გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210018002436463
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელეები - გ-------------------ე, ა------------------ე

წარმომადგენელი - ე-–------------------ე, რ------------–---ი

 

მოპასუხეები - ჟ--–---------------ე, ბ-------–------–---–ი

მოპასუხე ბ-------–------–---–ის წარმომადგენელი - ზ------------ე

 

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნატურით გაყოფის გზით გ-------------------ეს, ა------------------ესა და ჟ--–---------------ის, ბ-------–------–---–ის საზიარო უფლების გაუქმება ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში მდებარე - 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მოსარჩელეებს მიეკუთვნოს მიწის ნაკვეთი 237 კვ.მ. ფართობით მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, ხოლო მოპასუხეებს მიეკუთვნოს მიწის ნაკვეთი 121 კვ.მ. ფართობით მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით (საკადასტრო კოდი: 0----------------------, 0----------------------, 0---------------------- და 0----------------------).

 

2011 წლის 17 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გ-------------------ეს საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 114.97 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18.

2011 წლის 29 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ა------------------ეს საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 139.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18.

 

მოსარჩელეების მეზობლად ცხოვრობენ მოპასუხეები:

ა) ჟ--–---------------ე, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 93 კვ.მ. და თანასაკუთრებაში ტუალეტი 4 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18;

 

ბ) ბ-------–------–---–ი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 127.87 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18;

 

მოსარჩელეებისა და მოპასუხეების საერთო სარგებლობაში არსებული 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, თანასაკუთრებად.

 

მოსარჩელეებმა დაუკვეთეს მოპასუხეებთან თანასაკუთრებაში არსებულ ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთის დაყოფის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო 2018 წლის 05 თებერვალს ინდივიდუალური განცხადებით ა------------------ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისთვის სასურველი საკადასტრო აზომვითი ნახაზით უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, მ-------–---ის ქუჩა №-.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის N--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა თანამესაკუთრეთა შორის სათანადო წესით დამოწმებული გამიჯვნის - მიწის ნაკვეთი დაყოფის - ხელშეკრულების წარმოსადგენად.

 

2018 წლის 23 აპრილის შპს აუდიტორული ფირმა ,,ს--–---ე“-ს დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშით დადგენილ იქნა - შესაძლებელია ამ შენობის გამიჯვნა, რომელსაც გააჩნია ცალკე შესასვლელი ქუჩიდან და არ შეცვლის 358 კვ.მ. მიწის ფართზე მდებარე 479.48 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხე ჟ--–---------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან სახლს აქვს ერთი სახურავი, ეზოში შესასვლელიც ერთია, ასევე ეზოში არის დამხმარე ფართები. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ბ-------–------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 17 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გ-------------------ეს საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 114.97 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 24 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 17).

 

3.1.2. 2011 წლის 29 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე ა------------------ეს საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 139.64 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 23 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 18).

 

3.1.3. მოპასუხე ჟ--–---------------ეს საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 93 კვ.მ. და თანასაკუთრებაში ტუალეტი 4 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 23 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 19).

 

3.1.4. მოპასუხე ბ-------–------–---–ს საკუთრებაში გააჩნია სახლი, მდებარე ქ. თბილისში, მ-------–---ის ქუჩა №--ში საცხოვრებელი და დამხმარე ფართით 127.87 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0----------------------, განლაგებული 358 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ნაკვეთის წინა ნომერი 18;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 24 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 20).

 

3.1.5. მოსარჩელეებისა და მოპასუხეების საერთო სარგებლობაში არსებული 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, თანასაკუთრებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 23-24 აპრილის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 17-20).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 23 აპრილის შპს აუდიტორული ფირმა ,,ს--–---ე“-ს დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშით დადგენილ იქნა - შესაძლებელია ამ შენობის გამიჯვნა, რომელსაც გააჩნია ცალკე შესასვლელი ქუჩიდან და არ შეცვლის 358 კვ.მ. მიწის ფართზე მდებარე 479.48 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 23 აპრილის დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიში (ს.ფ 25-30).

 

3.2.2. 2018 წლის 10 იანვრის შპს ჯ-----–---ის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებით დადგენილია, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული 358 კვ.მ. მიწის ფართობის გაყოფის შესაძლებლობა, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებს ა----- და გ-------------------ეებს მიეკუთვნება 237 კვ.მ. მიწის ნაკვთი, ამ მიწის ნაკვეთზე შენობის პირველი სართული ეკუთვნის გ-------------------ეს, მეორე სართული ა------------------ეს, ხოლო მოპასუხეებს ჟ--–---------------ესა და ბ-------–------–---–ს მიეკუთვნება 121 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ამ მიწაზე არსებული შენობა მოიცავს მთლიან მიწის ნაკვეთს, რომლის მესამე სართული ეკუთვნის ჟ--–---------------ეს, ხოლო მეოთხე სართული ბ-------–------–---–ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ჯ-----–---ის 2018 წლის 10 იანვრის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები (ს.ფ 23-24).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-3 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ანალოგიური დავების განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია რა გარკვეული საკითხების მიმართ ამ საკითხების მცოდნე პირის ექსპერტის დასკვნის შეფასების შესაძლებლობა, კანონმდებელი ამ პირის დასკვნას, როგორც მტკიცებულებას სავალდებულოდ არ მიიჩნევს და ადგენს სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოს მიერ მისი შეფასების შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს მიერ დასკვნის გაუზიარებლობა დასაბუთებული უნდა იყოს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში.

 

დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშში მოცემულია, რომ შესაძლებელია ამ შენობის გამიჯვნა, რომელსაც გააჩნია ცალკე შესასვლელი ქუჩიდან და არ შეცვლის 358 კვ.მ. მიწის ფართზე მდებარე 479.48 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობების საერთო ღირებულებას.

 

2018 წლის 10 იანვრის შპს ჯ-----–---ის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებით დადგენილია, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული 358 კვ.მ. მიწის ფართობის გაყოფის შესაძლებელია შემდეგნაირად, მოსარჩელეებს ა----- და გ-------------------ეებს მიეკუთვნება 237 კვ.მ. მიწის ნაკვთი, ამ მიწის ნაკვეთზე შენობის პირველი სართული ეკუთვნის გ-------------------ეს, მეორე სართული ა------------------ეს, ხოლო მოპასუხეებს ჟ--–---------------ესა და ბ-------–------–---–ს მიეკუთვნება 121 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ამ მიწაზე არსებული შენობა მოიცავს მთლიან მიწის ნაკვეთს, რომლის მესამე სართული ეკუთვნის ჟ--–---------------ეს, ხოლო მეოთხე სართული ბ-------–------–---–ს.

 

დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიში და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები არ არის შედგენილი თანამესაკუთრეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას დასაშვებია, საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, თუკი საზიაროს საგნის გაყოფა მოითხოვს აღნიშნულ საჭიროებებს, ეს ნიშნავს, რომ საზიარო საგნის გაყოფა მის ერთგვაროვან ნაწილებად არ არის შესაძლებელი, მით უფრო ღირებულების შემცირების გარეშე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 953-ე და 961-ე, 963-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მონაწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არიან საზიარო საგნის, მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები, შესაბამისად, მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი), რასაც მოცემულ შემთხვევაში ითხოვენ მოსარჩელეები და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა. იმისთვის, რომ სადავო უძრავი ქონება ერთგვაროვან ნაწილებად ნატურით გაიყოს, აუცილებელი იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, რაც შესაბამისი უწყებებიდან სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე (იხ, სუსგ, საქმე №ას-1148-1094-2014 19 მარტი, 2015 წელი).

 

სასამართლო არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზებით შემოთავაზებულ საზიარო საგნის გაყოფის ვარიანტს, ვინაიდან მიაჩნია, რომ ამგვარი გაყოფა შეამცირებს მიწის ნაკვეთის საყოფაცხოვრებო დანიშნულებას, ასევე, მოპასუხეები მიიღებენ წილობრივად ნაკლებ ოდენობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზიარო საგანი დაკარგავს იმ ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაც მას გააჩნდა გაყოფამდე. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეების მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 ლარი. რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------------ესა და ა------------------ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე