გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210016001525985
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210016001525985

საქმე №2/30326-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე ი------–-------–---ა

 

მოპასუხეები ი-----------–--ე, ნ---------------------ი

წარმომადგენლები ზ----------------–--------------------

 

მესამე პირი შპს „ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენელი მ-------------–---–-

 

დავის საგანი უკანონოდ დამონტაჟებული წყლის მილების დემონტაჟი, მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ---------------------ს დაევალოს ქ. თბილისში, ძმები ო-----–--ის ქუჩა N31“ა“-ში უკანონოდ დამონტაჟებული წყლის მილის საკუთარი ხარჯებით გადატანა ი------–-------–---ას საკუთრებად რიცხული ტერიტორიიდან (ს/კ 0---------------).

 

1.2. ი-----------–--ეს ი------–-------–---ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 6 649.38 ლარის ოდენობით

 

(იხ. სარჩელი/დაზუსტებული სარჩელი/24.11.2017წ. განცხადება/27.11.2017წ. სხდომის ოქმი)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

ქ. თბილისში, ძმები ო-----–--ის ქუჩა N31„ა“-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი მოსარჩელე ი------–-------–---ას საკუთრებაშია. ქონების საერთო ფართი შეადგენს 267 კვ.მ-ს, რომელიც გაყოფილია ორ მესაკუთრეზე. თავდაპირველად ქონების მესაკუთრეები იყვნენ მოსარჩელე და ა------------ი, რომელმაც 2015 წლის 26 დეკემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა მოპასუხე ი-----------–------ან, ხოლო ნასესხები თანხის გადაუხდელობის გამო 2016 წლის 24 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება გადაუფორმა იპოთეკარს, მოპასუხე ი-----------–--ეს. საერთო ფართიდან მოსარჩელეს უკავია 55.73 კვ.მ, საიდანაც 30 კვ.მ არის საცხოვრებელი ფართი. შენობის დარჩენილი ნაწილისაგან მოსარჩელე გამიჯნულია წითელი ხაზით. 2015 წლის აპრილის თვეში, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება დაამონტაჟა საკუთარი წყლის მრიცხველი და დარეგისტრირდა დამოუკიდებელ აბონენტად, მოითხოვა მეორე მესაკუთრისაგან საკუთარი ცალკე მაგისტრალისა და წყლის მრიცხველის დაყენება, რისი უფლებაც მოსარჩელის მითითებით მას გააჩნია, თანახმად 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N-- დადგენილებისა. მესაკუთრემ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მოთხოვნა და მისი ნებართვის გარეშე მოახდინა ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალიდან მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე შემავალ მაგისტრალზე დაერთება, საიდანაც ერთი მაგისტრალი გაიყვანეს მოსარჩელის ნაკვეთის შემოვლითი გზით, ხოლო მეორე კი უშუალოდ მოსარჩელის კუთვნილი მრიცხველიდან გამომავალ მილზე დაერთებით. აღნიშნულის გამო მოპასუხის მიერ მოხმარებული წყალი აღირიცხება მოსარჩელის მრიცხველზე. ი------–-------–---ამ ასევე აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნით მისი წყლის მილი, რომელიც გამოედინება ცენტრალური წყალსადენიდან და რომელზეც ორივე მაგისტრალის დაერთება მოხდა 20 მმ დიამეტრისაა და ვერ უზრუნველყოფს ერთ მომხმარებელზე მეტის საჭირო წყლით მომარაგებას.

 

გარდა აღნიშნულისა, არასწორად/უკანონოდ დამონტაჟებული წყლის მილიდან წყალი ჟონავს და ჩაედინება მოსარჩელის სარდაფში, რაც იწვევს მოსარჩელის ახალი მზიდი კედლების (ტიხრების) დაზიანებას და საძირკველის ჯდომას, რაც საბოლოო ჯამში, სახლს დანგრევას უქადის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი-----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ი------–-------–---ამ 2015 წლის აპრილში ა------------ისაგან შეიძინა სახლთმფლობელობის ნაწილი, რომელიც გამიჯნული იყო მისი კუთვნილი ნაწილისაგან. მოპასუხის მითითებით, 2015 წლის აპრილამდე სახლთმფლობელობა ერთი პირის საკუთრებას წარმოადგენდა, მას გააჩნდა წყალმომარაგების ერთი ქსელი, ასევე 2015 წლის აპრილიდან მოსარჩელისა და ა------------ის ოჯახების წყლით მომარაგება ხდებოდა აღნიშნული საერთო ქსელის მეშვეობით, რომელიც სრულად საკმარისი იყო ორი ოჯახის ნორმალური წყალმომარაგებისათვის. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ი------–-------–---ასათვის ქონების შეძენისას ცნობილი იყო, რომ წყალმომარაგება მოხდებოდა საერთო ქსელის მეშვეობით, რის შესახებაც რაიმე პრეტენზია მას არ განუცხადებია, არც ა------------ი დაპირებია მას, რომ ცალკე გაიყვანდა წყალმომარაგების ქსელს და ექნებოდა დამოუკიდებელი წყალმომარაგება. ი------–-------–---ამ ა------------ს 2016 წლის დასაწყისში თვითნებურად გადაუჭრა განშტოება და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დატოვა უწყლოდ და მხოლოდ შპს „ჯ---------------------------------ის“ ჩარევის შემდგომ გახდა შესაძლებელი ა------------ის ოჯახისათვის წყლის მიწოდების აღდგენა. ამასთანავე, ი. შ-------–---ას მიეცა წინადადება და მოუმზადდა პროექტი მოეხდინა დაერთება ცენტრალურ წყალსადენ მილზე, რომელიც ძალიან ახლოს გადის მის სახლთან და ასეთნაირად გამხდარიყო დამოუკიდებელი წყალმომარაგების სუბიექტი, მიუხედავად აღნიშნულისა ი------–-------–---ამ თავისი მრიცხველი დააყენა იმ საერთო მილზე, რომელიც დაერთებულია ცენტრალურ წყალსადენზე და ორივე ოჯახს უზრუნველყოფს წყალმომარაგებით. მოპასუხის მითითებით მოხმარებული წყლის აღრიცხვაც ხდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მაცხოვრებლებიც არიან დამოუკიდებელი აბონენტები.

 

2.2. მოპასუხე ნ---------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის ბრალდებები და არ არსებობს წყლის მილების დემონტაჟის საჭიროება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. შპს „ჯ---------------------------------ი“ წარმოდგენილი პოზიციით არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ი------–-------–---ა, როგორც ახალი აბონენტი თავად არის ვალდებული უზრუნველყოს დამოუკიდებელი წყლის მილის მოწყობა და აღნიშნულის მოპასუხისათვის დავალება უსაფუძვლოა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ი----- და ლ---- ო-----–--ის ქუჩა N31“ა“ (ს/კ 0---------------) ირიცხებოდა გ-----------–-–---–ისა და ი------–-------–---ას თანასაკუთრებაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14);

- 02.03.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 433-434)

 

4.1.2. ი------–-------–---ას კუთვნილი უძრავი ნივთის განაყოფში ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრირებულია ს/კ 0-------------- უძრავი ქონება (მისამართი - ქ. თბილისი, დასახლება ნ-----–----ი (მე-7 ქუჩა), ა--------–--ის ქუჩა N31), რომელიც 2015 წლის 2 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ა------------ის საკუთრებაში, ხოლო 2016 წლის 24 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ი-----------–--ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28-29/31-32);

- 24.03.2016წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 435-436);

 

4.1.3. ი-----------–--ემ კუთვნილი უძრავი ნივთი [მდებარე - ქ. თბილისი, დასახლება ნ-----–----ი (მე-7 ქუჩა), ა--------–--ის ქუჩა N31 (ს/კ 0---------------)], 2----–-–---------–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ნ---------------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 164-165);

- 19.07.2017წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 437-438);

 

4.1.4. ი------–-------–---ასა და ნ---------------------ის კუთვნილი ქონებები თავდაპირველად ირიცხებოდა ერთი პირის საკუთრებაში, შესაბამისად წყლის მომარაგებაც ხორციელდებოდა ერთი წყლის სისტემის მეშვეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2016 წლის 20 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის N---------- თანახმად, ქ. თბილისში, ძმები ო-----–--ის ქუჩა N31“ა“-ში მდებარე მოქალაქე ი------–-------–---ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლში წყალმომარაგების ქსელი ტექნიკურად არასწორადაა გაყვანილი. ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალიდან აღნიშნული მოქალაქის კუთვნილ მიწის ნაკვეთში შემავალ წყალსადენის მაგისტრალზე, მეზობლის, ა------------ის მიერ განხორციელებულია არასწორის დაერთება. კანონდარღვევითაა გაყვანილი ელექტროგადამცემი ხაზიც და მისი დამჭერი დგარიც. ამიტომ ი------–-------–---ას მოთხოვნა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობის სისტემა და გადატანილ იქნეს მისი ტერიტორიიდან ელექტროგადამცემი ხაზი თავისი დგარით კანონიერია.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ძმები ო-----–--ის ქუჩა N31ა, განთავსებულია რამდენიმე შენობა, რომელთაგან ძირითადი საერთო ფართობით 123.17 კვ.მ, წილობრივად გაყოფილია ორ მესაკუთრეზე: ი------–-------–---ასა და ა------------ზე. საიდანაც ი------–-------–---ას ფართი შეადგენს 55.73 კვ.მ-ს (აქედან 30 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) და იგი გამიჯნულია წითელი ხაზით შენობის დარჩენილი ნაწილისაგან. ი------–-------–---ამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი შეიძინა 2015 წლის მარტი-აპრილის თვეში, რა დროსაც ორივე მესაკუთრეს ჰქონდათ საერთო წყალმომარაგების ქსელი, რომელიც ცენტრალური წყალმომარაგების ქსელთან პირველ რიგში გადადიოდა ი------–-------–---ას კუთვნილ მიწის ფართობზე, ხოლო შემდგომ გრძელდებოდა ა------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. მესაკუთრე ი------–-------–---ამ გადაწყვიტა მასთან შემომავალ წყალსადენის მაგისტრალზე მრიცხველის დაყენება და ცალკე აბონენტად აღრიცხვაზე დარეგისტრირება, მეზობელთან ურთიერთობის დაძაბვის გამო. მან მის ტერიტორიაზე ცენტრალური მაგისტრალიდან შემომავალ მილზე დააყენა მრიცხველი და მეზობელს მოსთხოვა თავისთვის ცალკე მაგისტრალისა და მრიცხველის დაყენება, რისი უფლებაც ი------–-------–---ას გააჩნდა 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის N-- დადგენილების („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“) 13.2 მუხლის საფუძველზე, სადაც განსაზღვრულია: „ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემთხვევაში აუცილებელია ყველა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, რომელზეც უნდა განთავსდეს ხაზობრივი ნაგებობა“. ამავე დადგენილების მე-15 მუხლის მიხედვით, ხაზობრივ ნაგებობას განეკუთვნება III კატეგორიის წყალსადენი და IV კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზი (1-20 კვ.მ-დე სიმძლავრით). ა------------მა კი, იმის მაგივრად, რომ ცენტრალური წყალსადენის მილიდან შემოეყვანა დამოუკიდებელი მაგისტრალი და დაეკმაყოფილებინა მოქალაქე ი------–-------–---ას მოთხოვნა, მოახდინა ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალიდან მის ტერიტორიაზე შემავალ მაგისტრალზე დაერთება. აქედან ერთი მაგისტრალი გაყვანილი იქნა ი------–-------–---ას ნაკვეთის შემოვლის გზით, ხოლო მეორე კი უშუალოდ ი------–-------–---ას კუთვნილი მრიცხველიდან გამომავალ მილზე დაერთებით, რის გამოც ა------------ის მიერ მოხმარებული წყალი აღირიცხება ი------–-------–---ას მრიცხველის მიერ. გარდა ამისა მისი მილი გამოედინება ცენტრალური წყალსადენიდან, რომელზეც ორივე მაგისტრალის დაერთება მოხდა, 20 მმ-იანი დიამეტრისა და იგი ვერ უზრუნველყოფს ერთ მომხმარებელზე მეტის საჭირო წყლის ოდენობით მომარაგებას. სწორედ ამიტომ ა------------ის მიერ წყლის მოხმარების შემთხვევაში, წყდება ი------–-------–---ას ონკანებში წყლის მოდინება. ყოველივე ზემოაღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ წყალსადენის მაგისტრალების სამონტაჟო სამუშაოები ტექნიკურადაც არასწორადაა შესრულებული. ან უნდა გაიზარდოს საერთო შემომავალი მილის დიამეტრი წყლის მოხმარების მაქსიმალური ოდენობის მიხედვით, ანდა თითოეული მაგისტრალი დაერთდეს ცენტრალურ მაგისტრალზე დამოუკიდებლად.

 

[სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცებულების ერთ-ერთ სახე დამოუკიდებლად ვერ დაადგენს მოთხოვნის საფუძვლიანობას. კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილ მდგომარეობას სასამართლო აფასებს, უშუალოდ სადავო გარემოებებთან მიმართებით და იკვლევს აღწერილი მდგომარეობა ადასტურებს თუ არა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იქნება - მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება („ი------–-------–---ას მოთხოვნა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობის სისტემა და გადატანილ იქნეს მისი ტერიტორიიდან ელექტროგადამცემი ხაზი თავისი დგარით კანონიერია“). აღნიშნული სასამართლოს მიერ ცალსახად ვერ იქნება გაზიარებული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე დასკვნა შეფასდება მხოლოდ ექსპერტის კომპეტენციის ფარგლებში აღწერილ გარემოებებთან დაკავშირებით. უშუალოდ მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევა, სასამართლოს შეფასების საგანია, რასაც სასამართლო არსებითი კვლევის ფარგლებში მტკიცებულებათა ერთობლივი კვლევის საფუძველზე, საქმეზე დადგენილი გარემოებებით აფასებს და აღნიშნული დამოუკიდებლად ექსპერტიზის ჩატარებით ვერ დადგინდება].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 16-24);

 

4.2.2. 2017 წლის 18 იანვარს ი------–-------–---ამ დამატებით მიმართა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- და მოითხოვა დასკვნის მომზადება სადავო საკითხებთან მიმართებით. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნა (------------ მომზადდა 2017 წლის 22 თებერვალს, რომლის შესაბამისად ქ. თბილისში, ი----- და ნ--- ო-----–--ის ქ. N31“ა“-ში, ი------–-------–---ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გზისპირა კედლებში ბზარების წარმოშობის მიზეზი ძირითადად შესაძლებელია იყოს ქუჩაში წყალმომარაგების ან კანალიზაციის სისტემის მილის დაზიანება და ამის შედეგად წყლების გრუნტში გაჟონვა, რამაც გამოიწვია შენობის საძირკვლების ქვეშ ფუძე-გრუნტების ნაწილობრივ გამორეცხვა და დასველება. შედეგად შემცირდა მისი მზიდუნარიანობა და წარმოშვა ჯდენითი პროცესების განვითარება. დასკვნის თანახმად, მდგომარეობის განვითარების მიზნით საჭიროა მოხდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების შემოწმება, დაზიანების აღმოჩენა და მათი ლიკვიდაცია. თუ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოირიცხება სისტემიდან წყალგაჟონვის ფაქტი, მაშინ საჭირო იქნება საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება გრუნტებში წყლების გავრცელების სიღრმის და მათი სარდაფში შეღწევის შესაძლებლობის დასადგენად. ჯდენითი დეფორმაციების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა აგრეთვე მოწესრიგდეს წყალშემკრები და წყალამრიდი სისტემები. სახურავიდან წყლის შეღწევისა და ჭერების დანესტიანების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სახურავში წყლის ჩაჟონვის კერების აღმოჩენა და მათი შეკეთება. ზარალისა და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებასთან მიმართებით დასკვნაში მითითებულია, რომ მისი დადგენა შესაძლებელია შედგენილი პროექტისა და მის საფუძველზე განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებებით.

 

დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ქუჩის მხრიდან, სარდაფის კედლის ერთ-ერთ კუთხეში ადგილი აქვს წყლის შედინებას, რომელიც ჩაიჟონება გრუნტში და ახდენს ფუძე გრუნტის დატენიანებას, რისი არეალი თანდათანობით იზრდება. დატენიანების ნიშნები შეიმჩნევა მზიდ სარდაფის ბეტონის და მიწისზედა კედლებში. ქუჩის მხარეს გრუნტის დასველებით მცირდება მისი მზიდუნარიანობის და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები უარესდება, რის გამოც საძირკვლებში ვითარდება ჯდენითი დეფორმაციები. გარდა ამისა, სახლის გზის პირას მდებარეობა და მასზე ტრანსპორტის მოძრაობის შედეგად დინამიკური დატვირთვების მოქმედება არის მაპროვოცირებელი გზისპირა კედლებში ბზარების გაჩენისა. გზის ვიზუალური დათვალიერებისას აღნიშნული სახლის წინ, ქუჩაზე შეინიშნება ღრმულები და გრუნტის წყლის გაჯერების შედეგად გაჩენილი ბორცვები. სარდაფში წყლის ნაკადულად ჩამოდინება და გზის საფარის მდგომარეობა სავარაუდოდ იმის მანიშნებელია, რომ წყალსადენის ან კანალიზაციის სისტემა დაზიანებულია. ჯდენითი პროცესების განვითარებისა და მზიდ კედლებში ბზარების გაჩენის ძირითად მიზეზად მაინც რჩება გაჟონვის შედეგად გრუნტების გამორეცხვა და ფუძე გრუნტების გაწყლიანების შედეგად მათი ზიდვისუნარიანობის შემცირება. ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე შედეგის დადგომა. ასევე დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქუჩა, სადაც ცენტრალური წყალსადენი მილია გაყვანილი 4-5 მ სიგანისაა და მილსადენის შენობიდან დაცილების ნორმის დაცვა ქუჩის სივიწროვის გამო შეუძლებელია (ნორმით გათვალისწინებულია ცენტრალური წყალსადენი მილის მინიმუმ 5 მ-ის ოდენობით დაცილება შენობის საძირკვლის გარე ზედაპირიდან). დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მეორე ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს შენობის მდგრადობაზე არის საინჟინრო გეოლოგიური პირობები და გრუნტის წყლების გავრცელება, რისთვისაც საჭიროა საინჟინრო გეოლოგიური კვლევების ჩატარება, მას შემდეგ, რაც გამოირიცხება საინჟინრო კომუნიკაციების დაზიანების შედეგად შენობის საძირკველებსა და სარდაფებში წყლის შეღწევა. მესამე ფაქტორი, რომელსაც დამატებით უარყოფითი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს შენობის მდგომარეობაზე და გამოიწვიოს ჯდენითი დეფორმაციები, წარმოადგენს ხელშემკრები და წყალამრიდი სისტემის გაუმართაობა, რაც ფიქსირდება შენობის გარე დათვალიერების შედეგად. კერძოდ, შენობას არ აქვს წვიმის წყალგამტარი ვერტიკალური მილები და სახურავიდან გადმოდენილი წყლები ჩაედინება უშუალოდ შენობის კედლებთან ფუძე-გრუნტში. ამასთან, დაზიანებულია და მოსაწყობია ქუჩის მხარეს ტროტუარი, რომელიც წარმოადგენს საძირკვლების დამცავ საშუალებას. ასევე დასკვნაში აღნიშნულია, რომ სინესტის ნიშნები ბინის დათვალიერების დროს დაფიქსირდა ჭერზეც, რაც სახურავის გაუმართაობის დამადასტურებელია. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საჭიროა შესწავლილი იქნეს და დაგინდეს ფუძე-გრუნტის გაწყლიანების მიზეზი, რისთვისაც საჭიროა შესწავლილი იქნეს ცენტრალური და მეზობლების, მათ შორის ი-----------–--ის სახლის გამავალი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელები, ასევე მათი ცენტრალურ ქსელთან დაერთება. მოხდეს დაზიანების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა. მოწესრიგდეს წყალშემკრები და წყალამრიდი სისტემები. აღმოჩენილი იქნეს სახურავის დაზიანების ადგილები და მოხდეს მათი შეკეთება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 110-122);

 

4.2.3. კონსტრუქციული პროექტის თანახმად, ქ. თბილისში, სამგორის რაიონი, ძმები ი----- და ლ---- ო-----–--ის ქ. N31“ა“, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებისათვის საჭირო თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 6 649.38 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კონსტრუქციული პროექტი (ს.ფ. 167-182);

 

4.2.4. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 24 იანვრის დასკვნის თანახმად:

- ძმები ო-----–--ის N31ა-ში ი. შ-------–---ას და ნ. მ----------ის შემავალი ელექტრო მომარაგების ქსელების დგარები განთავსებულია ორივე მეპატრონის საერთო სახურავის კუთვნილ ნაწილებში. ამასთან, ორივე დგარი დამონტაჟებულია საქართველოში მოქმედი საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების არსებული ნორმების დარღვევით.

- სადავო შენობა არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით და არასწორად მოწყობილი მინაშენი ართულებს მთლიანად შენობის სეისმო მედეგობას, აუცილებელია მისი გამაგრება კონსტრუქციული ღონისძიებებით.

- ი. შ-------–---ას კუთვნილი სახლის გარე კედლებზე გამოჟონილი წყლის ლაქები მიუთითებს მის სახლში არსებული კანალიზაციის ან წყლის გაყვანილობის დაზიანებაზე და მილებიდან გამომავალი წყალი მუდმივად ჩაედინება სარდაფში, რითაც აზიანებს სახლის საძირკველს ქუჩის მხრიდან.

- ძმები ო-----–--ის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის და ტროტუარის უქონლობა, ფასადთან გამჭოლი ორმო, ი. შ-------–---ას კუთვნილი სახლის სახურავზე ბუნებრივი ნალექების შემკრები და ასარიდებელი ქსელის უქონლობა, გაულესავი კედლები და ფასადის კედელზე არსებული ნახვრეტი ამწვავებს ი. შ-------–---ას კუთვნილი სახლის მძიმე კონსტრუქციულ მდგომარეობას, ვინაიდან ამ ერთად აღებული მიზეზების გამო სახლის კედლები იჟღინთება წყლით და წყალი აღწევს სახლის ფუნდამენტში.

- ძმები ო-----–--ის ქუჩის სავალ ნაწილზე წარმოქმნილია ორმოები და ჩაზნექილობები, გზის სავალი ნაწილის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, რაც გამოწვეულია ქუჩაზე გამავალი წყალმომარაგების ცენტრალური მილის ან კანალიზაციის ქსელის დაზიანებით, რის გამოც ბუნებრივი ნალექის წყალი ჩადის მიწის ქვეშ, აზიანებს ქუჩაზე გამავალი სახლის საძირკველს და აღწევს სარდაფში. რაც იწვევს მთლიანი შენობის ქვეშგრუნტის გამორეცხვას და დასველებას, მცირდება გრუნტის მზიდუნარიანობა და ვითარდება ჯდენითი პროცესი.

- ნ. მ----------ი და ი. შ-------–---ი არიან შპს „ჯ---------------------------------ის“ აბონენტები და მათი წყლის დახარჯვა აღირიცხება ცალკე მრიცხველებით. მხარეთა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საერთო სარგებლობის მილები განლაგებულია მათი საერთო სარგებლობის ეზოში, ი. შ-------–---ას ეზოში გამავალ კედელთან და მილების ზემოთ სარდაფის მთელი პერიმეტრი. ი. შ-------–---ას სარდაფის და ნ. მ----------ის კუთვნილი სარდაფის მთელი პერიმეტრი, ასევე შ-------–---ას სარდაფი და მ----------ის გამყოფი კედელი, ნ. მ----------ის სარდაფის მხრიდან მშრალია. ამდენად, წყალმომარაგების საერთო სარგებლობის მილები არ არის დაზიანებული, ან თუ კი დაზიანებულია, გამონაჟონი უმნიშვნელოა და არ არის ძმები ო-----–--ის N33ა-ში განლაგებული ნაგებობის დაზიანების ძირითადი მიზეზი.

- მ----------ისა და შ-------–---ას კუთვნილი სახლების წყლის მომმარაგებელ მილებზე დამონტაჟებულია წყლის დანახარჯის მრიცხველები, მაგრამ მილების განცალკევება ხდება მათ კუთვნილ ეზოში და ქუჩაში გამავალი წყლის მილთან შეერთებულია საერთო მილით, რაც არ აკმაყოფილებს საქართველოში მიღებულ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.01.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 372-383);

 

4.2.5. ი------–-------–---ამ 2018 წლის 14 მარტს დამატებით მიმართა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2----–-–----------------------- (N----------) შესაბამისად, ქ. თბილისში, ზ. ბეგიაშვილის II ჩიხი N5-ში (ყოფ. ი----- და ნ--- ო-----–--ის ქ. N31ა) ი------–-------–---ას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელი სახლზე (ს/კ 0---------------) ჩატარებული განმეორებითი ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ:

- წინა ექსპერტიზის (N---------- და N----------) დროს დაფიქსირებული ბზარების გახსნილობა მომატებულია და გაჩენილია დამატებითი ახალი ბზარები. გრძელდება საძირკველის ქვეშ ფუძე-გრუნტის გამორეცხვის პროცესი, რაზეც მეტყველებს ჯდენითი პროცესების უფრო მეტად განვითარება.

- შენობაზე დაფიქსირებული ბზარები დაზიანებათა კლასიფიკაციით მიეკუთვნება II – III ხარისხს, რის გამოც შენობა საექსპლუატაციო ვარგისიანობით II კატეგორიისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და იგი ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური კვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.

- დაზიანებათა წარმოშობის წყარო და მიზეზები რჩება იგივე, რაც სრულყოფილად ჩამოყალიბებულია 18.01.2017წ. განცხადების საფუძველზე ჩატარებულ 17.02.2017წ. ექსპერტიზის დასკვნაში.

- რაც შეეხება, დაზიანებების და ანტისანიტარულ მდგომარეობის ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მოხდენის საკითხს აღნიშნულთან მიმართებით დასკვნა არ გაიცა, რამეთუ საკითხი საინჟინრო ექსპერტიზის განხილვის საგანს არ წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.06.2018წ. ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 407-416);

 

4.2.6. 2016 წლის 25 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ა------------ის მიმართ, შედგენილი იქნა №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1523 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენის ფაქტზე და ა------------ი დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ქ. თბილისში, ნ-----–----ის დასახლება I, მე-7 ქუჩა, ბინა 31-ის მიმდებარედ მიწის უნებართვო გათხრითი სამუშაოების განხორციელების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.01.2016წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 464);

- 25.01.2016წ. დათვალიერების ოქმი N4-6/ო-64-16 (ს.ფ. 466-467);

- 30.05.2018წ. სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 473-474);

- 08.02.2017წ. დადგენილება (ს.ფ. 475-481).

 

4.2.7. ქ. თბილისის, ს---------------------------------- 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა------------ის მოთხოვნა და მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ა--------–--ის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები, განსაზღვრული პირობების დაცვით და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.02.2016წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 506-508);

 

4.2.8. შპს „ჯ---------------------------------მა“ 2016 წლის 2 თებერვალს განუმარტა ა------------ს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნ---მბრის N32 დადგენილების სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების დამტკიცებული წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს ქსელს, ვალდებულია სხვა მომხმარებელთა სასმელი წყლის მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი სარგებლობა და გაატაროს სასმელი წყალი. ასევე ა------------ს განემარტა, რომ მისი განშტოება გადაჭრილია მეზობლის მიერ და ალტერნატიული ქსელის მოსაწყობად საჭიროა დაინტერესებული მხარის ფინანსური უზრუნველყოფით დამუშავდეს სათანადო პროექტი, ამავდროულად კომპანიის ტექნიკური ზედამხედველობით ჩატარდეს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სტანდარტული სქემატური ნახაზის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.02.2016წ. მიწერილობა (ს.ფ. 502);

 

4.2.9. ი----- და ლ---- ო-----–--ის ქ. N31“ა“-ში ი------–-------–---ას ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის წყალსადენის გარე ქსელის მოწყობის პროექტი დამუშავდა შპს „ჯ---------------------------------ის“ ახალი მიერთების განყოფილების ელექტრონული დავალების საფუძველზე და რაიონული სამსახურების მიერ გაცემული ტექნიკური პირობის თანახმად. პროექტი დამუშავებულია საქართველოში მოქმედი ვადაგაგრძელებული სამშენებლო ნორმების და წესების შესაბამისად. ტექნიკური პირობის თანახმად, ობიექტის წყალმომარაგება გათვალისწინებულია ი----- და ლ---- ო-----–--ის ქუჩაზე გამავალ ფოლადის D 50 მმ ქსელიდან. პროექტით გათვალისწინებულია მეზობლის არსებული D 20 მმ განშტოებიდან გამავალი D 20 მმ მილის ჩაჭრა (დახშობა) და ახალი განშტოების მოწყობა არსებული ფოლადის D 50 მმ ქსელიდან. ობიექტის წითელ ხაზთან უნდა განხორციელდეს საპროექტო პოლითიენის მილის D 20 მმ გადაერთება არსებულ პოლიეთილენის D 20 მმ ქსელზე. წყალმზომის კვანძი უკვე მოწყობილია და არ საჭიროებს შეცვლას. ქსელის მოსაწყობად გამოყენებულია პოლიეთილინის P-------------------- მმ კვეთის მილი სიგრძით 3.5მ. პროექტი ითვალისწინებს წყალსადენის საპროექტო მილების ჰიდრავლიკურ გამოცდასა და გარეცხვას ქლორიანი წყლით. მშენებლობის დამთავრებისას ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარება აუცილებელია ჟონვების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მოწყობის ღირებულება შეადგენს 376 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქსელის მოწყობის განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 522-534);

 

4.2.10. ნ---------------------ი არ არის ვალდებული საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კუთვნილი ქონების წყალმომარაგებისათვის დამოუკიდებელი მილის გაყვანა და განახორციელოს არსებულის დემონტაჟი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულების განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია კომპლექსურად შეფასდეს არსებული მტკიცებულებები და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. უპირველესად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ კონკრეტული შენობა-ნაგებობის წყალმომარაგება წლების მანძილზე ხორციელდებოდა საერთო მილის მეშვეობით, რამდენადაც იგი წარმოადგენდა ერთი პირის საკუთრებას, მას შემდგომ, რაც ქონების ნაწილი გასხვისდა ი------–-------–---აზე, მესაკუთრეთა ინტერესებიდან გამომდინარე წარმოიშვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აბონენტების რეგისტრაციისა და შესაბამისად დამოუკიდებელი სისტემის მოწყობის საჭიროება. უდავოა, რომ ი------–-------–---ამ არსებულ მილზე განახორციელა დამოუკიდებელი სისტემის მოწყობა და აუკრძალა მოპასუხეს საერთო მილით სარგებლობის უფლება. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებშიც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხემ უზრუნველყოს დამოუკიდებელი სისტემის მოწყობა და მას აეკრძალოს იმ საერთო მილით სარგებლობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო წლების მანძილზე კონკრეტული შენობის წყლით მომარაგება. სასამართლოს შეფასების საგანს კონკრეტული მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისათვის წარმოადგენს მხარეთა, როგორც მესაკუთრეების ინტერესების შეპირისპირება და მათგან უპირატესად დაცვის ღირსი ინტერესის გამოვლენა. კერძოდ ერთის მხრივ არსებობს საერთო მილი, რომლითაც ხორციელდებოდა შენობა-ნაგებობის სრული წყალმომარაგება, ხოლო მეორეს მხრივ ახალი აბონენტი ი------–-------–---ა ითხოვს, ნ---------------------მა დამოუკიდებლად უზრუნველყოს მისი ქონების წყალმომარაგება. სასამართლო იზიარებს მესამე პირის შპს „ჯ---------------------------------ის“ პოზიციას და კონკრეტულ შემთხვევაში ი------–-------–---ას, როგორც ახალ აბონენტს მიიჩნევს ვალდებულად დამოუკიდებლად მოეწყო მისი სახლის წყალმომარაგება და იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მიუღებელი იყო საერთო მილით სარგებლობა არ განეხორციელებინა აღნიშნული მილიდან წყლის გაყვანა. იგი როგორც ახალი აბონენტი ვალდებულია იმ ხარჯების გაღებაზე, რაც დაკავშირებულია ახალი აბონენტის რეგისტრაციისა და წყლის სიტემის მოწყობისათვის.

 

სასამართლო კონკრეტული მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევის ჭრილში მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს ასევე 2016 წლის 20 აპრილის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნა N----------, რომლის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ - „მესაკუთრე ი------–-------–---ამ გადაწყვიტა მასთან შემომავალ წყალსადენის მაგისტრალზე მრიცხველის დაყენება და ცალკე აბონენტად აღრიცხვაზე დარეგისტრირება, მეზობელთან ურთიერთობის დაძაბვის გამო... წყალსადენის მაგისტრალების სამონტაჟო სამუშაოები ტექნიკურად არასწორადაა შესრულებული. ან უნდა გაიზარდოს საერთო შემომავალი მილის დიამეტრი წყლის მოხმარების მაქსიმალური ოდენობის მიხედვით, ანდა თითოეული მაგისტრალი დაერთდეს ცენტრალურ მაგისტრალზე დამოუკიდებლად“. ექსპერტიზის დასკვნის სახით კი აღნიშნულია, რომ - „ი------–-------–---ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლში წყალმომარაგების ქსელი ტექნიკურად არასწორადაა გაყვანილი. ცენტრალური წყალსადენის მაგისტრალიდან აღნიშნული მოქალაქის კუთვნილ მიწის ნაკვეთში შემავალ წყალსადენის მაგისტრალზე, მეზობლის, ა------------ის მიერ განხორციელებულია არასწორის დაერთება. კანონდარღვევითაა გაყვანილი ელექტროგადამცემი ხაზიც და მისი დამჭერი დგარიც. ამიტომ ი------–-------–---ას მოთხოვნა მოწესრიგდეს წყალგაყვანილობის სისტემა და გადატანილ იქნეს მისი ტერიტორიიდან ელექტროგადამცემი ხაზი თავისი დგარით კანონიერია“.

 

ამდენად, კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება, რომ წყალგაყვანილობის სისტემა არ შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს და საჭიროა მისი მოწესრიგება, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ მოპასუხის ვალდებულებას უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა. კონკრეტული დასკვნით არ დგინდება უშუალოდ ნ---------------------ის, ან სხვა წინა მესაკუთრეთა ბრალეულობა არსებულ ხარვეზებთან მიმართებით. რაც შეეხება, თვითნებურ დაერთებას, საყურადღებოა თავად ი------–-------–---ას მიერ წყლის მიწოდების თვითნებური შეზღუდვაც, რასაც არ უარყოფენ მხარეები და ამავდროულად დასტურდება შპს „ჯ---------------------------------თან“ არსებული მინაწერებითაც. შესაბამისად, კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა დამოუკიდებლად ვერ ადგენს ნ---------------------ის ვალდებულებას უზრუნველყოს დამოუკიდებელი წყლის სისტემის მოწყობა. ამასთან, დასკვნაში შეფასებულია ი------–-------–---ას მოთხოვნის საფუძვლიანობა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ შეფასება გააკეთა გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში და დამატებით აღნიშნულზე აღარ იმსჯელებს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 24 იანვრის დასკვნაზე, რომლის შესაბამისადაც - „ნ. მ----------ი და ი. შ-------–---ი არიან შპს „ჯ---------------------------------ის“ აბონენტები და მათი წყლის დახარჯვა აღირიცხება ცალკე მრიცხველებით. მხარეთა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საერთო სარგებლობის მილები განლაგებულია მათი საერთო სარგებლობის ეზოში“. მითითებული დასკვნით, ასევე შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ დაფიქსირებული პოზიციით დგინდება, რომ მხარეები რეგისტრირებულნი არიან დამოუკიდებელ აბონენტებად და მათ მიერ მოხმარებული წყალიც აღირიცხება დამოუკიდებელი მრიცხველების მეშვეობით, შესაბამისად არ დგინდება მოსარჩელის მტკიცება, თითქოს მის მრიცხველზე აღირიცხება მოპასუხის მიერ წყლის მოხმარება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც არ ილახება მოსარჩელის საკუთრება. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ნეგატორული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, არ დგინდება მოპასუხის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელება, რითიც იზღუდება მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

4.2.11. ი-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ი------–-------–---ას ზიანი 6 649.38 ლარის ოდენობით არ მიყენებია.

 

ზიანის ანაზღაურების საკითხის კვლევისათვის, მნიშვნელოვანია დასტურდებოდეს ამგვარი ზიანის არსებობა, მისი კონკრეტული ოდენობა, ასევე ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრისათვის უნდა დგინდებოდეს აღნიშნული პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელება, რამაც განაპირობა კონკრეტული შედეგის (ზიანი) არსებობა. მხოლოდ მოხმობილი წინაპირობების დადასტურების პირობებში ექვემდებარება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა დაკმაყოფილებას, რისი დადასტურება და მტკიცება ევალება პირს, რომელიც ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით არ დგინდება, რომ ი------–-------–---ას კუთვნილი სახლის დაზიანება განაპირობა წყლის მილების გაუმართავმა ტექნიკურმა მდგომარეობამ. კერძოდ, 2017 წლის 22 თებერვლის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნით (------------ ცალსახად არ დასტურდება, რომ ი------–-------–---ას სახლის დაზიანება განაპირობა წყლის სისტემის გაუმართაობამ, არამედ დასკვნაში, ასევე მის კვლევით ნაწილში სავარაუდოდ, ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევ მიზეზად არის მითითებული წყლის მილების დაზიანება, რაც ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია სხვა შესაძლო ფაქტორები, რაც უარყოფითად მოქმედებს სახლის მდგრადობაზე. დაზიანების სხვადასხვა მიზეზზეა ყურადღება გამახვილებული მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 24 იანვრის დასკვნაშიც და არც აღნიშნული დასკვნით დასტურდება ცალსახა მიზეზობრივი კავშირის არსებობა წყლის სისტემის გაუმართაობასა და სახლის დაზიანებას შორის. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------- 2----–-–----------------------- (N----------) შესაბამისად, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნით დამატებით ჩატარდა დაზიანებების მიზეზად მითითებულია იგივე შესაძლო ფაქტორები, რაც ჩამოთვლილია 2017 წლის 22 თებერვლის დასკვნაში.

 

ამდენად, კონკრეტული დასკვნებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო წინაპირობა, მიზეზობრივი კავშირი წყლის მილების დაზიანებასა და ი------–-------–---ას კუთვნილი სახლის დაზიანებას შორის. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოსათვის ბუნდოვანია, თუ რატომ ითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას კონკრეტულად ი-----------–--ისაგან, მაშინ როდესაც მისივე მითითებით წყლის მილის უკანონო დაერთება განახორციელა ა------------მა და დღეის მდგომარეობით ქონების მესაკუთრეა ნ---------------------ი, არ დგინდება უშუალოდ ი-----------–--ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად ამ მხრივაც დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ი-----------–--ესთან მიმართებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი------–-------–---ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 992-ე, 408-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ, საქმე №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ., საქმე №ას-843-809-2016, 26.10.2016წ).

 

უნდა განიმარტოს, რომ ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი. საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი------–-------–---ას საკუთრებაშია N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, ამავე შენობაში დამოუკიდებელი საკადასტრო კოდით N 0--------------- რეგისტრირებული უძრავი ნივთი დღეის მდგომარეობით ნ---------------------ის საკუთრებაშია. მითითებული ქონება თავდაპირველად იყო ერთი უფლების ობიექტი და ირიცხებოდა კონკრეტული პირის საკუთრებაში, ამავდროულად ქონების წყლის მომარაგებაც ხორციელდებოდა ერთი წყლის სისტემის მეშვეობით, ქონების გამიჯვნისა და მისი ნაწილის ი------–-------–---ასათვის საკუთრებაში გადაცემამ წარმოშვა დამოუკიდებელი წყლის სისტემის მოწყობის საჭიროება, რის გამოც ი------–-------–---ამ არსებულ მილზე მოახდინა წყლის სისტემის ინდივიდუალურად მოწყობა და წინააღმდეგია კონკრეტული მილით ისარგებლოს დღეის მდგომარეობით ნ---------------------ის საკუთრებაში არსებულმა ფართმა. სადავო შემთხვევაში, სასამართლო ვერ მიიჩნევს მოპასუხის მხრიდან წყლის საერთო სისტემიდან მოხმარებას მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვად, რამეთუ იმ პირობებში, როდესაც ი------–-------–---ა თავად არის დამოუკიდებელ აბონენტს და მის ინტერესს წარმოადგენს დამოუკიდებლად წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, გაუმართლებელია აღნიშნული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება და მისი დავალდებულება მოაწყოს დამოუკიდებელი წყლის სისტემა. კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლების სხვაგვარი შეზღუდვაც, კერძოდ არ დასტურდება გარემოება, რომ მოპასუხის მიერ მოხმარებული წყალი ირიცხება მოსარჩელის მრიცხველზე, აღნიშნული ცალსახად გამორიცხა მესამე პირმაც, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ მიმწოდებელს. შპს „ჯ---------------------------------მა“ დაადასტურა, რომ სწორედ ი------–-------–---ას ვალდებულებას წარმოადგენს მოაწყოს დამოუკიდებელი წყლის სისტემა, რამდენადაც იგი არის ახალი აბონენტი და მისი ვალდებულებაა უზრუნველყოს აღნიშნული ხარჯების გაღება. მოცემულ შემთხვევაში არც მოსარჩელის ქონების დაზიანება დადასტურდა უშუალოდ წყლის მილების გაუმართაობის საფუძვლით, შესაბამისად მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რაც გამორიცხავს ნეგატორული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7.2. სასარჩელო მოთხოვნის მეორე კომპონენტი ეხება, ი-----------–--ისათვის მატერიალური ზიანის სახით - 6 649.38 ლარის დაკისრებას.

 

სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, კანონის განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ, ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების (მისით გამოწვეული) - უშუალო შედეგი. დელიქტური პასუხისმგებლობის ხსენებული კომპონენტები წარმოადგენენ ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარებიან და ერთმანეთის საფუძველს ქმნის ე.ი. პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია ზემოხსენებული ელემენტების კუმულატიური ერთობა. თუნდაც, ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და მის საფუძვლიანობას. ამასთან, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დაზარალებულის ბრალიც.

 

სკ-ის 408.1-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული, თუმცა ზიანის ოდენობა ამ შემთხვევაშიც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.

 

კონკრეტულად დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ირინა მუმლაძის მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე მისთვის კონკრეტული ზიანის მიყენების ფაქტი, კერძოდ არ დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა წყლის მილების გაუმართაობასა და ი------–-------–---ას კუთვნილი ფართის დაზიანებას შორის, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვენით ცალსახად არ დასტურდება, რომ შენობაზე არსებული ბზარები განაპირობა წყლის მილების გაუმართაობამ, არამედ დასკვნებში აღნიშნულია შესაძლო ფაქტორები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიწვევდნენ შენობის დაზიანებას, სადაც წყლის მილების გაუმართაობასთან ერთად მითითებულია სხვა დამატებითი გარემოებები და ექსპერტიზის დასკვნით ვერ განისაზღვრა ზუსტი მიზეზი არსებული დაზიანებებისა. ამავდროულად მოსარჩელემ ვერც კონკრეტულად ირინა მუმლაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება დაადასტურა, იგი სარჩელის ფარგლებში განმარტავდა, რომ დაერთება განახორციელა ავაქოვმა, დღეის მდგომარეობით კი ქონება ირიცხება ნ---------------------ის საკუთრებაში, შესაბამისად გაუგებარია თუ რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას უშუალოდ ირინა მუმლაძისაგან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)

არსებული დავის ფარგლებში, ი------–-------–---ამ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, თავის მხრივ მოპასუხემ შეძლო დაედასტურებინა მისი პოზიციის მართებულობა, რამაც გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება, როგორც ძირითადი მოთხოვნის, ასევე ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 120 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარი .

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს მოპასუხეთა პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების, მათ შორის სახელმწიფო ბაჟისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი------–-------–---ას შუამდგომლობა და მოპასუხე ი-----------–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ზ-----------, მ------–---–-- ქუჩა №39, (№1 და №2 შენობა-ნაგებობების ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ ს.კ. №------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ კმაყოფილდება, საქართველოს სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან, ნორმით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 1991 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი------–-------–---ას სარჩელი ი-----------–--ისა და ნ---------------------ის მიმართ, წყლის მილის დემონტაჟის დავალებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ი------–-------–---ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 1--------- წლის განჩინება, რომლითაც

მოპასუხე ი-----------–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ზ-----------, მ------–---–-- ქუჩა №39, (№1 და №2 შენობა-ნაგებობების ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ ს.კ. №------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე