გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/458-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.09.201- წ. ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური
მოსარჩელე - სს ”თ----- ბანკი”
წარმომადგენელი - ი--რი წერეთელი
მოპასუხე - ვ-–ადიმერ გ---იტაშვილი, დ---ენიკ გ--ორკიანი
დავის საგანი - საბანკო კრედიტის დავალიანებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ-–ადიმერ გ---იტაშვილისა და დ---ენიკ გ--ორკიანისათვის 2-60.3- ლარის დაკისრება;
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ-–ადიმერ გ---იტაშვილს შორის დაიდო საბარათე ოველდრაფტის ხელშეკრულება N43-331403-000072. კრედიტის მოცულობა იყო 1000 ლარი. 2014 წლის 11 დეკემბერს მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი 1--0 ლარამდე და სესხის ხელშეკრულებას მიენიჭა ახალი ნომერი №45-32455-000034. კრედიტი გაიცა 12 თვის ვადით, წლი--რი 42 %-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ დღეზე 15 ლარი, ყოველი შემდგომი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვი--რად თანდართული გრაფიკით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს ერთის მხრივ მოსარჩელესა და მეორეს მხრივ მოპასუხე დევერიკ გ--ორკიანს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე დ---ენიკ გ--ორკიანმა, როგორც სოლიდარულმა მოვალემ აიღო ვალდებულება მოპასუხე ვ-–ადიმერ გ---იტაშვილის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარულად მოპასუხე ვ-–ადიმერ გ---იტაშვილთან ერთად. სოლიდარული ვალდებულების თანხის მაქსიმალური ოდენობამ შეადგინა 1300 ლარი.
მოპასუხის მიერ სესხის პირობები პირველად დაირღვა 2015 წლის 12 იანვარს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად.
2016 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით დავალიანებაა 2-60.3- ლარი, საიდანაც ძირითადი თანაა 1--0 ლარი, პროცენტი 6---86 ლარი, ჯარიმა 547.53 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ-–ადიმერ გ---იტაშვილმა წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის გადაიხადოს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რაც შეეხება ჯარიმას ის უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ.
მოპასუხე დევერიკ გ--ორკიანის მიერ წერილობითი შესაგებელი წარმოდგენილი არ არის, მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა არის გადაიხადოს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რაც შეეხება ჯარიმას ის უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ვ-–ადიმერ გ---იტაშვილს შორის დაიდო საბარათე ოველდრაფტის ხელშეკრულება N43-331403-000072. კრედიტის მოცულობა იყო 1000 ლარი. 2014 წლის 11 დეკემბერს მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი 1--0 ლარამდე და სესხის ხელშეკრულებას მიენიჭა ახალი ნომერი №45-32455-000034. კრედიტი გაიცა 12 თვის ვადით, წლი--რი 42 %-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველ დღეზე 15 ლარი, ყოველი შემდგომი ვადაგადაცილების შემთხვევაში გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვი--რად თანდართული გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
3.1.2. მოპასუხის მიერ სესხის პირობები პირველად დაირღვა 2015 წლის 12 იანვარს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად. 2016 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით დავალიანებაა 2-60.3- ლარი, საიდანაც ძირითადი თანაა 1--0 ლარი, პროცენტი 6---86 ლარი, ჯარიმა 547.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ანგარიშიდან ამონაწერი
- სარჩელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 41--ე, 419-ე, 420–ე, 3-4-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვ-–ო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვ-–ებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 11 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 1--0 ლარი, სადაც სესხის სარგებელი განისაზღვრა წლი--რი 42%-ით. მოცემულ შემთხვევაში სარგებლის სახით მოპასუხესათვის დასაკისრებელი თანხა განისაზღვრება 6---86 ლარით.
მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 11 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მსესხებელს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. სადაო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით არ დააბრუნა სესხის თანხა. მისი დავალიანება ძირითადი თანხის ნაწილში შეადგენს 1--0 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა ვ-–ადიმერ გ---იტაშვილმა და დევერიკ გ--ორკიანმა ცნეს სარჩელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხეთათვის ამ თანხების დაკისრების საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და თანხმობა განაცხადეს მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადონ სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 1712.86 ლარის გადახდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროს ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
სესხის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს სახით 547.53 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-31--301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვ-–ევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასმატეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერი--მი (მაგალითად დიდი თანხა), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასმატეხლოს პირობების შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, თავის თავში მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვ-–ენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მი--ხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია როგორ ყოველდღი--რად გადასახდელი თანხის ოდნობის, ისე ჯამურად მოთხოვნილი თანხის გამო. აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ნაცვ-–ად მოთხოვნილი 547.53 ლარისა მოპასუხეებსს უნდა დაეკისროს 87.14 ლარი.
ამდენად, მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხაა - სესხის ძირი 1--0 ლარი, გადაუხდელი სარგებელი 6---86 ლარი, პირგასამტეხლო 87.14 ლარი. საერთო ჯამში მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხაა 1-00 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბი--ჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორცი--ლად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორცი--ლად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 2-60.3- ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 1712,86 ლარის ნაწილში, რაც მოთხოვნილი თანხის 75,78% შეადგენს. ამდენად, მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი ბაჟი 75.78 ლარია, მოპასუხეების მოსარჩელისათვის დასაკისრებელი ბაჟი შეადგენს 3 (სამი) ლარს 87(ოთხმოცდაშვიდ) თეთრს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრებული თანხის პროპორცი--ლი ბაჟი, რაც გადახდილი ამოსარჩელის მიერ, რჩება ბი--ჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,თ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
2. ვ-–ადიმერ გ---იტაშვილს (პ/ნ 3----------) და დ---ენიკ გ--ორკიანს (პ/ნ 5----------- სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1-00 (ათასრვაასი) ლარის გადახდა;
3. მოსარჩელის მოთხოვნა ვ-–ადიმერ გ---იტაშვილისათვის (პ/ნ 3----------) და დ---ენიკ გ--ორკიანისათვის პირგასამტეხლოს სახით 460.3- ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ვ-–ადიმერ გ---იტაშვილს (პ/ნ 3----------) და დ---ენიკ გ--ორკიანს (პ/ნ 5----------- სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 3 (სამი) ლარის 87(ოთხმოცდაშვიდი) თეთრის გადახდა;
5. სს ,,თ----- ბანკის’’ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბი--ჯეტში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75,78 ლარი, რაც 2017 წლის 30 ივნისს გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE2-, სახაზინო კოდი 300763150. გადამხდელი სს ,,თ----- ბანკი’’ (ს/კ 2--------)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვ-–ა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი