გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
611210018002510924
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002510924

#2/254-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.09.2018 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ეკა ნავერიანი

მოსარჩელე - კ---- ტ------–--–--ე,მოსარჩელის წარმომადგენელი - მ------- ხ----–---ი,მოპასუხეები - ჯ------- ქ---–--ე, ი----- დ--------,მოპასუხეების წარმომადგენელი - ე-–--- ლ--------ე,დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

კ---- ტ------–--–--ე ითხოვს ჯ------- ქ---–--ისა და ი----- დ-------ის მფლობელობიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------–--ში მდებარე კ---- ტ------–--–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (სკ 8-----------) ნაწილის - 12125 კვ.მ.-ის ოდენობით გამოთხოვას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის #003984618 დასკვნის შესაბამისად.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ს-------–--ს რამდენიმე ოჯახი ამავე სოფელში ერთობლივად იჯარით ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 10 ჰა-ის ოდენობით, რომელიც პრივატიზაციის პერიოდში შეიძინეს სახელმწიფოსაგან. აღნიშნული უძრავი ქონება 2009 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირდა გურამ დ-------ისა და გიორგი შუბითიძის სახელზე საკადასტრო კოდით 8-----------. 2011 წლის 2 თებერვალს მიწის ნაკვეთი გაიმიჯნა ორ ნაწილად: 8----------- და 8----------- საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთებად. მათგან 49 980 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა კვლავ გიორგი შუბითიძის სახელზე, ხოლო 50 002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა გურამ დ-------ის სახელზე. 2014 წლის 11 ივნისს 8----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მოსარჩელე კ---- ტ------–--–--ის სახელზე. ორივე მიწის ნაკვეთი გამოიყენება საძოვრად მოსარჩელის ქუჩის მაცხოვრებლების მიერ, რადგან მათ სხვა საძოვარი არ აქვთ. თუმცა 8----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთით ისინი სრულად ვერ სარგებლობენ, ვინაიდან მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი - 12125 კვ.მ. უკანონოდ მიითვისეს მათივე თანასოფლელებმა მოპასუხეებმა ჯ------- ქ---–--ემ და ი----- დ--------მ, რომელთაც შემოღობილი აქვთ ნაკვეთი და არ აძლევენ საკუთრებით სარგებლობის საშუალებას. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეებს მისი საკუთრებიდან გასვლის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა ჯ------- ქ---–--ემ და ი----- დ--------მ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათ მიუთითეს, რომ მათ 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან არანაირი შეხება არ აქვთ. მათ მიერ შემოღობილი 12125 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თავისუფალ მიწის ნაკვეთს, რომელიც არ შედის კ. ტ------–--–--ის სახელზე რეგისტრირებულ 50020 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ თავად მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოსგან შეძენილია 10 ჰა. მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილს წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთი. 2018 წლის 7 დეკემბერს #17/13 დადგენილებით მარნეულის რაიონის გამგეობამ სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 26.10.2004 წ. #21/6 სხდომის ოქმის საფუძველზე იჯარით გამოუყო თითო ჰა კარგი ხარისხის სახნავი მიწა ორჯონიკიძეში მცხოვრებ ქ---–--ე ჯონის, ქ---–--ე ვ--–---ის, ქ---–--ე ნ-----–--ს და დ-------- ი-----ს შპს ,,ნერგი 21"-ის მიწებიდან, 2005 წლის იანვრიდან. სანერგე მეურნეობის იმდროინდელი დირექტორის განმარტებით, ვინაიდან მეურნეობაში თავისუფალი მიწები აღარ იყო, სოფელ ორჯონიკიძეში არსებული 12 ჰა საძოვრიდან, საიდანაც 10 ჰა შესყიდული იყო სოფლის რამდენიმე მაცხოვრებლის მიერ, დარჩენილ 2 ჰა-მდე მიწას გაუნაწილებდნენ ჯ------- ქ---–--ეს და ი----- დ--------ს. საძოვრის საერთო ფართობი აიზომა რამდენჯერმე და აღმოჩნდა 118014 კვ.მ. მოპასუხეებმა რეალურად დაიკავეს იმაზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი, ვიდრე უნდა დაეკავებინათ, გაასუფთავეს მიწის ნაკვეთი, სისტემატურად იხდიდნენ სარწყავი წყლის გადასახადს. ისინი ცდილობდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთის გაფორმებას, მაგრამ ვერ მოახერხეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ ფლობენ მოპასუხის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთს, ამასთან, განმარტეს, რომ აღნიშნული მონაკვეთი მან დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთის საზღვრის კონტურების ცვლილებით, არასწორი ნახაზით თავის საზღვრებში მოაქცია მათ სარგებლობაში არსებული ფართიც.

(2018 წლის 8 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 14:22:40-14:23:09).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------–--ში მდებარე უძრავი ქონება (სკ 8-----------) წარმოადგენს კ---- ტ------–--–--ის საკუთრებას.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 34-35).

 

3.1.2 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------–--ში მდებარე უძრავი ქონების (სკ 8-----------) ნაწილს - 12125 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობენ ჯ------- ქ---–--ე და ი----- დ--------.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-4, 2018 წლის 8 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 14:22:40-14:23:09);

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის დასკვნა (ს. ფ. 37-46);

- განაცხადები (ს. ფ. 94-97);

- ქვითარი (ს. ფ. 98);

- სს ,,საქართველოს ბანკის"- წერილი (ს. ფ. 99).

 

3.1.3. მესაკუთრეს სურს, რომ ჯ------- ქ---–--ემ და ი----- დ--------მ შეწყვიტონ მისი კუთვნილი უძრავი ქონების ფლობა, რის თაობაზეც აცნობა მფლობელებს.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-4, 2018 წლის 17 აგვისტოს სხდომის ოქმი, 16:09:43-16:11:10, 16:18:23-16:30:18, 16:30:46-16:33:41, 16:33:45-16:34:22, 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:59:56-12:02:59, 12:01:03-12:10:40, 12:10:43-12:13:57, 12:14:11).

 

3.1.4. მარნეულის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 დეკემბრის #17/13 დადგენილებით დამტკიცდა მარნეულის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2004 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი #21/6 და მიეცა იჯარით 10 წლის ვადით თითო ჰექტარი კარგი ხარისხის სახნავი მიწა წერეთლის საკრებულოს სოფელ ორჯონიკიძეში მცხოვრებთ ქ---–--ე ჯ-------ს, ქ---–--ე ვ--–---ის, ქ---–--ე ნ-----–--ს და დ-------- ი-----ს შპს ,,ნერგი 21"-ის მიწებიდან 2005 წლის 1 იანვრიდან. მარნეულის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს დაევალა აღნიშნული ფართობების გამიჯვნა, მიმაგრება და სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

ქ---–--ე ნ-----–-- და ქ---–--ე ვ--–---ი არიან ჯ------- ქ---–--ის შვილები.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 58, 2018 წლის 17 აგვისტოს სხდომის ოქმი, 16:09:43-16:11:10, 16:18:23-16:30:18, 16:30:46-16:33:41, 16:33:45-16:34:22, 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:59:56-12:02:59, 12:01:03-12:10:40, 12:10:43-12:13:57, 12:14:11);

- მარნეულის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 დეკემბრის #17/13 დადგენილება (ს. ფ. 64 ).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მარნეულის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 დეკემბრის #17/13 დადგენილების საფუძველზე მოპასუხეებს შპს ,,ნერგი 21"-ის დირექტორმა ა-----------------ემ სოფლის საკრებულოს მიწათმომწყობი ვ-–-----------ის და წერეთლის თემის წარმომადგენლის შ--–------------–---–ის მონაწილეობით გამოუყო მიწის ნაკვეთი, რომელიც ფარავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს - 12125 კვ.მ.-ს.

ასევე დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 57-58, 2018 წლის 17 აგვისტოს სხდომის ოქმი, 16:09:43-16:11:10, 16:18:23-16:30:18, 16:30:46-16:33:41, 16:33:45-16:34:22, 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:59:56-12:02:59, 12:01:03-12:10:40, 12:10:43-12:13:57, 12:14:11);

- მოწმე შ--–------------–---–ის ჩვენება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:10:02-11:26:43);

- მოწმე ა-----------------ის ჩვენება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:28:47-11:38:32);

- მოწმე ი-----–--- ქ---–--ის ჩვენება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:40:18-11:53:06);

- მოწმე ა---------– დ-------ის ჩვენება (2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი, 11:55:05-11:59:06),- ინდ. მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის დავით რობაქიძის დასკვნა (ს. ფ. 85-93).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე სამოქალაქო მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. კ---- ტ------–--–--ის მოთხოვნა ჯ------- ქ---–--ისა და ი----- დ-------ის საკუთრებიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე კ---- ტ------–--–--ე.

მოპასუხეები მიუთითებენ, რომ მან არასწორი ნახაზი დაარეგისტრირა, კერძოდ, შეცვალა მიწის ნაკვეთის საზღვრები და არასწორი კონტურებით ააზომინა ამზომველს, რამაც განაპირობა მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში მოქცევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერი სადავოდ არ არის გამხდარი სათანადო წესით. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი კ---- ტ------–--–--ის საკუთრებად ითვლება საჯარო რეესტრში რეგისტირებული საკადასტრო მონაცემებით.

 

6.2. რაც შეეხება ფლობას, საქართველოს სკ-ის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ქონებას ფლობდნენ და დღესაც ფლობენ ჯ------- ქ---–--ე და ი----- დ--------.

ამასთან, საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის უფლება უსაფუძვლოა, თუ ნივთის მფლობელს ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება. მოვალის მფლობელობის უფლების საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული სანივთო უფლებებიდან ნაწარმოები ნივთის ფლობის უფლება, მაგალითად, უზუფრუქტის (242), გირავნობის (254) საფუძველზე. გარდა ამისა, მფლობელობის უფლება შეიძლება წარმოიშვას ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, როგორც ფარდობითი უფლება, მაგალითად, ქირავნობა (531), იჯარა (581), ასევე, შემნახველის მიერ ნივთის დაკავების უფლება (776) და სხვა (ლ. თოთლაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მ. 172, გვ. 4, .

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები განმარტავენ, რომ მათ სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყოთ მარნეულის რაიონის გამგეობის 2004 წლის 7 დეკემბრის #17/13 დადგენილების საფუძველზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ დადგენილებით მათ უძრავი ქონება იჯარით გამოეყოთ 2005 წლის პირველი იანვრიდან 10 წლის ვადით, თუმცა მიიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა ფაქტობრივად განისაზღვრა, მასზე იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამასთან, იჯარის ვადა განისაზღვრა 10 წლით, 2005 წლის 1-ლი იანვრიდან. შესაბამისად, საიჯარო ურთიერთობის ვადა უნდა ამოწურულიყო 2015 წლის 1-ელ იანვარს, რის შემდეგაც მოპასუხეებს სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ექნებოდათ.

შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს დღეისათვის მათ მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, მათი მფლობელობის მართლზომიერება დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე მოითხოვს მათი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, რაც ნიშნავს, რომ მათ მიერ უძრავი ქონების ფლობა მესაკუთრის ნებას არ შეესაბამება და, შესაბამისად, არამართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხთა მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან, მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დეკისროს 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი 201 ლარის დაკისრებას მოპასუხეებისათვის, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. კ---- ტ------–--–--ის სარჩელი ჯ------- ქ---–--ისა და ი----- დ-------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. ჯ------- ქ---–--ისა და ი----- დ-------ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-------–--ში მდებარე კ---- ტ------–--–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (სკ 8-----------) ნაწილი - 12125 კვ.მ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივნისის #003984618 დასკვნის შესაბამისად.

 

3. მოპასუხეებს ჯ------- ქ---–--ესა და ი----- დ--------ს კ---- ტ------–--–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი საზღაურის - 201 (ორას ერთი) ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეებს ჯ------- ქ---–--ესა და ი----- დ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 60 (სამოცი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

6. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი