გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
330219518002621955
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/26249 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე გვ--–- შე–-------ე

მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ი

წარმომადგენელი ლი---------ე

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების თე----- ემ---–---–ის (დ----------–--------–-–--------------- და ბა------- ემ---–---–ის (------------–-------–-–--------------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეულისათვის 300-300 (სამას-სამასი) ლარის, სულ 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 07 სექტემბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე გვ--–- შე–-------ეს და მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-------------- დაბადებული თე----- ემ---–---–ი და 2----–-–-------------- დაბადებული ბა------- ემ---–---–ი. მხარეები ხუთი თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით მისამართზე თბილისი, თე--------------------------–-----------------–----------------------------. არასრულწლოვანი ბავშვები სწავლობენ კერძო სკოლაში, ასევე დადიან ცეკვის შემსწავლელ წრეზე. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი შვილები. მოპასუხე შვილების რჩენაში არ იღებს მონაწილეობას და არ უწევს მათ მატერიალურ დახმარებას. მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ს საკუთრებაში აქვს ორი უძრავი ქონება, საიდანაც იღებს დამატებით შემოსავალს. მოპასუხე ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდის პროცესში და უწევდეს მათ სტაბილურ ფინანსურ დახმარებას.

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, თე----- ემ---–---–ის (დაბადებული 2----–-–--------------) და ბა------- ემ---–---–ის (------------–-------–-–--------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე მხარე მუშაობს მეტალოპლასმასის საამქროში და ყოველთვიური ხელფასი აქვს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ლი-–-----------–--------------–-------------------------------, დატვირთულია იპოთეკით და მოპასუხე იხდის თანხას აღნიშნული სესხის დასაფარად. თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გვ--–- შე–-------ე და მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: თე----- ემ---–---–ი (დაბადებული 2----–-–--------------) და ბა------- ემ---–---–ი (------------–-------–-–--------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N ნ--------- (ს.ფ. 13);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nნ--------- (ს.ფ. 14);

 

3.1.2. მხარეები ხუთი თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ბავშვები, თე----- ემ---–---–ი და ბა------- ემ---–---–ი ცხოვრობენ დედასთან, გვ--–- შე–-------ესთან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. გვ--–- შე–-------ე შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით მისამართზე თბილისი, თე--------------------------–-----------------–----------------------------. მისი ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს; გვ--–- შე–-------ეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც სამი წელია იმყოფება იტალიის სახელმწიფოში და მუშაობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. გვ--–- შე–-------ე არის თვითდასაქმებული. კერძოდ, იგი არის ფრჩხილების მოწესრიგების და ე.წ. ,,მანიკურის“ სპეციალისტი. მისი შემოსავალი თვეში მერყეობს დაახლოებით 500 (ხუთასი) ლარიდან 800 (რვაასი) ლარამდე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. არასრულწლოვანი თე----- ემ---–---–ი და ბა------- ემ---–---–ი სწავლობენ კერძო სკოლაში შპს ,,ლ--–-“-ში, სადაც ყოველთვიური სწავლების გადასახადი თითოეული ბავშვისათვის შეადგენს 237 (ორას ოცდაჩვიდმეტი) ლარს. ბავშვები დამატებით ირიცხებიან ცეკვის შემსწავლელ სტუდია ,,პრ-------–ი“, სადაც სწავლების საფასური ორივე ბავშვისთვის შეადგენს 60 (სამოცი) ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ი დასაქმებულია მეტალოპლასმასის საამქროში და მისი ხელფასი შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს;

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ხვ--ა ემ---–---–ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში - 250 ლარს და აგვისტოს თვეში 250 ლარს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარეს გარდა მითითებული ოდენობისა, საამქროში აქვს გაცილებით მეტი ანაზღაურება, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 39-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.2. მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ი მშობლებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, მუ----------------------------------------, კერძო საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მშობლები არიან პენსიონერები. მამა დასაქმებულია ე.წ. ,,ტაქსის“ მძღოლად და აქვს გარკვეული შემოსავალი. საწინააღმდეგო სახის გარემოებაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს არ მიუთითებია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.3. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ლი-–-----------–-------------------–-------------------------------------------------------------------------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხვ--ა ემ---–---–ის სახელზე. უძრავი ნივთი 15.05.2018 წლის სესხის იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით ნა--------------ის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, ხვ--ა ემ---–---–ის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობა და აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს არც მოპასუხე მხარის წარმომადგენელი. მოსარჩელის განმარტებით კი, ხვ--ა ემ---–---–მა სესხის თანხა მოახმარა მ-------- დასახლებაში არსებული საცხოვრებელი სახლს (მოაშენა ორი დამატებითი ოთახი). მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე უძრავი ქონების გაქირავებით იღებს დამატებით შემოსავალს, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 21.05.2018 წელი (ს.ფ. 62).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.4. არასრულწლოვანი თე----- ემ---–---–ი ცეკვის სტუდიიდან მიემგზავრება გერმანიაში, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებაში. არასრულწლოვანის გერმანიის რესპუბლიკაში გამგზავრების ხარჯების გაღებაში გვ--–- შე–-------ეს ეხმარებიან და-ძმა. მოპასუხე მხარე არ იღებს ხარჯებს არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. მოპასუხის წარმომადგენელს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.5. მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ს არ აქვს სტაბილური და მზრუნველი ურთიერთდამოკიდებულება არასრულწლოვან შვილებთან. იგი მხოლოდ პერიოდულად ტელეფონის მეშვეობით უკავშირდება მათ. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე მხარის მიერ ბავშვების რჩენა-აღზრდის მიზნით მატერიალური დახმარების ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.6. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე გვ--–- შე–-------ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: თე----- ემ---–---–ი (დ----------–--------–-–--------------- და ბა------- ემ---–---–ი (------------–-------–-–--------------).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ხუთი თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე გვ--–- შე–-------ე არასრულწლოვანი თე----- ემ---–---–თან და ბა------- ემ---–---–თან ერთად ცხოვრობს ქირით მისამართზე თბილისი, თე--------------------------–-----------------–----------------------------. მისი ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს; გვ--–- შე–-------ეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც სამი წელია იმყოფება იტალიის სახელმწიფოში და მუშაობს. არასრულწლოვანი თე----- ემ---–---–ი და ბა------- ემ---–---–ი სწავლობენ კერძო სკოლაში შპს ,,ლ--–-“-ში, სადაც ყოველთვიური სწავლების გადასახადი თითოეული ბავშვისათვის შეადგენს 237 (ორას ოცდაჩვიდმეტი) ლარს. ბავშვები დამატებით ირიცხებიან ცეკვის შემსწავლელ სტუდია ,,პრ-------–ი“, სადაც სწავლების საფასური ორივე ბავშვისთვის შეადგენს 60 (სამოცი) ლარს. მითითებულ გარემოებას ადასტურებს მოპასუხე მხარეც.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი თვითადასაქმებულია და კერძო საქმიანობის შედეგად მისი ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 500 (ხუთასი) ლარიდან 800 (რვაასი) ლარამდე.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანი თე----- ემ---–---–ი ცეკვის სტუდიიდან მიემგზავრება გერმანიაში შესაბამის ღონისძიებაში მონაწეობის მისაღებად. გამგზავრებისათვის ხარჯების გაღებაში გვ--–- შე–-------ეს ეხმარებიან და-ძმა. მოპასუხე მხარე არ იღებს ხარჯებს არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. მოპასუხის წარმომადგენელს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს პირადი ხასიათის სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან. მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით უკავშირდება მათ პერიოდულად.

 

სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. მოპასუხე მშობლებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, მუ----------------------------------------, კერძო საცხოვრებელ სახლში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მშობლები არიან პენსიონერები. მამა დასაქმებულია ე.წ. ,,ტაქსის“ მძღოლად და აქვს გარკვეული შემოსავალი. საწინააღმდეგო გარემოებაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს არ მიუთითებია. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ი დასაქმებულია მეტალოპლასმასის საამქროში და მისი ხელფასი შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, ხვ--ა ემ---–---–ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში - 250 ლარს და აგვისტოს თვეში 250 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ხვ--ა ემ---–---–ს ზემოთაღნიშნულ საამქროში აქვს გაცილებით მეტი შემოსავალი (რასაც იღებს ხელზე) ვიდრე მითითებულია შემოსავლების სამსახურის მონაცემებში, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადოდ დაცვას. სასამართლო მიუთითებს რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი ბავშვები უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით და არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ლი-–-----------–-------------------–-------------------------------------------------------------------------), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხვ--ა ემ---–---–ის სახელზე. უძრავი ნივთი 15.05.2018 წლის სესხის იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, ხვ--ა ემ---–---–ის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობა და აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს არც მოპასუხე მხარის წარმომადგენელი. მოსარჩელის განმარტებით კი, ხვ--ა ემ---–---–მა სესხის თანხა მოახმარა მ-------- დასახლებაში არსებული საცხოვრებელი სახლს (მოაშენა ორი დამატებითი ოთახი). მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე უძრავი ქონების გაქირავებით იღებს დამატებით შემოსავალს, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები მესამე პირების წინაშე გავლენას არ ახდენს მის საალიმენტო ვალდებულებაზე არასრულწლოვანი შვილების მიმართ.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. მოპასუხე თანახმაა, გადაიხადოს ყოველთვიური ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვანი ბავშვისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი. სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათი განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და მოპასუხე მხარის მატერიალურ მდგომარეობას. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, ხოლო მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, განსახილველ საქმეზე არ დადასტურდა. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვებზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილების რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული არასრულწლოვანისათვის 180-180 (ას ოთხმოცი-ას ოთხმოცი) ლარის, სულ 360 (სამას სამოცი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გვ--–- შე–-------ის მოთხოვნა - ხვ--ა ემ---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ვინაიდან მოსარჩელე გვ--–- შე–-------ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ხვიცა ემ---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორომოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გვ--–- შე–-------ის (პირადი N0----------) სარჩელი;

 

დაეკისროს ხვ--ა ემ---–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების - თე-----ი ემ---–---–ის (დაბადებული 2----–-–--------------) და ბა------- ემ---–---–ის (------------–-------–-–--------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 180-180 (ას ოთხმოცი - ას ოთხმოცი) ლარის, სულ 360 (სამას სამოცი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 07 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

2. დაეკისროს ხვ--ა ემ---–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე