განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2018
საქმის ნომერი
120100118002444202
დავის ტიპი
126 1
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 18002444202-1/204-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---------–---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ--–------–-–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი № 0----------- დაბადებული 1----–-–------------------- მცხოვრები - ა---–---–----------------------–---------–---

 

ადვოკატი -----------------

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ--–------–-–---–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი:

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, გ--–------–-–---–-ს ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის მ------- თვეში ქ-----––---–----–----–---–--------–ი მდებარე ბ--–--–----–-–---–-- ნაქირავებ ბინაში სტუმრად მისულმა გ--–------–-–---–-- ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ბ--–--–----–-–---–-, რის შედეგადაც ხელის დარტყმით წააქცია ძირს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

1.2. ამდენად, გ--–------–-–---–-- ჩაიდინა სხვაგავარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 გ--–------–-–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეთა - ბ--–--–----–-–---–-- და ვ--–---------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, გ--–------–-–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ კ---------–---–---–-- ბრალდებულ და მის ადვოკატს ზ-------------ს შორის.

 

3.2. პროკურორმა კ---------–---–---–მა ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გ--–------–-–---–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა კ---------–---–---–მა, ბრალდებულმა გ--–------–-–---–-- და მისმა ადვოკატმა ზ-------------მ.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული გ--–------–-–---–- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები გ--–------–-–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ გ--–------–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

3. გ--–------–-–---–- (პირადი №-----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გ--–------–-–---–-ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2-------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავარი 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--–------–-–---–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფისათვის 2018 წლის 2--------–- შეტანილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტან - გ--–------–-–---–ს(პირადი №-----------).

 

8. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

9. გ--–------–-–---–-ს მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

11. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები;

 

12. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი