განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: მ-----– ჩ-----
ადვოკატი: ნ---- ტ--------
ს/ს საქმე №0------
განსასჯელი: რ-------–-- ე----------- (ძებნილი)
მამის სახელი: ა-------–-
დაბადებული: 0---------–-
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: თ---–------–---------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 0--------- წელი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი საბრალდებო დასკვნით: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: დაპატიმრება
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელ რ-------–-- ე-----------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის თანახმად: რ-------–-- ე-----------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა რ------– გ---------ის განზრახ მკვლელობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2003 წლის 21 ივლისს რ-------–-- ე-----------მ გააჩერა კერძო ტაქსი - ,,ტოიოტა ქრაუნი“, სახელმწიფო ნომრით - A------, რომელსაც მართავდა რ------– გ---------ი და თბილისში, წ-------------------–---–-- ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას იქვე არსებულ ტ--------–- დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რ------– გ---------ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რ------– გ---------ი ქალაქის N-----------------–- მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მ-----– ჩ-----მ სრულად დაუჭირა მხარი სახელმწიფო ბრალდებას და ითხოვა განსასჯელ რ-------–-- ე-----------ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ სასჯელის ზომად 09 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სასამართლო სხდომაზე განსასჯელ რ-------–-- ე-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ტ-------- წარდგენილ ბრალდებას არ დაეთანხმა და ითხოვა რ-------–-- ე-----------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------ გ----------მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გარდაცვლ--–- რ------– გ---------ი იყო მისი ძმა. შემთხვევის ღამეს 0200-0230 საათზე დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი ძმა იყო სავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. რ------–ს ჰქონდა 5 სასიკვდილო ჭრილობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩაუტარდა ოპერაცია, გარდაიცვალა.
მოწმე ე----- ო---–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, რ------– გ---------ი იყო მისი შვილი და ცხოვრობდა მასთან ერთად, ღამის საათებში მუშაობდა კერძო ტაქსზე. 21 ივლისს დაახლოებით 0400 საათზე შვილიშვილისგან - ე-----ისგან შეიტყო, რომ რ------ გარდაიცვალა. რ------– გ---------ი დანას არ ატარებდა, ის ყველას უყვარდა, არ იცის, ვინმესთან ჰქონდა თუ არა კონფლიქტი.
მოწმე ე----- ფ------–--ას მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2003 წლის 20 ივლისს გვიან ღამით ეზოდან შემოესმა ხმაური, ქალიშვილი - რ--- ფ------–--ა ეძახდა, ეზოში დაინახა 50 წლის კაცი, რომელიც შველას ითხოვდა და ხელები ჰქონდა ყელზე მოჭერილი, ყელიდან კი სისხლის სდიოდა. მამაკაცი დაეცა მიწაზე, ზურგის მხარეს პერანგი ჰქონდა დასისხლიანებული. მამაკაცმა კითხვაზე უპასუხა, რომ ტაქსის მძღოლი იყო, სცემეს და დაჭრეს, ვინ დაჭრა, არ უთქვამს. მანვე უპასუხა, რომ ,,ისანში’’ ცხოვრობდა, მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მათი მისვლისას უცნობი კაცი გონებაზე იყო, მაგრამ ხალხს უთხრა, რომ ძალა აღარ ქონდა და ბევრი არ ელაპარაკათ. დაახლოებით 0330 საათზე წაიყვანა სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--- ფ------–--ამ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მისთვის უცნობია, ვინ მიაყენა ჭრილობა გარდაცვლილს. დაჭრილის ნახვისას გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---- გ--–----ამ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 0300 საათი იქნებოდა, როცა კარზე კაკუნმა გააღვიძა, მეზობელმა რ--- ფ------–--ამ უთხრა, რომ ყელგამოჭრილი კაცი ეგდო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მამაკაცს ჭრილობა ჰქონდა ყელის არეში, იმ დროისათვის მკვდარი არ იყო, სუნთქავდა, თუმცა ვერ ლაპარაკობდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ მ--–--ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2003 წლის ოქტომბერში მუშაობდა თბილისის დ-----------------------------------–-------------------–----------–------------–------------- განყოფილების ინსპექტორად. მორიგე ჯგუფში იყვნენ: მ------ მ--–--ე, მ------ მ----–--------ე, ჯ----– შ-----–-- და პ---–- ქ---------ი. დაახლოებით 0200 საათის შემდეგ თანამშრომლებთან ერთად ტერიტორიის შემოვლისას მორიგესგან გაიგეს, რომ ხ----------ის მხარეს იყო ყელგამოჭრილი მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას პიროვნება აღარ დახვდათ, უცნობმა მამაკაცმა კი უთხრა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა იქვე მდებარე საავადმყოფოში. დაზარალებულს მართლაც გამოჭრილი ქონდა ყელი, გონზე იყო, თუმცა ვერ ლაპარაკობდა. ექიმების გადაწყვეტილებით გადაიყვანეს პ------–----------------–-. რ--- ფ------–--ამ განმარტა, რომ მამაკაცს ყელიდან სისხლი სდიოდა და მიწაზე დაეცა, ყელზე დაადო საფენი, დაჭრილმა მამაკაცმა უთხრა, რომ ავტომანქანა იქვე ეყენა, მართლაც ტ------- იპოვეს ავტომანქანა, საჭეს ჰქონდა სისხლის ლაქა. მ------ მ----–--------ე და ჯ----– შ-----–-- წავიდნენ N-----------------–-, მ------ მ--–--ე და პ---–- ქ---------ი კი დარჩნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დილით მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პროკურატურის გამომძიებლები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ მ------–--------ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2003 წელს იყო დ--------------------------------------–----------–------------–-------------- ინსპექტორი. მოწმემ განმარტა, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გარდაცვლ--–- ნახა საავადმყოფოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე პ---–- ქ---------მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ დაჭრა მოქალაქე, როგორც ახსოვს ნახა დანა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ჩ-----–--ემ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მუშაობს ,,ნ------–----“ ს------------------------------–ში. დაჭრილს გადაჭრილი ქონდა ტრაქეა, შესაბამისად ვერ საუბრობდა.
მოწმე ა------ ნ------------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2003 წლის 10 სექტემბერს დაახლოებით 2200 საათზე ფ--–-----------------------–-------------------------------– ცენტრიდან, სადაც იწვა სამკურნალოდ, გავიდა ს--------------- შემოსასვლელთან, მ------–---–-- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ჯიხურთან, ცოტა ხანში დაინახა, რომ მ------–---–-- ქუჩიდან მოდიოდა 2 მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, ერთ-ერთმა მიმართა მეორეს: ,,წამო დროზე, წავიდეთ აქედან, ძალიან ბევრი ,,ძაღლი“ ტრიალებს აქ, რაც რ----მ ტაქსისტი მოკლა“, შემხვედრ კითხვაზე თუ ვისზე იყო საუბარი უპასუხა : ,,ე-----------მ, ციხიდან რომ არის გაქცეული“, მოსაუბრემ თავის მხრივ უპასუხა: ,,მაგას სულ ტაქსისტებთან აქვს კონფლიქტი“. მოსაუბრეების ამოცნობა არ შეუძლია.
მოწმე ჯ------- ტ--------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, მკურნალობს ტ----------–-----------------–------------------------------– ცენტრში, ივლისის მეორე ნახევარში, დაახლოებით 0030-0100 საათების შუალედში ბრუნდებოდა საავადმყოფოში, რა დროსაც შეჩერდა ქუჩის ასასვლელთან მდებარე სავაჭრო ჯიხურთან, ჯიხურთან გაჩერდა შავი ფერის, სავარაუდოდ იაპონური წარმოების ავტომანქანა - ტაქსი და ავტომანქანიდან გადმოვიდა უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, ის შევიდა ჯიხურში და გამოვიდა ლუდის ბოთლით ხელში და მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანაში მძღოლის გარდა არავინ იჯდა, დაჯდა უკან სავარძელზე. ჯ------- ტ--------მ გააგრძელა გზა და დაინახა როგორ აუხვია ავტომანქანამ მ--–---- ქუჩაზე. მეორე დღეს ჯ------- ტ--------მ გაიგო, რომ გასულ ღამით ს--------------- გვერდით მდებარე ტ--------–- მოკლეს ტაქსის მძღოლი. მოწმემ განმარტა, რომ კარგად ახსოვს ახალგაზრდა ბიჭი, რადგან მისი ქცევა მოეჩვენა საეჭვოდ, ის იყო დაახლოებით 20-25 წლის, სუსტი აღნაგობის, მაღალი, მოკლედ შეკრეჭილი ქერა თმით, რუსის ტიპის აპრეხილი ცხვირით, მოგრძო სახით, ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. მისი ამოცნობა შეუძლია.
მოწმე ლ--–- კ-----ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, ს--–---–---- ქუჩის შესახვევში ს--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას შემოესმა ნაბიჯების ხმა, ქუჩა განათებული იყო ერთ-ერთი სახლის ეზოში ანთებული ნათურით, ს--–---–---- ქუჩის ზედა მხრიდან მისკენ მოძრაობდა მისთვის უცნობი პიროვნება, ლ--–- კ-----ე შიშის გამო ინსტიქტურად გაჩერდა და ხელები აწია ჰაერში, უცხო ახალგაზრდა ბიჭმა უთხრა გაწეულიყო და ჩაურბინა გვერდზე, ისე, რომ მარცხენა ხელი კრა მარჯვენა მხარზე და სირბილით გააგრძელა გზა სავაჭრო ჯიხურისაკენ. ის იყო მაღალი, სუსტი ბიჭი, ეცვა შავი შარვალი, სახე და პერანგი წინიდან ჰქონდა დასისხლიანებული, ჰქონდა მოკლედ შეჭრილი ქერა თმა, ხელში არაფერი ეკავა. მოწმემ განმარტა, რომ სავარაუდოდ შეუძლია აღნიშნული პიროვნების ამოცნობა.
2003 წლის 21 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, წ-------------------------- ტერიტორიაზე, ე.წ. ,,ხ----------ის ტყეში“ არსებულ მოასფალტებულ გზაზე, სადაც გაჩერებულია ,,ტოიოტას’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A------. ავტომანქანის საჭეზე აღინიშნება მუქი მოწითალო ფერის ლაქები. უკანა მხარეს რეზინის საფენზე დევს 0,5 ლიტრის ტევადობის შუშის ბოთლი, წარწერით - ,,K------”. ავტომანქანის წინ, მოპირდაპირე მხარეს გზასთან 18 მეტრში ნაპოვნი იქნა მოწითალო ფერის ხის ტარიანი დანა, ზომით 28 სმ (დანის პირი 17 სმ, ტარის ზომა 11 სმ). ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის სახელურიდან, საჭიდან აღებულ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები, ასევე ავტომანქანაში ნაპოვნი ლუდის ბოთლიდან აღებული იქნა 1 ცალი თითის კვალი, ასევე 1 ცალი დაქტილოფირი დანის ზედაპირიდან.
2003 წლის 31 ივლისის დაზარალებულად ცნობის დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი რ. გ---------ის დედა ე----- ო---–---–ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.
2015 წლის 16 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ს------ გ----------ი, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე----- ო---–---–ის გარდაცვალების გამო.
2003 წლის 21 ივლისის საქართველოს რ-------–------------–------------------------–------------------ სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო რუქა N5---ის თანახმად რ. გ---------ს დაუფიქსირდა დიაგნოზი - ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. კლინიკის საბოლოო დიაგნოზი - ნაკვეთი ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე, ტრაქეას დაზიანება, გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ჭრილობა, ქვედა წილის გამჭოლი ჭრილობა, დიაფრაგმის ჭრილობა, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, ჰემორაგიული შოკი IV.
2003 წლის 24 სექტემბრის პირის ფოტოსურათით ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად ლ--–- კ-----ემ ამოიცნო რ-------–-- ე----------- და განმარტა, რომ 2003 წლის ივლისში, დაახლოებით ღამის 0100 საათზე ს--–---–----------------------------------- მოძრაობისას გარბოდა და მიბრუნებისას შეეფეთა, მას ჰქონდა სახე და პერანგი სისხლიანი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო - თმის ვარცხნილობით და დამახასიათებელი გარეგნობით, პატარა ცხვირითა და განიერი ნესტოებით.
2003 წლის 29 სექტემბრის პირის ფოტოსურათით ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად ჯ------- ტ--------მ ამოიცნო რ-------–-- ე----------- და განმარტა, რომ 2003 წლის ივლისის მეორე ნახევარში, დაახლოებით ღამის 0100 საათზე ქუჩის ასახვევთან გადმოვიდა შავი ფერის უცხოური მარკის კერძო ტაქსიდან, სავაჭრო ჯიხურში იყიდა ლუდი და კვლავ ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ტაქსი დაიძრა და აუხვია ქუჩაზე. მოწმემ განმარტა, რომ ამოიცნო თმის ვარცხნილობით, სახის მოყვანილობით, დამახასიათებელი გამოხედვით და რუსული ტიპის ცხვირით.
2003 წლის 02 ოქტომბრის მიმალული ბრალდებულის ძებნის გამოცხადების დადგენილებით რ-------– ე-----------ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
2003 წლის 12 აგვისტოს ს----------–-----------–------------------------------------------–---–--------------–-------–-------- დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის პირზე აღინიშნება ბაცი მოყვითალო და მუქი მოიისფრო-ლურჯი ფერის პოლიეთილენის ბოჭკოები საერთოგვარობრივი კუთვნილებისა რ. გ---------ის წარმოდგენილი პერანგის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.
2003 წლის 29 აგვისტოს ს----------–-----------–------------------------------------------–---–--------------–-------–-------- დასკვნის თანახმად: რ. გ---------ის სისხლი მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს. წარმოდგენილი გ---------ის ზედა ჩასაცმელზე, შარვალზე, ქსოვილის ნაჭერზე, ფეხსაცმელზე (1 ცალი) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს. წარმოდგენილ ხის ტარიან დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლის, რომელიც მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს. წარმოდგენილ ავტომანქანიდან ამოღებული 2 ცალ ბამბის ტამპონზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლის, რომელიც მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს.
2003 წლის 18 სექტემბრის ს----------–-----------–------------------------------------------–---–--------------–-------–-------- დასკვნის თანახმად: წარმოდგენილ ტანსაცმელზე (მაისური) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მონაკვეთებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ბრტყელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით. რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას წარმოდგენილი დანით, ხოლო შარვალზე, ქსოვილის ნაჭერზე და ქოშზე რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. მაისურზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაციის არით ძირითადად შეესაბამება სამედიცინო დასკვნა N4---ში მითითებულ სხეულზე შესაბამის მიდამოში არსებულ დაზიანებებს. რაც შეეხება სამედიცინო დასკვნა N4---ში მითითებულ სხეულზე კისრის წინა ზედაპირზე არსებულ დაზიანებას იგი ასახვას არ პოულობს ტანსაცმელზე.
ს----------–---------------------------–------------------------–-–---------------- დასკვნის თანახმად: ხელის კვალი ამოღებული რ. გ---------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და გადაღებული დაქტილოფირზე ზომით 23X27 მმ არ არის დატოვებული ნიმუშის სახით წარმოდგენილ დაქტილობარათებში მითითებული პირებისაგან (გ. ს------------, ლ. ს--------–---. გ. ხ----------).
2003 წლის 28 ივლისის საქართველოს შ--------------------------–----------------------------------–--- დასკვნით დადგენილია, რომ ხელის ორი კვალი ამოღებული რ. გ---------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და გადაღებული გამჭვირვალე დაქტილოფირზე (ზომებით 23X29 მმ, 23X27 მმ) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და არ არის დატოვებული რ. გ---------ის მიერ. ხელის კვლები გადაღებული გამჭვირვალე დაქტილოფირზე (20X31 მმ, 23X28 მმ და 18X26 მმ) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
2003 წლის 21 ივლისის ს----------–----------–--------- დასკვნის თანახმად, რ------– გ---------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად, შინაგანი ორგანოების დაზიანებით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003 წლის 21 ივლისს კერძო ტაქსის (,,ტოიოტა ქრაუნი“, სახელმწიფო ნომრით - A------) მძღოლ რ------– გ---------ს თბილისში, წ-------------------–---–-- ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტ--------–-, დაუდგენელმა პირმა/პირებმა დანით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა, რის შემდეგაც თავდამსხმელი/თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალა/მიიმალნენ. რ------– გ---------ი კი ქალაქის N-----------------–- მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სასამართლო თვლის, რომ განსასჯელი რ-------–-- ე----------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ რ-------–-- ე-----------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (ძვ.რედ.) პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
განსასჯელ რ-------–-- ე-----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მისი დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იგი მხოლოდ ვარაუდებზე და ვერსიებზეა დაფუძნებული, რაც გაბათილებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს და პირდაპირ ვერ მიუთითეს, რომ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად შესაძლო ჩადენილია რ-------–-- ე-----------ს მიერ. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება შესაძლოა, ჩაიდინა სწორედ რ-------–-- ე-----------მ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ა------ ნ------------ის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული მოწმე შეესწრო მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა ბიჭის საუბარს, რა დროსაც ერთ-ერთმა განმარტა, რომ ციხიდან გაქცეულმა რ---- ე-----------მ ტაქსისტი მოკლა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ა------ ნ------------ი მოსაუბრეებს არ იცნობდა და მათ ამოცნობა არ შეუძლია, ანუ ვერ ასახელებს ინფორმაციის წყაროს, შესაბამისად მისი ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომლის გადამოწმებაც რეალურად შეუძლებელია. გარდა ამისა აღნიშნული მოწმე სასამართლოზე მხარეთა მონაწილეობით დაკითხული ვერ იქნა და მისი ჩვენება გამოქვეყნდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
ირიბი ჩვენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული” (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: ალ-ხავაია და ტაერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და სხვა არაერთი გადაწყვეტილება).
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.
ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).
სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.
სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.
გარდა ამისა, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობა არის ეროვნული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოების რეგულირების საგანი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს იმის შეფასება, ჩატარდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანად (იხილეთ Gäfgen, cited above, § 162). მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის „დ“ ქვეპუნქტი მოიცავს პრინციპს, რომ მანამ, სანამ ბრალდებულს დაედება მსჯავრი, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, საქმის საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით იმ მიზნით, რომ მას ჰქონდეს საპირისპირო არგუმენტის წარმოდგენის საშუალება.
მოცემულ შემთხვევაში კი როგორც აღინიშნა სასამართლო სხდომაზე ა------ ნ------------ი სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი განმარტა, რომ მისთვის უცნობი პირების ამოცნობა არ შეუძლია. ამ პირობებში კი, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის ჩვენების შინაარს.
რაც შეეხება ჯ------- ტ--------ს და ლ--–- კ-----ის მიერ მიცემულ ჩვენებებს და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - ფოტოსურათით ამოცნობას, სასამართლოს ასევე არასაკმარისად და არასარწმუნოდ მიაჩნია მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სწორედ რ-------–-- ე-----------მ მიაყენა დაზიანებები რ------– გ---------ს, ამასთან, ფოტოსურათით ამოცნობები, სასამართლოს შეფასებით, გარკვეული საპროცესო ნორმების დარღვევებით არის ნაწარმოები, რაც მის სანდოობას და უტყუარობას საეჭვოდ ხდის. გარდა ამისა, ინფორმაცია ბრალდებულის შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურებული არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებით. ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მის შემთხვევის ადგილზე შესაძლო ყოფნის ფაქტს, არ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის: შემთხვევის ადგილზე ამოღებული დანაშაულის იარაღზე და ავტომანქანიდან ამოღებულ ნივთებზე არსებული ხელის კვლის ნიმუშები არ შედარდა ბრალდებულის ხელის კვლის ნიმუშებს, არ იქნა აღებული სუნის, დნმ-ს ნიმუშები და სხვა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის (ძვ.რედ.) მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის და ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
ამდენად, სასამართლომ ს/ს საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილად სცნო, რომ განსასჯელ რ-------–-- ე-----------ს მხრიდან არ დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 48-ე, 495-ე, 498-ე, 502-ე, 504-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ-------–-- ა-------–-ს ძე ე----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
რ-------–-- ე-----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
გამართლებულს, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე