გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
100210018002534634
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002534634

#2/270-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26.09.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე - შპს „ პსპ ფარმა“

წარმომადგენელი - სალომე ქერაშვილი.

 

მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ვლადიმერ სალაძე, ნონა ჩიხელიძე.

 

დავის საგანი - თანხის გადახდევინების დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - შპს „ პსპ ფარმა“-ს (ს/ნ 202203123) წარმომადგენელმა სალომე ქერაშვილმა (პ/ნ 01024043887) მოპასუხე ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის (ს/ნ 215609644) მიმართ, თანხის გადახდევინების დაკისრების თაობაზე.

 

1.1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის 15 მარტს გამოსცა (# 7) დადგენილება „ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “, რომლითაც დამტკიცდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისას და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა „ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება “. დადგენილების თანახმად, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის გამგებელი მიიღებდა გადაწყვეტილებას ბენეფიციართა დაფინანსების შესახებ, იგი გადასცემდა ბენეფიციარს საგარანტიო წერილს, რომელსაც ეს უკანასკნელი წარადგენდა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებაში. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ გარანტიაში აღინიშნებოდა ბენეფიციარის ვინაობა, მისი დაფინანსების ფარგლები (ეროვნულ ვალუტაში) და მომსახურების მიმწოდებლისათვის ანაზღაურების მიღებისათვის დაწესებული ვადა. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურისა) და საგარანტიო წერილის წარდგენის შემდგომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოცემული დადგენილებიდან გამომდინარე, შპს „პსპ ფარმას“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარეობდა ხანგრძლივი სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მოქალაქის (ბენეფიციარის) მიერ წარდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, შპს „პსპ ფარმას“ აფთიაქი გასცემდა მედიკამენტებს ბენეფიციარზე და ადგენდა ანგარიშფაქტურას, რომელსაც საგარანტიო წერილთან ერთად, დადგენილ ვადაში (1 თვეში) წარუდგენდა მუნიციპალიტეტს შესაბამისი ანაზღაურების მიღების მიზნით. 2018 წლის 2 თებერვალს მუნიციპალიტეტის აღნიშნული დადგენილება ძალა დაკარგულად გამოცხადდა, ხოლო მის ნაცვლად ამოქმედდა ანალოგიური შინაარსის მქონე, 2018 წლის 26 იანვრის # 18 დადგენილება - „ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “

მუნიციპალიტეტმა არ აანაზღაურა შპს „პსპ ფარმასათვის“ 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქციისათვის დარიცხული დავალიანება, რომელიც შეადგენს 6821 ლარსა და 84 თეთრს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მას დროულად ( საგარანტიო წერილში მითითებულ ვადაში) წარუდგინა მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტაცია.

ბენეფიციარის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ აფთიაქში საგარანტიო წერილის წარდგენის გზით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი დებდა ნასყიდობის ხელშეკრულებას შპს „პსპ ფარმას“ აფთიაქთან შესაბამისი პირის სასარგებლოდ და იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მისთვის ნასყიდობის ფასი მესამე პირისთვის მოწოდებული პროდუქციის სანაცვლოდ. შპს „პსპ ფარმა“ ითხოვს მის მიერ ბენეფიციარისათვის გაცემული პროდუქციის ფასის ანაზღაურებას.

 

1.2 დაეკისროს ჭიათურის მუნიციპალიტეტს ნასყიდობის ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე 6821 ლარის და 84 თეთრის გადახდა შპს „ პსპ ფარმა“-ს სასარგებლოდ.

 

1.3 დაეკისროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „პსპ ფარმა“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა სარჩელი რომლითაც უარს აცხადებს მოსარჩელის შპს „ პსპ ფარმა“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და განმარტავს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 15 მარტს გამოსცა (# 7) დადგენილება „ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “, რომლითაც დამტკიცდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისას და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა „ სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება “. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაიცემოდა საგარანტიო წერილი, რომლის საფუძველზე, შპს „პსპ ფარმას“ აფთიაქი გასცემდა მედიკამენტებს ბენეფიციარზე. გაცნობებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 2017 წლის დავალიანებები, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, რათა მოახდინოს აღნიშნული თანხის შპს „პსპ ფარმა“-ს მიმართ ანაზღაურება. თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდება საკითხის შესწავლა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის 15 მარტს გამოსცა (# 7) დადგენილება „ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “(შემდგომში წესი), რომლითაც დამტკიცდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისას და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება (წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტი).

წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარება სახით სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.

წესის მეორე მუხლის შესაბამისად დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტიგენტია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- დადგენილება (ს.ფ.163-170)

- მხარეთა ახსნა -განმარტება

 

3.2.2. წესის მე-17 მუხლის შესაბამისად პირველი მუხლის ა.ბ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებდა გადაწყვეტილებას ბენეფიციართა დაფინანსების შესახებ, იგი გადასცემდა ბენეფიციარს საგარანტიო წერილს, რომელსაც ეს უკანასკნელი წარადგენდა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებაში. მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ გარანტიაში აღინიშნებოდა ბენეფიციარის ვინაობა, მისი დაფინანსების ფარგლები (ეროვნულ ვალუტაში) და მომსახურების მიმწოდებლისათვის ანაზღაურების მიღებისათვის დაწესებული ვადა. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურისა) და საგარანტიო წერილის წარდგენის შემდგომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. ასეთივე წესი ასევე მიღებულია 2018 წელს.

წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- დადგენილება (ს.ფ.163-170)

- დადგენილება (ს.ფ.171-181)

- მხარეთა ახსნა -განმარტება

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ მოცემული სარჩელის ფარგლებში მითითებული წესის შესაბამისად გაცემულია 6821 ლარის და 84 თეთრის საგარანტიო წერილი, ხოლო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მოსარჩელე შ.პ.ს. „პსპ ფარმა“-ს მიერ მოპასუხისათვის წარდგენილია შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი-ანგარიშფაქტურა, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტი , რაც ადასტურებს, რომ 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქციისათვის დარიცხული დავალიანება, შეადგენს 6821 ლარსა და 84 თეთრს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

-ჭიათურის მუნიციპალიტეტის დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მუნიციპალიტეტში წარდგენილი წერილები - ბენეფიციართა ჩამონათვალით, საგარანტიო წერილები, ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადებები) (ტომი I-ლი ს.ფ 17-300 ტომი- II ს.ფ 1-300 ტომი III - ს.ფ 1-139)

- მხარეთა ახსნა -განმარტება

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტმა შესაგებელში ფაქტობრივად დაადასტურა გარემოება სარჩელში მითითებული დავალიანების არსებობის თაობაზე, თუმცა უთითებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 2017 წლის დავალიანებები, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას, რათა მოახდინოს აღნიშნული თანხის შ.პ.ს. „პ.ს.პ. ფარმა“-ს მიმართ ანაზღაურება. თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდება საკითხის შესწავლა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- შესაგებელი

- მხარეთა ახსნა -განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებულია, ხოლო მოპასუხის მიერ ვალდებულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობა სახეზეა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე , 349-ე, 361-ე, 477-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის შესაბამისად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2017 წლის 15 მარტს გამოსცა (# 7) დადგენილება „ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “(შემდგომში წესი), რომლითაც დამტკიცდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისას და მიღების წესი. დადგენილება განსაზღვრავს სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირთა წრეს, მათთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის ფორმებსა და წესს. სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ განისაზღვრა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება (წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტი).

წესის პირველი მუხლის ა.ბ. პუნქტის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა სოციალური დახმარება სახით სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება.

წესის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

დადგენილია, რომ მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ მოცემული სარჩელის ფარგლებში მითითებული წესის შესაბამისად გაცემულია 6821 ლარის და 84 თეთრის საგარანტიო წერილი, ხოლო მომსახურეობის მიმწოდებელი დაწესებულების მოსარჩელე შ.პ.ს. „პსპ ფარმა“-ს მიერ მოპასუხისათვის წარდგენილია შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი-ანგარიშფაქტურა, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტი , რაც ადასტურებს, რომ 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე მიწოდებული პროდუქციისათვის დარიცხული დავალიანება, შეადგენს 6821 ლარსა და 84 თეთრს.

6.6.განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მიწოდებულია საქონელი , ხოლო გადახდილი არ არის ფასი, შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შ.პ.ს. ,,პსპ ფარმა“-ს სარჩელი ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ დაკმაყოფილდეს და ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,პსპ ფარმა“-ს სასრგებლოდ დაეკისროს 6821 (ექვსიათას რვაასოცდაერთი) ლარისა და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრის გადახდა.

2. ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტს შ.პ.ს. ,,პსპ ფარმა“-ს სასრგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 204 (ორასოთხი) ლარისა და 66 (სამოცდაექვსი) თეთრის ოდენობით.

 

3. შ.პ.ს. ,,პსპ ფარმა“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 34(ოცდათოთხმეტი) თეთრი (საგადასახადო დავალება №0; გადამხდელის ბანკი: სს”თიბისი ბანკი”, გადახდის თარიღი - 05.07.2018 წელი, სახაზინო კოდი 300223150, გადამხდელი - შპს „პსპ ფარმა“; თანხა - 205.00 ლარი) კანონით დადგენილი წესით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი