პირდაპირ დადგა, ხელი გაშალა და ბ------ს მიმართა: ,,დააგდე იარაღიო‘‘. ამ სიტყვებზე ბ------ შეტრიალდა პატრულის მხარეს და პირდაპირ ესროლა, მერე ბ------ წამებში პირდაპირი ტრაექტორიით შეტრიალდა მისკენ, რა დროსაც ინსტიქტურად ხელი მაღლა ასწია, თავი უკან გადაწია, დაიკივლა და ამ დროს ბ------მ პირდაპირ ესროლა. შედეგად ტყვია ღია პირში მოხვდა და სიმხურვალისგან დაეცა. ამ დროს ისევ ესმის სროლების ხმა. მერე ერთ-ერთმა დაიძახა, მოკლა, მგონიო. თვალი რომ გაახილა, პატრული და პოლიცია იყო.
დაზარალებულ კ-------------ის ჩვენების თანახმად, 2----–-–----------------, საღამოს დაახლოებით 7 საათისთვის, რადიოსადგურით გადმოიცა შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისში, ლ----–------------ში მამაკაცი ემუქრებოდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღით და ახლო ტერიტორიებზე მოძრავ ეკიპაჟებს მოუწოდებდნენ, მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. გავიდა მეწყვილე ვ-----------–---თან ერთად. ადგილზე მიუსწრო საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟმაც და ავიდნენ ერთად. მე-13 სართულიდან ისმოდა მამაკაცის და ქალის ხმა. წინ მიდიოდა თვითონ, შემდეგ - ვ-----------–---ი, ვ--------------–-ილი და პ-------------–-–-ილი. სართულზე ასვლისას დაინახა, ქალი იდგა კედელთან ზურგით, რომლის წინ მამაკაცი იდგა ხელში იარაღით. მოწოდებისთანავე, რომ დაეგდო იარაღი, მამაკაცი მიტრიალდა მათი მიმართულებით, მიუშვირა იარაღი და დამიზნებით ესროლა, შემდეგ ქალს მიადო იარაღი თავის მიმართულებით, ახლოს მიუტანა სახესთან, ესროლა და ქალი დაეცა, კვლავ მიტრიალდა მათკენ და, სავარაუდოდ, სამი გასროლა განახორციელა უშუალოდ მათი მისამართით, კედლიდან მინის მხარეს ოდნავ გამოწეულ მდგომარეობაში. თვითონაც გაისროლა მამაკაცის მიმართულებით და გაანეიტრალა მესამე სროლაზე. შევიდნენ ფოიეში, ვ------ა და ვ---ა მივიდნენ მამაკაცთან, თვითონ და პაატა - ქალთან, რომელსაც წარბი, ლოყა და ტუჩი ჰქონდა დაზიანებული და სისხლი სდიოდა. ამის გამო, მეზობელს სთხოვა პირსახოცი, ამასობაში გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საგამოძიებო ჯგუფი.
დაზარალებულ ვ-----------–---ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, მეწყვილე კ-------------ესთან ერთად, 3---ე ეკიპაჟით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც საერთო რადიოსადგურმა გადმოსცა შეიარაღებული შემთხვევის თაობაზე. ახლოს იყვნენ და ადგილზე გამოცხადდნენ დაახლოებით 2-3 წუთში. სადარბაზოში ასვლამდე ადგილზე მივიდა ვ-------------–---–ისა და პ-------------–-–-ილის ეკიპაჟიც. ოთხივე ავიდა ლიფტით მე-12 სართულზე, რადგან გამოძახება მე-13 სართულზე იყო. ლიფტიდან გამოსვლისთანავე გაიგეს ხმამაღალი საუბარი, თან ფოიეში არსებული მინის ვიტრაჟიდან დაინახეს, რომ ქალი კედელზე იყო მიყრდნობილი, სახით მათკენ, მამაკაცი კი გვერდულად ედგა, მარჯვენა ხელში იარაღით. კ--- შევიდა პირველი, თან დაუყვირა, იარაღი დაეგდო, რა დროსაც მამაკაცმა მათი მისამართით მოახდინა გასროლა. კ---მ ნაბიჯით უკან დაიწია, მამაკაცმა შემდეგ ქალს ესროლა სახის არეში, ქალმა დაიკივლა და დაეცა. ამის შემდეგ კაცმა უცბად შეიცვალა მდებარეობა, შემობრუნდა მათი მიმართულებით და რამდენჯერმე კვლავ მათკენ გაისროლა, რის შემდეგაც უკვე კ---მ მოახდინა გასროლა მისი მიმართულებით და მამაკაცი დავარდა. ფოიეში შესულმა დაინახა, ქალი და მამაკაცი ძირს იწვნენ. ამ უკანასკნელის მარჯვენა ხელთან ეგდო იარაღი, რაც ფეხით გასწია და მივიდა მასთან. ჩანდა, რომ მძიმე ჭრილობა არ ჰქონდა. პირველი, რაც იკითხა, იყო: ,,ვერ მოვკალიო?‘‘ თან მათ მიმართა: ,,თქვენ სროლა არ გცოდნიათ, მე რომ ვერ მომკალითო‘‘.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა ვ--------------–-ილმაც, რომლის ჩვენების მიხედვითაც, 2----–-–----------------, დაახლოებით 7 საათისთვის, ეკიპაჟით #3-6, იმყოფებოდა მეწყვილესთან - პ-------------–-–-ილთან ერთად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადმოსცეს, რომ დიღმის მასივში, ლ----–--------------, მამაკაცი ემუქრებოდა ქალს იარაღით. ოცმეთაურმა, მათ გარდა, შემთხვევაზე გაუშვა ეკიპაჟი #3-8, რომლის წევრები იყვნენ კ-------------ე და ვ-----------–---ი. ტერიტორიულად მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმყოფებოდნენ, რის გამოც მისამართზე მივიდნენ დაახლოებით 5-6 წუთში, სადაც უკვე დახვდათ 3---ე ეკიპაჟი. ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე. მე-13 სართულის ბაქნამდე არსებული მინის ვიტრაჟიდან დაინახეს, რომ მამაკაცს ქალი ჰყავდა კედელთან და იარაღს უტრიალებდა ზემოდან ქვემოთ, ქალი მოკუნტული და ბედს შეგუებული ჩანდა. წინ მიმავალმა კ-------------ემ მოუწოდა თუ არა მამაკაცს, დაეგდო იარაღი, მამაკაცმა მათკენ მიატრიალა იარაღი და გაისროლა. ვიდრე კ--- იარაღს მომართავდა, მამაკაცმა იარაღი წამიერად ქალისკენ მიმართა, ესროლა და ქალი დაეცა, რის შემდეგაც კიდევ მოახდინა რამდენიმე გასროლა, ახლა უკვე მათი მიმართულებით. სროლების შეწყვეტის შემდეგ შევიდნენ ფოიეში და დაინახეს, ორი ადამიანი ეგდო იატაკზე, კაცს თავი ჰქონდა ჩამხობილი. ეგონათ, ქალი მოკლული იყო, მაგრამ ცოცხალი აღმოჩნდა, სისხლი სდიოდა სახის არედან, დაზიანებები ჰქონდა წარბზე, ლოყაზე და ტუჩზე. ცოცხალი იყო მამაკაციც.
ამავე საქმეზე დაზარალებულმა პ-------------–-–-ილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ, ვ--------------–-ილთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ კ-------------ე და ვ-----------–---ი. მე-12 სართულზე გამოვიდნენ ლიფტიდან და ადიოდნენ მე-13 სართულზე ფეხით, რა დროსაც წინ მიმავალმა კ-------------ემ დაუძახა მამაკაცს, დაეგდო იარაღი, რასაც წამის მეასედში მოჰყვა გასროლა. წამის შუალედში კიდევ მოხდა გასროლა, ზუსტად არ ახსოვს, რამდენი, და მერე უკვე კ---მ განახორციელა გასროლა. აირბინა კიბეზე და კ---ს ჰკითხა, რა მოხდა. კ---მ უთხრა, რომ მათი მიმართულებით ისროლა. ქალბატონი გონზე იყო, სისხლი სხდიოდა. ცოცხალი იყო მამაკაციც.
მოწმე ნ--------------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ცხოვრობს თბილისში, ლ----–-------------- მდებარე კორპუსში, იმავე სართულზე, სადაც ცხოვრობს ნ-----–---------–--ლი. 2----–-–---------------- სადარბაზოდან შემოესმა ხმა, რომ ქალი ითხოვდა შველას. კარის გაღების შემდეგ დაინახა, რომ ნ-----–- და მამაკაცი ერთმანეთთან ახლო-ახლოს იდგნენ და კამათობდნენ, თან მამაკაცს იატაკისკენ მიმართული იარაღი ეჭირა. მამაკაცმა უთხრა, სახლში შესულიყო და კარი დაეხურა. ქალი სთხოვდა, შეეშვა, თუმცა ეს ვერ გააკეთა შიშის გამო. გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლის თანამშრომლები დარეკვიდან დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ. პოლიციის მისვლის შემდეგ გაიგო იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა, მანამდე ასეთი არ გაუგია. ამის შემდეგ კარზე პოლიციის თანამშრომლებმა დაუკაკუნეს და პირსახოცი სთხოვეს, რა დროსაც დაინახა ქალი, ნახევრად წამოწოლილი და კედელზე მიყრდნობილი, რომელსაც სახიდან ან კისრიდან სისხლი სდიოდა.
მოწმე მ------------–--ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ თბილისში, ლ----–------------ში, მისი კარის მეზობელია ნ-----–---------–--ლი. 2----–-–----------------, ბავშვთან ერთად, ლიფტიდან გამოსულმა დაინახა, რომ კიბიდან ამოსასვლელ კედელთან მამაკაცი ემუქრებოდა ნ-----–-ს, თან ზემოთ მიმართული იარაღი ეჭირა, დაახლოებით ქალის სახესთან. ქალი საშველად იხმობდა, მაგრამ ვერ უშველიდა და სახლში შევიდა. ორჯერ გაიგო, რომ კაცი ფულს თხოვდა ქალს, სიტყვებით: ,,სად არის ჩემი ფული?‘‘ და აჯანჯღარებდა. დარეკა საპატრულო პოლიციაში, რომლის თანამშრომლები 15 წუთში მივიდნენ. გაიგო იარაღიდან გასროლის ხმა. სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ გააღო კარი და დაინახა, რომ მამაკაცი იწვა იატაკზე, სავარაუდოდ, დაჭრილი, ცოტა მოშორებით კი ქალი იყო ჩაკეცილი კედელთან, სავარაუდოდ, ისიც დაჭრილი და სდიოდა სისხლი თავის არედან, იარაღი კი ძირს ეგდო.
მოწმე მ-----------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2----–-–----------------, დაახლოებით 6 საათისთვის, დაბრუნდა სახლში, მეგობარ ნ------ან ერთად. დაახლოებით ნახევარ საათში სადარბაზოდან გაისმა ქალის ხმა, გაბმულად იძახდა, მიშველეთო. ნ---მ გაიხედა და უთხრა, რომ იარაღიანი კაცი იყო, თან აღუწერა, მამაკაცს ოპტიკური სათვალე უკეთია, ქალი ჟღალთმიანიაო. პარალელურად ესმოდა ქალის ხმა -შემომიშვითო, მამაკაცი კი იძახდა - არ შეუშვათო. ამასობაში გაიგო მოწოდება მამაკაცის ხმით: ,,დააგდე იარაღი!‘‘ დაუკაკუნეს, მაგრამ შეშინებული არ უღებდა კარს, აღმოჩნდა, რომ პოლიცია აკაკუნებდა და როდესაც გააღო, არც მამაკაცი და არც ქალი ადგილზე აღარ იყვნენ. მომხდარის შემდეგ გაიგო, რომ ქალი და მამაკაცი მეზობელი და მისი მეუღლე ყოფილან. მისი კარის წინ იყო ნატყვიარები, კიბიდან ამოსასვლელი, სადარბაზოში შემომავალი მინა იყო ჩამსხვრეული და ძირს ეყარა ნამსხვრევები. იატაკზე სისხლის გუბე იდგა.
მოწმე ნ---------------–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2----–-–---------------- იმყოფებოდა მეგობარ მ-----------–---–თან. შემოესმათ ქალის ხმა, რომელიც დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ითხოვდა შველას. კარი გააღო და დაახლოებით 10 მეტრში დაინახა: ქალი იდგა კედელთან, ოპტიკურ სათვალიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში შავი ფერის იარაღი ეჭირა, მკლავებში უჭერდა ხელს, ქალი კი შველას სთხოვდა. დახურა კარი და მ---მ პოლიციაში დარეკა. დაახლოებით 5 წუთში გაიგო მამაკაცის სიტყვები: ,,დააგდე იარაღი!‘‘ დაინახა პოლიცია და მათი მოსვლის შემდეგ გაისმა ერთი გასროლის ხმა, შემდეგ კიდევ რამდენიმე. კარი როდესაც გააღეს, არც მამაკაცი და არც ქალი იქ არ დახვედრიათ. ეყარა მინის ნამსხვრევები, სისხლის ბუდე იდგა და პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ვითარებაში გარკვევას.
მოწმე თ-----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ნ-----–---------–--ლი არის მისი მაზლის შვილი, რომელიც დაშორებული იყო მეუღლესთან - ბ-------------–---–თან. დაშორების მიზეზი, მისი ვარაუდით, ბინა და ფული იყო, თან სვამდა კიდეც ბ------. დაშორების შემდეგ ბ------ს ემალებოდა ნ-----–-, არ ეუბნებოდა, სად იყო, რადგან ეშინოდა. ბ------ ხშირად ურეკავდა პირადად მასაც, ეძებდა და იმუქრებოდა, მოვკლავო. აწყნარებდა, ხან აშინებდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ ბ------ მაინც ჯიუტად იმეორებდა თავისას, არ მაინტერესებს, უნდა მოვკლაო. მას განქორწინებამდე ნაყიდი ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული ფული უნდოდა, რადგან ბ------ ამერიკაში იყო და ფულს უგზავნიდა. ნ-----–-ს დაჭრის ამბავი შეატყობინეს თუ არა ტელეფონით, მაშინვე მიხვდა, ბ------ს მეტი ამას არავინ ჩაიდენდა.
მოწმე მ-----–------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მისი ახლო მეგობარია ნ-----–---------–--ლი, რომელიც მეუღლეს - ბ-------------–---–ს დაშორდა, რადგან ბ------ ხშირად იღებდა ალკოჰოლს და მუდმივად ამის ნიადაგზე ჰქონდათ კონფლიქტი. განქორწინების შემდეგ დადგა საკითხი ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით და დაიწყო პრობლემები. ბ------ თანხას - 100 000-ს ითხოვდა. ნ-----–- უხსნიდა, რომ საერთო სესხიც ჰქონდათ, გაიყიდებოდა ბინა და გაიყოფოდა, თუმცა ის მაინც ამ თანხას ითხოვდა. ბ------სთან დაშორების შემდეგ ნ-----–- დროებით საცხოვრებლად მასთან გადავიდა, რადგან მის სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა, შვილი და რძალი ამერიკაში ჰყავდა, ქალიშვილი კი გათხოვილი იყო. მასთან ცხოვრების პერიოდში ბ------ ურეკავდა ნ-----–-ს, აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა, სახლშიც უვარდებოდათ და ავიწროებდა. გაფრთხილების შემდეგ მის სახლში აღარ მისულა, თუმცა, იმის გამო, რომ მაინც არ ეშვებოდა ნ-----–-ს, შეხვდა თვითონ, რა დროსაც ბ------მ დააბარა, გადაეცა, ფულს თუ არ მომიტანს, მოვკლავო, არ დაუკონკრეტებია, რა სახით აპირებდა მოკვლას, თუმცა სიტყვიერად კი შეუთვალა მუქარა. შემდეგ დაურეკა და ასმენინებდა მსხვრევის ხმას, ყველაფერს ამტვრევდა ბინაში, რომელიც გაყიდვის პროცესში იყო. მეგობარს ურჩევდა, პოლიციისთვის მიემართა, მაგრამ ნ-----–- ამას არ აკეთებდა. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ნ-----–- უკვე გადასული იყო მისი შვილის - ხ-------ს ნაყიდ ბინაში საცხოვრებლად, ნ-----–-ს დაუჩივლია, რომ ბ------ს იარაღი უყიდია და მისი მოკვლით იმუქრებოდა მაზლის ცოლთან. 2----–-–---------------- მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყო ტელეფონით ახლობლისგან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ლ----–------------ში, მე-5---------აზოს მე-13 სართულზე, სადაც არის ოთხი ბინა, რომელთა მოპირდაპირედ სართულის ტერიტორია მოიცავს სადარბაზოს დერეფანს და სადარბაზოს კიბის უჯრედს. სადარბაზოს დერეფანი და სადარბაზოს კიბის უჯრედი ერთმანეთისგან გაყოფილია კედლით. ტერიტორია განათებულია ხელოვნური განათების საშუალებით. მე-13 სართულზე სადარბაზოს კიბის უჯრედიდან სადარბაზოს დერეფანში შესვლა და სადარბაზოს დერეფნიდან კიბის უჯრედზე გამოსვლა შეიძლება ერთფრთიანი კარის საშუალებით, რომლის შიგთავსი არის მინის. დერეფნისა და კიბის უჯრედის გამყოფ კედელში ჩამონტაჟებულია ფანჯარა, ე.წ. ვიტრაჟი, რომელიც შედება ორმაგი მინა-პაკეტისგან. ლიფტის მოპირდაპირედ, ლიფტიდან 360 სმ-ში მეტლახის იატაკზე, #-----–----------–- ბინის სიახლოვეს არის ერთი ცალი პისტოლეტი, მარკირებით C---------------------, მარცხენა ზედაპირზე წარწერით B-------------------------------------, რომლის ჩახმახი საბრძოლო ფეხზეა, დამცავი ღია მდგომარეობაშია, პისტოლეტში განთავსებულია ერთი ცალი მჭიდი, სამი ცალი ვაზნით. ასევე, პისტოლეტის ლულის სავაზნეშიც არის ერთი ცალი ვაზნა. 25 სმ-ში მეტლახის იატაკზე არის ერთი ცალი მჭიდი, მასში არსებული 8 ცალი ვაზნით. მითითებულ ნივთებთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა, ასევე, 7 ცალი მასრა; ლითონის საგნები; ერთჯერადი ხელსახოცი, მოწითალო ლაქებით; კბილის პროტეზი და სხვა ნივთები და საგნები.
ზემოაღნიშნული ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ექსპერტი ბალისტიკოსი კ-----------------აია, რომლის მიერ დათვალიერდა და შესწავლილ იქნა ადგილზე არსებული დაზიანებები, რაც დეტალურად აღიწერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. ექსპერტის მიერ დერეფანში შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ არსებულ კედელზე, ამავე კარის მარჯვნივ არსებული კედლის კუთხიდან 466 სმ-ში და იატაკიდან 152 სმ-ს სიმაღლეზე კარის მოპირდაპირედ მდებარე კედელზე აღინიშნა დაზიანება #5. ამასთან, ვიზუალურად ჩანს, რომ კედელზე არსებულ ზემოხსენებულ დაზიანება #5-ში განთავსებულია ლითონისმაგვარი საგანი.
2----–-–---------------- ამოღების ოქმის თანახმად, ნ-----–---------–--ლისგან ამოღებულ იქნა შავი ფერის კაპიშონიანი პალტო და შავი ფერის ჟაკეტი, რომლებასაც ვიზუალურად აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თბილისში, ,,წ-------------–--------------–------------–-------------–---------–------–------------------------–--‘ (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბ----------------) მოქალაქე ნ-----–---------–--ლი მოთავსებულ იქნა 2----–-–----------------, 19:3- საათზე, და გაეწერა იმავე დღეს, 23:00 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: ზედა ტუჩის ცეცხლნასროლი სრულშრეობრივი ჭრილობა, კბილის გვირგვინის სრული ტრავმული მოტეხილობა, მარჯვენა ცხვირ-ტუჩის და ზედა ქუთუთოს თერმული დაზიანება (ზედაპირული);
- 2017 წლის 1 დეკემბერს პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–---------–--ლს სახის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა ერთ სიგრძივ-ირიბ ხაზზე განთავსებული ჭრილობები;
- დასკვნის თანახმად, დაზიანებანი განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის, შესაძლებელია, ერთჯერადი ზემოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით;
- პირადი გასინჯვისა და წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების მიხედვით, შესავალი და გამოსავალი ხვრელების (ბოლოების), ჭრილობის არხის სიგრძის, მიმართულების და სროლის მანძილის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია;
- პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-----–---------–--ლს სხეულზე, ასევე, აღენიშნებოდა დაზიანებანი ცხვირის და ნიკაპის მიდამოებში არსებული ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, რუსული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის, მაკროვის სისტემის პისტოლეტის ბაზაზე დამზადებული, ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტი #1-------- ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი, ხორვატიული წარმოების, 9 მმ კალიბრის, ,,H---‘‘ მოდელის პისტოლეტი #H----- ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი მჭიდი არის რვა ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მ---------- სისტემის, ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის. მჭიდის ჩარჩოზე იკითხება ნომერი: ,,515--2‘‘. მჭიდი ვარგისია გამოსაყენებლად;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი მჭიდი არის რვა ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მ---------- სისტემის, ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის. მჭიდის ჩარჩოზე იკითხება ნომერი: ,,4-----‘‘. მჭიდი ვარგისია გამოსაყენებლად;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი მჭიდი არის 16-16 ვაზნის ტევადობის და განკუთვნილია ,,---‘ მოდელის პისტოლეტებისათვის. მჭიდები ვარგისია გამოსაყენებლად;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი ოთხი (3+1) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია მ---------- სიტემის პისტოლეტებისთვის ,,П-‘‘, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისთვის ,,А--‘‘, ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს საბრძოლო მასალას;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი რვა (8) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია მ---------- სისტემის პისტოლეტებისთვის ,,П-‘‘, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,А--‘‘, ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს საბრძოლო მასალას;
- ექსპერიზაზე წარდგენილი 29 (------ ცალი ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმის 9 მმ კალიბრის (----- ნიმუშის ვაზნა განკუთვნილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების შემდეგი პისტოლეტებისათვის: ,,Steier mod. 1911, Pi-18; Browning mod. 1935; Astra mod. 600; Star; Beretta mod. 93,1923, 1951, Brixia; Parabellum; Mauzer; Mauzer-Paralellum; Walter P.38‘‘, ,,H---‘‘ და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს საბრძოლო მასალას;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი შვიდი მასრიდან - ოთხი, მარკირებით ,,Боз 9mm Mak‘‘, არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების შემადგენელი ნაწილი - მასრები, რომლებიც განკუთვნილია ,,მ----------‘‘ სისტემის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის, ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. მასრები ვარგისია ინდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარდგენილი ,,----------‘‘ მოდელის, 9 მმ კალიბრის #1-------- პისტოლეტში;
სამი მასრა, მარკირებით ,,13-CBC‘‘, არის ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმის 9 მმ კალიბრის (----- ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, რომელიც განკუთვნილია შემდეგი პისტოლეტებისათვის: ,,S----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; H---‘‘ და სხვა. მასრები ვარგისია დენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარდგენილი ,,H---‘‘ მოდელის #H----- პისტოლეტში;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილები - ტყვიები, რომლებიც განკუთვნილია მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (П-,), სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (А--,), ,,----------‘‘ მოდელის და სხვა. ორივე ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია წარდგენილი ,,----------‘‘ მოდელის, 9 მმ კალიბრის #1-------- პისტოლეტიდან;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, პარაბელუმის 9 მმ კალიბრის (----- ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია შემდეგი პისტოლეტებისათვის: ,,S----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------------–--–---–----------–------------------–------------------–-------------------------------–----------–--------–--------------------------------------------------------------------–----------–----–--–--------–----------–-------------–----------------- ფერის დანაშრევები. მიღებული დაზიანებების გამო, რა კალიბრის და ნიმუშის ვაზნის შემადგენელი ნაწილია გულარი, დადგენა ვერ მოხერხდა. გულარი უვარგისია იდენტიფიკაციისთვის;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი #5) არის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსი. გარსის ზედაპირზე აღინიშნება მოთეთრო ფერის დანაშრევები. აღნიშნული გარსი არის 9 მმ კალიბრის ტყვიის ნაწილი, რომელიც გასროლილია წარდგენილი ,,H---‘‘ მოდელის #7---- პისტოლეტიდან;
წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი #6) არის გაბრტყელებული. იგი არის ღია სპილენძისფერი. აღწერილი საგანი შესაძლებელია იყოს ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსის ფრაგმენტი. გარსის ფრაგმენტი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.
წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი #7) არის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსის ფრაგმენტი. გარსის ფრაგმენტი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო დადგენა იმისა, კონკრეტულად რა ნიმუშის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილია, ვერ მოხერხდა. წარდგენილი ლითონის საგანი (ობიექტი #14) არის ვაზნის ტყვიის შემადგენელი ნაწილი - გარსი. აღწერილი გარსი არის 9 მმ კალიბრის ტყვიის ნაწილი, რომელიც გასროლილია წარდგენილი ,,----------‘‘ მოდელის #1-------- პისტოლეტიდან;
- ექსპერტიზაზე წარდგენილი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, რომელიც განკუთვნილია მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (П-), სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური (А--), ,,----------‘‘ მოდელის პისტოლეტებისათვის და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია წარდგენილი ,,----------‘‘ მოდელის, 9 მმ კალიბრის #1-------- პისტოლეტიდან.
- სამედიცინო დოკუმენტის (ექსპერტის დასკვნა #0-------- - სასამართლო სამედიცინო ექსპერტები: გ.ტატანაშვილი. ზ.გრიგოლაშვილი. 01.12.2017წ.-26.01.2018წ.) თანახმად, მოქალაქე ნ-----–---------–--ლს დაუდგინდა დიაგნოზი: ზედა ტუჩის ცეცხლნასროლი სრულშრეობრივი ჭრილობა. წილის გვირგვინის სრული ტრავმული მოტეხილობა. მარჯვენა ცხვირ-ტუჩის და ზედა ქუთუთოს თერმული დაზიანება (ზედაპირული). პირადი შემოწმებისას ნ-----–---------–--ლს სახის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა ერთ სიგრძივ-ირიბ ხაზზე განთავსებული ჭრილობები. დასკვნის თანახმად, დაზიანებანი განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის, შესაძლებელია, ერთჯერადი ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
დასკვნის მიხედვით, თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ნ-----–---------–--ლმა მის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
პირადი გასინჯვისა და წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქ. ნ-----–---------–--ლის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების შესავალი და გამოსავალი ხვრელების (ბოლოების), ჭრილობის არხის მიმართულების და სროლის მანძილის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია. ამდენად, მოქალაქე ნ-----–---------–--ლის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების განვითარების მექანიზმზე დაზუსტებით მსჯელობა შეუძლებელია, თუმცა ექსპერტიზა გამორიცხავს ნ-----–---------–--ლის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების, ფეხზე მდგარ სწორ პოზიციაში ყოფნისას, კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ,,ვიტრაჟის‘‘ გავლის შემდეგ, განვითარების შესაძლებლობას.
- სამედიცინო დოკუმენტის (ექსპერტის დასკვნა #-------- - სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ზ---------–-–---–-------------–-------.2018წ.) თანახმად, მოქალაქე ბ-------------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულ-მკერდის მარჯვენა ნახევრის წინა კედლის გამჭოლი, არაშემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ატშ იმუნიზაცია.
მოქალაქე ბ-------------–---–ის სხეულზე გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება (ჭრილობა) განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი ირაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ბ-------------–---–მა მის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანება, აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას, ასევე, არ შეუძლია. მოქალაქე ბ-------------–---–ის სხეულზე, მედიოკლავიკულარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს შესავალ ხვრელს, ხოლო წინა აქსილარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს გამოსავალ ხვრელს და, შესაბამისად, ცეცხლნასროლი ჭრილობის არხის მიმართულება უნდა იყოს: ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მისი, კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ,,ვიტრაჟის‘‘ გავლის შემდეგ, განვითარების შესაძლებლობას.
ამავე დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე არსებული დაზიანებები, #1-#12 ჩათვლით, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა.
დაზიანება #1 და #2 (დერეფნის გამყოფ კედელში განთავსებულია ე.წ. ,,ვიტრაჟზე‘‘) განვითარებულია სამი ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად. გასროლა ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, მარჯვნიდან მარცხვნივ, 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით, ხოლო დაზინება #6, #7, #8, #9, #10 და #11 (ვიტრაჟის მოპირდაპირ კედელზე), თავისი ადგილმდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, არიან წარმოქმნილი ,,ვიტრაჟში‘‘ გავლისას ტყვიების ფრაგმენტებით.
დაზიანება #3, #4, #5 და #12 განვითარებულია 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით. დაზიანება #3 განვითარებულია დერეფნიდან კიბის უჯრედის (ვიტრაჟის) მიმართულებით გასროლის შედეგად, დაზიანება #4 და #5 განვითარებულია დერეფანში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე კედელის მიმართულებით გასროლების შედეგად, ხოლო დაზიანება #12 განვითარებულია დერეფანში გასროლის შედეგად, ზემოდან ქვევით მიმართულებით, დაზიანების მიხედვით, იარაღის მოდელის დადგენა შეუძლებელია. გასროლები ნაწარმოებია არახლო მანძილიდან.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის და სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნის, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის #--------8 დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ, ექსპერტ გ---–-------------–---–თან ერთად, ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც იხელმძღვანელა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე, მოხდა ნ-----–---------–--ლის პირადი შემოწმებაც, ხოლო ბ-------------–---–ის მიმართ ჰქონდათ, ასევე, იზოლატორისა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტები, და დაადგინა, რომ ნ-----–---------–--ლის დაზიანებები ცხვირის და ნიკაპის მიდამოებში განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ვინაიდან ცეცხლნასროლი ჭრილობები იკვეთებოდა და აქვს ლიცენზია სამედიცინო კრიმინალისტიკური კუთხითაც, მისივე გაცემული დასკვნის საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ექსპერტიზაში. გამოკვლევაში სამედიცინო კუთხით, გ---–-------------–---–თან და მასთან ერთად, მონაწილებდა ექსპერტი გ--------–--–--ე, ხოლო ბალისტიკური მიმართულებით ჩართული იყო ექსპერტი კ-----------------აია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნ-----–---------–--ლის ჭრილობები ცხვირის და ნიკაპის მიდამოში მდებარეობს ერთ ხაზზე, განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ერთჯერადი ზემოქმედებით, ჭრილობები ნ-----–---------–--ლს მიღებული აქვს სწორ პოზიციაში ფეხზე მდგომს და შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ხასიათის დაზიანება მიეღო კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ვიტრაჟის გავლის შემდეგ, გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ ვერ დგინდება ჭრილობის შესავალი და გამოსავალი ბოლოები.
სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა, ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–--–--ემ, ანალოგიურად აღწერა კვლევის შედეგად ნ-----–---------–--ლისა და ბ-------------–---–ის დაზიანებების ხასიათის და განვითარების მიმართულება და განმარტა, რომ ნ-----–---------–--ლის სახის მარჯვენა ნაწილში სიგრძივ-ირიბი ჭრილობა, ზედა ტუჩის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა, ასევე, ტრავმული დაზიანება კბილის, ზედა ყბის მარჯვენა გვერდის, მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვით. მართალია, იმის გამო, რომ ჭრილობა დამუშავებულია, ვერ დადგინდა განვითარებულია ზემოდან ქვემოთ თუ პირიქით, თუმცა დადგინდა, რომ სწორად მდგომი პიროვნების პოზაში მას ამ დაზიანებებს ვერ მიაყენებდა ვიტრაჟში გასული ვერცერთი ტყვია.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე, ბალისტიკური მიმართულებით, დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ-----------------აიამ, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც თვითონვე მიანიჭა ობიექტებს ნუმერაცია. ამასთან, ჩაატარა კვლევა, რისთვისაც გამოძიებამ წარუდგინა ობიექტები, იარაღები, მასრები, ვაზნები, ფრაგმენტები შემთხვევის ადგილიდან. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ შეისწავლა დაზიანებები და დაადგინა, რომ ისინი იყო ცეცხლნასროლი წარმოშობის. ვიტრაჟზე არსებული დაზიანებიდან გამომდინარე და ნ-----–---------–--ლის დგომის მანერიდან (ფეხზე მდგარ პოზიციაში დგომა), მიღებული დაზიანებიდან და თვითონ კიბის უჯრედიდან გამომდინარე, ჭრილობის მიყენების შესაძლებლობა ვიტრაჟის გავლით გამორიცხულია. რაც შეეხება დერეფნის კედელზე დაზიანებებს, ექსპერტის განმარტებით, ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, ხოლო დაზიანებები #3, #4, #5, #12 განვითარებულია დერეფნიდან განხორციელებული გასროლების შედეგად.
საქმის არსებითად განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რიგი წერილობითი მტკიცებულებები - ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნა; ბალისტიკური ექსპერტიზის #0-------- დასკვნა; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლებიც, ზემოთ განხილულ მოწმეთა ჩვენებებთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის, ვიდეოჩანაწერთან ერთობლიობაში, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს ბ-------------–---–ის მიერ ნ-----–---------–--ლთან მიმართებით განხორციელებული სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ფორმულირებას ბ-------------–---–ის მიერ ნ-----–---------–--ლის, დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დანაშაული - განზრახ მკვლელობა ჩადენილია შურისძიების მოტივით, დამამძიმებელი გარემოების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2----–-–---------------- ბ-------------–---–ი, რომელიც ნაწყენი და გაბრაზებული იყო ყოფილ მეუღლეზე - ნ-----–---------–--ლზე, შეეცადა მის მოკვლას.
ბრალდებული ბ-------------–---–ი რომ ცდილობდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელი მისამართის დადგენას და იმუქრებოდა მისი მოკვლით, დადასტურებულია მოწმე თ-----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, რომლითაც დასტურდება, რომ ბ-------------–---–ი ურეკავდა მას, ეკითხებოდა, სად იყო ნ-----–- და იმუქრებოდა მისი მოკვლით. მოწმემ აღნიშნა, რომ ის ხან აწყნარებდა მას, ხან აშინებდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ ბ------ მაინც ჯიუტად იმეორებდა თავისას, არ მაინტერესებს, უნდა მოვკლაო. ის, რომ მათ ურთიერთობას ასეთი გაგრძელება ექნებოდა, მოულოდნელი არ ყოფილა თ-----------–---–--თვის, რადგან, როგორც კი შეიტყო ნ-----–-ს დაჭრის ამბავი, მიხვდა, ბ------ს ჩადენილი იქნებოდა.
ანალოგიურად, მ-----–------------ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–---------–--ლს, მასთან ცხოვრების პერიოდში, სახლში უვარდებოდა ბ-------------–---–ი, ურეკავდა და სთხოვდა ფულს. ამასთან, ცალკე შეხვედრისას მ-----–------------ დააბარა, გადაეცა ნ-----–-სთვის, რომ მოკლავდა. გაიგო, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ბ------ს იარაღი უყიდია და ნ-----–-ს მოკვლით იმუქრებოდა, რის შესახებაც ბრალდებულის რძალს უთქვამს ნ-----–-სთვის. ამდენად, ყოფილ მეუღლეებს შორის ფულთან დაკავშირებული დაძაბული ურთიერთობის თაობაზე ცნობილი იყო მათი ახლობლებისთვის.
დაზარალებულ ნ-----–---------–--ლის ჩვენების თანახმად, მისმა ნაცნობმა ბ-------------–---–ი ნახა სააღსრულებო ბიუროს ეზოში, რა დროსაც თან ჰქონდა იარაღი და დააბარა, ნ-----–-სთვის გადაეცა, რომ იარაღი მის მოსაკლავად იყიდა. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ აპირებდა მუშაობის დაწყებას დაცვის სამსახურში და იარაღი ამ მიზნით შეიძინა. მისი ჩვენება ამ ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის დაცვის პოზიციასთან, რომ ბრალდებულს ერთ თვალში მხედველობა 0% აქვს, ხოლო მეორეში - 10%, რის საფუძველზეც დაცვა ცდილობს, სასამართლო დააჯეროს, რომ ბ-------------–---–ი, მისი მხედველობის გათვალისწინებით, ვერ შენიშნავდა სადარბაზოს დერეფანში შესულ პოლიციის თანამშრომელს, ამ შემთხვევაში საინტერესოა, ასეთი მხედველობის მქონე პირი როგორ აპირებდა დაცვის სამსახურში მუშაობის დაწყებას, მით უფრო, ბრალდებულისვე განმარტებით, თან დასაცავი პირის მძღოლი იქნებოდა და თან დაიცავდა აღნიშნულ პიროვნებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოსთვის არადამაჯერებელია მისი განცხადება დაცვის სამსახურში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით იარაღის შეძენის თაობაზე, შესაბამისად, რჩება ბ-------------–---–ის მხრიდან მოწმეებთან ხმამაღლა გაჟღერებული განზრახვის რეალურობის განცდა, რომ იარაღი შეიძინა ნ-----–---------–--ლის მოსაკლავად.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს ეჭვსგარეშე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-------------–---–ს ჰქონდა ნ-----–---------–--ლის მიმართ მოკვლის განზრახვა, რის სისრულეში მოყვანასაც შეეცადა 2----–-–----------------. რაც შეეხება ბრალდებულის არგუმენტს, რომ ის მე-13 სართულზე არ ავიდოდა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად და, ასეთი სურვილის შემთხვევაში, ამისთვის გამოიყენებდა სხვა შემთხვევას, მაგალითად, ადგილს, სადაც შვილიშვილებს ხვდებოდნენ ხოლმე (დაასახელა გ-------------), სასამართლოსთვის, ასევე, არადამაჯარებელია, პირველ რიგში, მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნაკლებადსავარაუდოა, მათ ერთი და იგივე გადაკვეთის ადგილი ჰქონოდათ, და მეორეც, ასეთი შემთხვევა თავიანთ ჩვენებებში არც ნ-----–---------–--ლს, არც თავად ბ-------------–---–ს და არც სხვა რომელიმე მოწმეს დაუფიქსირებია, რომ ისინი ერთხელ მაინც მსგავს სიტუაციაში შეხვდნენ ერთმანეთს. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბ-------------–---–ისთვის ცნობილი იყო ნ-----–---------–--ლის სამსახურის მისამართი და, მისი მოკვლის განზრახვის შემთხვევაში, ამას მითითებულ ადგილას განახორციელებდა, სასამართლო ხსნის იმით, რომ ბ-------------–---–ს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა სურვილი, ყოფილი მეუღლის მკვლელობა ჩაედინა მოწმეთა თანდასწრებით, რამდენადაც ნ-----–---------–--ლს ის სამსახურში მარტოს ვერ ნახავდა, ამასთან, ცნობილია, რომ ნ-----–---------–--ლი მუშაობდა თ--–--–-, რომელიც აღჭურვილია დაცვით, გადაადგილებით კი, ნ-----–---------–--ლი გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომანქანით. ბ-------------–---–ს რომ თვითმხილველთა გარეშე სურდა ნ-----–---------–--ლთან შეხვედრა და მოკვლა, დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ ის ცდილობდა, ნ-----–---------–--ლს გაეღო სახლის კარი და შესულიყვნენ ბინაში, სადაც ის განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. უტყუარადაა დადგენილი, რომ ბ-------------–---–მა, შეიტყო რა, რომ ლ----–------------ში მისი შვილის - ხ------- ბ-----–---–ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, ლოგიკურად ივარაუდა, რომ შესაძლებელი იყო, სწორედ იქ ეცხოვრა მის ყოფილ მეუღლეს და 2----–-–---------------- მივიდა კიდეც მასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სრულიად არ გამოდგება მისი უდანაშაულობის სამტკიცებელ არგუმენტად მის მიერ მოყვანილი გარემოება, რომ ნ-----–-ს კარის გაღებას არ სთხოვდა, ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ბ-------------–---–ს ნ-----–---------–--ლის მიმართ არსებული განზრახვის სისრულეში მოყვანამდე რომ სურდა თანხასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, დადასტურებულია როგორც დაზარალებულ ნ-----–---------–--ლის, ასევე, სხვა მოწმეთა ჩვენებებით, და ის გარემოება, რომ, რადგან ბრალდებულმა დანახვისთანავე არ მოკლა ნ-----–---------–--ლი, რისი საშუალებაც მას ნამდვილად გააჩნდა, აღნიშნული გამორიცხავს მისი მხრიდან ასეთი განზრახვის არსებობას, საფუძველსმოკლებულია. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენებით, უტყუარად დასტურდება, რომ ის ცდილობდა, გაერკვია, სად წაიღო ნ-----–---------–--ლმა ბინის შედეგად რეალიზებული თანხა, თუმცა აღნიშნული საკითხის გასარკვევად ყოფილ მეუღლესთან იარაღით მისვლა (რომელიც სპეციალურად შეიძინა გარკვეული პერიოდით ადრე), იარაღის დემონსტრირება, სახესთან მიტანა და მისი მიმართულებით დამიზნებით სროლა, მის მიერ მანამდე და დანაშაულის ჩადენის დროს განხორციელებულ მუქარებთან ერთობლიობაში, უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---------–--ლზე განაწყენებულ ბ-------------–---–ს ნამდვილად ჰქონდა ყოფილი მეუღლის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი და განზრახული, რაც ვერ განახორციელა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ნ-----–---------–--ლის მეზობლის, მოწმე ნ--------------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, როდესაც მან გაიგო, რომ სადარბაზოში ქალი შველას ითხოვდა და გააღო კარი, დაინახა იარაღიანი მამაკაცი, რომელმაც უთხრა, სახლში შესულიყო, და ასეც მოიქცა. მოწმე ნ--------------------ე აღწერს, რომ მამაკაცს მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი, იატაკისკენ მიმართული, და ისე ეკამათებოდა ქალს. მამაკაცის ხელში იარაღი დაინახა, ასევე, მ-----------–---–ის მეგობარმა ნ---------------–მაც, რომლებსაც შეეშინდათ ნ-----–---------–--ლის სახლში შეშვების. ის ფაქტი, რომ ბ-------------–---–ი სახისკენ მიმართული იარაღით ხელში ემუქრებოდა კედელთან მდგარ ნ-----–---------–--ლს, დააფიქსირა მეზობელმა მ------------–--ემ, რომელიც ბავშვთან ერთად გამოვიდა ლიფტიდან. ბ-------------–---–ი რომ იარაღმომარჯვებული ესაუბრებოდა ნ-----–---------–--ლს, დადასტურებულია არა მარტო ზემოთ მითითებული მოწმეებისა და დაზარალებულ ნ-----–---------–--ლის, არამედ - თავად ბრალდებულის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ ლიფტის ხმის გაგონებაზე ამოიღო იარაღი, რომელიც შემდეგ აღარ შეუნახავს. აღნიშნული ფაქტის შედეგად თვითმხილველთა მიერ შიშის განცდა ადასტურებს იმას, რომ ბ-------------–---–ის კომუნიკაციის სახე ყოფილ მეუღლესთან სცდებოდა საუბრის ფორმატს, როგორც ამაზე ბრალდებულმა მიუთითა.
დაზარალებულმა ნ-----–---------–--ლმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა ბ-------------–---–ის მხრიდან მისი მიმართულებით სროლის მომენტი. კერძოდ, განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ბ------მ გაიგო მოწოდება იარაღის დაგდების შესახებ და გაისროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით, წამიერად პირდაპირ მისკენ მიბრუნდა, იარაღი მიადო სახეზე, რა დროსაც დაზარალებულმა ინსტიქტურად თავი გადასწია, ხელი მაღლა ასწია და კიდეც განხორციელდა გასროლა, რის შედეგადაც ის დაეცა.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბ-------------–---–მა ისროლა მათი მიმართულებით, წამიერად მიბრუნდა და სახის არეში ესროლა ნ-----–---------–--ლს. ამის შესახებ სასამართლოს განუცხადეს პატრულ-ინსპექტორებმა - კ-------------ემ, ვ--------------–-ილმა და ვ-----------–---მა.
როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდებულმა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იარაღი ამოიღო მას შემდეგ, რაც ლიფტის ხმა გაიგო, თუმცა, როდესაც ბავშვიანი ქალი გამოვიდა, აღარ შეუნახავს, ხელში ეჭირა იატაკისკეენ მიმართული, და იგი ნ-----–---------–--ლისთვის არ დაუმიზნებია, რაც წინააღმდეგობაში მოდის გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. კერძოდ, მოწმე მ------------–--ემ განაცხადა, რომ მან დაინახა მამაკაცი, რომელსაც იარაღი მიმართული ჰქონდა ქალის სახისკენ, რომელიც კიოდა და დახმარებას ითხოვდა. მამაკაცის მარჯვენა ხელში იარაღი დააფიქსირა ყველა მეზობელმა, ვინც გაიხედა დერეფანში ქალის კივილის ხმაზე. შესაბამისად, ბრალდებულის დასახელებული ვერსია, რომ ლიფტის ხმაზე ამოიღო იარაღი, ეწინააღმდეგება მისსავე განცხადებას, რომ მას შემდეგ, რაც ნ-----–- გამოვიდა ლიფტიდან და დაინახა ის, მორთო კივილი. თუკი დაზარალებული კიოდა და შველას ითხოვდა ყოფილი მეუღლის დანახვისთანავე და მეზობლებსაც ამ ხმაზე ჰქონდათ რეაქცია, მაშასადამე, მას იარაღი თავიდანვე ხელში ეჭირა და არ ამოუღია ის ლიფტის ხმის გაგონებაზე განცდილი მოსალოდნელი საფრთხის შემეცნების შემდეგ. ამასთან, ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ვერ ახსნა, თუ რატომ არ შეინახა მან იარაღი მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ლიფტიდან გამოსული ადამიანებისგან საფრთხე არ ემუქრებოდა, ან როგორ შეიცნო საფრთხის განეიტრალება, თუკი არ მიტრიალებულა ლიფტისკენ, რომელშიც შესაძლოა ბავშვთან და გოგონასთან ერთად სხვა პირიც ყოფილიყო.
საქმის არსებითი განხილვისას უდავოდ მიჩნეულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, ასევე, დაცვის მიერ განვითარებული ვერსია და ბრალდებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მას იარაღი არ დაუმიზნებია ნ-----–---------–--ლისთვის, რომელიც გასროლის მომენტში ჩაკუზული იყო იატაკზე, და შესაძლოა ის ინსტიქტურად გავარდნილი ტყვიის შედეგად დაზიანდა, რამდენადაც სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, რომელზეც ასახულია მომხდარი დანაშაულის ფაქტი, ნათლად ჩანს, რომ ბ-------------–---–ი და ნ-----–---------–--ლი დგანან ფეხზე და ამ დროს ხორციელდება გასროლა.
სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნით კატეგორიულად გამოირიცხა ნ-----–---------–--ლის სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანების, ფეხზე მდგარ სწორ პოზიციაში ყოფნისას, კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ვიტრაჟის გავლის შემდეგ, განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ნ-----–---------–--ლის ჭრილობები ცხვირის და ნიკაპის მიდამოში მდებარეობს ერთ ხაზზე, განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ერთჯერადი ზემოქმედებით და მას ეს დაზიანება მიღებული აქვს სწორ პოზიციაში, ფეხზე მდგომს, და გამორიცხა ჩაკუზულ მდგომარეობაში მითითებული დაზიანებების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გამოირიცხა შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ხასიათის დაზიანება დაზარალებულს მიეღო კიბის უჯრედიდან გასროლილი ჭურვით, ვიტრაჟის გავლის შემდეგ. იგივე განაცხადა ექსპერტმა კ-----------------აიამ თავის ჩვენებაში, რომ ნ-----–---------–--ლის დგომის მანერიდან (ფეხზე მდგარ პოზიციაში დგომა), მიღებული დაზიანებიდან და თვითონ კიბის უჯრედიდან გამომდინარე, ჭრილობის მიყენების შესაძლებლობა ვიტრაჟის გავლით გამორიცხულია. ის კი, რომ ნ-----–---------–--ლი იდგა ფეხზე, კედელთან მიყუდებულ მდგომარეობაში, დაადასტურეს არა მარტო პოლიციის თანამშრომლებმა, არამედ - შემთხვევის შემსწრე მეზობლებმა.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, ასევე, გამორიცხავს დაცვის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ტყვია, რომელიც კედლიდან იქნა ამოღებული, იგულისხმება ადგილი, სადაც დაზარალებული და ბ-------------–---–ი იდგნენ, არ იყო ბრალდებულის იარაღიდან გასროლილი და, ამავდროულად, იმ დროს, როდესაც დაზარალებული დაახლოებით 180 სმ სიმაღლისაა, თან ეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი, შეუძლებელია, მისი სხეულისგან გასული ტყვია იატაკიდან 152 სმ სიმაღლეზე გაჩერებულიყო კედელში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის გაუგებარია, რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამორიცხავს ამ გარემოებას დაცვის მხარე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არ გამოურიცხავს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არცერთ სპეციალური ცოდნის მქონე პირს. იმ დადგენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რომ დაზარალებულმა ნ-----–---------–--ლმა ბ-------------–---–ის მიერ იარაღის დამიზნებისას თავი უკან გადასწია, დაიკივლა (რამაც განაპირობა ის, რომ ტყვია შევიდა პირის ღრუში, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით) და ამ დროს ჩაიკეცა, ვარდნის მომენტში ტყვიის მითითებულ სიმაღლეზე გასვლა არ ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას და შესაბამისობაშია დაზარალებულების, როგორც ნ-----–---------–--ლის, ასეცე, პატრულ-ინსპექტორების, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებთან. ამასთან, ვიდეოჩანაწერში გარკვევით ისმის, როგორ ამბობს კ-------------ე სიტყვას ,,მოკლა‘‘, რაშიც ერთმნიშვნელოვნად მოიაზრებს ბ-------------–---–ს, რამდენადაც, მისი და ბ-------------–---–ის გარდა, იქ იარაღი არავის გამოუყენებია.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ გამორიცხავს, ასევე, ახლო მანძილიდან ,,მ----------‘‘ სისტემის იარაღიდან გასროლის შედეგად იმ დაზიანებების მიღების შესაძლებლობას, რაც დადგინილია სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც, ნ-----–---------–--ლის სახის მარჯვენა ნახევარში ერთ სიგრძივ-ირიბ ხაზზე განთავსებული ჭრილობები, ზედა ტუჩის ცეცხლნასროლი სრულშრეობრივი ჭრილობა, კბილის გვირგვინის სრული ტრავმული მოტეხილობა, მარჯვენა ცხვირ-ტუჩის და ზედა ქუთუთოს თერმული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის, შესაძლებელია, ერთჯერადი ზემოქმედებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადგენილად მიაჩნია ბ-------------–---–ის მიერ ნ-----–---------–--ლის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მცდელობად კი ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო მკვლელობის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ამასთან, სუბიექტის მოქმედებისას აუცილებლია დადგინდეს ის დომინირებული მოტივი, რომლითაც ხელმძღვანელობდა ის.
გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ამავე საქმეზე დაზარალებულად ცნობილ ვ-----------–---ის ჩვენება, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ, რაც მან გადმოაბრუნა იატაკზე მყოფი ბრალდებული, პირველი სიტყვები, რაც ბ-------------–---–მა თქვა, იყო ქალის მიმართ - ,,ვერ მოვკალიო?‘‘ - ხოლო შემდეგ მათ მიმართა: ,,თქვენ სროლა არ გცოდნიათ, იმიტომ, რომ მე ვერ მომკალითო‘‘. აღნიშნული კიდევ ერთი მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბ-------------–---–ი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მომენტში ითვალისწინებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, არა მარტო უშვებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ნ-----–---------–--ლის სიკვდილი, არამედ სურდა კიდეც აღნიშნული, რაც მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დადგა.
რამდენადაც ბ-------------–---–ის მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი დანაშაულის ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევის გამო, და ნ-----–---------–--ლისთვის მიყენებული დაზიანება არ აღმოჩნდა სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც ლეტალურ შედეგს გამოიწვევდა, ბ-------------–---–ის ქმედება წარმოადგენს დაუმთავრებელ დანაშაულს - განზრახ მკვლელობის მცდელობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ყოფილი მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად. რამდენადაც დადგენილია, რომ ბ-------------–---–ი და ნ-----–---------–--ლი იყვნენ განქორწინებული მეუღლეები, შესაბამისად, დანაშაულის კვალიფიკაცია ამ კუთხით, რომ ჩადენილია დანაშაული ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ, სრულიად მართებულია.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, რომლის ერთ-ერთ ნიშნად ბრალდების მხარეს ბ-------------–---–ის მიმართ წარდგენილი აქვს ანგარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ ანგარებით მკვლელობაში იგულისხმება მკვლელობა, რომლის მიზანია მატერიალური გამორჩენა, სარგებლის მიღება და ამ სახის მკვლელობისათვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად იყო რეალიზებული მოტივი და ვერანაირად ვერ ექნება ადგილი ანგარებას, როდესაც სიცოცხლის მოსპობის მოტივი იყო შურისძიება დამნაშავისათვის ადრე მიყენებული ზიანის გამო. ანგარების მოტივით დანაშაულის ჩადენის დროს პირი ყოველთვის მოქმედებს ქონებისა თუ მატერიალური ხასიათის სხვა უფლების მოსაპოვებლად და მკვლელობა არის მიზანი სასურველი შედეგის მიღწევისათვის.
მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ანგარებით ჩადენილი დანაშაული, რომელიც მატერიალური სიკეთის მიღებას უკავშირდება, შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისგან, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებით, მათ შორის, განქორწინებულ მეუღლეებს შორის ქონების გაყოფასთან და ფულთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, ეჭვსგარეშე დადგენილია, რომ ბ-------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული უკავშირდებოდა ფულთან დაკავშირებულ უთანხმოებას, რამდენადაც ბრალდებულის და დაზარალებულის ყველა ახლობელმა პრაქტიკულად გამორიცხა სხვა მოტივის არსებობა. ამასთან, ასეთი არ უარყვია არც ბრალდებულს. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად, ბ-------------–---–ი ნ-----–---------–--ლს უყვიროდა და ეკითხებოდა, სად წაიღო მისი ფული. ბრალდებულმა თავის საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მისგან 700 000 ლარი ფული წაიღეს. რამდენად რეალური თანხაა ეს, რა თქმა უნდა, ამას სასამართლო ვერ შეამოწმებს, თუმცა, ის, რომ აღნიშნულის გამო ბრალდებულს ჰქონდა წყენა ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით ყოფილი მეუღლის მიმართ, ცხადია.
ყოფილ მეუღლეებს შორის ქონებრივი დავის არსებობა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით, რომლითაც ნ-----–---------–--ლს ბ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 52 666 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სწორედ ამ თანხის ერთიანად გადახდას სთხოვდა ბრალდებული ნ-----–---------–--ლის, თუმცა ვინაიდან ვერ მიაღწია მიზანს, გაბრაზებულმა სწორედ იმაზე, რომ მისი შრომის შედეგად მოპოვებული ფული მისმა ყოფილმა მეუღლემ მიისაკუთრა, გადაწყვიტა, შური ეძია მასზე. ფაქტია, რომ ნ-----–---------–--ლის სიკვდილით ბ-------------–---–ი ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა და, მით უფრო, ვერ დაეუფლებოდა იმ თანხას, რაც ნ-----–---------–--ლს უკვე დახარჯული ჰქონდა, მნიშვნელობა არ აქვს მათი შვილის - ხ------- ბ-----–---–ის სახელზე რიცხული ბინის (მ----------–----–------------ში) შეძენით თუ სხვა გზით.
შესაბამისად, გამორიცხულია ბ-------------–---–ის მხრიდან ნ-----–---------–--ლისგან ფულადი სარგებლის მიღების მოლოდინი. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დავუშვებთ, რომ ნ-----–---------–--ლი ფლობდა ფულად თანხას, მისი მოკვდინებით, განქორწინებულ მეუღლეს - ბ-------------–---–ს კანონით არანაირი მემკვიდრეობა არ ერგებოდა. არა თუ მემკვიდრეობა, ნ-----–---------–--ლის გარდაცვალებით ის ფაქტობრივად დაკარგავდა იმ ყოველთვიურ შემოსავალსაც, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იღებდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო გამორიცხავს ბ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ანგარების მოტივით ჩადენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-------------–---–ის მიერ ჩადენილია ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე, რის გამოც მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111-19,108-ე მუხლზე.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის
სიცოცხლის მოსპობის მცდელობა
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ბ-------------–---–მა, ასევე, არ ცნო თავი დამნაშავედ პოლიციელთა სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში და განმარტა, რომ 2----–-–----------------, თბილისში, ლ----–------------ში, ყოფილი მეუღლის - ნ-----–---------–--ლის სანახავად მისულს თან ჰქონდა კუთვნილი ,,მ----------‘‘ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მას არავის მოკვლის სურვილი არ ჰქონია. ყოფილ მეუღლესთან საუბრისას გაიგო ხმა - ,,დააგდე იარაღი‘‘, თუმცა აღნიშნული მოწოდება პოლიციელის მოწოდებად არ აღუქვამს, და ჩხაკუნზე ინსტიქტურად დაბლა გაუვარდა ტყვია იარაღიდან, რომელიც მანამდე ჩაკეტილ მდგომარეობაში ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ასევე, ინსტიქტურად გააღო და გაუვარდა. პირველი ტყვია ისროლა დაბლა, იმ მხარეს, საიდანაც ხმა შემოესმა, მერე - მარჯვენა მხარეს, კედლის მიმართულებით. შემდეგ შემოტრიალდა, უკან ორი ნაბიჯი გადადგა და ამ დროს უკვე ტყვია მოხვდა და დავარდა. ჯამში სამი გასროლა ახსოვს, მაგრამ აღმოჩნდა ოთხი. პირველი ტყვიის გასროლამდე და შემდეგ კედლის მიმართულებით სროლამდე გაიგო გასროლის ხმა, მაგრამ ადამიანი არ დაუნახავს. შემდგომში ნახა, რომ პოლიციელები იყვნენ, როდესაც ძირს მწოლიარე გადმოაბრუნეს და თქვეს, ცოცხალი ყოფილაო. იარაღს კი, რომელიც ხელში ეჭირა, ფეხი გაკრეს და გააცურეს. პოლიციელებს ეცვათ ჟილეტები, მაგრამ ისინი გასროლამდე არ დაუნახავს. ცალ თვალში 0 % აქვს მხედველობა, მეორეში კი - 10 % და ატარებს სათვალეს.
დაზარალებულ ნ-----–---------–--ლის ჩვენების თანახმად, მისი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში, სადაც მეუღლე იარაღით ემუქრებოდა მოკვლით, არის სენსორული განათება, ფოიეში ენთო სინათლე, რადგან თვითონ, ბ-------------–---–თან ერთად, სულ მოძრაობაში იყო. განათება იყო ლიფტიდან გამოსასვლელშიც და კედელთან მიყუდებულმა პირდაპირ არსებული მინის ვიტრაჟიდან ნათლად დაინახა, როგორ ამოვიდა სართულზე საპატრულო პოლიციის ფორმიანი სამი პიროვნება, რომელთაგან ერთი გამოეყო სხვებს, შევიდა კიბის უჯრედიდან, დადგა პირდაპირ, გაშალა ხელი და ბ------ს მიმართა: ,,დააგდე იარაღიო‘‘. ამ სიტყვებზე ბ------ შეტრიალდა პოლიციის თანამშრომლის მხარეს და პირდაპირ ესროლა. პოლიციელმა, ვისკენაც ბ------მ ისროლა, კიბის უჯრედზე მოასწრო შეხტომა, შემდეგ შეტრიალდა მისკენ და პირდაპირ ესროლა, რის შედეგადაც ის დაეცა. ამის გარდა, ყურში ახლაც ახსოვს კიდევ სამი გასროლის ხმა. როდესაც თვალები გაახილა და წამოჯდა, დაინახა პატრულის თანამშრომლები, ხოლო ბ------ იწვა პირდაღმა.
დაზარალებულ კ-------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–----------------, საღამოს, დაახლოებით 7 საათისთვის, მეწყვილე ვ-----------–---თან ერთად, გამოცხადდა შემთხვევაზე, თბილისში, ლ----–------------ში. ვინაიდან ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი ემუქრებოდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღით, ჩაიცვეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, რომელსაც დიდად აქვს პოლიციის მანიშნებელი წარწერა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟიც და ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე. მოიკითხეს, ვის ჰქონდა სამხრე კამერა გამართულ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა და ჩართო, რაც ბოლომდე არ გამოურთავს. შესაბამისად, პირველმა დაიწყო ასვლა მე-13 სართულზე ამავალ კიბეებზე, უკან ვ-----------–---ი, ვ--------------–-ილი და პ-------------–-–-ილი მიჰყვებოდნენ. სართულიდან ისმოდა მამაკაცის და ქალის ხმა და უკვე ასვლისას დაინახა, რომ ქალი იდგა კედელთან ზურგით და წინ მამაკაცი იდგა ხელში იარაღით. მამაკაცს, რომელიც 4-5 ნაბიჯის ინტერვალით იყო, შესვლისთანავე მოუწოდა, დაეგდო იარაღი, რა დროსაც მამაკაცი მიტრიალდა მათკენ, მიუშვირა იარაღი და დამიზნებით ესროლა, თვითონ ინსტიქტურად გაიწია და ამოეფარა გამყოფ მინის კედელს. ტყვია ასცდა მას და კედელს მოხვდა, ამის გამო თვითონაც მოიმარჯვა იარაღი, გადატენა, მანამდე ხელი ედო იარაღზე. ამ დროს წამიერად მამაკაცმა ქალს მიადო იარაღი სახესთან და ესროლა. ქალი დაეცა. შემდეგ კვლავ მიტრიალდა მათკენ და, სავარაუდოდ, სამი გასროლა განახორციელა უშუალოდ პოლიციელების მიმართ, კედლიდან მინის მხარეს ოდნავ გამოწეულ მდგომარეობაში. თვითონ ვიტრაჟის მინის გავლით მოახდინა ორი გასროლა მამაკაცის მიმართულებით, რითაც ვერ გაანეიტრალა ის და ესროლა მესამედ, რის შედეგადაც მამაკაცი წაიქცა და დაეცა გულდაღმა. ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროში, დაახლოებით 4-5 წამში მოხდა. მამაკაცის სროლის შედეგად დაზიანებები მიიღო ქალმა, ხოლო მისი სროლის შედეგად, თავის მხრივ, დაზიანდა თავდამსხმელი.
2017 წლის 3- ნოემბრის ამოღების ოქმის თანახმად, 2----–-–---------------- მოწმე კ-------------ისგან ამოღებულ იქნა მისი საშტატო იარაღი, რომლითაც, მისი ჩვენების თანახმად, მოახდინა 3 გასროლა. ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი არის ,,,H---‘‘ მოდელის შავი ფერის პისტოლეტი (სერიული ნომრით - H-----). მასში მოთავსებული იყო მჭიდი, რომელშიც აღმოჩნდა 13 ვაზნა. კ-------------ის მიერ, ასევე, წარდგენილი იქნა დამატებითი მჭიდი, მასში მოთავსებული 16 ვაზნით.
იმავე თარიღის ამოღების ოქმის თანახმად, 2----–-–---------------- მოწმე კ-------------ისგან ამოღებულ იქნა მისი სამსახურებრივი სამკერდე კამერა #2---, წარწერით ,,ვიდეოკონტროლი 2---‘‘, მართვის პულტთან ერთად, რომლითაც გადაიღო საქმისათვის მნიშვნელოვანი აუდიო-ვიდეო კადრები, რომელიც შენახულია მის მეხსიერებაში.
დაზარალებულ ვ-----------–---ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შეტყობინებისთანავე, რომ ლ----–------------ში იარაღიანი მამაკაცი ემუქრებოდა ქალს, დაახლოებით 2-3 წუთში, მეწყვილე კ-------------ესთან ერთად, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. სადარბაზოში ასვლამდე ადგილზე მივიდა ვ-------------–---–ისა და პ-------------–-–-ილის ეკიპაჟიც. ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე, რადგან გამოძახება მე-13 სართულზე იყო, ფეხით უნდა ასულიყვნენ შემთხვევაზე, თან სამსახურებრივ ფორმებზე ჯავშანჟილეტებიც ეცვათ. აღმოჩნდა, რომ სამკერდე კამერა გამართულ მდგომარეობაში მხოლოდ კ-------------ეს ჰქონდა, რომელმაც ლიფტიდან გამოსვლისთანავე ჩართო კამერა. ამ დროს გაიგეს ხმამაღალი საუბარი, თან ფოიეში არსებული მინის ვიტრაჟიდან დაინახეს კედელზე მიყრდნობილი ქალი, სახით მათკენ, რომელსაც გვერდულად ედგა მამაკაცი, მარჯვენა ხელში იარაღით. ბაქანზე კ--- შევიდა პირველი და მამაკაცს მოუწოდა, დაეგდო იარაღი, რა დროსაც მამაკაცმა მათკენ მოახდინა გასროლა. კ---მ ნაბიჯით უკან დაიწია, მამაკაცმა შემდეგ ქალს ესროლა სახის არეში, ქალმა დაიკივლა და დაეცა. შემდეგ კაცმა უცბად შეიცვალა მდებარეობა, შემობრუნდა და რამდენჯერმე კვლავ მათი მიმართულებით გაისროლა. ამის შემდეგ უკვე კ---მ მოახდინა ჯერ ორი გასროლა მამაკაცისკენ, შემდეგ - ერთი და ამ ბოლო გასროლის შედეგად მამაკაცი დავარდა. კ---ს სროლის შედეგად დაზიანდა სადარბაზოში არსებული მინის ვიტრაჟიც. ფოიეში შესულმა დაინახა, რომ ქალი და მამაკაცი ძირს იწვნენ. მამაკაცის მარჯვენა ხელთან ეგდო იარაღი, რომელიც ფეხით გასწია და მივიდა მასთან. ჩანდა, მძიმე ჭრილობა არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, როგორც ახსოვს, იარაღები მოიმარჯვეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამაკაცის მხრიდან მოხდა გასროლა, თუმცა, კ-------------ის გარდა, მათი მხრიდან არავის გაუსვრია.
დაზარალებულ ვ--------------–-ილის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------, რადიოსადგურით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პ-------------–-–-ილთან ერთად, გავიდა დიღმის მასივში, ლ----–--------------, სადაც მამაკაცი ემუქრებოდა ქალს იარაღით. რადგან ინფორმაციაში იარაღი ფიგურირებდა, ოცმეთაურმა ჯავშანჟილეტების ჩაცმა დაავალათ. ადგილზე დახვდათ 3---ე ეკიპაჟი კ-------------ისა და ვ-----------–---ის შემადგენლობით. თითოეული მათგანი საპატრულო პოლიციის ფორმით იყო შემოსილი, მკლავებზე საპატრულო პოლიციის გერბით და ჯავშანჟილეტებზე პოლიციის მანიშნებელი წარწერით. ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე და ფეხით დაიწყეს მე-13 სართულზე ასვლა. უშუალოდ მე-13 სართულის ბაქნამდე იყო მინის ვიტრაჟი, საიდანაც ჩანდა, რომ მამაკაცს ქალი ჰყავდა კედელთან და იარაღს უტრიალებდა ზემოდან ქვემოთ, ქალი მოკუნტული და თავის ბედს შეგუებული ჩანდა. წინ კ-------------ე მიდიოდა, რომელსაც სამხრე კამერა გამართული ჰქონდა, და მოუწოდა თუ არა მამაკაცს, დაეგდო იარაღი, ვიტრაჟიდანვე დაინახეს მათკენ მომართული იარაღი მამაკაცის მხრიდან, რომელმაც გაისროლა მათი მიმართულებით. კ---მ ვიდრე იარაღი მომართა, მამაკაცმა იარაღი წამიერად გასწია ქალისკენ და გაისროლა მისკენ, რის შემდეგ კიდევ მოახდინა რამდენიმე გასროლა, ახლა უკვე ისევ მათი - პოლიციელების მიმართულებით. შესაბამისად, უკვე კ-------------ემაც ესროლა მას. სროლების შეწყვეტის შემდეგ შევიდნენ და დაინახეს, ორი ადამიანი ეგდო იატაკზე, მამაკაცს თავი ჰქონდა ჩამხობილი. ეგონათ, ქალი მოკლული იყო, მაგრამ ორივე ცოცხალი აღმოჩნდა.
დაზარალებულ პ-------------–-–-ილის ჩვენების თანახმად, ლ----–------------ში მისვლის შემდეგ, სადაც დახვდნენ ვ-----------–---ი და კ-------------ე, ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე და ზედა სართულზე გააგრძელეს გზა ფეხით, რა დროსაც წინ მიმავალმა კ-------------ემ დაუძახა მამაკაცს, დაეგდო იარაღი, რასაც წამის მეასედში მოჰყვა მამაკაცის მხრიდან გასროლა. ამას ისევ მოჰყვა რამდენიმე გასროლა, რის შემდეგაც ვიტრაჟის მიმართულებით ისროლა კ---მაც. აირბინა კიბეზე და კ---მ უთხრა, რომ მამაკაცმა მათი მიმართულებით ისროლა. ნახა დაჭრილი ქალი და მამაკაცი. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მოწმე ნ--------------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2----–-–----------------, ქალის ხმაზე, რომელიც ითხოვდა დახმარებას, გააღო კარი და დაინახა, რომ მის მეზობელ ნ-----–---------–--ლს მისთვის უცხო მამაკაცი, იატაკისკენ მიმართული იარაღით, ეკამათობოდა. იარაღიანმა მამაკაცმა ის გააფრთხილა, რომ სახლში შესულიყო და კარი დაეხურა, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციის თანამშრომლები დარეკვიდან დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ ადგილზე. მათი მისვლის შემდეგ გაიგო იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა და სადარბაზოში გასულმა ნახა ძალიან ბევრი პოლიციის თანამშრომელი და სისხლიანი ნ-----–---------–--ლი.
მოწმე მ------------–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, ბავშვთან ერთად, ლიფტიდან გამოსულმა დაინახა, რომ კიბიდან ამოსასვლელ კედელთან იარაღიანი მამაკაცი ემუქრებოდა და აჯანჯღარებდა ნ-----–---------–--ლს, რომელიც საშველად უხმობდა მას, მაგრამ ვერ უშველიდა და სახლში შევიდა. დარეკა პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლები 15 წუთში მოვიდნენ და გაიგო იარაღიდან გასროლის ხმა.
მოწმე მ-----------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, სახლში, მეგობართან ერთად მყოფს, სადარბაზოდან ესმოდა ქალის ხმა, რომელიც გაბმულად იძახდა -მიშველეთო, თან სახლში შეშვებას ითხოვდა. დარეკა პოლიციაში და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამის შემდეგ გაიგო მოწოდება მამაკაცის ხმით: ,,დააგდე იარაღი!‘‘ როდესაც კარი გააღო, არც მამაკაცი და არც ქალი ადგილზე აღარ იყვნენ. მისი კარის წინ იყო ნატყვიარები, კიბიდან ამოსასვლელი, სადარბაზოში შემომავალი მინა იყო ჩამსხვრეული და ნამსხვრევეი ძირს ეყარა. იატაკზე იდგა სისხლის გუბე.
მოწმე ნ---------------–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მ-----------–---–თან ყოფნისას შემოესმა ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. კარი გააღო და დაახლოებით 10 მეტრში, კედელთან, დაინახა ქალი, რომელსაც ოპტიკურსათვალიანი მამაკაცი შავი ფერის იარაღით ხელში, მკლავებში უჭერდა ხელს. დახურა კარი და მ---მ პოლიციაში დარეკა. დაახლოებით 5 წუთში გაიგო მამაკაცის სიტყვები: ,,დააგდე იარაღი!“ დაინახა პოლიცია და მათი მოსვლის შემდეგ გაისმა ერთი გასროლის ხმა, შემდეგ - კიდევ რამდენიმე.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–----------------, 21:10 საათზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ექსპერტი ბალისტიკოსი კ-----------------აია, რომლის მიერ დათვალიერდა და შესწავლილ იქნა ადგილზე არსებული დაზიანებები, რაც დეტალურად აღიწერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. კერძოდ, კიბის უჯრედის მხრიდან, ვიტრაჟის მინის მარცხენა კუთხიდან 84 სმ-ში და ქვედა კიდიდან 15 სმ-ის გადაკვეთაზე აღინიშნება ცეცხლნასროლი დაზიანება №1; მინის მარცხენა კუთხიდან 64 სმ-ში და ქვედა კიდიდან 11 სმ-ის გადაკვეთაზე აღინიშნება გამჭოლი დაზიანება გარეთა და შიგნითა მხრიდან, რაც არის ცეცხლნასროლი ხასიათის და ორივე დაზიანება არის გამჭოლი - დაზიანება №2; სადარბაზოს დერეფანში შემოსასვლელი კარის მარცხენა ჩარჩოდან 55 სმ-ში, იატაკიდან 102 სმ-ის დაშორებით, კედელზე აღინიშნება დაზიანება №3; დერეფანში შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ არსებულ კედელზე, ამავე კარის მარჯვნივ არსებული კედლის კუთხიდან 428 სმ-ში და იატაკიდან 26 სმ-ის სიმაღლეზე დაზიანება №4; ამავე კედლის კუთხიდან 466 სმ-ში და იატაკიდან 152 სმ-ს სიმაღლეზე კარის მოპირდაპირედ მდებარე კედელზე დაზიანება №5; ამავე კედელზე დერეფანში შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ მდებარე კედლიდან 550 სმ-ში და იატაკიდან 95 სმ-ს სიმაღლეზე ოთხი მცირე ზომის დაზიანება №6, №7, №8 და №9; ამავე კედელზე დერეფანში შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ მდებარე კედლის კუთხიდან 608 სმ-ის დაშორებით და იატაკიდან 13- სმ-ის სიმაღლეზე დაზიანება №10; ამავე კარის მარჯვნივ მდებარე კედლის ამავე კუთხიდან 650 სმ-ში და იატაკიდან 88 სმ-ის სიმაღლეზე დერეფანში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირედ მდებარე კედელზე დაზიანება №11; დერეფნის შემოსასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს მდებარე კედლიდან 398 სმ-ის დაშორებით, ხოლო ზემოხსენებული მოპირდაპირე კედლიდან 88 სმ-ში იატაკზე აღინიშნება, ასევე, დაზიანება №12. ამასთან, ვიზუალურად ჩანს, რომ კედელზე არსებული ზემოხსენებული დაზიანება №5-ში განთავსებულია ლითონისმაგვარი საგანი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების, მოწმეების: ზ-------------------------------------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2----–-–---------------- დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ლ----–------------ში მოქალაქის დაჭრასა და პოლიციელების მიმართ თავდასხმას, იმავე დღეს ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რაშიც მონაწილებდნენ გამომძიებლები, ექსპერტები, ბალისტიკოსი და კორპუსის თავმჯდომარე. შემთხვევის ადგილს წარმოადგენდა მე-5---------აზოს მე-13 სართულზე მდებარე ტერიტორია, რომელიც მოიცავდა ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფართს - სადარბაზოს დერეფანს და სადარბაზოს კიბის უჯრედს, რაც ერთმანეთისგან გაყოფილი იყო შესაბამისი კედლით, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო მინის ვიტრაჟი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაინომრა საგნები და დერეფნიდან, საცხოვრებელი ბინის წინ ადგილიდან, ამოღებულ იქნა ,,მ----------‘‘ სისტემის პისტოლეტი, რომელიც შემოწმებულ იქნა ამოღებამდე და დალუქვამდე და აღმოჩნდა საბრძოლო მდგომარეობაში დატენილი, ანუ ვაზნა მოთავსებული იყო ლულაში, რისი განმუხტვაც მოხდა ექსპერტის მიერ. ამავე პისტოლეტში მოთავსებული იყო მჭიდი, ვაზნებით. პისტოლეტის გვერდით შემთხვევის ადგილზე იყო მეორე მჭიდი, ვაზნებით. ასევე, როგორც კიბის უჯრედიდან, ისე - დერეფნიდან ამოღებულ იქნა მასრები, ტყვიის გულები და ლითონის დეფორმირებული საგნები, რომლებიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, წარმოადგენდა ტყვიის შემადგენელ ნაწილს. ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქებიც. რამდენადაც დაზიანებები იყო კედელში და ვიტრაჟზე, რაც ცეცხლნასროლს ჰგავდა, რათა დადგენილიყო, თუ საიდან განხორციელდა გასროლები, მოწვეულ იქნა ექსპერტ-ბალისტიკოსი. ეს დაზიანებები აღინიშნებოდა ვიტრაჟის დაბლა, ასევე, აღინიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანებები როგორც ვიტრაჟზე, ისე - დერეფანში არსებულ კედელზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე კარგი განათება იყო და ყველაფერი კარგად ჩანდა, იმის გამოსარიცხად, რომ არ გამორჩენილიყო მცირედი დეტალები, დამატებით გამოყენებულ იქნა სპეციალური სანათი საშუალებები. ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კედლიდან იქნა ამოღებული ლითონის საგანი, ასევე, ექსპერტის მიერ მოხდა კედლის ამომტვრევა ხელის სამტვრევის მეშვეობით და ამოღებულ იქნა კედლის ნაწილები. მოხდა ფოტოგადაღება. ამოღებული საგნები დაილუქა კანონით დადგენილი წესით და გადაეცა საქმის ძირითად გამომძიებელ ი-----–----------ეს.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, მოწმის სახით დაკითხულ ი-----–----------ის ჩვენებით დგინდება, რომ, საპატრულო პოლიციიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის დროს მომხდარი გასროლის შედეგად მოქალაქის დაზიანების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. პროკურორის დავალებით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა რამდენიმე გამომძიებელი, მათ შორის, ძირითად გამომძიებელს წარმოადგენდა თვითონ. ყველა სახის საპროცესო, საგამოძიებო დოკუმენტი თუ მტკიცებულება საბოლოოდ მასთან იყრიდა თავს. ასევე, მასთან მივიდა ყველა სახის ნივთმტკიცება, დალუქული სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოახდენდა რეაგირებას. დაკითხა და ნიმუშები აიღო დაზარალებულებისგან, ასევე, ამოიღო სამკერდე კამერა. მის მიერვე მოხდა ბ-------------–---–ისთვის ბრალის წარდგენა.
სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის სისწორე (რომელის დასკვნითი ნაწილიც სრულადაა განხილული ნ-----–---------–--ლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდის სამართლებრივი აღწერისას), ბალისტიკური მიმართულებით დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ-----------------აიამ, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც თვითონვე მიანიჭა ობიექტებს ნუმერაცია, ამასთან, ჩაატარა კვლევა, რისთვისაც გამოძიებამ წარუდგინა ობიექტები, იარაღები, მასრები, ვაზნები, ფრაგმენტები შემთხვევის ადგილიდან. მოწმემ განმარტა, რომ შეისწავლა დაზიანებები და დაადგინა, რომ ისინი იყო ცეცხლნასროლი წარმოშობის. რაც შეეხება დერეფნის კედელზე დაზიანებებს, ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, ასევე, ოთხი გასროლაა განხორციელებული დერეფნიდან.
ქიმიური ექსპერტიზის #------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღებიდან (შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტიდან და კ-------------ისგან ამოღებული საშტატო იარაღიდან) ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა (გასროლები);
- ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა დაზიანების ადგილებიდან აღებულ 14 ცალ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით, ნ-----–---------–--ლის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე - მცირე და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდზე - საშუალო ინტენსივობით, ბ-------------–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე - მცირე ინტენსივობით, კ-------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდებზე -საშუალო ინტენსივობით, პროთეზზე - საშუალო ინტენსივობით, ნ-----–---------–--ლის პალტოს სახელოებზე და გულისპირზე - საშუალო ინტენსივობით, ბ-------------–---–ის ქურთუკის სახელოებზე, ჟილეტის გულისპირზე და შარვლის ორივე ტოტზე - საშუალო ინტენსივობით. დანარჩენ გამოკვლეულ ობიექტებზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა;
- ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის, ტყვიისა და სპილენძის არსებობა დაფიქსირდა კ-------------ის, ნ-----–---------–--ლისა და ბ-------------–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე, ნ-----–---------–--ლის პალტოს ორივე სახელოზე და ბ-------------–---–ის ქურთუკის ორივე სახელოზე - მცირე ინტენსივობით;
- ტყვიის კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სპილენძის არსებობა დაფიქსირდა დაზიანების ადგილებიდან აღებულ 14 ცალ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით. ტყვიის არსებობა გამოკვლეულ ობიექტებზე არ დაფიქსირდა;
- ექსპერტიზაზე წარდგენილ ბ-------------–---–ის შარვალზე და ქამარზე რკინის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------ემ.
სამედიცინო ექსპერტიზის #--------8 დასკვნით დადგენილია, რომ ბ-------------–---–ის სხეულზე გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი ირაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს;
- წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით, მოქალაქე ბ-------------–---–ის სხეულზე, მედიოკლავიკულარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს შესავალ ხვრელს, ხოლო წინა აქსილარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული ჭრილობა უნდა წარმოადგენდეს გამოსავალ ხვრელს. ცეცხლნასროლი ჭრილობის არხის მიმართულება უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. ჭრილობის არხის სიგრძის და სროლის მანძილის განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია;
- დაზიანება მოქ. ბ-------------–---–ის სხეულზე, მარჯვენა წარბთან არსებული ნაკაწრის სახით, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, და მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარდგენილ დოკუმენტში არ არის მითითებული დაზიანების (ნაკაწრის) სრული მორფოლოგიური სურათი.
აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნის, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა და განმარტა, რომ, ექსპერტ გ---–-------------–---–თან ერთად, ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც იხელმძღვანელა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე, მოხდა ნ-----–---------–--ლის პირადი შემოწმება, ხოლო ბ-------------–---–ის მიმართ ჰქონდა, ასევე, იზოლატორისა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების გაცემული სამედიცინო დოკუმენტები, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ ბ-------------–---–ის სხეულზე მედიოკლავიკულარულ ხაზზე, მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში არსებული, გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით, არ შეიძლება გამორიცხვა იმისა, რომ ის განვითარებულია კიბის უჯრედიდან ვიტრაჟის გავლით გასროლილი ტყვიის შედეგად.
სასამართლო ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა, ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–--–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ ბ-------------–---–ის გამოკვლევისას იხელმძღვანელეს წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით. მას გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში წინა კედელზე ჰქონდა გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვემოდან ზევით. მართალია, შეუძლებელია ითქვას, რა პოზიციაში იდგა ის მსროლელთან, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელზე დაზიანება არ ჰქონია და დაზიანებას აქვს გამოსასვლელი მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ზემოთ, გამორიცხული არ იყო, ვიტრაჟიდან გასროლილი ტყვიებიდან ერთ-ერთს ამგვარი დაზიანება გამოეწვია სწორ პოზიციაში მდგომი ადამიანისთვის.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა, ასევე, პატრულ-ინსპექტორ კ-------------ის სამკერდე კამერის ორი ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც ასახულია 2----–-–----------------, თბილისში, ლ----–------------ში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლისას განვითარებული მოვლენები. პირველი ვიდეოჩანაწერის მერვე წამზე კ-------------ე მიმართავს სადარბაზოში მდგარ ბ-------------–---–ს: ,,დააგდე იარაღი!‘‘ აღნიშნულს მაშინვე მოყვება ბ-------------–---–ის მხრიდან სროლა პატრულის თანამშრომლის მიმართულებით და ჩანს სადარბაზოს შესასვლელი კარის კედელი და ვიტრაჟი. პატრულის თანამშრომელი მომენტალურად იხევს უკან. ამ დროს ბ-------------–---–ი და ნ-----–---------–--ლი დგანან ფეხზე, ერთმანეთთან ახლოს. ერთმანეთის მიყოლებით ისმის გასროლის ხმები. დაზუსტებით არ შეიძლება, ითქვას, რამდენის, თუმცა არა ნაკლებ ექვსისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კი ამოღებულია 7 ცალი მასრა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მთლიანობაში ბ-------------–---–ისა და კ-------------ის მიერ განხორციელდა 7 გასროლა. ისმის, ასევე, ქალის კივილის ხმა. ზიანდება ვიტრაჟი. შემდეგ სროლის ხმები წყდება და კვლავ ისმის კ-------------ის ხმა: ,,დააგდე იარაღი!‘‘ ამასთან, იქვე, სადარბაზოს დერეფანში ჩანან პირქვე დაგდებული ბ-------------–---–ი და ნ-----–---------–--ლი და ისმის კ-------------ის ხმა: ,,მოკლა‘‘ და ,,სასწრაფოს დაუძახე დროულად‘‘. შემდეგ კადრში ჩანან, ასევე, საპატრულო პოლიციის დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც გადაადგილდებიან დერეფანში.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, ასევე, მეორე ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისმის ხმა, რომლითაც კ-------------ე მომხდარის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2----–-–----------------- ოქმში დეტალურადაა აღწერილი ზემოთ განხილული ვიდეოჩანაწერები. ამავე ოქმის მიხედვით, კ-------------ემ თავისი სამხრე კამერის მეხსიერებაში ორი ვიდეოფაილის არსებობა განმარტა იმით, რომ, მას შესაძლოა რაღაც მომენტში ხელი მიეჭირა გამორთვის ღილაკს და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ დროს შეწყდა გადაღება და მალევე გააგრძელა. ამავე ოქმის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საპროცესო მოქმედებაში მონაწილე სპეციალისტმა შ-------------–-–--ლმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერები, ზოგადად, პროგრამულად თავად ჭრის კადრებს და ჩანაწერს აკეთებს ე.წ. ,,ტრეკებად‘‘ და ჩანაწერების ძირითადი ნაწილი არის მსგავსად დანაწევრებული რამდენიმეწუთიან (წამიან) მონაკვეთებად.
ამასთან, როგორც აღინიშნა, საქმის არსებითად განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რიგი წერილობითი მტკიცებულებები - ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერიზის №0--------, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0--------, ბალისტიკური ექსპერტიზის №0--------, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნები, რომლებიც, ზემოთ განხილულ მოწმეთა ჩვენებებთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებთან ერთობლიობაში, წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს ბ-------------–---–ის მიერ პატრულ-ინსპექტორების მიმართ სიცოცხლის მოსპობის განზრახვით ჩადენილი თავდასხმის დასადასტურებლად, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით კრიმინალიზებულია პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, სახეზეა აგრესიული აქტი, რაც გამოიხატება თავდასხმაში.
ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ამასთანავე, თავდასხმა, ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის ხელყოფა სსკ-ის 3531-ე მუხლით დაკვალიფიცირდება არა მარტო მაშინ, როცა ეს ხდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არამედ - ამ საქმიანობასთან დაკავშირებით დროის გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგაც, თუ დადგინდება, რომ თავდასხმა დაკავშირებული იყო ადრინდელი მოვალეობის შესრულებასთან. აღსანიშნავია, ასევე, რომ უნდა გაირკვეს, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედება დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყო თუ არა მართლზომიერი.
სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულისთვის აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე, ოჯახის წევრზე ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის. როგორც წესი, ქმედების მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. დამნაშავე შესაძლებელია მიზნად ისახავდეს სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებას, ან დაკავებისაგან (შეპყრობისაგან) თავის დაღწევას, მოწმის მოშორებას და ა.შ.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ქმედება მოიცავდეს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის ხელყოფის განზრახვას, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს როგორც მკვლელობას, ისე, მკვლელობის მცდელობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი, რაც ადასტურებს ბ-------------–---–ის მიერ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტს, განხილულ იქნა ნ-----–---------–--ლის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეფასებისას, რის გამოც სასამართლო უკვე განხილულ მტკიცებულებებს, რომლებიც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთისგან გამომდინარეობს, ვრცლად აღარ მიმოიხილავს.
საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული და დადგენილია, რომ თბილისში, ლ----–------------ში ბ-------------–---–მა, მკვლელობის განზრახვით, სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს - ნ-----–---------–--ლს, რა დროსაც მეზობლებმა, რომლებმაც გაიგეს ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, დარეკეს 112-ზე და რამდენიმე წუთში ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
დაზარალებულ პატრულ-ინსპექტორების - კ-------------ის, ვ-----------–---ის, ვ--------------–-ილისა და პ-------------–-–-ილის ჩვენებებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ლ----–------------ში, ლიფტით ავიდნენ მე-12 სართულზე და მე-13 სართულზე გზა ფეხით განაგრძეს კიბით. ოთხივე მათგანმა გაიგო მამაკაცისა და ქალის ხმა. კ-------------ემ, ვ-----------–---მა და ვ--------------–-ილმა სადარბაზოში, ლიფტსა და სართულის ბაქანს შორის არსებული ვიტრაჟიდანვე, დაინახეს მამაკაცი, ხელში იარაღით, როგორ ეკამათებოდა ქალს. ამის გამო კ-------------ემ, რომელიც წინ მიდიოდა რადგან სამხრე კამერა ჰქონდა ჩართული, დაუძახა: ,,დააგდე იარაღი!“ ამის თქმის შემდეგ მამაკაცი შემობრუნდა მათკენ წამიერად და გაისროლა. შემდეგ ქალს მიუბრუნდა, ესროლა დამიზნებით სახეში და ამჯერად უკვე, დაკავებისაგან თავის დაღწევის მიზნით, ორი გასროლა განახორციელა კვლავ პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით.
გასროლის ფაქტი არ უარყვია თავად ბრალდებულსაც, რომელმაც განაცხადა, რომ გაიგო სიტყვები: ,,დააგდე იარაღი‘‘, თუმცა არავინ დაუნახავს, ხმაზე და ჩხაკუნზე თვითონაც იარაღიდან ტყვია ინსტიქტურად დაბლა, იატაკისკენ, გაუვარდა, ტყვია გაისროლა იმ მხარეს, საიდანაც ხმა გაიგო, მერე - მარჯვენა მხარეს კედლის მიმართულებით, შემდეგ მოტრიალდა და ამ დროს უკვე თვითონ მოხვდა ტყვია. განმარტა, რომ შემდეგი ორი გასროლა არ ახსოვს. ამავდროულად, განმარტა, რომ ჯამში ახსოვს სამი გასროლა, მაგრამ ოთხი აღმოჩნდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ბ-------------–---–ის კუთვნილი იარაღიდან გასროლილი 4 მასრა, სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ ბრალდებულს არ ახსოვს შემდეგი ორი გასროლა, ჯამში სამი გასროლა როგორ ახსოვს. ბრალდებულისვე განმარტებით, პირველი ტყვიის გასროლამდე და შემდეგ კედლის მიმართულებით სროლამდე გაიგო გასროლის ხმა, მაგრამ ადამიანი არ დაუნახავს. შემდგომში ნახა, რომ იყვნენ პოლიციელები, რომლებსაც ჟილეტები ეცვათ. ბ-------------–---–მა კატეგორიულად უარყო საფრთხის შექმნაც კი პოლიციელებისთვის, რამდენადაც თვითონაც ყოფილი პოლიციელია და, მით უფრო, უარყო მოკვლის განზრახვა. ის, რომ მას არ დაუნახავს პოლიციელები, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართულია პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისაკენ, რამდენადაც ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ ოთხივე პოლიციელს ეცვა საპატრულო პოლიციის ფორმა, რომელიც აშკარად გამოირჩევა ჩვეულებრივი ყოველდღიური ტანსაცმლისგან, ამასთან, ოთხივე მათგანს შემოცმული ჰქონდა ჯავშანჟილეტი, რომელსაც დიდი ასოებით აქვე პოლიციის მანიშნებელი წარწერა. ეს დაინახა ნ-----–---------–--ლმა, რომელმაც თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ დაინახა თუ არა ისინი, შეიძლება სახეზე შეეტყო კიდეც. შესაბამისად, შეუძლებელია, იმავე მანძილიდან აღნიშნული ვერ დაენახა ბ-------------–---–ს. დადგენილია, ასევე, რომ სადარბაზოში არის სენსორული განათება, რომელიც ინთება მოძრაობაზე და ის, რომ პოლიციის თანამშრომლები ამოდიოდნენ განათებულ სადარბაზოში კიბეებზე, უდავოა. ნ-----–---------–--ლის ჩვენების თანახმად, ვინაიდან ის და ბ-------------–---–ი სულ მოძრაობდნენ, სადარბაზოში სინათლე ენთო. აღნიშნულის დამადასტურებელია მოწმის სახით დაკითხული მეზობლების ჩვენებებიც, რომლებმაც დაინახეს ნ-----–---------–--ლისა და ბ-------------–---–ის კამათისა და ჩხუბის ფაქტი, ასევე, დაინახეს ბ-------------–---–ის ხელში იარაღი. იმ შემთხვევაში, თუკი სადარბაზოში არ ენთებოდა სინათლე, შეუძლებელი იქნებოდა როგორც მათი დანახვა, ისე, იმ აღწერილობის დასახელება, რაც ნ---------------–მა გადასცა მ-----------–---–ს, რომ კამათობდნენ ოპტიკურსათვალიანი მამაკაცი და ჟღალთმიანი ქალი. გარდა ამისა, ასეთივე, სენსორული განათებაა ლიფტიდან გამოსასვლელშიც, რაც ანათებს კიბეებს. ის გარემოება, რომ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი განათებული იყო ხელოვნური განათების საშუალებით, არ გამორიცხავს სადარბაზოს დერეფანსა და ლიფტის გამოსასვლელში სენსორული განათების არსებობას, რაც სასამართლო სხდომაზე დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მყოფი გამომძიებლის - ზ----------------ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის ადგილზე იყო კარგი განათება და დამატებით ხელოვნური განათება გამოყენებულ იქნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ არ გამორჩენოდათ შემთხვევის ადგილზე არსებული მცირედი დეტალები. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ბ-------------–---–მა ვერ დაინახა, ვინ მოუწოდა სიტყვებით - ,,დააგდე იარაღი“, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა პოლიციელებს ეცვათ ფორმები, მოკლებულია დამაჯერებლობას, ხოლო ის ფაქტი, რომ ისინი შემოსილი იყვნენ სამსახურებრივი ფორმებით, დადასტურებულია არა მხოლოდ იმ გარემოებით, რომ თითოეული მათგანი იქ, ლ----–------------ში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოცხადდა, არამედ - თვალსაჩინოა ვიდეოჩანაწერითაც, რომელზეც დაფიქსირებულია, რომ პატრულ-ინსპექტორებს აცვიათ ფორმა, ზემოდან ჟილეტით, რომელსაც დიდი, მანათობელი ასოებით აქვს წარწერა.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბ-------------–---–ს, რომელიც წლების განმავლობაში პოლიციაში მსახურობდა, უნდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი იმის თაობაზე, რომ, იმ პირობებში, როდესაც სადარბაზოში იარაღით ხელში ემუქრებოდა და აჯანჯღარებდა ყოფილ მეუღლეს, რომელიც განუწყვეტლივ ითხოვდა შველას, რომელიმე მეზობელთაგანი, რომლებმაც დააფიქსირეს აღნიშნული ფაქტი, დარეკავდა სამართალდამცავ ორგანოში და მოსალოდნელი იყო შემთხვევის ადგილზე პოლიციის გამოცხადება. ამავდროულად, მოწოდება - ,,დააგდე იარაღი!‘‘ - რაც ასე მკაფიოდ რამდენჯერმე ისმის სამკერდე კამერის ვიდეოჩანაწერში, რომ პოლიციური ტერმინია, არ უნდა ყოფილიყო მისთვის უცხო. შესაბამისად, აღქმა იმისა, რომ სადარბაზოში პოლიციის თანამშრომლები ამოვიდნენ და სწორედ ისინი მოუწოდებდნენ ამ ქმედებისკენ, უპირობოდ ექნებოდა, რომც არ დაენახა ისინი, თუმცა იმავე ჩანაწერში კარგად ჩანს მისი შემოტრიალება პოლიციელების მიმართულებით და, შესაბამისად, არა მარტო აღქმა, მათი დანახვაც.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში აპელირება მოახდინა იმ ფაქტზე, რომ პოლიციის თანამშრომელს, ,,პოლიციის შესახებ‘‘ კანონის შესაბამისად, არ უთქვამს სიტყვები: ,,პოლიციაა, სდექ, თორემ გესვრი!‘‘ აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ კ-------------ემ, მართალია, რამდენჯერმე გაიმეორა მოწოდება იარაღის დაგდების თაობაზე, თუმცა არ უთქვამს ზემოხსენებული სიტყვები. სასამართლო არ უარყოფს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას ,,პოლიციის შესახებ‘‘ კანონის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, უნდა მოხდეს ამგვარი მოწოდება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს გამაფრთხილებელი გასროლა, თუმცა ის, რომ კ-------------ეს მოწოდება არ განუხორციელებია პოლიციის სახელით, არ წარმოადგენს ზემოხსენებული კანონის დარღვევას, რამდენადაც, ამავე კანონის იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, შეიარაღებული თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად პოლიციელს შეუძლია იარაღის გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ამასთან, დაზარალებულ კ-------------ეს არ განუხორციელებია ბ-------------–---–ის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა, მხოლოდ მოუწოდა მას და მისი მხრიდან გასროლები განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა სამი გასროლა განახორციელა მათი მიმართულებით. აღნიშნულ ფაქტს, გარდა კ-------------ისა, ადასტურებენ ადგილზე მყოფი პოლიციელები - ვ--------------–-ილი და ვ-----------–---ი, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ კ-------------ეს, ასევე, პ-------------–-–-ილი, რომელიც სულ ბოლოს მიდიოდა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კიბეზე ასვლის შემდეგ კ-------------ემ, შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხა, რომ მამაკაცმა მათ ესროლა.
სასამართლო ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს სრული უფლება ჰქონდათ, საერთოდ არ მოეწოდებინათ ბ-------------–---–ისთვის იარაღის დაგდების თაობაზე, ზემოთ მითითებული კანონის 34-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რომელიც ცალსახად მიუთითებს, თუ რა შემთხვევაში აქვს პოლიციელს გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, რომლის ჩამონათვალს შორისაა შეიარაღებული თავდასხმა და პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ბ-------------–---–მა მყისიერად განახორციელა გასროლა, როგორც კი კ-------------ემ მას განიარაღებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც კიდევ ორჯერ მოახდინა გასროლა უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ ესროლა კ-------------ემ ბ-------------–---–ს. შესაბამისად, ეჭვსგარეშე გამორიცხულია, რომ ბრალდებულს არ ჰქონოდა აღქმა იმისა, რომ ის პოლიციის თანამშრომლების მიმართ ახორციელებდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიციის თანამშრომლების სიკვდილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბალისტიკური და სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნაში მითითებულია, რომ შემთხვევის დროს დაფიქსირებული დაზიანება №1 და №2, რომელიც არის დერეფნის გამყოფი კედელში, ე.წ. ვიტრაჟზე, განვითარებულია სამი ჭურვის (ტყვიის) ზემოქმედების შედეგად. გასროლა ნაწარმოებია კიბის უჯრედის ბაქნიდან დერეფნის მიმართულებით, მარჯვნიდან მარცხვნივ, ხოლო დაზიანება №6, №7, №8, №9, №10 და №11 (ვიტრაჟის მოპირდაპირე კედელზე), თავისი ადგილმდებარეობით და მორფოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, არიან წარმოქმნილი ვიტრაჟში გავლისას ტყვიების ფრაგმენტებით. ე.ი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია კ-------------ის მიერ განხორციელებული სროლების შედეგად. რაც შეეხება დაზიანებებს: №3, №4, №5 და №12, განვითარებულია 9 მმ დიამეტრის მქონე ჭურვებით. კერძოდ, დაზიანება №3 განვითარებულია დერეფნიდან კიბის უჯრედის (ვიტრაჟის) მიმართულებით გასროლის შედეგად, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანება განვითარებულია ბ-------------–---–ის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად, რამდენადაც სროლას დერეფნიდან კიბის უჯრედის მიმართულებით სწორედ ის ახორციელებდა. რაც შეეხება დაზიანებებს, რომლებიც განვითარებულია დერეფანში შემოსასვლელი კარის მოპირდაპირე კედელის მიმართულებით გასროლების შედეგად და, ასევე, დერეფანში გასროლის შედეგად, ზემოდან ქვევით მიმართულებით, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, რომ აღნიშნული დაზიანებების ადგილმდებარეობა გამორიცხავს ბ-------------–---–ის მხრიდან გასროლების წარმოებას პოლიციელთა მიმართულებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, ექსპერტ კ-----------------აიას ჩვენების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია დერეფნიდან ნაწარმოები გასროლების შედეგად, დერეფნიდან კი სროლებს მხოლოდ ბ-------------–---–ი ახორციელებდა. ის ფაქტი, რომ ბ-------------–---–ის მიერ ვერ განხორციელდა ზუსტი გასროლები და მიზანი ვერ იქნა მიღწეული, არ გამორიცხავს მისი მხრიდან პოლიციელთა სიცოცხლის მოსპობის განზრახვას, რამდენადაც პოლიციელთა ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ნ-----–---------–--ლის მიმართ ერთი გასროლის განხორციელების შემდეგ, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაეცა, ბ-------------–---–ი შეტრიალდა მათი მიმართულებით და განახორციელა გასროლები, რა დროსაც ის პარალელურად იხევდა უკან (ამას არც ბრალდებული უარყოფს), რითაც შესაძლებელია აიხსნა მის მიერ განხორციელებული გასროლების არასიზუსტე. ამასთან, დაზიანება №3, რომელიც განვითარებულია ბ-------------–---–ის მიერ დერეფნიდან კიბის უჯრედის (ვიტრაჟის) მიმართულებით გასროლის შედეგად, უტყუარად ადასტურდებს მის განზრახვას. მოწმეების - კ-------------ის, ვ--------------–-ილის, ვ-----------–---ისა და პ-------------–-–-ილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს იმისა, რომ ბ-------------–---–ი სრულიად მიზანმიმართულად ისროდა პატრულ-ინსპექტორების მხარეს, რა დროსაც მისი განზრახვა მოიცავდა იქ მყოფი სამართალდამცავების სიცოცხლის მოსპობას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ბრალდებულის მიერ ორი მჭიდის ფლობის ფაქტს, რომელთაგან ერთი მოთავსებული იყო ,,მ----------‘‘ სისტემის იარაღში, ხოლო მეორე - თან ჰქონდა. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულმა ახსნა იმით, მასზე თავდასხმა რომ მომხდარიყო, ვერ დაელოდებოდა, როდის გაუთავდებოდა ტყვიები და მომზადებული უნდა ყოფილიყო. მართალია, ბ-------------–---–ს ჰქონდა იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების უფლება, რასთან დაკავშირებითაც არც ბრალდების მხარეს და არც სასამართლოს მასთან კითხვები არ აქვს, თუმცა გაუგებარია, ვისი მხრიდან ელოდა ის შეიარაღებულ თავდასხმას, რამაც უბიძგა ასეთი ,,მომზადებული‘‘ ყოფილიყო, როდესაც, მისივე ჩვენების თანახმად, ვინმე გარეშე პირს მის მიმართ შურისძიების ან სხვა მოტივი არ ჰქონია, რომ მასზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელებულიყო. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ უღრმავებს რწმენას სასამართლოს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბ-------------–---–ი ლ----–------------ში ყოფილ მეუღლესთან მივიდა სრული აღჭურვილობით მის მოსაკლავად, რა დროსაც არ გამორიცხავდა და უშვებდა იმ განვითარებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
დაცვის მხარემ აქცენტი გააკეთა ვიდეოჩანაწერის ორ ნაწილად დაყოფაზე და ეჭვი შეიტანა, რომ, შესაძლოა, კ-------------ემ არ გადაიღო მისთვის არასასურველი მომენტი, ან ამოჭრეს ასეთი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის მასალებში არსებულ ოქმში ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რაც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, სპეციალისტ შ-------------–-–--ლს გაცხადებული აქვს, რომ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერები ზოგადად პროგრამულად თავად ჭრის კადრებს, ჩანაწერს აკეთებს ე.წ. ,,ტრეკებად‘‘ და ჩანაწერების ძირითადი ნაწილი არის მსგავსად დანაწევრებული რამდენიმე წუთიან (წამიან) მონაკვეთებად. ამდენად, ჩანაწერთან მიმართებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, დაცვამ თვითონ მიუთითა წამებსა და წუთებზე, სადაც კ-------------ე ამბობს, რომ შარში გაეხვა, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო აღნიშნავს, რომ კ-------------ე ამბობს არა სიტყვებს: ,,შარში გავეხვიე‘‘, არამედ - ,,შარში გავეხვიეთ‘‘, რაც მსგავს სიტუაციაში აბსოლუტურად ლოგიკურია, რამდენადაც ის პირველად გახდა შეიარაღებული თავდასხმის შემსწრე და მონაწილე, რა დროსაც მის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად დაიჭრა თავდამსხმელი. მისი ემოციური მდგომარეობა კარგად იკვეთება, როდესაც ის მოწოდებას - ,,დააგდე იარაღი!‘‘ - მას შემდეგაც იმეორებს, რაც თავდამსხმელი უკვე იატაკზეა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმედება - ბ-------------–---–ის გასანეიტრალებლად განხორციელებული გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრა ეს უკანასკნელი, წარმოადგენდა აბსოლუტურად გამართლებულ, კანონით გათვალისწინებულ, პროპორციულ იძულების ღონისძიებას, დასაშვებია, ის იმწუთიერად ყოფილიყო ემოციურად რთულ მდგომარეობაში, რის გამოც თქვა ეს სიტყვები. ამასთან, აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, უარყოფს დაცვის პოზიციას ჩანაწერის ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე, რამდენადაც, თუკი განგებ მოხდა ჩანაწერის ორ ,,ტრეკად‘‘ ჩაწერა, ან დაინტერესებულმა მხარემ ამოჭრა არასასურველი ფაქტები და საუბარი, მაშინ არც კ-------------ის ამ სიტყვების ამოჭრა უნდა ყოფილიყო რთული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გამორიცხავს ჩანაწერში მიზანმიმართულად ჩარევის ალბათობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. ასევე, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს არსს წარმოადგენს მმართველობის წესის დაცვა, რასაც უგულებელყოფს ასეთი წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით, ბრალდებულის უფლებათა დაცვის სრული გათვალისწინებით, გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ბ-------------–---–ს ყოფილ მეუღლესთან - ნ-----–---------–--ლთან ჰქონდა ფულთან დაკავშირებული უთანხმოება, რამაც მასში აღძრა შურისძიების ემოცია და უბიძგა მკვლელობის ჩადენისაკენ. ამასთან, მისი განზრახვა მეტად გაამწვავა ადგილზე სამართლადამცავი ორგანოს თანამშრომლების - პატრულ-ინსპექტორების გამოცხადებამ, რის გამოც მან მყისიერად განახორციელა გასროლა ყოფილი მეუღლის მისამართით, მისი მოკვლის განზრახვით, ხოლო, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და შემთხვევის ადგილის დატოვების მიზნით, იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან, პოლიციელთა სიცოცხლის მოსპობის განზრახვით, განახორციელა გასროლები ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისამართით. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ბ-------------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერცერთი მისი განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ბ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ ბ-------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ყოფილი მეუღლის - ნ-----–---------–--ლის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-19,108-ე მუხლით, და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ამასთან, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბ-------------–---–ი არასდროს ყოფილა პასუხისგებაში მიცემული, ყველა დაზარალებული გადაურჩა სიკვდილს და მათ არ მიუღიათ სერიოზული ხასიათის დაზიანებები. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები კარდიოლოგიის კუთხით, და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს თითოეული დანაშაულისათვის, რა დროსაც საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსში 2018 წლის 3- მაისს განხორციელებული ცვლილებით (რომელიც ძალაში შვიდა 2018 წლის 22 ივნისს), სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრულ სასჯელს დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა, თუმცა სასამართლო ხელმძღვანელობს რა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, ბ-------------–---–ს ამ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება, ხოლო ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების სახით არსებული პისტოლეტი - ,,----------‘‘, მჭიდები და ვაზნები უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; ,,H---‘‘ (H-----) იარაღი, მჭიდები და ვაზნები უნდა დაუბრუნდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; ნივთები, რომლებსაც არ აქვთ ღირებულება, უნდა განადგურდეს, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაცია და ელექტრონული დისკები უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ-------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 111-19,108-ე მუხლზე (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
ბ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-19,108-ე მუხლითა და 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 111-19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
სსკ-ის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ-------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
ბ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 1 დეკემბრიდან.
ბ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ერთი ცალი პისტოლეტი ,,----------‘‘, 2 ცალი მჭიდი და 6 ცალი ვაზნა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; დაზარალებულ კ-------------ისგან ამოღებული საშტატო იარაღი ,,H---‘‘ (H-----), 2 ცალი მჭიდითა და 20 ცალი ვაზნით, გადაეცეს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, სხვა პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; ნ-----–---------–--ლის რენდგენოგრამა; ქსოვილის ნაჭერი, მოწითალო ლაქებით; ანაწმენდები და ანაწმენდების ნიმუშები; 7 ცალი მასრა, 4 ტყვია, 4 გარსი და 1 გულარი; 1 წყვილი ხელთათმანი; კბილების პროთეზი; ერთჯერადი ხელსახოცი, მოწითალო ლაქებით; ნ-----–---------–--ლის სისხლის ნიმუში; 2 ცალი სანთებელა და ლითონის საგნიდან ამოღებული საფეიქრო მასალის გროვა განადგურდეს; ნ-----–---------–--ლისა და ბ-------------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია და CD და DVD დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე