გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
210210017002005729
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002005729

საქმე № 2/596-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.05.2018 წ. ქ.სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”;

წარმოამდგენელი -ირ--------------–---–ი, ივ---------–---–ი;

მოპასუხეები - ივ-------------ე

წარმომადგენელი-და------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ივ-------------ეს მოსარჩელე - სს ,,თი---------ის”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 36039.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 19500.00 ლარი, სარგებელი 6537.84 ლარი, ჯარიმა 9802.27 ლარი და დაზღვევის პრემია 199.45 ლარი.

 

მოპასუხე ივ-------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 30.06.2017 წლიდან სესხის ვადის დამთავრების თარიღამდე 25.12.2017 წლის ჩათვლით, სესხის ძირ თანხაზე (19500.00) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 416.71 ლარის ოდენობით. 19500.00*26%/365*30 აღნიშნული დათვლის მეთოდი გულისხმობს დარჩენილი დაუფარავი ძირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური %-ის შეფარდებას 365 დღესთან და გამრავლებულს 30 დღეზე, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი აგებულია 30 დღიან ინტერვალზე, ყოველთვიურად დასარიცხი პროცენტის გაანგარიშებასაც ბანკი ახორციელებს 30 დღეზე დაანგარიშებით. სულ 2444.69 ლარი.

 

მოპასუხე ივ-------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანებულ ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (26037.84) საკრედიტო ხელშეკრულებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30.06.2017 წლიდან 90 დღის განმავლობაში 27.09.2017 წლის ჩათვლით ყოველდღიურად 26.04 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ივ-------------ის სს ,,თი---------ის’’ მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.0--, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

თუ დავალიანების სრულად დასაფარად არ იქნება საკმარისი უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, მაშინ სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ნა----–-- კა-------- და ზუ---- სა----–---- სხვა ქონებაზე.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2013 წლის 20 თებერვალს სს ,,ბ------------------’’, ამჟამად უკვე სს ,,თი---------სა” და ივ-------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 500000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 15 თებერვალს სს ,,თი---------სა’’ და ივ-------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 19500.00 ლარის ოდენობით, 23 თვის ვადით, წლიური სარგებელი 26%.

სს ,,ბ-----------------’’/სს ,,თი---------ს’’ და ივ-------------ეს შორის 2013 წლის 20 თებერვლის გენერალური სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ივ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.0--

გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისს ბანკის მიერ ცალმხრივად შეწყდა.

2015 წლის 20 იანვარს განხორციელდა სს ,,თი---------ისა’’ და სს ,,ბ----------------’’ შერწყმა, რის შემდეგაც სს ,,თ-----’’ ბანკი წარმოადგენს სს ,,ბ------------------’’ უფლებამონაცვლეს.

2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 36039.57 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 19500.00 ლარი, სარგებელი 6537.84 ლარი, ჯარიმა 9802.27 ლარი და დაზღვევის პრემია 199.45 ლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 20 თებერვალს სს ,,ბ------------------’’, ამჟამად უკვე სს ,,თი---------სა” და ივ-------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ლიმიტი 500000.00 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 15 თებერვალს სს ,,თი---------სა’’ და ივ-------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 19500.00 ლარის ოდენობით, 23 თვის ვადით, წლიური სარგებელი 26%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2013 წლის 20 თებერვალს სს ,,ბ------------------’’, ამჟამად უკვე სს ,,თი---------სა” და ივ-------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება(ს/ფ 19-34 )

 

3.1.2. სს ,,ბ-----------------’’/სს ,,თი---------ს’’ და ივ-------------ეს შორის 2013 წლის 20 თებერვლის გენერალური სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ივ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.0--

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- . სს ,,ბ-----------------’’/სს ,,თი---------ს’’ და ივ-------------ეს შორის 2013 წლის 20 თებერვლის გენერალური სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა. მოცემულ შემთხვევაში, კი, როგორც უკვე დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით გამოავლინეს ნება პირობის მოწონების თაობაზე, რითიც მათ იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ შესაბამისი პროცენტი და პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 327-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 268-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადვაოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის შემცირება 10%-მდე. ჯარიმის ოდენობა ნაცვლად 9802.27 -სა უნდა განისაზღვროს 980.23 ლარით.

 

6.4 სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით . ამავე კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ვინაიდან მოვალემ სს ,,თი---------ი’’-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რაც ქონების რეალიზაციის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გაადწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მისთვის თანხის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში 35.39 ლარის ოდენობით. ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის საფასური 15 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი სარჩელის ცნობის ნაწილში 854.47 ლარის ოდენობით მას უნდა დაუბრუნდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების აღსრულება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საქმეში წარმოდგენილი გენერალური და საკრედიტო შეიცავს მხარეთა შეთანხმებას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, რაც წარმოადგენ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველს .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,თი---------ი''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე ივ-------------ეს მოსარჩელე - სს ,,თი---------ის”-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 27217.52 (ოცდაშვიდი ათას ორასჩვიდმეტი და 52) ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ივ-------------ეს მოსარჩელე - სს ,,თი---------ის”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 ივნისიდან 2017 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით 90 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 2.60 ლარის გადახდა, სულ 234 (ორას ოცდათოთხმეტი) ლარი.

2. მოპასუხე ივ-------------ეს სს ,,თი---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის 35.39 (ოცდათხუთმეტი და 39) ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის საფასურის 15 ლარის ოდენობით გადახდა.

3. მოსარჩელე სს ,,თი---------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 854.47 (რვაას ორმოცდათოთხმეტი და 47) ლარის ოდენობით.

4. სს ,,თი---------ის’’ მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა განხორციელდეს ივ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდი 5-.0-.5-.0--, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა ვერ უზრუნველყოფს დავალიანების სრულად დაფარვას, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხის სხვა ქონებაზე.

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოდნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის წესების დაცვით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი