გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
340210017001923739
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017001923739

საქმე #2/339-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

12.10.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ვი-------------------–---–ი

წარმომადგენელი - ნი-------------ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ნი----–---- კ------ე

თარჯიმანი - რამაზ---------–---–ი

დავის საგანი - უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

უმკვიდროდ იქნას ცნობილი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემული AA2012003344-03 ცნობის მიხედვით ნა------- ყ----------–---–ის (გარდაცვალების მოწმობით ნა---------------------ვა) და ვლ----------------------ვის კომლზე აღრიცხული უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი 32 კვ.მ. და 0.25 ჰა მიწის ფართი, მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფე-–-----------ი და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ვი-------------------–---–ს.

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ნა---------------------ვა იყო მოსარჩელის აწ გარდაცვლილი ძმის ნი----–---- ყ----------–---–ის მეუღლე. ერთად ცხოვრების განმავლობაში საერთო შვილები არ ჰყოლიათ. ნი----–---- ყ----------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ნა------- ყ----------–---–ი ოფიცილაურ ქორწინებაში გატარდა ვლ----------------------ვთან. მეორე მეუღლესთან თანაცხოვრების განმავლობაშიც მათ შვილები არ ჰყოლიათ. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ნა------- ყ----------–---–ი გადავიდა მეუღლის გვარზე და გახდა ნა---------------------ვა. 2008 წლის 21 მარტს ვლ----------------------ვი გარდაიცვალა. ნა------- და ვლ----------------------ვებს სახლის გაყიდვა და უკრაინაში წასვლა სურდათ. ვინაიდან მათი სახლი და მიწა თავის დროზე მოსარჩელის მშობლებს, ხოლო შემდეგ ძმას ეკუთვნოდა, ამასთან უძრავი ქონება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს, ამიტომ მოსარჩელემ 1994 წელს ნა------- და ვლ----------------------ვებს 800 ლარი გადაუხადა. მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებია გაფორმება არ მომხდარა. უძრავი ქონების გაყიდვის შემდეგ ნა------- მეუღლესთან ერთად ქირით გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ქირის გადახდის თანხა რომ აღარ ჰქონდათ, დაბრუნდნენ და ვიქტორის თანხმობით ცხოვრობდნენ სადავო სახლში. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სახლში უკვე სამი წელია ცხოვრობს მისი შორეული ნათესავი ვი-------------------–---–ის თანხმობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ვი-------------------–---–ის ძმა ნი----–---- ყ----------–---–ი და ნა------- მ--–-–---ნა 1967 წლის 15 მაისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ნა------- მ--–-–---ნას მიეკუთვნა მეუღლის გვარი ყ----------–---–ი;

3.1.2. ნი----–---- ყ----------–---–ი 1982 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა;

3.1.3. ნა------- ყ----------–---–ი 1984 წლის 21 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვლ----------------------ვთან. ქორწინების შემდეგ ნა------- ყ----------–---–ს მიენიჭა გვარი ფ-----------ვა;

3.1.4. საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, ნა-----------------–---–ის და ვლ----------------------ვის კომლზე აღრიცხულია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი 32 კვ.მ. და 0.25 ჰა მიწის ფართი, მდებარე ლაგოდეხი მუნიციპალიტეტი სოფე-–-----------ი;

3.1.5. საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემულ AA2012003344-03 ცნობა, სადაც მითითებულია ნა-----------------–---–ი ეკუთვნის გარდაცვალების მოწმობით 2011 წლის 21 მაისს გარდაცვლის ნა---------------------ვას.

3.1.6. ვლ----------------------ვი 2008 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. ნა---------------------ვა 2011 წლის 12 მაისს გარდაიცვალა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 29.06.2018 წელს გაცემული ცნობის მიხედვით ვლ-------- და ნა---------------------ვებს შვილები არ ჰყოლიათ;

3.1.7. საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, ზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის;

3.1.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერები გარდაცვლილი ნა---------------------ვას და ვლ----------------------ვის სამკვიდრო ქონებაზე;

3.1.9. ნა---------------------ვას და ვლ----------------------ვის კომლზე რიცხულ ქონებას მოსარჩელე ვი-------------------–---–ი 1994 წლიდან ფლობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობები (ს.ფ. 16; 18);

- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 19-21);

- საარქივო ცნობები (ს.ფ. 13-14);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვები (ს.ფ. 29-32);

- ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 24-28);

- მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლოს 12.10.2018 წლის სხდომის ოქმი 12:31:30-12:32:50 სთ).

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ერთის მხრივ ვი-------------------–---–ს და მეორეს მხრივ ნა------- და ვლ----------------------ვებს შორის 1994 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ზეპირი გარიგება დაიდო, რომლის საფუძველზეც ვი-------------------–---–მა 800 ლარად შეიძინა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფე-–----------ში, საკომლო ჩანაწერების მიხედვით ნა------- და ვლ----------------------ვების კომლზე რიცხული უძრავი ქონება.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება რომ უძრავი ქონების მფლობელი ვი-------------------–---–ია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სტ------------–----ემ განმარტა, რომ არის ვი-------------------–---–ის მეზობელი და იცნობს მას 1984 წლიდან. იგი აგრეთვე იცნობდა ნა---------------------ვას და ვლ----------------------ვს. ნა-------ს პირველი მეუღლე იყო ვი-------------------–---–ის ძმა ნი----–---- ყ----------–---–ი, მათ შვილები არ ჰყოლიათ, მის გარდაცვალების შემდეგ ნა------- ცოლად გაჰყვა ვლ----------------------ვს, რომელთანაც აგრეთვე არ ჰყავდა შვილი. ნა------- და ვლ----------------------ვებს უკრაინაში წასვლა სურდათ ამიტომ კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვა გადაწყვიტეს. ვი-------------------–---–მა მათ 800 ლარი გადაუხადა. თავად ფულის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ეს გარმეოება მას თავად ნა---------------------ვასგან იცის. მოწმემ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე გარიგება 1994 წელს შედგა. მანვე განმარტა, რომ ვლ----------------------ვის ავადმყოფობის გამო მათ უკრაინაში წასვლა ვეღარ შეძლეს და ბოლო პერიოდი ისევ იმ სახლში ცხოვრობდნენ. მოწმის განმარტებით, ეს ქონება ადრე ვიქტოს ყ----------–---–ის მშობლებს ეკუთვნოდათერთ ეზოში არის ორი პატარა სახლი და ის სახლი, სადაც ნა------- და ვლ--------ი ცხოვრობდნენ იყო ვიქტორის მშობლების.

2018 წლის 01 ოქტომბერს განხორციელდა ადგილზე დათვალიერება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სადავო ქონება მდებარეობს ვი-------------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ. საცხოვრებელ სახლში თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ნა----–--------------------------–---–ი ცხოვრობს. მისი განმარტებით ვი-------------------–---–ი მისი გარდაცვლილი ქმრის ნათესავია და ვი-------------------–---–ის თანხმობით 2015 წლიდან ცხოვრობენ ამ უძრავ ქონებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი კი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, რომლის მიხედვით სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მხარეთა ახსნა-განმარტება, უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საარქივო ცნობები, საჯარო რეესტრიდან და სანოტარო პალატიდან გაცემული ცნობები, აგრეთვე მოწმის ჩვენება და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ერთის მხრივ ვი-------------------–---–ს და მეორეს მხრივ ნა------- და ვლ----------------------ვებს შორის 1994 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ზეპირი გარიგება დაიდო, რომლის საფუძველზეც ვი-------------------–---–მა 800 ლარად შეიძინა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფე-–----------ში, საკომლო ჩანაწერების მიხედვით ნა------- და ვლ----------------------ვების კომლზე რიცხული უძრავი ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობები (ს.ფ. 16; 18);

- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 19-21);

- საარქივო ცნობები (ს.ფ. 13-14);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვები (ს.ფ. 29-32);

- ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობები (ს.ფ. 24-28);

- ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 131-132);

- მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლოს 12.10.2018 წლის სხდომის ოქმი 12:31:30-12:32:50 სთ).

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ ვი-------------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს წარმოადგენს თუ არა სადავო ქონება უმკვიდრო ქონებას და დაიდო თუ არა ვი-------------------–---–სა და ნა------- და ვლ----------------------ვებს შორის გარიგება 1994 წელს. ამასთან, დავის გადაწყვეტა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს, ვინაიდან მითითებული კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმა იძლევა საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებით იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადასტურება. ასეთად მიჩნეულია აგრეთვე მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდის ფაქტი.

როგორც სარჩელში, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ნა------- ვლ----------------------ვებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის სანაცვლოდ 1994 წელს 800 ლარი გადაუხადა. აღნიშნული გარემოება დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სტ------------–----ემ, რომელმაც განმარტა, რომ მან ნა---------------------ვასგან იცოდა, რომ უძრავი ქონების სანაცვლოდ ვი-------------------–---–მა 800 ლარი გადასცა. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება ან განმარტება, რაც მოწმის ჩვენების არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების და სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ სადავო ქონება ნამდვილად ნა------- და ვლ----------------------ვებს ეკუთვნოდათ და მათ მემკვიდრე არ ჰყოლიათ. აგრეთვე დაადგინა, რომ ვი-------------------–---–სა და ნა------- და ვლ----------------------ვებს შორის 1994 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის ზეპირი გარიგება დაიდო, რომლის საფუძველზეც ვი-------------------–---–მა მათ 800 ლარი გადაუხადა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ის სამართლებრივი გარიგება, რომელიც მოსარჩელეს უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

6.3. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემული AA2012003344-03 ცნობის მიხედვით ნა---------------------ვას და ვლ----------------------ვის კომლზე აღრიცხულია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი 32 კვ.მ. და 0.25 ჰა მიწის ფართი, მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფე-–-----------ი. ნა---------------------ვა გარდაიცვალა 2011 წლის 12 მაისს, ხოლო ვლ----------------------ვი - 2008 წლის 21 მარტს. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ნა---------------------ვას და ვლ----------------------ვის სამკვიდრო ქონებაზე და მათი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. აგრეთვე დადასტურებულია, რომ ნა------- და ვლ----------------------ვებს არ ჰყავდათ შვილები.

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემული AA2012003344-03 ცნობის მიხედვით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფე-–----------ში მდებარე, საარქივო ცნობების მიხედვით ნა-----------------–---–ის (გარდაცვალების მოწმობის მიხედვით ნა---------------------ვა) და ვლ----------------------ვზე რიცხული უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი 32 კვ.მ. და 0.25 ჰა მიწის ფართი) წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას და ვინაიდან ვი-------------------–---–ის მიერ ნა------- და ვლ----------------------ვებისთვის 1994 წელს 800 ლარის გადახდის ფაქტი დადასტურდა, ამიტომ უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ვი-------------------–---–ს.

7. საპროცესო ხარჯები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარჩელეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.

ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე კი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარჩელს ერთვის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ვი-------------------–---–ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ დაკმაყოფილდეს.

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის მიერ 03.02.2012 წელს გაცემული AA2012003344-03 ცნობის მიხედვით ნა-----------------–---–ის (გარდაცვალების მოწმობით ნა---------------------ვა) და ვლ----------------------ვის კომლზე აღრიცხული უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი 32 კვ.მ. და 0.25 ჰა მიწის ფართი, მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფე-–-----------ი და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ვი-------------------–---–ს.

3. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

4. მოსარჩელე ვი-------------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (საგადახდო დავალება 1860562722-1, გადახდის თარიღი 15.05.2017 წელი, გადამხდელი ნი-------------ე, გადახდილი თანხა 100 ლრი, სახაზინო კოდი 300503150).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე