გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210018002485943
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №-/17----20-8 5 ოქტომბერი, 20-8 წელი

ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე – ამი-------------–--ე.

წარმომადგენელი (ადვოკატი) - მა-----------ი, ლა-–----------–--ე.

მოპასუხე - რე--------–----ე.

მოპასუხე - სო---------–----ე.

მოპასუხე - ნი------–----ე.

მოპასუხე - ნი-------–----ე.

წარმომადგენლები - ნა--------–--ე, სოფ--------------–-ძე.

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული იხ. სხდომის ოქმი 31.07.18)

1.1. მოპასუხეების რე--------–----ის, სო---------–----ის, ნი------–----ის და ნი-------–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო მე-8----------–ი, ბინა №--, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ამი-------------–--ეს.

1.2. რე--------–----ეს, სო---------–----ეს, ნი------–----ეს და ნი-------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ ა-------------------ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი 20-4 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო მე-8----------–ი, ბინა №--, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე.

 

სარჩელის თანახმად ა-------------------ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო, მე-8----------–ი, ბინა №--, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--. მოპასუხეები მოსარჩელის კუთვნილ ბინაში შეჭრილი არიან 20-- წელს, ხოლო თავად მოსარჩელეს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, თავის ოჯახთან ერთად უწევს ცხოვრება 20 კვ. მეტრი ფართის ბინაში. ა-------------------ს წარმომადგენლის მითითებით მის მარწმუნებელს შეეძლო კუთვნილი ბინის გაქირავებით მიეღო ყოველთვიურად 200 ლარის შემოსავალი, თუმცა იმის გამო, რომ მოპასუხეებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვთ ბინა, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს საკუთრებით და მიიღოს შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხეთა განმარტებით მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ამიტომ იძულებული გახდნენ შესახლებულიყვნენ მიტოვებულ და დაუმთავრებელ კორპუსში, რომელსაც არ ჰყავდა მესაკუთრე ფიზიკური პირის სახით და შესაბამისად ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო. მოგვიანებით მათ ნება მიეცათ კორპუსში შეეყვანათ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი. მართალია მათ არ აქვთ ბინის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ისინი ბინაში საცხოვრებლად შევიდნენ სახელმწიფოს ზეპირი თანხმობის საფუძველზე და არიან კეთილსინდისიერი მფლობელები. 20-3 წლამდე მათთვის უცნობი იყო, რომ ბინას ჰყავდა მესაკუთრე და მხოლოდ 20-4 წელს გახდა ცნობილი, რომ საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული ჰქონდა ამი-------------–--ეს. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბინის გაქირავების შესაძლებლობა. ამასთან ბინა არ იყო კეთილმოწყობილი, მასში ცხოვრება იყო შეუძლებელი და შესაბამისად დაუსაბუთებელია ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ბინის ქირავნობის თანხის მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ზ----------- I-------ო/რაიონი, კ--------------, ფართი (მშენებარე) სად-----------, სა-------–---, ბინა №--, საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, რეგისტრირებულია ა-------------------ს სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 20---–-–------------ი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების უფლების მოწმობა №--- დამოწმებული 20---–-–----------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პი-----–ი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეს შეეძლო მისი კუთვნილი ბინის გაქირავება თვეში 200 ლარად. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ნივთზე ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დროს ყოველთვიური ქირის ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე და მათ შორის გასაქირავებელი ობიექტის კეთილმოწყობის ხარისხზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები მიუთითებენ, რომ ამჟამად მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ბინა საცხოვრებლად იყო გამოუსადეგარი. მათი მეშვეობით მოხდა ბინაში ბუნებრივი აირის შეყვანა, ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. მოსარჩელეს დასახელებული ფაქტობრივი გარემოების არათუ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის, არამედ აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე მითითებაც არ განუხორციელებია. რაც შეეხება მოწმე ლილი წიკლაურის ჩვენებას და ინტერნეტ ვებგვერდიდან მოპოვებულ ინფორმაციას ბინის ქირავნობის ფასის შესახებ, მათ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა-------------------ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. თბილისი, ზ----------- I-------ო/რაიონი, კ--------------, ფართი (მშენებარე) სად-----------, სა-------–---, ბინა №--, საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, გაქირავების შესაძლებლობა 200 ლარად.

 

შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ მას შეეძლო კუთვნილი ბინის გაქირავებით მიეღო ყოველთვიურად 200 ლარის შემოსავალი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-31--ე, 411-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 31--ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ზ----------- I-------ო/რაიონი, კ--------------, ფართი (მშენებარე) სად-----------, სა-------–---, ბინა №--, საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, რეგისტრირებულია ა-------------------ს სახელზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პი-----–ი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი არის სრულყოფილად განახორციელონ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ა-------------------ს სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს - მოპასუხეების რე--------–----ის, სო---------–----ის, ნი------–----ის და ნი-------–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო მე-8----------–ი, ბინა №--, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ამი-------------–--ეს, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პი-----–ი ნაწილის თანახმად, იმ ფაქტის მტკიცება, რომ მიუღებელი შემოსავლის მიღება იყო რეალურად მოსალოდნელი ეკისრება კრედიტორს. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ არის შესაძლებელი მოხდეს მისი ოდენობის მაკვალიფიცირებელ ნიშნებზე აპელირება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პი-----–ი ნაწილის და ამავე კოდექსი 10--ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმებში მოცემულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგადი წესი. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მართალია, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ზ----------- I-------ო/რაიონი, კ--------------, ფართი (მშენებარე) სად-----------, სა-------–---, ბინა №--, საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0--.0-.0--, რეგისტრირებულია ა-------------------ს სახელზე, მაგრამ შესაძლებელი იყო თუ არა დასახელებული ფართის გაქირავება ყოველთვიურად 200 ლარად, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------------------ს მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს - სოლიდარულად დაეკისროს რე--------–----ეს, სო---------–----ეს, ნი------–----ეს და ნი-------–----ეს ა-------------------ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი 20-3 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო მე-8----------–ი, ბინა №-, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20-7 წლის 2 ივნისის №ას-443-41--20-7 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-11-5-1032-20-0, 6 იანვარი, 20-1 წელი).’’

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).

 

ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პი-----–ი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პი-----–ი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პი-----–ი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პი-----–ი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისად მოპასუხეებს რეზო, სოფო და ნი------–----ეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა-------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეების რე--------–----ის, სო---------–----ის, ნი------–----ის და ნი-------–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო მე-8----------–ი, ბინა №--, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს ამი-------------–--ეს.

3. ა-------------------ს სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს - რე--------–----ეს, სო---------–----ეს, ნი------–----ეს და ნი-------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ ა-------------------ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი 20-4 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მდებარე მისამართზე თბილისი, ზ----------- 2-----, კ--------------, პი-----–ი სადარბაზო მე-8----------–ი, ბინა №--, ს/კ 0-.1-.1-.0--.0--.0-.0--) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე, არ დაკმაყოფილდეს.

3. რე--------–----ეს, სო---------–----ეს და ნი------–----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-1- კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე