განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
050100118002350684
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0---------------84

საქმე N 1----18

განაჩენი

საქართველოს სახელით

1--10.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნ------------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: რ-----------------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N05---------2

ბრალდებული: ე------------–---–ი

მამის სახელი: რ-----–ი

დაბადებული: 1--07.19-- წელი

პირადი ნომერი: 3--------79

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი სოფელი ნ-------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტები.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ე------------–---–ი, რძალთან, ი--------------თან, რომელთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დედასთან მ---–---------–---–თან, ძმასთან გ----------–---–თან, ძმისშვილებთან ნ--------------–----------–---–--თან ერთად, ცხოვრობდა ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში, სადაც 201- წლის აგვისტოს თვიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად, ძმის მეუღლეს, ი-------------- და არასრულწლოვან ძმისშვილებს ნ--------------–----------–---–--ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ე------------–---–ი ამცირებდა რძალს და ძმისშვილებს, მიმართავდა მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა დედისა და სხვა ნათესავების მისამართით, აიძულებდა ღამე გაეთიათ სიცივეში გარეთ ან მეზობელთან. ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ე------------–---–ი აგრესიული ხდებოდა ი-------------ს, ნ--------------–----------–---–--ის მიმართ, რის გამოც ისინი თავს დამცირებულად გრძნობდნენ, განიცდიდნენ შიშს და ტანჯვას.

 

1.2. ე------------–---–ი, რძალთან, ი--------------თან, რომელთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დედასთან მ---–---------–---–თან, ძმასთან გ----------–---–თან, ძმისშვილებთან ნ--------------–----------–---–--თან ერთად, ცხოვრობდა ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც 20-7 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი--------------, ამასთან, შეპასუხების გამო განაწყენებულმა ე------------–---–მა ხელში მოიმარჯვა ლითონის სკამი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოედევნა ი--------------, რომელსაც გაუჩნდა ე------------–---–ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

 

ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.1. ბრალდებულმა ე------------–---–მა, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ დაზარალებულებისათვის არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფა და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია ი--------------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ი-------------მ განმარტა, რომ დაოჯახების შემდეგ, 16 წელი, ცხოვრობს ო----------ის რაიონის სოფელ ნ-------ში და ოჯახის წევრებს წარმოადგენენ მეუღლე - გ----------–---–ი, შვილები - ნ--------------–----------–---–--ი, დედამთილი - მ---–---------–---–ი და მაზლი - ე------------–---–ი, რომელიც უმთავრესად ციხეში იმყოფებოდა, თუმცა როდესაც სასჯელის მოხდას ასრულებდა, მათთან ცხოვრობდა. 20-7 წლის 30 დეკემბერს, მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ე------------–---–ის შვილი - რ-----–-------–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. რ-----–ს არ ქონდა ურთიერთობა მამასთან და შერიგება სურდა. ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ე------------–---–მა და რ-----–-------–---–მა დაიწყეს ჩხუბი, აგინებდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. ი-------------მ აღნიშნა, რომ აშველებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რა დროსაც ე------------–---–მა დაუწყო მას გინება, ხოლო ნ---------–---–ს მუშტი მოუღერა და დაემუქრა ფიზიკური შეურაცხყოფით. რ-----–-------–---–ი გააცილა სახლიდან და ვიდრე სახლში შევიდოდა, გაიგონა, როგორ ეუბნებოდა ე-------------–---–ი, თავის ძმას, გ----------–---–ს, რომ "კუდიანი შვილები" ყავდა, აგინებდა ბავშვებს და თხოვდა, რომ ისინი მოეშორებინა სახლიდან. შვილების მიმართ გინება ვეღარ მოითმინა და მოსთხოვა ე------------–---–ს აეხსნა რატომ აყენებდა ბავშვებს შეურაცხყოფას. ე------------–---–მა კი დაუწყო გინება იმ სიტყვებით, რაც გამოკითხვის ოქმში აქვს დაფიქსირებული, აიღო სკამი, წავიდა მისი მიმართულებით, იქნევდა სკამს და მოკვლით ემუქრებოდა. ე-------------–---–ის ქცევის გამო, შეეშინდა, იფიქრა, რომ ნამდვილად დაარტყამდა და მოკლავდა ე------ი, რის გამოც, შვილებთან ერთად, გაიქცა სახლიდან. ე------ი კი განაგრძობდა მისი მიმართულებით გინებას და თან ემუქრებოდა, რომ პოლიცია არ გამოეძახებინა. ე-------------–---–ის მხრიდან აღნიშნული არ იყო პირველი შეურაცხყოფის ფაქტი. ი-------------ს განმარტებით, ე------------–---–ი კვირაში სულ მცირე სამჯერ მაინც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც საკუთარი თავის რცხვენოდა, ასევე რცხვენოდა შვილების და ეშინოდა. მისივე ჩვენებით, ე-------------–---–მა, გარდა იმისა, რომ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მას უთხრა, რომ ისე არ წავიდოდა ციხეში, ვიდრე სამ სიურპრიზს არ გაუკეთებდა და შემდგომ "სამუდამოზე წავიდოდა". ი-------------ს განმარტებით სამ სიურპრიზში ბრალდებული გულისხმობდა ბავშვებს და მისი შეფასებით, ამ სიტყვებით ე------ი, შვილების მოკვლით დაემუქრა. ე-------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ბავშვებს ძალიან ეშინოდათ და როდესაც იძინებდნენ, საძინებელი ოთახის კარს კეტავდნენ. მისი შეფასებით ე------------–---–ის ასევე ეშინოდა გ----------–---–ს, რადგან მისი თანდასწრებით აყენებდა ე------ი შეურაცხყოფას გ----------–---–ის მეუღლეს და შვილებს, ხოლო გ----------–---–ი ძმას ვერაფერს ეუბნებოდა. ე------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო იძულებული გახდა შვილებთან ერთად დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და მშობლების ოჯახში დაბრუნდა.

 

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ---------–---–მა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში ცხოვრობდა მშობლებთან, დებთან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. ამჟამად კი ცხოვრობს დედის მშობლების სახლში. 20-7 წლის 30 დეკემბერს, იმყოფებოდა მამის სახლში, სადაც სტუმრად მოვიდა ე------------–---–ის შვილი, რ-----–-------–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. მოამზადეს სუფრა და ალკოჰოლური სასმელი მიიღეს, მამამ - გ----------–---–მა, ბიძამ - ე-------------–---–მა და ბიძაშვილმა - რ-----–-------–---–მა. სუფრის მსვლელობის დროს ე------იმ და რ-----–იმ დაიწყეს ჩხუბი, ხოლო დედა აშველებდა მათ რა დროსაც ე------იმ დედას, ი-------------- დაარტყა ხელი და აგინებდა მას. რ-----–ი გაიყვანეს გარეთ, რომელიც წავიდა მეუღლესთან ერთად. დედა კი დაბრუნდა სახლში და გაიგონა როგორ აგინებდა ე------------–---–ი ი--------------. ასევე დაინახა, რომ ე------------–---–ი იდგა კართან, ხელში ეკავა სკამი და დედას მოკვლით ემუქრებოდა. მათ ოჯახში ყოველთვის ასეთი სიტუაცია იქმნებოდა, როდესაც ე------ი გამოდიოდა ციხიდან. ე------ი აგინებდა, როგორც მას, ასევე, მის დებს და მშობლებს, რის გამოც განიცდიდა სულიერ ტანჯვას, კერძოდ, ეშინოდა და რცხვენოდა. ნ---------–---–მა აღნიშნა, რომ ე------ის მიმართ არსებული შიშის გამო, დაძინებისას კეტავდნენ საძინებელი ოთახის კარს. მისივე ჩვენებით, ე------მა უთხრა მათ, რომ სამ სიურპრიზს ამზადებდა და შემდეგ "სამუდამოზე წავიდოდა".

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული, არასრულწლოვანი დაზარალებულის ა--------–---–-ს ჩვენებით, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში ცხოვრობდა მშობლებთან, დებთან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. ამჟამად კი ცხოვრობს დედის მშობლების სახლში. 20-7 წლის 30 დეკემბერს იმყოფებოდა მამის სახლში. მათთან სტუმრად მივიდა ე------ის შვილი რ-----–-------–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. სუფრის მსვლელობის დროს ე------მა და რ-----–იმ დაიწყეს ჩხუბი. დედამ ი-------------მ გააშველა დაპირისპირებული მხარეები და რ-----–ი, თავის მეუღლესთან ერთად გაიყვანა გარეთ. როდესაც დედა დაბრუნდა სახლში, ე------ი გამოეკიდა მას სკამით, სდია კარამდე, თან მოკვლით ემუქრებოდა და დაინახა, როგორ მორბოდა დედა სახლიდან. მისივე ჩვენებით, ე-------------–---–ი, თითქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და მის დებს. ე------ის ქცევის გამო ეშინოდა და რცხვენოდა. ა--------–---–მა აღნიშნა, რომ არ სურდა ე------------–---–ს, რაიმე შეღავათით ესარგებლა, რადგან ეშინოდა მისი. მისი ჩვენებით, ე------------–---–ი დაემუქრა მათ და აღნიშნა, რომ საახალწლოდ სამ სიურპრიზს უმზადებდა, რის გამოც დაეუფლა შიში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ლ----------–---–მა განმარტა, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში ცხოვრობდა მშობლებთან, დებთან და ბებიასთან ერთად. მათთან ასევე ცხოვრობდა მამის ძმა, ე------------–---–ი. ლ----------–---–ის ჩვენებით, ბიძა და მამა ხშირად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ე------------–---–ი, დედას ი-------------- ხშირად ეჩხუბებოდა და აგინებდა. ე------ი ასევე აგინებდა მას და მის დებს, რის გამოც რცხვენოდა, ეშინოდა და თავს დამცირებულად გრძნობდა. დღემდე ეშინია ე------------–---–ის და არ სურს, რომ სახლში მათთან დაბრუნდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა გ----------–---–მა აღნიშნა, რომ ე------------–---–ი არის მისი ძმა. 20-7 წლის 30 დეკემბერს, მასთან, სახლში სტუმრად მივიდა ე------ის შვილი, რ-----–-------–---–ი, თავის მეუღლესთან ერთად. მეუღლემ, ი-------------მ მოამზადა სუფრა. ე------ი და რ-----–ი, სუფრის მსვლელობის დროს შეკამათდნენ და შეეცადნენ ერთმანეთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, თუმცა დაპირისპირებული მხარეები გააშველეს. ი-------------მ რ-----–ი განარიდა სიტუაციას და მეუღლესთან ერთად გაიყვანა გარეთ. თავად კი დარჩა სახლში ე------------–---–თან ერთად. მცირე ხნის გასვლის შემდეგ სახლში დაბრუნდა ი------------- და გაიგონა, როგორ იგინებოდა ე------------–---–ი მისი და შვილების მიმართ. ი----ს კითხვაზე, თუ რატომ ილანძღებოდა, ე------------–---–მა აიღო სკამი, გაეკიდა ი----ს ოთახის კარამდე და თან აგინებდა მას. ი------------- იძულებული გახდა, ბავშვებთან ერთად, გაქცეულიყო სახლიდან და საცხოვრებლად თავის მშობლებთან გადავიდა. მისი ჩვენებით, ე------------–---–ი ასევე აყენებდა შეურაცხყოფას არასრულწლოვან ბავშვებს, თუმცა თავად არ რეაგირებდა, რადგან არ უნდოდა კონფლიქტი ე------თან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ-----–----------მ განმარტა, რომ ახალწლამდე ორი დღით ადრე, მისი შვილი, ი------------- და სამი შვილიშვილი, ნ--------------–----------–---–--ი, მივიდნენ მასთან ატირებულები და აკანკალებულები. დაოჯახების შემდეგ ი-------------, თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში. მათთან ასევე ცხოვრობდა მეუღლის დედა და ძმა. 20-7 წლის 30 დეკემბერს მომხდარი ძალადობის შესახებ გადმოცემით იცის და უშუალოდ არ არის ფაქტის თვითმხილველი. მისი ჩვენებით, 16 წელი არის რაც ი------------- დაოჯახდა და ყოველდღე ნერვიულობდა თავისი შვილის და შვილიშვილების ბედზე, რადგან ი----ს ოჯახში, ალკოჰოლური სასმელის მიღებას ყოველდღიური ხასიათი ქონდა. გადმოცემით ასევე იცის, რომ ე------------–---–ი არასრულწლოვან ბავშვებს აგინებდა. მ-----–----------მ აღნიშნა, რომ გაიგონა როგორ უთხრა ე------------–---–მა ი--------------, რომ სამ სიურპრიზს გაუკეთებდა და სამივე ბავშვს მოუკლავდა, ხოლო თავად სამუდამოზე წავიდოდა. ი------------- იტანდა ე------------–---–ის ძალადობას და შეურაცხყოფას, რადგან ოჯახის დანგრევა არ სურდა. თუმცა მას შემდეგ რაც ე------------–---–ი დაემუქრა მოკვლით, იძულებული გახდა მიემართა პოლიციისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ჰ---–------------მ განმარტა, რომ არის ი-------------ს ძმა. 20-7 წლის 30 დეკემბერს მივიდა ი----, შვილებთან ერთად, მათთან სახლში. ი---- და ბავშვები იყვნენ შეშინებულები. თავად არ შესწრებია ე------------–---–ის მხრიდან ი-------------ს და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თუმცა გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები. მსგავს შემთხვევებს ი----ს ოჯახში ხშირად ქონდა ადგილი, თუმცა არ ერეოდნენ კონფლიქტში, რადგან ი----ს ოჯახის დანგრევა არ სურდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს პ--------------მ განმარტა, რომ არის ი-------------ს ძმა. 20-7 წლის 30 დეკემბერს მივიდა ი----, შვილებთან ერთად მშობლების სახლში. ი---- ტიროდა და იყო ანერვიულებული. თავად არ შესწრებია ე------------–---–ის მხრიდან ი-------------ს და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თუმცა გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები. მსგავს შემთხვევებს ი----ს ოჯახში ხშირად ქონდა ადგილი, თუმცა არ ჩაერია კონფლიქტში, რადგან ი----ს ოჯახის დანგრევა არ სურდა. ე------------–---–ისგან მომდინარე საფრთხის გამო, მისი და შეშინებული იყო, რის გამოც ერჩივნა ი------------- მასთან დარჩენილიყო საცხოვრებლად. მისივე ჩვენებით, გ----------–---–მა პირადად უთხრა, რომ ეშინოდა ე------------–---–ის.

 

სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ლ--–--------მ და ე-----------–----მ განმარტეს, რომ მათთვის უცნობი იყო რა მოხდა 20-7 წლის 30 დეკემბერს ე------------–---–ის ოჯახში, თუმცა გამოთქვეს თავიანთი შეფასება, რომ კონფლიქტი შესაძლოა ქონებრივ დავას უკავშირდებოდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------–--–--ემ განმარტა, რომ 20-- წლის 31 იანვარს მივიდნენ ე------------–---–ის საცხოვრებელ სახლში და წარუდგინეს ო----------ის რაიონული სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ. ე------------–---–ი კი გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა. პოლიციის თანამშრომლებთან, გ----------------თან და გ-----------------სთან ერთად, დაედევნა ე------------–---–ს და წყლის საწრეტ არხში დააკავეს იგი. დ--------------–--–--ემ აღნიშნა, რომ პირადად მოისმინა პოლიციის შენობაში, როგორ აგინებდა ე------------–---–ი ი-------------- და არასრულწლოვან ბავშვებს. დ--------------–--–--ემ აგრეთვე აღნიშნა, რომ 20-7 წლის 30 დეკემბერს, როდესაც ი-------------მ ითხოვა პოლიციის დახმარება, მივიდა ი-------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა ე------------–---–ი. პოლიციის მისვლისას ი------------- დაბრუნდა სახლში, ხოლო ე------------–---–მა დაინახა რა ი------------- და ბავშვები, დაიწყო მათ მიმართ გინება, რასაც ასევე ესწრებოდა ი----ს მეუღლე გ----------–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---------------მ განმარტა, რომ 20-- წლის 31 იანვარს მივიდნენ ე------------–---–ის საცხოვრებელ სახლში და წარუდგინეს ო----------ის რაიონული სასამართლოს განჩინება დაკავების შესახებ. ე------------–---–ს გადასცეს განჩინება და წაკითხვის მომენტში, ე------------–---–მა დაკეტილი ფანჯარა გაამტვრია, გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა. დ--------------–--–--ესთან და გ-----------------სთან ერთად დაედევნა ე------------–---–ს და წყლის საწრეტ არხში დააკავეს იგი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------------მ, დ--------------–--–--ის და გ---------------- ჩვენებების იდენტური ჩვენება მისცა სასამართლოს.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ------------მა და მ-----------მ დაადასტურეს, რომ ე------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

20-- წლის 11 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-------ში მდებარე გ----------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში. აღნიშნულ ადგილამდე მივიდნენ ურეკი ნ-------ის ცენტრალური საავტომობილო გზით. ეზოში ჭიშკრიდან მარცხნივ დგას ქვის ორსართულიანი სახლი, რომელსაც პირველ სართულზე აქვს ორი ოთახი. სახლს აქვს ქვის ასასვლელი კიბე. გ----------–---–ის მითითებით მივიდნენ, კიბის ქვემოთ არსებულ ღია აივანთან. აივანი მდებარეობს სახლის მარჯვენა მხარეს. აივნიდან შევიდნენ მცირე ზომის ოთახში, რომელიც არის სამზარეულო. სამზარეულოდან გავიდნენ მეორე ოთახში, რომელიც არის დაახლოებით 20-25 კვ.მ. ფართის. იატაკზე დალაგებულია ფილები, ოთახის კედლები შეღებილია მწვანედ. შესასვლელი კარიდან მარჯვნივ დგას საახალწლო ნაძვის ხე. ოთახს აქვს ორი ფანჯარა, რომელთა შორის კედელთან დგას ხის მაგიდა, ხოლო მაგიდის ირგვლივ ოთხი ლითონის სკამი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ჩამოთვლილია ის ნივთები, რომლებიც განთავსებულია ოთახში, რომელსაც მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს. გ----------–---–მა განმარტა, რომ 20-7 წლის 30 დეკემბერს, ის და მისი ძმა ე------------–---–ი, სწორედ აღნიშნულ ოთახში განთავსებულ სკამებზე ისხდნენ, როდესაც მთვრალმა და აგრესიულმა ე------------–---–მა შეაგინა გ----------–---–ის ცოლ-შვილს. რაც გაიგონა ოთახში შესულმა ი-------------მ, რომელმაც კითხა ე------------–---–ს გინების მიზეზი. გაბრაზებულმა ე------------–---–მა ი-------------- შეაგინა პირადად, ხელში აიღო ლითონის სკამი და გაემართა ი----სკენ ყვირილით, გინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი არ ამოღებულა. ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები გ----------–---–ი, გ---------–--ი და ოქმის შემდგენი მ-----------. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები.

 

ექსპერტმა გ---------–--მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაიღო ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

 

N 3-----7 შეტყობინებით, 20-7 წლის 30 დეკემბერს 21:05 საათზე, ურეკის პოლიციის განყოფილებას ელსმენით 555-293-427 დაუკავშირდა სოფელ ნ-------ში მცხოვრები ი----------–---–ი, რომელმაც ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/0-,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/20-6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 1-/10/20-3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/20-6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/20-6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/20-6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20-0, პუნქტი 32).

 

2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულები ი-------------, ა--------–---–-, ნ---------–---–ი, ლ----------–---–ი და ბრალდებული ე------------–---–ი არიან ოჯახის წევრები, რომლებიც, ბრალდებულის დაკავებამდე, ცხოვრობდნენ ერთ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების ი-------------ს, ა--------–---–-ს, ნ---------–---–ის და ლ----------–---–ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ ბრალდებული დაზარალებულებს სისტემატურად შეურაცხყოფდა, კერძოდ, ი-------------ს განმარტებით, ე------------–---–ი კვირაში სულ მცირე სამჯერ მაინც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც საკუთარი თავის რცხვენოდა, ასევე რცხვენოდა შვილების და ეშინოდა. ნ---------–---–მა, ა--------–---–მა და ლ----------–---–მა აღნიშნეს, რომ ე------------–---–ი ხშირად აგინებდა, რის გამოც თავს დამცირებულად გრძნობდნენ და ეშინოდათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე------------–---–ი დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მასთან ოჯახში მუდმივად მცხოვრებ რძალს და ძმისშვილებს.

 

2.4. რამაც ტანჯვა გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - შეურაცხყოფას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ შედეგად დაზარალებულების ტანჯვა გამოიწვია.

 

2.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ი-------------ს, ნ---------–---–ის, ა--------–---–-ს, ლ----------–---–ის და გ----------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი--------------.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

2.6. როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

დადგენილია, რომ ი------------- ყოველდღიურად განიცდიდა ე------------–---–ის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ოჯახის წევრებისადმი და მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულების ქცევით, როდესაც ისინი სახლიდან გარბიან მოძალადისაგან და დახმარების მიზნით მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულს არ გაუჩნდებოდა.

 

2.7. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-5 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

2.8. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულების ჩვენებები და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში არსებობდა ქონებრივი დავა და ე------------–---–ის მხრიდან დაზარალებულების შეურაცხყოფას ან სიცოცხლის მოსპობის მუქარას არ ჰქონდა ადგილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

ი-------------მ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ე------------–---–ი კვირაში სულ მცირე სამჯერ მაინც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის გამოც საკუთარი თავის და შვილების რცხვენოდა. დაძინების დროს, საძინებელი ოთახის კარს კეტავდნენ, რადგან ე------ის ეშინოდათ. ე------------–---–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ხედავდა გ----------–---–ი, რომელსაც ეშინოდა ძმის და ვერ იცავდა თავის ცოლ-შვილს. ი-------------მ ასევე აღნიშნა, რომ ე------------–---–მა აიღო სკამი, წავიდა მისი მიმართულებით, იქნევდა სკამს და მოკვლით ემუქრებოდა. ბრალდებულის ასეთმა ქცევამ იგი შეაშინა და იფიქრა, რომ ნამდვილად დაარტყამდა და მოკლავდა, რის გამოც, შვილებთან ერთად, გაიქცა სახლიდან.

 

არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა ნ---------–---–მა, ა--------–---–მა და ლ----------–---–მა დაადასტურეს ი-------------ს ჩვენება და აღნიშნეს, რომ ე------------–---–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა მათ, ეშინოდათ და დაძინების დროს ოთახის კარს კეტავდნენ.

 

მოწმე გ----------–---–მა დაადასტურა დაზარალებულების ჩვენებები და აღნიშნა, რომ ე-------------–---–ი სისტემატურად შეურაცხყოფდა, როგორც ი--------------, ასევე არასრულწლოვან ბავშვებს. გ----------–---–მა ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ე------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი--------------, როგორც ეს დაზარალებულის ჩვენებაშია აღწერილი.

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ--------------–--–--ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ შეტყობინების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილას. პოლიციის დანახვისას სახლში დაბრუნდა ი-------------, ხოლო ე------------–---–მა დაინახა რა ი------------- და ბავშვები, დაიწყო მათ მიმართ გინება.

 

ჰ---–------------მ და პ--------------მ განმარტეს, რომ მათი და, ი-------------, 20-7 წლის 30 დეკემბერს შვილებთან ერთად დაბრუნდა მშობლების სახლში. ი---- ტიროდა და იყო ანერვიულებული. არასრულწლოვანი ბავშვები კი შეშინებულები იყვნენ.

 

2.9. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ი-------------ს, ნ---------–---–ის, ა--------–---–-ს, ლ----------–---–ის, გ----------–---–ის, დ--------------–--–--ის, ჰ---–-----------ის და პ-------------ის ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია სხვა მოწმის ჩვენებით. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ დაკითხვის დროს დაზარალებულებმა გულწრფელად ისაუბრეს ე------------–---–ის მხრიდან, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა არ იცოდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ არსებობს წინააღმდეგობა ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ე------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ; ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე------------–---–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ე------------–---–ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ე------------–---–ი არის ნასამართლევი და ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც დადასტურებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 20-7 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, ე------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ე------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ე------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. ე------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

1.2. ე------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ე------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ო----------ის რაიონული სასამართლოს 20-4 წლის 23 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 20-7 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვე და 4 (ოთხი) დღე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ე------------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ე------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 3--------ის 21:46 საათიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა