განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
820100118002325658
დავის ტიპი
262 2 ა , 262 1 , 260 3 ა , 260 1
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002325658

№1-55/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა-------------ა

 

ბრალდებული - გ------- ნ-------–---–ი

ადვოკატი - პ----- ბ---–----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173170118001

 

ბრალდებული: გ------- ნ-------–---–ი

მამის სახელი: ტ------–-;

დაბადებული: 24.11.1--- წელი;

პირადი ნომერი: 0----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უმაღლესი;

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული;

მცხოვრები: ს------------, ქ. ბ--------, ა------------ ქ. №34.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. გ------- ნ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს წონით - 0,107 გრამი, რაც 2018 წლის 17 იანვარს დაახლოებით 00:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამტარ პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. გ------- ნ-------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ფენტანილს წონით - 0,0192 გრამი, რაც 2018 წლის 17 იანვარს დაახლოებით 00:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამტარ პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩენილი იქნა ,,ოპელ ასტრას“ მარკის ავტომანქანის, რომელსაც გ------- ნ-------–---–ი მართავდა, და ხელბარგის დათვალიერებისას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და აქართველოში უკანონო შემოტანა.

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.

 

3. დაცვის მხარეს არ უარყვია გ------- ნ-------–---–ის მიერ 0,107 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისს უკანონ შეძენა შენახვა და საქართველოში მისი უკანონოდ შემოტანა, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალება ფენტანილის შემცველი ორი ცალი ფირფიტის უკანონოდ შეძენა, შენახვასა და მის საქართველოში უკანონოდ შემოტანას, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტეს, რომ ხსენებული ფირფიტები ეკუთვნოდა საფრაგენთში მცხოვრებ ბრალდებულის მეგობარს და დარჩა ავტომანქანაში.

 

4. მოწმის სახით დაკითხული შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო გამშვები პუნქტი"სარფის" მუშაკებმა ი-----–- თ----------–--ემ, გ------- ნ--------ემ და დ----- თ---------ემ დაადასტურეს, რომ 2018 წლის 17 იანვარს დაახლოებით 00:50 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, სარფის საბაჟო გამტარ პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდა "ოპელ ასტრას" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B------, რომელსაც მართავდა გ------- ნ-------–---–ი. მას საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ განემარტა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და მიეცა წინადადება არადეკლარირებული და აკრძალული ნივთიერებების არსებობის შემთხვევაში ნებაყოფილობით დადეკლარირების შესახე, რაზეც გ------- ნ-------–---–მა განუმარტათ, რომ ასეთი საქონელი და ნივთიერება არ გააჩნდა, რის შემდეგაც კინოლოგის დახმარებით განხორციელდა ავტომანქანის დათვალიერება, რა დროსაც მძღოლის მხარეს არსებულ კარების სათავსოში აღმოაჩინეს მცენარეული მასა და 2 ცალი ფირფიტა წარწერით "FENTANYL BIOGRAM" , ხოლო ხელბარგში ნახეს მოშავო ფერის წებოვანი ნივთიერება და მცენარეული მასა. ხენებული ნივთიერებები მათ მიერ დაილუქა შემოსავლების სამსახურის ლუქით გამჭვირვალე პაკეტებში, შედგა ავტომანქანის და ხელბარგის დათვალიერბის ოქმი და მომხდარის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა საგამოძიებო ორგანოებს.

 

5. მებაჟე ოფიცერი ი-----–- თ----------–--ის მიერ შედგენილი სატრანსპორტო საშუალების და გ------- ნ-------–---–ის ხელბარფის დათვალიერების ოქმებით, რომლის სისწორეს ეთანხმება ხელმოწერით გ------- ნ-------–---–იც, დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 00.55 წუთზე სგპ "სარფის" კონტროლის ზონაში დათვალიერდა "ოპელ ასტრას" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B------, რომელსაც მართავდა გ------- ნ-------–---–ი, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა მწვანე და შავი შეფერილობის ნივთიერებები და ორი ცალი ფირფიტა წარწერით "FENTANYL BIOGRAM",რაც დაილუქა წებოვანი ლუქით, ხოლო გ------- ნ-------–---–ის ხელბარგის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული იქნა სავი ფერის ნივთიერება, რაც ასევე დაილუქა . ამავე ოქმზე გაკეთებული ცანაწერით, გ------- ნ-------–---–ი განმარტავს, რომ 2 ცალი ფირფიტა მან იპოვა მის მიერ შეძენილ ავტომანქანაში, არ გადააგდო და აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა.

 

6. 2018 წლის 17 იანვრის №21-10-11/5092 შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად 2018 წლის 17 იანვარს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ,,OPEL-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება ს------------ს სახ. №B------, რომელსაც მართავდა გ------- ნ-------–---–ი. ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, აღმოჩენილი იქნა მცენარეული წარმოშობის მომწვანო და შავი ფერის ნივთიერება და FENTANYL-ის შემცველობის 2 ფირფიტა.

 

7. 2018 წლის 17 იანვრის №90124 დასკვნის თანახმად გ------- ნ-------–---–ს ნარკოლოგიური შემოწმებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მიღების ფაქტი.

 

8. 2018 წლის 17 იანვრის №ქ/14 ექსპერტის დასკვნის თანახმად გ------- ნ-------–---–ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 0,892 გრამი მცენარეული მასა შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისს - 0,107 გრამის ოდენობით; ხოლო ორი ცალი ფირფიტა შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ფენტალს - 0,0192 გრამის ოდენობით;

 

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად გ------- ნ-------–---–მა სასაზღვრო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 17.01.2018 წელი 00:48 საათი.

 

10.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

11. ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I, №85 რეგისტრაციით.

 

12. ნარკოტიკული საშუალება ,,ფენტანილი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №74 რეგისტრაციით და 0,0192 გრამი ,,ფენტანილი” წარმოადგენს დიდ ოდენობას;

 

13. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13) პუნქტის თანახმად შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ხოლო ჰ11 პუნქტის თანახმად შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;

 

14. ამდენად, მიუხედავად დაცვის მხარის განმარტებისა, რომ ნარკოტიკული საშუალება ,,ფენტანილი” ეკუთვნოდა გ------- ნ-------–---–ის მეგობარს, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მას დაეუფლა გ------- ნ-------–---–ი და ინახავდა ავტომანქანაში, შესაბამისად ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად მისი ქმედება წარმოადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლებას, ანუ შეძენას და გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან ავტომანქანაში შენახვის გზით მიუხედავად სენახვის ხანგრძლივობისა.

 

15.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისი” და ,,ფენტანილი” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

16. გ------- ნ-------–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისის” და ,,ფენტანილის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

17. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.

 

18. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

 

19. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის ფისი” და ,,ფენტანილი” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

20. გ------- ნ-------–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალებების ,,კანაფის ფისის” და ,,ფენტანილის” - საქართველოში შემოსატანად.

 

21. ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ------- ნარტოშვილმა, სასაზღვრო გამტარი პუქტის "სარფიდან" შემოიტანა ნარკოტიკული საშუალებები ,,კანაფის ფისი” და ,,ფენტანილი” საქართველოში შემოსატანად სპეციალური ნებართვის გარეშე.

 

22. გ------- ნ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებით: ნარკოტიკული საშუალების ამოღების და დათვალიერების ოქმებით და საქმეზე დართული ნივთმტკიცებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

23. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

24. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

25. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

26.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

27.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

28.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

29. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

31. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

32. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ნ-------–---–მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

33. გ------- ნ-------–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

34. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- ნ-------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ფარგლებში.

 

37. გ------- ნ-------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- ნ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ნ-------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

`ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------- ნ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

3. გ------- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 იანვრიდან.

 

4. გ------- ნ-------–---–ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალებები კანაფის ფისი წონით - 0,107 გრამი და ფენტანილი წონით - 0,0192 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, ხოლო ავტომანქანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი