გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3947-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბე---, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი ეკატე---ნე ჯანელიძე
მოსარჩელე - ან---- ლო-----
წარმომადგენელი - იო--- ხი------–---–-
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მე--- კა-----–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწე---ლობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილება;
1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წარდგინება) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მოსარჩელე ან---- ლო-----ს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ან---- ლო----- 1992 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების უ--------- თანამდებობაზე და 2010 წლის 21 ნოემბრამდე, უწყვეტად მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე ან---- ლო----- 2010 წლის 21 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის II შენახვის ქვეგანყოფილების (ოსიაური) სამედიცინო პუნქტის (ოსიაური) უ--------- თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში.
მოსარჩელე ან---- ლო-----, 1975 წლის აგვისტოდან, 1978 წლის აგვისტომდე მუშაობდა ახალციხის რაიონის ვ----–---------------–------------ თანამდებობაზე, ხოლო 1982 წლის აგვისტოდან, 1982 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ახალციხის რაიონის ც--------–---- საავადმყოფოში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ანაიდა ლო-----ს ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 22-26);
- „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 18 დეკემბრის №---- ბრძანებიდან ამონაწე--- (ს.ფ. 27);
- ან---- ლო-----ს შრომის წიგნაკი (ს.ფ. 16-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. მოსარჩელე ან---- ლო----მა, წარმომადგენლის მეშვეობით, 2018 წლის 22 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლების გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა მისთვის კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ან---- ლო-----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი სამხედრო სამსახურში, სამხედრო მოსამსახურის სტატუსით შევიდა 1996 წლის 25 დეკემბერს და მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის პე---ოდი 20 წელს არ აღემატებოდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ან---- ლო-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიე--- სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან ან---- ლო-----ს მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარდგინების გადაგზავნის თაობაზე.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიე--- ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიე--- შეზღუდვა.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
ამრიგად, დავის განხილვისას, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე ან---- ლო-----ს მოთხოვნა სოციალური უზრუნველყოფის თაობაზე ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში; რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
სასამარტლო არნიშნავს, რომ კანონმდებლობა კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირებისთვის კომპენსაციის მიღებისთვის ადგენს დამატებით პირობებს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, კერძოდ, ხსენებული კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ან---- ლო----- 1992 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების უ--------- თანამდებობაზე და 2010 წლის 21 ნოემბრამდე, უწყვეტად მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე ან---- ლო----- 2010 წლის 21 ნოემბრიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკური ქონების ბაზის II შენახვის ქვეგანყოფილების (ოსიაური) სამედიცინო პუნქტის (ოსიაური) უ--------- თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ან---- ლო-----, 1975 წლის აგვისტოდან, 1978 წლის აგვისტომდე მუშაობდა ახალციხის რაიონის ვ----–---------------–------------ თანამდებობაზე, ხოლო 1982 წლის აგვისტოდან, 1982 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ახალციხის რაიონის ც--------–---- საავადმყოფოში ექიმის თანამდებობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეციალური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან, კერძოდ სასამართლო მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პე---ოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პე---ოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პე---ოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
ამრიგად, მითითებული კანონი ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მეთოდით შეფასება არ ქმნის ამ ნორმის ისეთი განმარტების საფუძველს, რომ ან---- ლო-----ს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო ვადა გამოანგარიშებული უნდა იქნეს არა სამხედრო სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან, არამედ მისთვის წოდების მინიჭების დღიდან. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსარჩელე ან---- ლო-----ს ნამსახურობის ვადა უნდა აითვალოს მისი სამსახურში ჩარიცხვის დღიდან - 1992 წლის სექტემბრიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით (იხ. თუნდაც საქმე №ბს-49-49 (კ-15)).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ან---- ლო----მა, წარმომადგენლის მეშვეობით, 2018 წლის 22 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლების გაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა მისთვის კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ან---- ლო-----ს განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი სამხედრო სამსახურში, სამხედრო მოსამსახურის სტატუსით შევიდა 1996 წლის 25 დეკემბერს და მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის პე---ოდი 20 წელს არ აღემატებოდა.
ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ისეთ პირობებში უთხრა მოსარჩელე ან---- ლო----ს უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, როდესაც დადგენილია, რომ იგი სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე შევიდა, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა 10 წელზე მეტია და შრომის საერთო სტაჟი 20 წელს აღემატება.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ან---- ლო-----ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილება.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისა და შესაბამისი წარდგინების გამოცემასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოპასუხისთვის აქტის გამოცემის დავალება ცალსახად დაკავშირებულია გასაჩივრებული აქტის უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული გასაჩივრებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე იგი სამსახურში 1991 წლიდან 1995 წლამდე შევიდა, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა 10 წელზე მეტია და შრომის საერთო სტაჟი 20 წელს აღემატება, არსებობს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წარდგინება) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მოსარჩელე ან---- ლო-----ს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ, საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ან---- ლო-----ს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე-23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ან---- ლო-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 24 მაისის №M---------------- გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (წარდგინება) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, მოსარჩელე ან---- ლო-----ს სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისა და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის მიზნით.
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. მოსარჩელე ან---- ლო----ს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 11 ივლისს №-------- საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი