გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210018002496031
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17--8-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 სე---------ი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ე----------–---ი’’

წარმომადგენელი - ი-----------------–---–ი

მოპასუხე - ჭ-------–---–--–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ჭ-------–---–--–---–ს სს ,,ე----------–---ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 535.81 ლარის დაკისრება.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა 680.19 ლარამდე.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

სს „ე----------–---ი“ არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბუნებრივი გაზის მიწოდება - განაწილების ლიცენზიატი ქ. თბ--–-------------ს დასახლებაში და გლდანის მე- V, VI, VII და VIII მიკრორაიონებში.

 

მოპასუხე ჭ-------–---–--–---–ი, მცხოვრები: თბ--–-------------ს დასახლებაში, 20---–-–----------------დან არის როგორც სს „ე----------–---ი“-ს აქციონერი ასევე სს „ე----------–---ი“-ს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი, აბონენტი N 1-----.

 

ჭ-------–---–--–---–ს სს „ე----------–---ი“-ს მიმართ ერიცხება დავალიანება, მოხმარებულ ბუნებრივ აირზე 535.81 ლარის ოდენობით, რაც დაგროვილი იქნა პერიოდულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ჭ-------–---–--–---–მა სარჩელი ცნო. ამასთან, თავისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის განაწილვადება ერთ წელზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. ჭ-------–---–--–---–ი, მცხოვრები: თბ--–-------------ს დასახლებაში, 20---–-–----------------დან არის როგორც სს „ე----------–---ი“-ს აქციონერი ასევე სს „ე----------–---ი“-ს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი, აბონენტი N 1-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 22 – 23)

 

3.1.2. ჭ-------–---–--–---–ს, სს ,,ე----------–---ის’’ მიმართ ერიცხება დავალიანება 680.19 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

--აბონენტის აღწერა (ს.ფ 28)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულია დავალიანების არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 47--ე, 263-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 47--ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ჭ-------–---–--–---–ი არის სს ,,ე----------–---ის’’ აქციონერი და საცალო მომხმარებელი. მას მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი და ის ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 680.19 ლარს.

 

მოპასუხე ჭ-------–---–--–---–ი სარჩელს ცნობს - თანახმაა აანაზღაუროს სს ,,ე----------–---ის’’ მიმართ არსებული დავალიანება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხე ჭ-------–---–--–---–მა სარჩელი ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, რაც გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. რაც შეეხება მოპასუხე მხარის შუამდგომლობას მიღებული გადაწყვეტილების განაწილვადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.

 

მოპასუხემ მიუთითა მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, განაცხადა, რომ ამჟამად დასაქმებულია. მისი ხელფასი შეადგენს 500 ლარს და შეძლებს ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------–---–--–---–ს უნდა განუწილვადდეს დაკისრებული თანხის გადახდა იმგვარად, რომ დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს ერთი წლის განმავლობაში, თანაბარწილად თვეში არანაკლებ 56 ლარის გადახდით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე,263-ე, 284-285-ე, 414-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,ე----------–---ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ჭ-------–---–--–---–ს, სს ,,ე----------–---ი’’-ს სასარგებლოდ, დაეკისროს დავალიანების 680.19 ლარის გადახდა;

 

3. სს ,,ე----------–---ს’’ დაუბრუნდეს სს „სა---------–--------ი“-ს N1 საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 ლარის ოდენობით;

 

4. მა------–---–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს: დადგენილი იქნას გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგი წესი; დაკისრებული თანხის 680.19 ლარის გადახდა მა------–---–--–---–ის მიერ განხორციელდეს ერთი წლის (12 თვის) განმავლობაში, თანაბარწილად თვეში არანაკლებ 56 ლარის გადახდით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-ე პუნქტში მითითებული წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. გადაწყვეტილებაზე აღსრულების განაწილვადების თაობაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სქმეთა პალატაში.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე