გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
330210018002339283
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7116-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივ--ი - დალი მახაური

მოსარჩელე - შპს „რე--–----------------ი“

წარმომადგენელი - ნი---------–--ე

მოპასუხე - პა----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ვლ---------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. პა----------–-–---–ს შპს „რე--–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 10 000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა პროცენტთან ერთად შეადგენს - 9188 ლარს და პირგასამტეხლო - 812 ლარს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოპასუხე პა----------–-–---–ს შპს „რე--–----------------იდან“ 2014 წლის 21 აგვისტოს №08---3 ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს სესხი - 16 000 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: მოქმედების ვადა - 30 დღე; საპროცენტო განაკვეთი - 10% ანუ 1600 ლარის დარიცხვით. ჯამურად კომპანიისათვის მსესხებლის მიერ დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა - 17 600 ლარს. გაცემული თანხა დარიცხულ პროცენტთან ერთად ჯამდება და იყოფა 30 კალენდარულ დღეზე, რომელსაც მსესხებელი კომპანიას უხდის ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში. ამდენად, მსესხებლის მიერ ყოველდღიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა - 586.66 ლარს. აქედან ძირითადი თანხა იყო - 533.32 ლარი და პროცენტი - 53.34 ლარი. მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა როგორც ძირითადი თანხა, ისე პროცენტი.

 

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი იხდის ჯარიმას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით. ასევე, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხის 0.5%-ს. ამასთან, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი იტოვებს უფლებას მსესხებელს მოსთხოვოს დარჩენილი სესხისა და პროცენტის სრული ოდენობით დაუყოვნებლივ დაფარვა დარიცხულ ჯარიმა-საურავებთან ერთად.

 

2014 წლის 26 ოქტომბრიდან მსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოპასუხეს ყოველდღიურად ერიცხება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა და საურავი. დავალიანების არსებობის გამო, მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი შეტყობინებით, თუმცა უშედეგოდ.

 

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს - 8412 ლარს, ხოლო ჯარიმა-საურავის სახით მოპასუხის სესხზე დარიცხული დავალიანება 2014 წლის 26 ოქტომბრიდან 2017 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით შეადგენს - 53534.6 ლარს. შესაბამისად, 2017 წლის 06 ნოემბრის მდგომარეობით, პა----------–-–---–ს შპს „რე--–----------------ის“ მიმართ ერიცხება დავალიანება - 62722.6 ლარის ოდენობით. აქედან ძირი თანხაა - 8269.2 ლარი, პროცენტი - 918.8 ლარი, ჯარიმა - 5235 ლარი, ხოლო საურავი - 48299.6 ლარი. ჯამში - 62722.6 ლარი. თუმცა, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვს მოპასუხისათვის ჯამში 10 000 ლარის დაკისრებას, საიდანაც სესხის ძირი თანხა და პროცენტი ჯამში შეადგენს - 9188 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 812 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა -განმარტებით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ პა----------–-–---–ს სრულად აქვს შესრულებული მასსა და შპს „რე--–----------------ს“ შორის 2014 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული №08---3 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებები. ამასთან, მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 21 აგვისტოს პა----------–-–---–სა და შპს „რე--–----------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №08---3, რომლის საფუძველზეც პა----------–-–---–ს, 30 კალენდარული დღის ვადით, სესხის სახით გადაეცა - 16 000 ლარი. მთლიანი სარგებელი აღნიშნულ პერიოდში გაცემულ სესხზე შეადგენდა 10%-ს შესაბამისად - 1600 ლარს. მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ჯამურად - 586.66 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა იყო - 533.32 ლარი, ხოლო პროცენტი - 53.34 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო - 24.09.2014წელს.

 

ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში იხდის ჯარიმას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით, ასევე გადასახდელი დავალიანების 0.5% პირგასამტეხლოს სახით. ხოლო, 2.4. პუნქტის თანახმად, კი ხელშეკრულების 2.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობები მოქმედებს მანამ, სანამ მსესხებელი სრულად არ დაფარავს მასზე დარიცხულ დავალიანებას დარიცხულ ჯარიმა -საურავებთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.08.2014წ. ხელშეკრულება №08---3 (იხ. ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. პა----------–-–---–ის მიერ, მხარეთა შორის 21.08.2014წ. გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშწორების ბარათი №08---3 (იხ. ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს შესრულებული მასსა და შპს „რე--–----------------ს“ შორის 2014 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული №08---3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ასევე ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ სრულად არის შესრულებული მასსა და შპს „რე--–----------------ს“ შორის 21.08.2014წ. დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები. ამავდროულად სადავო არ არის, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს პა----------–-–---–სა და შპს „რე--–----------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №08---3, რომლის საფუძველზეც პა----------–-–---–ს, 30 კალენდარული დღის ვადით, სესხის სახით გადაეცა - 16 000 ლარი. მთლიანი სარგებელი აღნიშნულ პერიოდში გაცემულ სესხზე შეადგენდა 10%-ს შესაბამისად - 1600 ლარს. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას. სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი, თუმცა მოპასუხეს არ წარმოუდგენია სადავოდ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებისა და სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, სწორედ მსესხებელს ეკისრება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებში სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების მტკიცების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, კი მსესხებელს, მითითებულის დასაბუთების თვალსაზრისით სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, პა----------–-–---–ს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშსწორების გზით, მისარჩელის სასარგებლოდ ნაკისრი ვალდებულების სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა.

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დადასტურება.

 

შესაბამისად, ვინაიდან დადგენილად არ იქნა მიჩნეული მოპასუხის მიერ 21.08.2014წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი, ხოლო მხარეები სადავოდ არ ხდიან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე პა----------–-–---–ს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2014 წლის 21 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ფულადი ვალდებულებები.

 

3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 21 აგვისტოს №08---3 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ჯამში - 10 000 ლარის (სესხის ძირი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო) დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვ--ია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავ--სის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით, ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. დასახელებული ნორმით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებია: ავ--სის, ან პროცენტის გადახდა, გარანტიის მიცემა, ან სხვაგვარად აღიარება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის წინაშე. ამასთან, ნორმაში მითითებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გულისხმობს ვალდებული პირის მიერ მოქმედების განხორციელებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2014 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, პა----------–-–---–ს სესხის სახით მიღებული 16 000 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი 1600 ლარი უნდა გადაეხადა ყოველდღიურად - 586.66 ლარის გადახდით 30 კალენდარული დღის ვადაში - 2014 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. ამასთან, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს სრულად აქვს შესრულებული 21.08.2014წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები, ხოლო №08---3 ანგარიშსწორების ბარათის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე პა----------–-–---–ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავ--სის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ხოლო, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, კი თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის აღიარება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებულ მოვალის ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა. აღნიშნული მუხლით დადგენილი - ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ. №ას-330-733-06; 19.12.2006წ.).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის - 2014 წლის 24 სექტემბრის შემდგომ, მოპასუხე პა----------–-–---–ის მიერ აღნიშნულ სესხზე თანხის გადახდით მან შპს „რე--–----------------ის“ წინაშე აღიარა მოთხოვნის არსებობა, ვინაიდან პა----------–-–---–ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს, ხანდაზმულობის ვადის დენა ბოლოს შეწყდა სწორედ ამ დროიდან და ვადის ათვლა დაიწყო თავიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა დასრულდა - 2017 წლის 19 ნოემბერს. ამასთან, უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლის 07 მარტამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის გასული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 29 ივლისს, სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებების გამო: მოსარჩელის განმარტებით, ივ--ე ჩა---–-–---–ს, როგორც პა----------–-–---–ის სესხზე თავდებ პირსა და შპს „რე--–----------------ს“ შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ახალ გრაფიკზე და რომლითაც ივ--ე ჩა---–-–---–ის მიერ ხდებოდა როგორც მისი პირადი სესხის, ასევე პა----------–-–---–ის 21.08.2014წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა. აღნიშნულიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განხორციელდა 2015 წლის 29 ივლისს. თუმცა, სასამართლო განუმარტავს მოსარჩელე მხარეს, რომ თუნდაც ივ--ე ჩა---–-–---–ის მიერ მორიგების აქტის შედგენა და თანხის გადახდა განხორციელებულიყო პა----------–-–---–ის სასარგებლოდ, მისი სესხის დაფარვის მიზნით, აღნიშნული გარემოება ვერ მოახდენს ზემოქმედებას მხარეთა შორის 21.08.2014წ. გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე. ურთიერთობის ასეთ რეგულირებას არ ითვალისწინებს სამოქალაქო კანონმდებლობა.

 

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვ--ი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „რე--–----------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვ--ელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე, 137-ე, 144-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს პა----------–-–---–სა და შპს „რე--–----------------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №08---3, რომლის საფუძველზეც პა----------–-–---–ს, 30 კალენდარული დღის ვადით, სესხის სახით გადაეცა - 16 000 ლარი. მთლიანი სარგებელი აღნიშნულ პერიოდში გაცემულ სესხზე შეადგენდა 10%-ს შესაბამისად - 1600 ლარს. მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ჯამურად - 586.66 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა იყო - 533.32 ლარი, ხოლო პროცენტი - 53.34 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო - 24.09.2014წელს.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე პა----------–-–---–ს სრულად აქვს შესრულებული მასსა და შპს „რე--–----------------ს“ შორის ზემოთ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები. შესაბამისად, ვინაიდან სადავოდ არ არის გამხდარი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს ვალდებულ პირს უარი თქვას შესრულებაზე.

 

დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 316-ე და 317-ე, 623-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „რე--–----------------ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვ--ელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „რე--–----------------ის“ სარჩელი პა----------–-–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე