გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030210018002268800
№2/61-2018
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
მოსარჩელე: გ------ შ---------,მოპასუხე: შპს „---------- გ------- ი-–-----,დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 23 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა გ------ შ---------მ მოპასუხე შპს „------ ტ-------–--- მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
2018 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მომართა სასამართლოს არასათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე და მოპასუხედ შპს „------ ტ-------–--- ნაცვლად მიუთითა შპს „---------- გ------- ი-–-----“.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 07 ივნისიდან 25 ივნისამდე მუშაობდა სამკერვალო საამქროს მშენებლობაზე, რომელიც მდებარეობს ქ.ფოთში, ფ------- ქუჩაზე. მშენებლობას ახორციელებდა შპს “------ ტ-------–--. მოპასუხესა და მას შორის არ ყოფილა წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, მათ შორის შრომითი ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით. იმუშავა ხელოსნად, მისი მოვალეობა იყო მცირე საკედლე ბლოკის წყობა, მის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 1100 (ათას ასი) ლარს. 2017 წლის 25 ივნისს დაასრულა სამუშაო, მაგრამ დღემდე მიუღებელი აქვს ხელფასი. მან მიმართა შპს „------ ტ-------–--- რათა განემარტათ, თუ რატომ არ აძლევდნენ მის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ სარგოს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მათ უარი განაცხადეს ანაზღაურებაზე. მიუხედავად მისი არაერთგზისი მოთხოვნისა დღემდე არ მომხდარა საბოლოო ანგარიშსწორება. ოჯახში აქვს მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, არის პენსიონერი, ოჯახში ჰყავს მეუღლე, რომელიც არის პენსიონერი და ორი სრულწლოვანი შვილი, რომლებიც უმუშევრები არიან, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი ყოფა უმძიმესია და თითოეული თეთრი მისი ოჯახისათვის წარმოადგენს საარსებო წყაროს. ითხოვს მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის 1100 (ათას ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ითხოვს მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ დაეკისროს ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07 პროცენტი, კერძოდ, 2017 წლის 25 ივნისიდან დაეკისროს 1100 (ათას ასი) ლარის 0,07 პროცენტი, რაც შეადგენს დღეში 0,77 ლარს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ ჩაბარდა 2018 წლის 28 ივნისს, საჯარი შეტყობინების გზით. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2018 წლის 09 ივლისის ჩათვლით), აღნიშნულ ვადაში მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე - 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოთ აღინიშნა, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს ჩაბარდა საჯარო შეტყობინების მეშვეობით, 2018 წლის 28 ივნისს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2018 წლის 09 ივლისის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლით, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მე-7, მე-10 და 31-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 233-237-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გ------ შ---------ს სარჩელი, მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ (ს/ნ 4--------, იურიდიული მისამართი ქ. ბათუმი, გ------–-- ქ.№1--, ბინა 8) დაეკისროს გ------ შ---------ს სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის 1100 (ათას ასი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ დაეკისროს ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისათვის პროცენტი, კერძოდ, 2017 წლის 25 ივნისიდან 1100 (ათას ასი) ლარის 0,07 პროცენტი მოსარჩელე გ------ შ---------ს სასარგებლოდ, რაც შეადგენს დღეში 0,77 ლარს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. მოპასუხე შპს „---------- გ------- ი-–-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეს გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე შოთა სირაძე