განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
820100118002598258
დავის ტიპი
126 (1) 1 , 120
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002598258

№1-224/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27.09.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - რ----- ბ---–----ე

 

ბრალდებული - ზ------ ც-–--–--ე

ადვოკატი - ნ---- დ-------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №175060718001 საქმე

 

ბრალდებულ ზ------ ც-–--–--ის მიმართ,მამის სახელი: ლ-----

დაბადების ადგილი: საქართველო, შ-------

დაბადებული: 02.03.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობის მქონე

მცხოვრები: შ-------ს რაიონი, სოფელი მ----–--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, შ-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, სახრახნისის გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის უკანა ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე დარტყმით, მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მიაყენა თ----- ფ----------ეს.

 

2.ზ------ ც-–--–--ემ, 2016 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, შ-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში, თავის საცხოვრებელ სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ხელის დარტყმით ჩადენილი ძალადობით, თავის ოჯახის წევრს - მეუღლეს მ----- გ--------ეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა მარცხენა მხრის არეში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

3.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის №004833418 დასკვნით, თ----- ფ----------ეს აღენიშნებოდა გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის უკანა ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

6. თ----- ფ----------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 06 ივლისს ზ------ ც-–--–--ემ მას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა, თუმცა უკვე შეურიგდა და აპატია ბრალდებულს.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ც-–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ------ ც-–--–--ის ბრალეულობას, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტო ცხრილით, მოწმეების: რ-----------------------–-----------------------------------------------------------–------------ის, გამოკითხვის ოქმებით, ზ------ ც-–--–--ის, გ----------------ის, თ----- ფ----------ის საგამოძიებო ექსპერიმენტები ფოტო-ცხრილებით, თ----- ფ----------ის მაისურის ამოღების ოქმი ფოტო ცხრილით, გ----------------ის მაისურის ამოღების ოქმი ფოტო ცხრილით, ზ------ ც-–--–--ის ტანსაცმელის ამოღების ოქმები ფოტო ცხრილით, ზ------ ც-–--–--ის, გ----------------ისა და თ----- ფ----------ის სისხლის ნიმუშების აღების ოქმებით, დაკავების ოქმით, მოწმეების: ტარიელ გ--------ის, შალვა ც-–--–--ის და ზ------ ც-–--–--ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

8.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ------ ც-–--–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

9. დაზარალებულ მ----- გ--------ის ჩვენების თანახმად, მეუღლემ, ზ------ ც-–--–--ემ, მას მიაყენა ფიზიკური ტკივილი მაგრამ მას შემდეგ მან აპატია მეუღლეს დანაშაულის ჩადენა და შეურიგდა.

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ზ------ ც-–--–--ემ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი მისივე ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ------ ც-–--–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით;

 

ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

13. ზ------ ც-–--–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია დანაშაულის ჩადენა ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

14. ზ------ ც-–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დაზარალებულებთან შერიგება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ------ ც-–--–--ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულებს და ბრალდებულს აპატიეს დანაშაულის ჩადენა, ასევე მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით :ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, მას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ------ ც-–--–--ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

 

წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულებთან მიმართებაში.

 

16.ზ------ ც-–--–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა და აპატია დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ ზ------ ც-–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და ჯარიმის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ზ------ ც-–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ზ------ ც-–--–--ეს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოხმოცი) საათის ვადით და ზ------ ც-–--–--ეს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოხმოცი) საათის ვადით.

 

2.გაუქმდეს ზ------ ც-–--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას ზ------ ც-–--–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ბათუმი, ლ-------ს ქ. №--, ბინა №--- საკადასტრო კოდი №05.25.12.006.01.0---

 

3. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ტანსაცმელი (შარვალი, პერანგი, მაისურები) საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, სისხლის ნიმუშები - განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს და სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი