გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200310018002444196
N 3/48-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თე-–---
შესავალი ნაწილი
თე-–---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თა------------ე
სხდომის მდივანი - ფი------------ე
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (ს.ნ 2--------)
წარმომადგენელი - სო----------–--ე
მოპასუხე - მი---------–----–---–ი (პ.ნ 0----------)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მხრის მოთხოვნას წარმოადგენს - მოპასუხე მი---------–----–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, მხარეთა შორის დადებული N0---------- კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 09 მარტის №1319 ბრძანებით მი---------–----–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დაცვის კადრირებული ასეულის IV დაცვის ოცეულის მეკავშირედ.
2016 წლის 09 მარტს მი---------–----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N 683 ბრძანებით დამტკიცებული N1------ კონტრაქტი კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის მოქმედების და მი---------–----–---–ის საკონტრაქტო სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 04 (ოთხ) წელს 2016 წლის 09 მარტიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 09 თებერვლის N 723 ბრძანებით მი---------–----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის IV ოცეულის მეკავშირედ 2017 წლის 08 თებერვლიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დაცვის კადრირებული ასეულის IV დაცვის ოცეულის მეკავშირის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 01 სექტემბრის N 6232 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის IV ოცეულის მეკავშირე I კლასის რიგითი მი---------–----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მი---------–----–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
საქართველოს შეიარაღებული ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მი---------–----–---–ის ნამსახურობის ვადამ შეადგინა 01 (ერთი) წელიწადი, 05(ხუთი) თვე და 22 (ოცდაორი) დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 09 მარტის №1319 ბრძანება (ს. ფ. 14)
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მი---------–----–---–ს შორის 2016 წლის 09 მარტს დადებული N1------ კონტრაქტი "კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. (ს. ფ. 15-21)
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 09 თებერვლის N 723 ბრძანება პირადი შემადგენლობის გადაადგილების შესახებ (ს.ფ 22)
-მი---------–----–---–ის 2017 წლის 14 აგვისტოს წერილობითი პატაკი მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით პირადი პატაკის საფუძველზე დათხოვნის შესახებ (ს.ფ.24).
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 01 სექტემბრის N 6232 ბრძანება მი---------–----–---–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და სამხედრო სამსახურიდან რეზერვში დათხოვნის შესახებ (ს.ფ. 23).
- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (ს.ფ.26).
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" ; საქართველოს კანონი ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ".
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22ნოემბრის N297 დადგენილებით დამტკიცებული 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში. დებულების მეორე მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო სამინისტროს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს − საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;
სამხედრო მოსამსახურის სტატუსი არის კანონით დადგენილი და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული უფლებების, თავისუფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის ერთობლიობა;
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს სამხედრო სამსახურსაც .
ამავე კანონის მეორე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად.
ამავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.
2. სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლისას (სამხედრო ვალდებულების მოხდისას) ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლად და მას მფარველობს სახელმწიფო. იგი ემორჩილება მხოლოდ სამხედრო წესდებით განსაზღვრულ ხელმძღვანელობას. დაუშვებელია სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა ორი პრიმა" პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის სამხედრო სამსახურის ვადა დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლის 1 4 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული კონტრაქტით;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ"დებულების მე-6 თავის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 09 მარტს დადებული N1------ კონტრაქტი - ხელშეკრულება დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად, აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მი---------–----–---–ს შორის 2016 წლის 09 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 09 მარტს მი---------–----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N 683 ბრძანებით დამტკიცებული N1------ კონტრაქტი კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 09 თებერვლის N 723 ბრძანებით მი---------–----–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის IV ოცეულის მეკავშირედ 2017 წლის 08 თებერვლიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დაცვის კადრირებული ასეულის IV დაცვის ოცეულის მეკავშირის თანამდებობიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 01 სექტემბრის N 6232 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის კადრირებული საშტაბო ასეულის IV ოცეულის მეკავშირე I კლასის რიგითი მი---------–----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
მი---------–----–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
სასამართლო აღნიშნავს: 2016 წლის 09 მარტის №1------ კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გარძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ წელს).
კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურის მი---------–----–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 01 (ერთი) წელი, 05 (ხუთი) თვე და 22 (ოცდაორი) დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება, ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად, არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის წერილობით პატაკი, , რომლითაც იგი მოითხოვს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას რის საფუძველზეც, იგი ვადამდე იქნა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში. აღნიშნული გარემოების შედეგად კი კონტრაქტის 7.3. პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე - მოპასუხე უპირობოდ გახდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაშ აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი.
ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმებისა და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი. ამასთანავე, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი. ყოველივე აღნიშნული კი წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს .
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის ცნობისას მხარეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დებულებებს არ შეიცავს, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევაში მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
მოპასუხე მი---------–----–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული არიან;
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე -ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თე-–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე -ქ. თე-–---, აღმაშენებლის ქ. N41).
მოსამართლე თა------------ე