განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002601709
საქმე №1-770/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გ-------------–---–ის
ბრალდებულის - დ-------- ბ----–--ის
ადვოკატის - ნ---------------–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171090718013 საქმე:
ბრალდებულ დ-------- ბ----–--ის მიმართ
მამის სახელი: ის----–-
დაბადებული: 27.03.1--- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------–----–--------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 09 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჩხაიძისა და იუნკერების ქუჩების კვეთაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დ-------- ბ----–--ემ მარცხენა ხელზე ხელის მოჭერითა და ამოტრიალებით, თმების არაერთხელ მოქაჩვით, ხელის სახისა და მარჯვენა წინამხრის არეში დარტყმებით, ნ----- დ-------ეს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. დაზარალებულმა ნ----- დ-------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ უკვე რამდენიმე წელია დ-------- ბ----–--ის მეუღლეა, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია ამ დრომდე არ მოუხდენიათ, ცხოვრობენ ერთად და ზრდიან საერთო შვილს. დაზარალებულმა სრულად დაადასტურა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, განმარტა, რომ 2018 წლის ივლისის თვეში ნამდვილად ჰქონდა ადგილი მის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ფაქტს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამჟამად მეუღლესთან შერიგებულია, აგრძელებენ ერთად ცხოვრებას, არ ითხოვს მის მკაცრ დასჯას და სურს სასამართლომ გამოიყენოს მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელი .
3. ბრალდებულმა დ-------- ბ----–--ემ საქმის არსებითი განხილვისას თავი სრულად ცნო დამნაშავეს წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ გარემოებებს, ითხოვა პატიება. განმარტა, რომ დაზარალებულთან შერიგებულია, ცხოვრობენ ერთად და ზრდიან სამი წლის შვილს.
4. გარდა ბრალდებულ დ-------- ბ----–--ის და დაზარალებულ ნ----- დ-------ის ჩვენებებისა, რომლების გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ყველა სხვა მტკიცებულება. განმარტეს რა, რომ ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ის მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებებად, როგორც პრეიუდიცია.
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- ბ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა დაზარალებულ ნ----- დ-------ის ჩვენებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
7. მოწმეების - ნოდარ სალვარიძის, ირაკლი ხინიკაძის, ონიკ ამბარცუმიანის, ლევან აბაშიძის და რუსლან თებიძის ჩვენებები, 2018 წლის 09 ივლისს შედგენილი #01363- შემაკავებელი ორდერი; გაბრიელ ბ----–--ის დაბადების აქტის ჩანაწერი; ოქმი დაზარალებულის სხეულის დაზიანებულ ადგილებზე ფოტო-გადაღების შესახებ და შესაბამისი ფოტო-ცხრილი; სანფორმაციო ცენტრ 122-დან მიწოდებული ინფორმაცია ერთ ცალ დისკზე; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 20 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №005808718 დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ნ----- დ-------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარჯვენა მხრის სახსრის და მარცხენა წინამხრის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითიტებულ თარიღს;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
9. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული დ-------- ბ----–--ე და დაზარალებული ნ----- დ-------ე არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.
10. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
11. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
12. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
13. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ-------- ბ----–--ის ბრალდების დადასტურება.
14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
16. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
17. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
18. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
19. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
20. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
22. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ-------- ბ----–--ემ, 2018 წლის 09 ივლისს, ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, ნ----- დ-------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
23. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- ბ----–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
24. დ-------- ბ----–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მისი ნასამართლობაა.
25. დ-------- ბ----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
27. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
28. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
29. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
30. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
31. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
3-- სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 80-დან 150 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვით, ან უამისოდ.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დ-------- ბ----–--ის მიმართ, რომელიც აღიარებს დანაშაულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, შერიგებულია დაზარალებულთან, დაზარალებულის და ბრალდებულის შერიგება კი განსაკუთრებით გასათვალისწინებელი შემამსუბუქებელი გარემოებაა სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალური -150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დ-------- ბ----–--ე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით, დ-------- ბ----–--ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ბ----–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ყადაღის საკითხის გადაწყვეტა :
35. სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოიხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა - ზ----------------------------------------–--–-------------------–------------------------------–------------------------------------ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, მ-----–-–----–---------------ში (ზონა - ბათუმი 05, სექტორი - 3-, კვარტალი - 0-- ნაკვეთი - 4--, კოდი - 0-----, საკადასტრო კოდი №05.3--07.4--.0--5--- - 7000 (შვიდი თასი) ლარის ღირებულების წილზე.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - საინფორმაციო ცენტრ 112-დან მოწოდებული ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული დ-------- ის----–-ს ძე ბ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დ-------- ბ----–--ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 05 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ბ----–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
მსჯავრდებული დ-------- ბ----–--ე დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებული დ-------- ბ----–--ე მოთავსებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 25 ივლისამდე.
დ-------- ბ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - ზ----------------------------------------–--–-------------------–------------------------------–------------------------------------ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, მ-----–-–----–---------------ში (ზონა - ბათუმი 05, სექტორი - 3-, კვარტალი - 0-- ნაკვეთი - 4--, კოდი - 0-----, საკადასტრო კოდი №05.3--07.4--.0--5--- - 7000 (შვიდი თასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე დაეკისროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება - საინფორმაციო ცენტრ 112-დან მოწოდებული ინფორმაცია ერთ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი