გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2603181-3/138-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გია ბერაია
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ქე--------------ი;
წარმომადგენელი - ა-–---------------–---–ი;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი-ი------------–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-1 მუხლის შესაბამისად 2018 წლის 17 ივლისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება N------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 03 ივლისს მოსარჩელის მიერ შეტანილ იქნა N------------ განცხადება, რომელიც შეჩერდა, შეწყდა. საგადასახადო სიაში აწერია 2000-2003 წლებში 0,93 ჰა და 0,83ჰა სათიბი მიწის ფართობი.
მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა N 8-------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით და სააგენტოს მიერ იქნა მიღებული N 3----- გადაწყვეტილება. 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის 376 დადგენილებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების დამტკიცებამდე მართლზომიერების დამდგენ დოკუმენტად ითვლება მხოლოდ ბოლო 2004 წლის საგადასახადო სია , ხოლო მისი დამტკიცების შემდეგ გამოიყენება ნებისმიერი წლის საგადასახადო სია.
2002 და 2003 წლის სიით რეგისტრირებულია ნაკვეთები კოდებით; 6----------------------------
2. მოპასუხე პირების პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა სარჩელი არ სცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ქე--------------მა მიიღო ა----------------ის სამკვიდრო ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სამკვიდრო მოწმობა(იხ.სფ.69-71)
3.2. 2018 წლის 03 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ქე--------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთის მისამართი: ბ-------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი (იხ. ს.ფ.13,).
3.3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის ს----------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 17 ივლისის N 8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვინაიდან ა----------------ის სახელზე შ--------–---- ს----------ს მომართვით N 2-------–------ 2004 წელს ირიცხება 1600 კვ.მ (სარეგისტრაციოდ გამოიყენება, ბოლო წლის მონაცემები) 8----------- განაცხადით კი სარეგისტრაციო მოთხოვნას წარმოადგენს 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ასევე 6------------ საკადასტრო კოდზე სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია 1520კვმ. მიწის ნაკვეთი; 6------------ საკადასტრო კოდზე კი 450 კვმ. სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ფართების ჯამი აღემატება მამკვიდრებლის ა----------------ის სახელზე რეგისტრირებულ ფართს, ამიტომ 30 დღის ვადაში დასაზუსტებელია მოთხოვნა, ან უნდა წარადგინოს თანხმობა დოკუმენტაციის აღიარებით კომისიაში გადასაგზავნათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №8-------------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.14).
3.4. 2018 წლის 03 აგვისტოს ქე--------------ის წარმომადგენელის ა-–---------------–---–ის მიერ N8-------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წესით გასაჩივრებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ს.ფ. 18-20).
3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის ს----------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 20 აგვისტოს N 8-------------- გადაწყვეტილებით ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმეტი /ინფორმაცია/ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№8-------------- გადაწყვეტილებები (იხ. ს.ფ. 15).
3.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება N------ დადგენილია, რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით ქე--------------ისის მიერ მოთხოვნილია ბ---------–-- დაბა ბ---------ში (ლ----------------------------------) მდებარე 6500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
N-----------------–------–------------------------------–-----–-–---–--------------------–--–-)სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ქე--------------ი (პირადი ნომერი 1----------) არის ა----------------ის მემკვიდრე.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ხ-–------------------–-------–-----–---–--------------------------------------------------–-, კერძოდ, 1----–-–------------------ გადაწყვეტილებაზე და 19---–-–---------------------- დადგენილებაზე თანდართული დაბა ბ---------ის მიწის სარეფორმო სიებში ა----------------ი (თ-------) არ ფიქსირდებოდა. ბ-------------------------------- დოკუმენტებში, კერძოდ, დაბა ბ---------ს 2000-2004, 2006 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ა----------------ი (თ-------) არ ფიქსირდებოდა. ხოლო, დაბა ბ---------ი 1992-2007 წლების საკომლო წიგნები და 1998-1999,2005,2007 წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა სიები ხ-–------ რეგიონულ არქივში არ ინახება.
ს----–--------–----------------- N--------------------------წერილით ირკვევა, რომ ბოლო მონაცემებით 2004 წლის მდგომარეობით ა----------------ს ბ----------- რაიონის დაბა ბ---------ში ერიცხებოდა 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ბ-----------------–----–------------------------ (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 3------------------------------- წერილის თანახმად, ბ-----------------–----–------–---------------------–---–------ და მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიები.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ბ---------–-- დაბა ბ---------ში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 450 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6--------------).უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ა----------------ი.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ბ---------–-- დაბა ბ---------ში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6------------).უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ა----------------ი.
ამდენად, დგინდება, რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის ფართობი აღემატება ს----–--------–----------------- N-------------------------- წერილით გათვალისწინებულ ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 21-25).
3.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით N------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია ს----–--------–----------------- N--------------------------- წერილის საფუძველზე, აღსანიშნავია რომ დოკუმენტი არ შეიცავს ა----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, შესაბამისად, ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიკაცია. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ N-------------------------- წერილში მითითებული პირი წარმოადგენს დაინტერესებული პირის მამკვიდრებლის ა----------------ს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ფართი (1600 კვ.მ) ამოწურულია. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილველი უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის ს----------ს N----------------------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება ან სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნის შესახებ განცხადების წარდგენა კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 აგვისტოს N------ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 21-25).
3.8. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული საარქივო ცნობით N-------- დადგენილია, რომ ხ-–------ რეგიონალურ არქივში დაცული ბ-------------------------------- დოკუმენტებში, კერძოდ 1----–-–------------------- გადაწყვეტილებაზე და 19---–-–---------------------- დადგენილებაზე თანდართული დაბა ბ---------ის მიწის სარეფორმო სიებში ა-----------------(თ-------) არ ფიქსირდება.
- დაბა ბ---------ს 2000-2004, 2006 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ა----------------ი (თ-------) არ ფიქსირდება. ხოლო, დაბა ბ---------ი 1992-2007 წლების საკომლო წიგნები და 1998-1999, 2005, 2007 წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა სიები ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული საარქივო ცნობა N-------- (იხ. ს.ფ. 132).
3.9. შ--------–---- ს----------ს 2018 წლის 06 თებერვალს გაცემული N------------- ცნობით დადგენილია, რომ თ----------------- აწერია 2000წ. 0.93ჰ. 2001-2002 წლეებში 0.18 ჰ. 2003 წ. 0.83 ჰ., ხოლო 2004წ. 1600კვმ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ--------–---- ს----------ს 2018 წლის 06 თებერვალს გაცემული N------------- ცნობა (იხ. ს.ფ. 133).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქე--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ", „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის ს----------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 17 ივლისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება N------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს 2002 და 2003 წლის სიით საადასტრო კოდებით: 6---------------------------- რეგისტრირებული უფლებების კანონიერებაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად კი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
- სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ქე--------------მა მიიღო ა----------------ის სამკვიდრო ქონება.
- 2018 წლის 03 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო განცხადებით მიმართა ქე--------------მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთის მისამართი: ბორჯომი დაბა ბ---------ი (ლ----------------------------------) (ზონა; ბ-----------------------------------------ი).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის ს----------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 17 ივლისის N 8-------------- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვინაიდან ა----------------ის სახელზე შ--------–---- ს----------ს მომართვით N 2-------–------ 2004 წელს ირიცხება 1600 კვ.მ (სარეგისტრაციოდ გამოიყენება, ბოლო წლის მონაცემები) 8----------- განაცხადით კი სარეგისტრაციო მოთხოვნას წარმოადგენს 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, ასევე 6------------ საკადასტრო კოდზე სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებულია 1520კვმ. მიწის ნაკვეთი; 6------------ საკადასტრო კოდზე კი 450 კვმ. სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ფართების ჯამი აღემატება მამკვიდრებლის ა----------------ის სახელზე რეგისტრირებულ ფართს, ამიტომ 30 დღის ვადაში დასაზუსტებელია მოთხოვნა, ან უნდა წარადგინოს თანხმობა დოკუმენტაციის აღიარებით კომისიაში გადასაგზავნათ.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის ს----------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 20 აგვისტოს N8-------------- გადაწყვეტილებით ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმეტი /ინფორმაცია/ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ბ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით N------ დადგენილია, რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით ქე--------------ისის მიერ მოთხოვნილია ბ---------–-- დაბა ბ---------ში (ლ----------------------------------) მდებარე 6500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
N-----------------–------–------------------------------–-----–-–---–--------------------–--–-)სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ქე--------------ი (პირადი ნომერი 1----------) არის ა----------------ის მემკვიდრე.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ხ-–------------------–-------–-----–---–--------------------------------------------------–-, კერძოდ, 1----–-–------------------ გადაწყვეტილებაზე და 19---–-–---------------------- დადგენილებაზე თანდართული დაბა ბ---------ის მიწის სარეფორმო სიებში ა----------------ი------------- არ ფიქსირდებოდა. ბ-------------------------------- დოკუმენტებში, კერძოდ, დაბა ბ---------ს 2000-2004, 2006 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ა----------------ი------------- არ ფიქსირდებოდა. ხოლო, დაბა ბ---------ი 1992-2007 წლების საკომლო წიგნები და 1998-1999,2005,2007 წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა სიები ხ-–------ რეგიონულ არქივში არ ინახება.
ს----–--------–----------------- N--------------------------წერილით ირკვევა, რომ ბოლო მონაცემებით 2004 წლის მდგომარეობით ა----------------ს ბ----------- რაიონის დაბა ბ---------ში ერიცხებოდა 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ბ-----------------–----–------------------------ (კანცელარიაში რეგისტრაციის ნომერია 3------------------------------- წერილის თანახმად, ბ-----------------–----–------–---------------------–---–------ და მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიები.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ბ---------–-- დაბა ბ---------ში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 450 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6------------).უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ა----------------ი.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ბ---------–-- დაბა ბ---------ში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6------------).უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ა----------------ი.
ამდენად, დგინდება, რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის ფართობი აღემატება ს----–--------–----------------- N-------------------------- წერილით გათვალისწინებულ ფართობს.
- საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული საარქივო ცნობით N-------- დადგენილია, რომ ხ-–------ რეგიონალურ არქივში დაცული ბ-------------------------------- დოკუმენტებში, კერძოდ 1----–-–------------------- გადაწყვეტილებაზე და 19---–-–---------------------- დადგენილებაზე თანდართული დაბა ბ---------ის მიწის სარეფორმო სიებში ა----------------ი(თ-------) არ ფიქსირდება.
- დაბა ბ---------ს 2000-2004, 2006 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ა----------------ი (თ-------) არ ფიქსირდება. ხოლო, დაბა ბ---------ი 1992-2007 წლების საკომლო წიგნები და 1998-1999, 2005, 2007 წლების მიწის გადასახადების გადამხდელთა სიები ხ-–------ რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება.
- შ--------–---- ს----------ს 2018 წლის 06 თებერვალს გაცემული N------------- ცნობით დადგენილია, რომ თ----------------- აწერია 2000წ. 0.93ჰ. 2001-2002 წლეებში 0.18 ჰ. 2003 წ. 0.83 ჰ. , ხოლო 2004წ. 1600კვმ.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით დადგენილია, რომ გარდა იმისა, რომ ს----–--------–----------------- N--------------------------- დოკუმენტი არ შეიცავს ა----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, შესაბამისად, ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიკაცია. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ N-------------------------- წერილში მითითებული პირი წარმოადგენს დაინტერესებული პირის მამკვიდრებლის ა----------------ს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ფართი (1600 კვ.მ) ამოწურულია. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნეულია საგადასახადო სიაში ასახული ბოლო 2004 წლის მონაცემი, სადაც საერთო ფართი მითითებულია 1600კვმ.
აღნიშნულ მსჯელობას სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარე, რომლის მოსაზრებით დღეისათვის მოქმედი მთავრობის დადგენილების თანახმად მართლზომიერების დამდგენი ერთ-ერთი დოკუმენტია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული საგადასახადო სია, რომლის მიმართ აღარ არის მოთხოვნა, რომ ეს სია უნდა იყოს სარეგისტრაციო პერიოდისათვის მოქმედი და ბოლო, ე.ი. კანონმდებელმა დაუშვა არათუ ბოლო 2004 წლის სიის გამოყენება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პერიოდის სიის გამოყენება.
შესაბამისად, მოცემული დავის სწორი გადაწყვეტისათვის უნდა განიმარტოს, თუ რომელი პერიოდის საგადასახადო სიას მიიჩნევს კანონმდებელი მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტად საკუთრების უფლების აღიარებისათვის.
სასამართლო მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია).
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია დგებოდა ყოველწლიურად მიწის გადასახადის ადმინისტრირების მიზნით. აღნიშნული სიების შედგენის დროისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად მიწის გადასახადს იხდიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, აღნიშნულ სიებში აისახებოდა პირის მიერ კანონიერ (მართლზომიერ) მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე ინფორმაცია (მიწის კატეგორია, ფართობი). საგულისხმოა, რომ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი შესაძლოა შეცვლილიყო (შემცირებულიყო) სხვადასხვა მიზეზთა გამო (მაგალითად, მიწის ნაკვეთის სხვა პირისათვის დათმობის ან მის სარგებლობაზე უარის თქმის გამო), რაც ბუნებრივია აისახებოდა ყოველ მომდევნო წელს შედგენილ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში. ამდენად, ბუნებრივია, რომ ბოლოს შედგენილი სია ასახავს იმ მომენტისათვის რეალურად არსებულ მონაცემებს და შესაბამისად სწორედ ბოლო საგადასახადო სიაში დაფიქსირებული მონაცემები ადასტურებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსამარტი ნორმა განხილულ უნდა იქნეს სხვა ნორმებთან ერთობლიობაში, სისტემურად, არსებული სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან კანონში არ არის პირდაპირი მითითება, თუ რომელი პერიოდის საგადასახადო სია წარმოადგენს მართლზომიერების დამადასტურებელ დოკუმენტს საკუთრების უფლების აღიარებისათვის, დასაშვებია ნებისმიერ წელს შედგენილი სიით ხელმძღვანელობა, თუნდაც მომდევნო წლებში აღნიშნულ სიაში არსებითი ხასიათის ცვლილებები იყოს შეტანილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსგავსი მსჯელობა არ შეესაბამება კანონის მიზანს და ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას, რადგან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა პირის მიწის გადასახადის გადამხდელთა მოქმედ სიაში დაფიქსირება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
ამავე კანონის მერვე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 18-ე მუხლის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
ამავე კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 03 აგვისტოს ქე--------------ის წარმომადგენელის ა-–---------------–---–ის მიერ N8-------------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წესით გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით N------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია ს----–--------–----------------- N--------------------------- წერილის საფუძველზე, აღსანიშნავია რომ დოკუმენტი არ შეიცავს ა----------------ის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, შესაბამისად, ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიკაცია. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ N-------------------------- წერილში მითითებული პირი წარმოადგენს დაინტერესებული პირის მამკვიდრებლის ა----------------ს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ფართი (1600 კვ.მ) ამოწურულია. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
სასამართლო კანონიერად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში გაკეთებულ შეფასებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი და მოძიებული დოკუმენტები არ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს სარეგისტრაციო ობიექტებზე (ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------ში ლ----------------------------------ზე არსებულ 6500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე) საკუთრების უფლებას. არსებული დოკუმენტებით დასტურდება მხოლოდ 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ამასთან დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ბ---------–-- დაბა ბ---------ში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 450 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6------------) და ბ---------–-- დაბა ბ---------ში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 6------------), უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ა----------------ი, რაც ფაქტობრივად აღემატება ბოლო საგადასახადო სიაში მითითებულ 1600კვმ. მიწის ფართს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტალიზებული რეგისტრაციის ს----------ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 17 ივლისის N 8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება N------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რის გამოც ქე--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ ქე--------------ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ქე--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია